გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019002954246
2-308-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი, ქ. ხაშური
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე თ------------------ძე
წარმომადგენელი გ--------------ე
მოპასუხეები მ-----–------–---–---–--------–-------------ძე
წარმომადგენელი ლ--------------ელი
დავის საგანი საკომლო ჩანაწერების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ხ-–------ მუნიციპალიტეტის ქ--–------ სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ღ------------ უბნის 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლებით დათარიღებული საკომლო ჩანაწერები კომლში მ-----–------–---–---–---------–---------------ს რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხეებს სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღიათ მონაწილეობა კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში, შესაბამისად, უფლება დაკარგეს კომლის ქონების წილზე, მოსარჩელის დედის მ------–-------------ძის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან თ------------------ძე და მისი და-ძმა, რაც გამორიცხავს მოპასუხეების მიერ მემკვიდრეობის მიღებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხოლოდ თ------------------ძე და მისი და-ძმა მიიღებენ დედის, მ------–-------------ძის მემკვიდრეობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არასწორად აქვს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ისინი სადავო სახლში ცხოვრობენ, მა----–------–---შვილი იქიდან არ გაუსახლებიათ - როგორც მოსარჩელე მიუთითებს. მოსარჩელის კომლი, სადაც მოპასუხეებიც არიან რეგისტრირებული, ცალკეა აღრიცხული და მისი დედის მ------–-------------ძის - ცალკე. შესაბამისად, სახლის ის ნაწილი, რომელშიც ცხოვრობენ, მემკვიდრეობაში არ შედის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ხ-–------ მუნიციპალიტეტის ქ--–------ სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ღ------------ უბნის 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლებით დათარიღებული საკომლო წიგნებში ოჯახის უფროს თ------------------ძესთან ერთად, ირიცხებიან ცოლი მა----–------–---შვილი და შვილი გ-–-------------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა (ს.ფ.18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. ხ-–------ მუნიციპალიტეტის ქ--–------ სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ღ------------ უბნის 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლებით დათარიღებული საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება მ------–-------------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა (ს.ფ.26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. თ------------------ძემ, თავის და-ძმასთან ერთად, მიიღო 2016 წელს გარდაცვლილი დედის მ------–-------------ძის მემკვიდრეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.22-24);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეები რეგისტრირებული არ უნდა იყვნენ კომლში, რადგან მისი წევრები არ არიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ჩანაწერი მოპასუხეების კომლში რეგისტრაციის შესახებ კანონიერია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“;
5.2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის N949 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“;
5.3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტი ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება.
მითითებული აქტების საფუძველზე, 1993 წლიდან მოხდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია. შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო კომლის ქონება გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება, რომლებიც კომლის წევრები იყვნენ. მითითებული პერიოდიდან ამ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი და არა მანამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის წესები და სახელდობრ, მისი 128-ე მუხლი, რომლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი ჰკარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში, - რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, თუმცა, არც ის გარემოება დადასტურდა, რომ მოპასუხეები სადავო სახლში არ ცხოვრობენ ან არ უცხოვრიათ, ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება სასამართლო გადაწყვეტილებები მოსარჩელესა და მა----–------–---შვილს შორის ქორწინების შეწყვეტის (ს.ფ.28-30) და მა----–------–---შვილის ბინიდან გამოსახლების თაობაზე (ს.ფ.31-33), რომელშიც არ არის დაზუსტებული საიდან გამოსახლდა მოპასუხე, არც მტკიცებულებებია წარმოდგენილი იმის შესახებ, კანონიერ ძალაშია თუ არა გადაწყვეტილებები და აღსრულდა თუ არა ისინი, პირიქით, მოსარჩელეც აღნიშნავს, რომ რამოდენიმე წელია, სადავო სახლიდან თვითონ არის წამოსული მოპასუხესთან კონფლიქტური დამოკიდებულების გამო;
მოცემულ შემთხვევაში, მიწის რეფორმამდე, 1986 წლიდან, თ------------------ძის კომლი შედგებოდა სამი წევრისგან - თვითონ თ------------------ძის, მა----–------–---შვილისა და გ-–-------------ძისაგან. ესე იგი, როდესაც კოლმეურნეობების არსებობა შეწყდა და მათზე რიცხული ქონება უსასყიდლოდ იქნა გადაცემული საკუთრებაში, კომლის ქონება საკუთრების უფლებით მიეკუთვნა სამივეს - მოსარჩელეს და მოპასუხეებს.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების, ასევე ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწის მესაკუთრე - სახელმწიფო მიწის ნაკვეთების გასხვისების პროცესში ერთმანეთისგან არ განასხვავებდა საკოლმეურნეო კომლს და მუშა-მოსამსახურის კომლს, დასახელებულ სამართლებრივ აქტებში მოხსენიებულია მხოლოდ კომლი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ენიჭებოდა კომლის ადრინდელ სტატუსს, სახელმწიფოსთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, რომ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში მიეღო ყველა კომლს, იქნებოდა საკოლმეურნეო კომლი, თუ - მუშა- მოსამსახურის კომლი;
ამდენად, კომლის ქონება მხარეთა თანასაკუთრებაა და მათ - მოსარჩელეს და მოპასუხეებს, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეუძლიათ, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდნენ და სარგებლობდნენ ქონებით (ნივთით), არ დაუშვან სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგონ იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
მოსარჩელე აღნიშნავს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ თ------------------ძე და მისი და-ძმა მიიღებენ დედის, მ------–-------------ძის მემკვიდრეობას (2019 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი:15:35:20-15:36:05).
საქართველოს ეროვნული არქივის ცნობებით (ს.ფ.18-19; 26), ერთი და იგივე დროს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლებში, ხ-–------ რაიონის ქ--–------ სასოფლო საბჭოსა და საკრებულოში ცალ-ცალკე ირიცხება თ------------------ძის კომლი, მასში რეგისტრირებული არიან მოპასუხეებიც და მ------–-------------ძის კომლი ერთადერთი წევრით (მხოლოდ მ------–-------------ძე), თითოეულ კომლს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის 1/2 - 70 კვ.მ. ფართით;
2017 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ს.ფ.22-24) თანახმად, თ------------------ძემ, სხვებთან ერთად, მიიღო დედის, მ------–-------------ძის მემკვიდრეობა, იგივე ფაქტობრივი გარემოება დგინდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერითაც (ს.ფ.17), რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ------------------ძის და სხვა მემკვიდრეების (მისი და-ძმის) საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული, საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე - თ------------------ძისა, თანამესაკუთრეებთან ერთად - მათი სახელების მითითების გარეშე და ისინი არიან მოპასუხეები - როგორც საქმის განხილვისას განმარტა მოსარჩელემ.
ამდენად, დადგინდა, რომ თ------------------ძის დედის მ------–-------------ძის მემკვიდრეობაში არ შედის საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელშიც მოპასუხეები არიან კომლის წევრებად რეგისტრირებული, მათ, რა თქმა უნდა, მ------–-------------ძის მემკვიდრეობა არ მიუღიათ, მისი გარდაცვალების დროს, 2016 წელს, უკვე რეგისტრირებული იყვნენ სხვა კომლში თ------------------ძესთან ერთად და ამ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვეს იმავე საფუძვლით რითიც მოსარჩელემ - საკოლმეურნეო კომლების გაუქმების დროს, კომლის ქონების მისი წევრებისათვის საკუთრებაში გადაცემით. ამასთან, მოსარჩელემ არ მიუთითა, რომ მოპასუხეების რეგისტრაცია კომლში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მხარეებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან, მოსარჩელე - შშმ პირი (ს.ფ.21), გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი