განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002608389
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/227-18 20 მაისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031240818002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ცაცა ებრალიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ირმა ბესალაშვილი
ბრალდებული: ვ----- ჯ-------
მამის სახელი:ე----
დაბადების თარიღი: 1-----–-–------------------
პასპორტის ნომერი: A----------
მოქალაქეობა: სომხეთის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------–----------
თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 24 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში ვ----- ჯ-------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ე----- ს---------თან, რა დროსაც ვ----- ჯ-------მა მის ხელთ არსებული დანა მარცხენა თვალში ჩაარტყა ე----- ს---------ს, რომელმაც დანის დარტყმის შედეგად აღნიშნულ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა და მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან.
დაზარალებულმა ე----- ს---------მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში. მომხდარის თარიღი ზუსტად არ ახსოვს, იქნებოდა დაახლოებით საღამოს 7-8 საათი. მისი ბიძაშვილის შვილი რ------- რ--------ი საქონელს მიერეკებოდა, როდესაც ვ-----მა(ვაჰაგნ ჯ-------ი) მას უთხრა: ,,არ იცი ბუღას როგორ ეძახიანო“. აღნიშნული სიტყვები კი მათ სოფელში ჟღერს ცუდად. მომხდარის თაობაზე რ------- რ--------მა მოუყვა მას. სოფელ ახკერპში ქუჩაში, აღნიშნული ფაქტით განაწყენების გამო ე----- ს---------მა ვ-----ს სახეში გაარტყა და გააფრთხილა, რომ აღარ გამოჩენილიყო მათ ქუჩაზე. რამდენიმე ხნის შენდეგ ვაჰაგან ჯ-------ი ე----- ს---------თან დაბრუნდა მამასთან ერთად. იმ დროს, მასთან იმყოფებოდა რ-------ს მამა, მოშორებით იყო ხალხი და ე----- ს---------ის მეუღლე. ე----- ს---------მა განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის თაობაზე ესაუბრებოდა ვ----- ჯ-------ის მამას, ხელით ეჭირათ ერთმანეთი, რა დროსაც მას ვ-----მა ჩაარტყა დანა. კერძოდ, იგი იდგა ზურგით, ხოლო ვ----- ჯ-------ის მამა მის ზემოთ, როდესაც ბრალდებული მივიდა მამამისის მხრიდან და დაარტყა დანა თვალში. მოწმემ განმარტა, რომ დაინახა თუ როგორ გარბოდა ბრალდებული დარტყმის შემდეგ. ე----- ს---------ი თვალზე სამკურნალოდ იმყოფებოდა მარნეულში და შემდგომ თბილისში. თუმცა თვალში მომხდარის შემდეგ მხედველობა ვერ აღუდგა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევამდე მას მხედველობასთან პრობლემა არ ჰქონია. ე----- ს---------ის განმარტებით, იგი ფინანსურ დახმარებას არ ითხოვს და სურს ბრალდებული დაისაჯოს მკაცრად.
მოწმე რ------- რ--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში. შემთხვევის დღეს გაექცა ბუღა და წავიდა მოსაყვანად. მან გზაში ბუღას მიმართა სიტყვებით: ,,სად მიდიხარ, არ იცი სახლის გზა“. რა დროსაც რ-------ს ვ-----მა (ვ----- ჯ-------მა) უთხრა, რომ სხვა რამე ეთქვა ბუღასთვის და ისიც წაყვებოდა. მომხდარის შესახებ იგი მოუყვა ე-----ს(ე----- ს---------ი). ამის შემდეგ რ------- რ--------ი იმყოფებოდა სახლში, გაიგონა ხმა და როდესაც გამოვიდა გზაზე დაინახა რომ იგორი იყო სისხლიანი.
მოწმის სახით სასამართლოში ასევე დაიკითხა ბ------- რ--------ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში. შემთხვევის დღეს, მისი შვილი რ------- რ--------ი მიერეკებოდა ბუღას, როდესაც ვ----- ჯ-------მა დაუძახა და უთხრა რომ სხვანაირად გაერეკა ბუღა. რ------- მივიდა სახლში და მამას (ბ-------ს) მოუთხრო მომხდარის შესახებ. რის შემდეგაც ბ------- რ--------ი წავიდა უბანში, სადაც დაინახა რომ ე----- ს---------ი და ვ----- ჯ-------ის მამა იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და საუბრობდნენ, ხოლო ვ----- ჯ-------ი იდგა მათ გვერდით. მოწმის განმარტებით ვ-----მა ე-----ს დაარტყა დანა, რომელიც მას მოხვდა თვალში. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ დანა არ დაუნახავს, თუმცა დაინახა ხელის მოქნევის და დარტყმის მომენტი. მომხდარის შემდეგ ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება და ე-----ი გადაიყვანეს თბილისში. ბ------- რ--------მა, ასევე მიუთითა რომ მათ ე-----ს სველი დაადეს, თუმცა მისთვის თვალში არაფერი არ ჩაუწვეთებიათ.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე---- ჯ-------ი. მისი ჩვენების თანახმად შემთხვევის დღეს იყო 24 აგვისტო. მიდიოდა მაღაზიიდან სახლში, რა დროსაც გაიგონა იგორის (ე----- ს---------ი) ხმა. იგი ბილწსიტყვაობდა, თუმცა ვის ეჩხუბებდა არ ესმოდა. როდესაც მოწმე ადგილზე მივიდა, დაინახა ვ-----ი (შვილი) ფეხშიშველი, რომელიც დაუსხლტა ე-----ს. შემთხვევა ხდებოდა სოფლის გზაზე, ე-----ი აგინებდა ვ-----ს და ცდილობდა თავს დასხმოდა მას. ე-----მა ფიცარი ჩაარტყა ვ-----ს. მან დაინახა ე-----ი რომ დაეცა, თუმცა რა მოხდა არ დაუნახავს, რადგან ბევრი ხალხი იყო, ხოლო თავად მას იჭერდა იქ მყოფი რ--------ი(რ------- რ--------ის მამა). ე---- ჯ-------მა ასევე გაიგონა, თუ როგორ ყვიროდა ე-----ი ,,იარაღი მომეცით უნდა მოვკლაო“. მოწმემ განმარტა, რომ იგორი უთითებდა მარცხენა წარბზე, თუმცა მას სისხლი არ შეუმჩნევია. ასევე ადგილზე არ დაუნახავს სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. ჩხუბი რომ დამთავრდა დაიშალნენ. ე-----ი წაიყვანეს სახლში. ე---- ჯ-------იც დაბრუნდა სახლში, თუმცა ვ-----ი იქ არ დახვდა. მომწემ დაკითხვისას დამატებით აღნიშნა, რომ ჩხუბის მიზეზი არ იცის. როგორც მისთვის ცნობილია ვ-----ი და ე-----ი იყვნენ ახლო მეგობრები, ხოლო რ------- არის ვ-----ის კლასელი.
მოწმის სახით დაკითხულმა ხაჩიკ ოლკინიანმა სასამართლოს უჩვენა, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან მისი თანასოფლელები. მას უშუალოდ მომხდარი ფაქტი არ უნახავას. მომხდარიდან 10-15 წუთის შემდეგ მივიდა ადგილზე. შორიდან დაინახა ე----- ს---------ი, რომელიც იყო სიხლიანი და თვალი ჰქონდა დაზიანებული. მოწმემ განმარტა რომ მას ვ-----ი არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რიონული სამმართველოს გამომძიებელი ბეთქილ გერლიანი, რომელმაც სასამართლოს უჩვენა რომ მარნეულის საავადმყოფოდან მიიღეს შეტყობინება. საიდანაც ირკვეოდა რომ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა პაციენტი, დაზიანებებით თვალისა და მკლავის არეში. მიღებული შეტყობინების საფუძველზე სამმართველოში დაიწო გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობისას მოხდა დაზარალებულის დაკითხვა. როგორც დაზარალებულმა განმარტა დაზიანებები მას მიაყენა ვ----- ჯ-------მა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ვ----- ჯ-------ის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიიღეს ოპერატიული ინფორმაციაც. ამის შემდეგ ვ----- ჯ-------ი იქნა დაკავებული. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ბეთქილ გერლიანმა სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ ე----- ს---------ის თვალზე არსებული დაზიანების ხარისხი ვერ განისაზღვა ექსპერტის მიერ, რის გამოც საქმეზე დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ელდარ ბოლქვაძის ჩვენების თანახმად, ირკვევა 2018 წლის 25 აგვისტოს ,,ნიუ ჰოსპიტალში“ დაკითხა ე----- ს---------ი, რომელმაც განუმარტა რომ დაზიანება მიაყენეს დანით.
მომწის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი გიორგი ბასილია, რომელმაც დაადასტურა რომ 2018 წლის 26 აგვისტოს დღის საათებში გამოკითხა ბ------- რ--------ი. გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი.
ბრალდებულმა ვ----- ჯ-------მა დაკითხვისას სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს დაახლოებით 7-8 საათზე იმყოფებოდა სოფლის მთვარ გზაზე, როდესაც რ-------ს მოყავდა ბუღა, რომელიც არ მოჰყვებოდა. ვ-----მა რ-------ს უთხრა რომ ბუღასთვის ეთქვა ტკბილი სიტყვა და წაჰყვებოდა. დაახლოებით 10 წუთში, მასთან მივიდა იგორი (ე----- ს---------ი) უწმაწური სიტყვებით მიმართა და ჩაარტყა. შედეგ ვ----- ჯ-------ი შეხვდა მამამისს, რომელიც მიდიოდა სახლში. იგორიც დაბრუნდა, მან გააგრძელა გინება და ვ-----ს ჩაარტყა ფიცარი ზურგში. რის გამოც გაეხადა ფეხსაცმელი. მოწმემ განმარტა რომ დანას იქნევდა იგორის შეშინების მიზნით. მან თავის დაცვის დროს ხელი გვერდიდან ჰკრა ე-----ს და იგი დაეცა. იგორმა დაზიანება მიიღო დაცემისას. სავარაუდოდ მიწას დაარტყა სახე. ადგილზე ეყარა შუშა და ქვა. მოწმემ დააზუსტა რომ დანა გადააგდო, ხელი ჰკრა და მერე ისევ აიღო დანა. ე-----მა როდესაც დაზიანება მიიღო, ვ-----ი მივიდა მასთან და დაინახა რომ მას წყალი დაასხეს და პერეკისი დააყარეს. იგორი ყვიროდა: ,,თოფი მოიტანეთ უნდ ვესროლოო“. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემდეგ თავად წავიდა პოლიციაში და დანაც წაიღო.
სამედიცინო ექსპერტიზის N006859718 დასკვნის თანახმად შპს ნიუ ჰოსპიტალს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N9651-ის მონაცემებით ე----- ს---------ს 24.08.18. წ. აღენიშნებოდა ჭრილობა წარბის არეში, კტ კვლევით და ოპერაციულად დაუდგინდა: მარცხენა თვალის ფერადი გარსის და ცილიარული სხეულის ავადმყოფობები, თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალსშიდა ქსოვილის გამოვარდნით ან დაკრაგვით. აღნიშნული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. იმის გამო, რომ სამედიცინო ბარათში სრულყოფილად არ არის აღწერილი ჭრილობის მორფოლოგიური მახასიათებლები, მიმყენებელი საგანი ვერ განისაზღვრა. დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა ჩატარდეს კომისიური სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზა.
სამედიცინო ექსპერტიზის N003042119 დასკვნის თანახმად, როგორც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს. ,,ნიუ ჰოსპიტალს“-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9651-იდან ირკვევა, ე----- ს---------ი 24.08.18წ. მომხდარ ფაქტთანდაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 24.08.18 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: OS -ფერადი გარსის და ცილიარული სხეულის ავადმყოფობები, თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალსშიდა ქსოვილის გამოვრადნით ან დაკარგვით, წარბის ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია თვალის კაკლის ქვედა კვადრანტში სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმის მასალები მასში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად შესწავლილ იქნა და თვით ე----- ს---------ი გამოკვლელულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტორს ექსპერტის ოფთალმოლოგიაში, შპს ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“-ს დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩიჩუას მიერ, რომლის დასკვნითაც ე----- ს---------ის ამჟამინდელი დიაგნოზია: მარჯვენა თვალის მიოპიური ასტიგმატიზმი, ამბლიოპია. მარცხენა თავალის კაკლის შემავალი დამუშავებული ჭრილობა შემდგომი მდგომარეობა, თვალის კაკლის სუბტროფია. მარჯვენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული მთელი ხუთი მეათედი, არ კორეგირებს (VOD=0,5ა/კ); მარცხენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული (VOS-0); მარცხენა თვალზე აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია ტრავმით და სავარუდოდ უკავშირდება 24.08.2018 წელს მომხდარ ფაქტს. მხედევლობის ორგანოს ამჟამინდელი მდგომარეობა შესაძლოა უკავშირდებობს 24.08.18წ. მიღებულ ტრავმას, თუმცა აღნიშნულის კატე-----იული მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35% ნიშნით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი, რომელმაც დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მოწმემ განმარტა, რომ დაზიანება ტრამვით არის გამოწვეული. დაზიანება მიეკუთვნება მძიმე კატე-----იას, შრომის უნარის მყარი დაკარგვით. აღნიშნულ ნაწილში დასკვნა არის კატე-----იული. ჭრილობა არის ნაფლეთოვანი. დაზიანება შესაძლებელია მიყენებული ყოფილიყო როგორც ბლაგვი, ასევე მჭრელი საგნით, თუმცა თუ კონკრეტულად რომელი საგნით არის ჭრილობა მიყენებული ამის მტკიცება შეუძლებელია.
2018 წლის 25 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმის თანხმად, დგინდება რომ მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში, ვ----- ჯ-------ის საცხოვებლი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ----- ჯავხიანს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. რა დროსაც პირადი ჩხრეკისას ვ----- ჯ-------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, რომელსაც აქვს მოყავისფრო ფერის ხის ტარი.
2018 წლის 25 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ჩხრეკა ჩატარდა ვ----- ჯ-------ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში. ვ----- ჯავახინის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი (მოლურჯო ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები უკანა მხარეს. შავი ფერის ნაიკის სპორტული შარვალი, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები), რომელიც ეცვა შემთხვევის დროს.
2018 წლის 25 აგვისტოს დაკავების ოქმით დგინდება რომ ვ----- ჯ-------ი დაკავებული იქნა მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში, ვ----- ჯ-------ის საცხოვებლი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა ზურგზე სამ ზოლად ძველი ნაიარევი შრამი. სხვა რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაკავების ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზეომოაღიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და თუ რა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი და განმარტავას:
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში ვ----- ჯ-------სა და ე----- ს---------ს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. კონფლიქტის მიზეზი იყო რ------- რ--------სა და ვ----- ჯ-------ს შორის შემდგარი საუბარი. კონფლიქტის დროს ე----- სარგისინამა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.
დაზარალებულმა ე----- ს---------მა სასამართლოს მოახსენა, რომ მას ვ----- ჯავახინამა ჩაარტყა დანა თვალში და მომხდარის შემდეგ მხედველობა არ აქვს. ასევე მოწმე ბ------- რ------ნმა აღნიშნა, რომ მან დაინახა ვ----- ჯავახინის მხრიდან ე----- ს---------ის მიმართ ხელის მოქნევის და დარტყმის მომენტი. მოწმის განმარტებით ე-----ს ჰქონდა თვალი დაზიანებული. ე---- ჯავახინმა კი განმარტა, რომ ე-----ი დაეცა და იგი უთითებდა მარცხენა წარბზე. ხოლო მოწმეებმა რ------- რ------ნმა და ხაჩიკ ოლკინინმა დაინეხეს, რომ ე----- ს---------ი იყო სისხლიანი. ასევე მოწმე ხაჩიკ ოლკინიანმა განმარტა რომ დაინახა ე-----ი რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული. ბრალდებულმა ვ----- ჯ-------მა თავის ჩვენებაში დაადასტურა რომ შემთხვევის დროს ჰქონდა დანა, რომელსაც იქნევდა.
სამედიცინო ექსპერტიზის N006859718 დასკვნითა და ექსპერტ ეკა ჩავლეიშვილის ჩვენებით დადასტურდა რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმის მასალები მასში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად შესწავლილ იქნა და თვით ე----- ს---------ი გამოკვლელულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტორს ექსპერტის ოფთალმოლოგიაში, შპს ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“-ს დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩიჩუას მიერ, რომლის დასკვნითაც ე----- ს---------ის ამჟამინდელი დიაგნოზია: მარჯვენა თვალის მიოპიური ასტიგმატიზმი, ამბლიოპია. მარცხენა თავალის კაკლის შემავალი დამუშავებული ჭრილობა შემდგომი მდგომარეობა, თვალის კაკლის სუბტროფია. მარჯვენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული მთელი ხუთი მეათედი, არ კორეგირებს (VOD=0,5ა/კ); მარცხენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული (VOS-0); მარცხენა თვალზე აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია ტრავმით და სავარუდოდ უკავშირდება 24.08.2018 წელს მომხდარ ფაქტს. მხედევლობის ორგანოს ამჟამინდელი მდგომარეობა შესაძლოა უკავშირდებობს 24.08.18წ. მიღებულ ტრავმას, თუმცა აღნიშნულის კატე-----იული მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35% ნიშნით.
აღნიშნული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
გარდა ზემოთ აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენისათვის მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - ბეთქილ გერლიანის, ელდარ ბოლქვაძის და გიორგი ბასილიას ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განმარტა რომ ვ----- ჯ-------ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ბრალდებულმა თავის ჩვენებაში აღნიშნა რომ ე----- ს---------ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ჩაარტყა ფიცარი ზურგში. თავად კი დანას იქნევდა მის შესაშინებლად. ბრალდებულმა თავის დაცვის დროს ხელი ჰკრა ე----- ს---------ს. რა დროსაც იგი დაეცა და მიიღო დაზიანება. ბრალდებულმა აღნიშნული ასევე განმარტა საბოლოო სიტყვაშიც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ვ----- ჯ-------ის მსჯავრდებისათვის. სასამართლოს მიაჩნია რომ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ე----- ს---------ის ქმედებებში მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ნიშნები არ იქნა გამოკვეთილი (ბრალდებული მიუთითებს ე----- ს---------ის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე(ფიცრის ჩარტყმაზე), თუმცა 2018 წლის 25 აგვისტოს დაკავების ოქმის თანახმად ვ----- ჯ-------ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნეობდა, რაც დადასტურებული იქნა დაკავების ოქმში ბრალდებულის ხელმოწერით) რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ე----- ს---------ი და მოწმე ბ------- რ--------ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ვ----- ჯ-------ის წინააღმდეგ.
ამდენად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში ვაჰგან ჯ-------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ე----- ს---------თან, რა დროსაც ვაჰგან ჯ-------მა მის ხელთ არსებული დანა მარცხენა თვალში ჩაარტყა ე----- ს---------ს, რომელმაც დანის დარტყმის შედეგად აღნიშნულ თვალში სრულად დაკარგა მხედევლობა და მიიღო სხეულის მძიმე ხარისიხის დაზიანება, რაც დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა.
ობიექტური მხარე გამოიხატება: ა). ქმედებაში; ბ). მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში. გ). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ე----- ს---------ის, მოწმე ბ------- რ--------ის და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურდა რომ ე----- სარგისინაის მარცხენა თვალის მხედველობის დაკარგვა მიზეზობრივ კავშირშია ვ----- ჯავახინაის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ურომლისოდაც აღნიშული შედეგი არ დადგებოდა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის ან რომელიმე ორგანოს დაზიანება. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სახეები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად, მათგან პირველი არის დაზიანება, რომელის სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება, ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მართალია ზოგჯერ ხდება ისე, რომ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად პირი გადაურჩება სიკვდილს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. იგი მაინც ჩაითვლება სიცოცხლისათვის საშიშად, თუკი დაზიანებულია სხეულის ის ორგანოები, რომლის დაზიანებაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშს.
დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის ფუნქციის დაკარგვა. აქ შეიძლება გამოიყოს ორი შემთხვევა: 1. როცა დაკარგულია სხეულის რომელიმე ორგანო. მაგ. დაზიანების შედეგად თვალი ამოვარდნილია ბუდიდან. 2. ორგანო ფიზიკურად არ არის დაკარგული, იგი ადგილზეა, მაგრამ არ ფუნქციონირებს, მაგ: თვალი დაბრმავებულია.
მხედველობის დაკარგვად ითვლება როგორც სრული დაბრმავება, ისე მხედველობის იმგვარი დაზიანება, როცა პირი ვერ ამჩნევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს. ცალი თვალით დაბრმავება ასევე ითვლება მძიმე დაზიანებად, რადგან იგი იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას ერთ მესამედზე მეტად.
მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: ,, ე----- ს---------ის ამჟამინდელი დიაგნოზია: მარჯვენა თვალის მიოპიური ასტიგმატიზმი, ამბლიოპია. მარცხენა თვალის კაკლის შემავალი დამუშავებული ჭრილობა შემდგომი მდგომარეობა, თვალის კაკლის სუბტროფია. მარჯვენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული მთელი ხუთი მეათედი, არ კორეგირებს (VOD=0,5ა/კ); მარცხენა თვალის მხედევლობის სიმახვილე არის ნული (VOS-0); / დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35% ნიშნით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ვ----- ჯ-------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----- ჯ-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ვ----- ჯ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. დადგენილია, რომ ვ----- ჯ-------ი არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ----- ჯ-------ის რესოციალიზაციისათვის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელი იქნება ვ----- ჯ-------ისათვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის გარანტი.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული ვ----- ჯ-------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ვ----- ჯ-------ის ოჯახის წევრს. ხოლო დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ----- ჯ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით.
ვ----- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 აგვისტოდან.
ვ----- ჯ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ვ----- ჯ-------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ვ----- ჯ-------ის ოჯახის წევრს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე