გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3494-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
მოპასუხე - შპს ,,მ--------------ი“
წარმომადგენელი - გ--------------------
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,მ--------------ს“ მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 21 მარტის #1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა 768.77 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,მ--------------ს“ მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 21 მარტის #1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა 491.90 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ს----------–----–---------------------------ოსა და შ.პ.ს. "მ--------------" შორის 2016 წლის 21 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება No1-- და 1--, აღნიშნული ხელშეკრულებები, ითვალისწინებდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურების შესყიდვას თანმდევი სათადარიგო ნაწილებით. შესაბამისად მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღისა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და შემსყიდველისათვის დეფექტური აქტის ხელმოსაწერად წარდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მომსახურების გაწევის ვადა (მექანიკური დაზიანების შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე, საშუალო სირთულის რემონტი ხუთი სამუშაო დღე, აგრეგატულ ნაწილებზე ათი სამუშაო დღე, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებზე ათი სამუშაო დღე, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა- არაუმეტეს ოცი კალენდარული დღე). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შ.პ.ს. "მ--------------ის" დაქვემდებარებულ სერვის ცენტრში შევიდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე, რიცხული ავტომობილები, რომელთა დათვალიერების შედეგს და გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ავტომობილებს ესაჭიროებოდათ სხვადახვა დასახელების სათადარიგო ნაწილები, რაზეც შედგა შესაბამისი დეფექტური აქტები, კერძოდ, 2016 წლის 18 აპრილს ავტომობილზე "მერსედეს - ბენცი M------------------------------- საიდენტიფიკაციო B-------------------. 2016 წლის 14 მარტს "ლ-------------" სახ No : A-------- საიდენტიფიკაციო J----------------, 2016 წლის 13 აპრილს "ო---–--------ა" სახ # : P------ საიდენტიფიკაციო #W----------------, 3 მაისს "ტ----------–---------------------ო" : K------ საიდენტიფიკაციო # J---------------, 4. 2016 წლის 17 მაისს, ,,ტ----------–---------------------ო“, სახ. #J---------------.
აღნიშნული ავტომობილების შეკრება არ განხორციელდა დადგენილ ვადაში, რის გამოც ს----------–----–---------------------------ომ შეწყვიტა ხელშეკრულებები, მოპასუხეს დაერიცხა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო და აამოქმედა საბანკო გარანტია პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, საბანკო გარანტიის განსაზღვრული თანხა (14 500 და 14250 ლარი) სრულად იქნა გადახდილი გარანტის მიერ. შ.პ.ს. მ--------------" ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დაერიცხა პირგასამტეხლოს დარჩენილი სხვაობის 1 260,67 ლარი, რაც მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ--------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არასწორად წარმოაჩენს ფაქტობრივ გარემოებებს, ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება მოპასუხის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი და ხელშეკრულებათა ვადის გასლის გამო მოხდა მოთხოვნის გამოხმობა. ამასთანავე, პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად აინაზღაურა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა პირგასამტეხლოს სახით, ორივე ხელშეკრულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსარჩლე მხარის მოთხოვნა არაგონივრულია, შეუსაბამოა და დამატებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩლი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 მარტს, ს----------–----–---------------------------ოს და შპს ,,მ--------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება #1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა თანმდევი სათადარიგო ნაწილებით, დანართი 1-ის (პრეისკურანტის) შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 290000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღისა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და წარედგინა შემსყიდველისთვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მომსახურების გაწევის ვადა (მექანიკური დაზიანების შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე, საშუალო სირთულის რემონტი ხუთი სამუშაო დღე, აგრეგატულ ნაწილებზე ათი სამუშაო დღე, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები ათი სამუშაო დღე, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - არაუმეტეს ოცი კალენდარული დღე.
ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო წუნდებული" მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების ღირებულების 0.2% ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი : ხელშეკრულების ღირებულების 5%-იანი საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 21 მარტს, ს----------–----–---------------------------ოს და შპს ,,მ--------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება #1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა თანმდევი სათადარიგო ნაწილებით, დანართი 1-ის (პრეისკურანტის) შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარს.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღისა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და წარედგინა შემსყიდველისთვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მომსახურების გაწევის ვადა (მექანიკური დაზიანების შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე, საშუალო სირთულის რემონტი ხუთი სამუშაო დღე, აგრეგატულ ნაწილებზე ათი სამუშაო დღე, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები ათი სამუშაო დღე, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - არაუმეტეს ოცი კალენდარული დღე.
ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო წუნდებული" მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების ღირებულების 0.2% ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი : ხელშეკრულების ღირებულების 5%-იანი საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #1-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 27/06/2016 წლის წერილის საფუძველზე, ს----------–----–---------------------------ომ მიმართა შპს ,,მ--------------ს“ და განუმარტა, რომ ს----------–----–---------------------------ოსა და შპს „მ--------------ი“-ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- და N1-- ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ--------------მა“ აიღო ვალდებულება შეესრულებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „მ--------------ი“-ს დაქვემდებარებულ სერვის ცენტრებში შევიდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომელთა დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ავტომობილებს ესაჭიროება სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები, რაზედაც შედგა შესაბამისი დეფექტურიაქტები კერძოდ: 2016 წლის 18 აპრილის ავტომობილზე „მ-------------–---- 6,3 AMG“, სახ. N
T-----------------------------------; 2016 წლის 14 მარტის ავტომობილზე „ლ-------------“, სახ.#A-------- საიდ. N-------------------, 2016 წლის 13 აპრილის ავტომობილზე „ო---–--------ა“, სახ. N--------, საიდ. N--------------------, 2016 წლის 17 მაისს ავტომობილზე „ტ----------–----------------------ო“, სახ.NPK------, 18 N-----------------.
შ--------------ოს მიერ შპს ,,მ--------------ს“ განემარტა, რომ ხელშეკრულებების მე-5 მუხლების 5.1 პუნქტების „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების ვადები ამოწურულია, აღნიშნულის შესახებ შპს ,,მ--------------ს“ ეცნობა ს----------–----–---------------------------ოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 24 აპრილის N1------ და 2016 წლის 14 ივნისს N1------ წერილებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული წერილის საფუძველზე, დამატებით მიმართა თხოვნით, შპს ,,მ--------------ს“, აღნიშნული ავტომობილებისთვის გაეწია ტექნიკური მომსახურება არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, წინაღმდეგ შემთხვევაში, ს----------–----–---------------------------ო ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, შეწყვეტდა შპს ,,მ--------------თან“ 2016 წლის 21 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1-- და #1-- ხელშეკრულებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27/06/2016 წლის წერილი (ს.ფ. 28-29);
- დეფექტური აქტები (ს.ფ. 34-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 13/07/2016 წლის წერილის საფუძველზე, ს----------–----–---------------------------ომ მიმართა შპს ,,მ--------------ს“ და განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ--------------ი“-ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ--------------მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შეესრულებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 14 მარტს სერვის ცენტრში ტექნიკური მომსახურების გაწევის მიზნით შევიდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილები „ლ-------------“, სახ. N----------, საიდ. ნომერი N----------------7, 2016 წლის 17 მაისს „ტ----------–-----------------------ო“, სახ. W-------, საიდ, N------------------ რომლთა შეკეთებაზეც შედგა შესაბამისი დეფექტური აქტები, შ-------------ოს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად (2016 წლის 14 ივნისის N1------ დd 2004 წლის 27 ივნისის N1------ წერილები), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება დღემდე არ მომხდარა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მ--------------ი“-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული N1-- ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. ამასთან, შ-------------ოს ოპერატიულ საქმიანობიდან გამომდინარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებები მუდმივად იყოს გამართულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი ადგენს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან შ-------------ო სრულფასოვნად ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს. ამასთან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გონივრულ ვადაში შეკეთებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებს მომწოდებელი კომპანია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად, შ-------------ო წყვეტს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას. ამასთან, აღნიშნული ცვლილება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
შ--------------ომ ასევე განუმარტა შპს ,,მ--------------ს“, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის შესაბამისად მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 491.9 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს თანხა, მოპასუხის მიერ უნდა წარმოდგენილიყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის საფუძველზე, მოთხოვნილი იქნებოდა სს ,,ს--------------------------–----ისთვის“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13/07/2016 წლის წერილი (ს.ფ. 30-31);
- დეფექტური აქტები (ს.ფ. 34-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 26/04/2016 წლის წერილის საფუძველზე, ს----------–----–---------------------------ომ მიმართა შპს ,,მ--------------ს“ და განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ--------------ი“-ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ--------------მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან დაეწყო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებისთვის მიენიჭებინა პრიორიტეტი, რაც გულისხმობდა მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას, შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღისა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და წარედგინა შემსყიდველისთვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მომსახურების გაწევის ვადა, განეხილა შემსყიდველის პრეტენზიები და მიეწოდებინა მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველეყო აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება, მომსახურების დასრულებისთანავე გადაეცა შემსყიდველისთვის მანქანა, უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების განხორციელება.
2016 წლის 18 აპრილს, შპს ,,მ---------------ის“ მიერ დაქვემდებარებულ სერვის ცენტრში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა მერსედეს ბენცი, რომლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ესაჭიროება სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები, რაზედაც შედგა დეფექტური აქტი. არაერთი მიმართვის მიუხედავად, შპს ,,მ---------------ი“ არ ახდენს შესაბამის რეაგირებას ავტომანქანის შეკეთებაზე.
აღნიშნული წერილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუმარტა შპს ,,მ--------------ს“ რომ შეესრულებინა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26/04/2016 წლის წერილი (ს.ფ. 24-25);
- დეფექტური აქტები (ს.ფ. 34-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 14/06/2016 წლის წერილის საფუძველზე, ს----------–----–---------------------------ომ მიმართა შპს ,,მ--------------ს“ და განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ--------------ი“-ს შორის 2016 წლის 21 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- და #1-- ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,მ--------------მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან დაეწყო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებისთვის მიენიჭებინა პრიორიტეტი, რაც გულისხმობდა მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას, შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღისა ჩაეტარებინა ავტომობილების დათვალიერება და წარედგინა შემსყიდველისთვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მომსახურების გაწევის ვადა, განეხილა შემსყიდველის პრეტენზიები და მიეწოდებინა მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველეყო აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება, მომსახურების დასრულებისთანავე გადაეცა შემსყიდველისთვის მანქანა, უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების განხორციელება.
2016 წლის 18 აპრილს, შპს ,,მ---------------ის“ მიერ დაქვემდებარებულ სერვის ცენტრში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ოპელ-ვექტრა, რომლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ესაჭიროება სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები, რაზედაც შედგა დეფექტური აქტი. არაერთი მიმართვის მიუხედავად, შპს ,,მ---------------ი“ არ ახდენს შესაბამის რეაგირებას ავტომანქანის შეკეთებაზე.
აღნიშნული წერილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუმარტა შპს ,,მ--------------ს“ რომ შეესრულებინა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14/06/2016 წლის წერილი (ს.ფ. 26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2016 წლის 16 მარტის საბანკო გარანტიის თანახმად, ბენეფიციარ ს----------–----–---------------------------ოს და პრინციპალ შპს ,,მ--------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვას. გარანტმა აიღო გამოუწვევადი ვალდებულება, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, გადაეხადა ბენეფიციარისთვის თანხა 14 250 ლარის ფარგლებში, თუ პრინციპალი არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 16 მარტის საბანკო გარანტია (ს.ფ. 42-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. 2016 წლის 16 მარტის საბანკო გარანტიის თანახმად, ბენეფიციარ ს----------–----–---------------------------ოს და პრინციპალ შპს ,,მ--------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვას. გარანტმა აიღო გამოუწვევადი ვალდებულება, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, გადაეხადა ბენეფიციარისთვის თანხა 14 500 ლარის ფარგლებში, თუ პრინციპალი არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 05 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 16 მარტის საბანკო გარანტია (ს.ფ. 43-);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ 2016 წლის 16 მარტის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, ბენეფიციარის ს----------–----–---------------------------ოს ანგარიშზე 21/10/2016 წელს გადარიცხულ იქნა 14 500 და 14 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 44-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.10. იმაზე მითითებით, რომ შპს „მ--------------ი“-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 21 მარტს გაფორმებული No1-- და Ne1-- ხელშეკრულებების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად ხელშეკრულებების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად შ-------------ომ 2016 წლის 13 ივლისის N4------- და No1------ წერილებით ცალმხრივად შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები.
შ-------------ომ მოთხოვნის საფუძველზე სს „ს--------------------------–----ის“-ს მიერ სრულად მოხდა პიგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხების გადახდა, ხოლო შპს „მ--------------ი“-ს დაერიცხა დარჩენილი პირგასამტეხლოს სრულ ოდენობასთან მიმართებით სხვაობა ჯამში 1 260,67 ლარის გადახდა დღემდე არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24/10/2016 წლის წერილი (ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმებას (სახელშეკრულებო დათქმას), რომლის თანახმად მოვალე კისრულობს განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამდენად, პირგასამტეხლო არის შეთანხმება მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება და არა უბრალოდ – „მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა“, როგორც ეს მითითებულია 417-ე მუხლში. სასამართლო პრაქტიკაში აღიარებული მოსაზრებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან; ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო დათქმა ფორმასავალდებულო გარიგებაა და საჭიროებს წერილობითი ფორმით დადებას. ამდენად, თუ მხარეებმა არ დაიცვეს წერილობითი ფორმა, პირგასამტეხლო არ წარმოიშობა. პირგასამტეხლოზე წერილობითი ფორმით შეთანხმება სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი ფორმა არ მოითხოვება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოზე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ სს ,,ს--------------------------–----მა“ ს----------–----–---------------------------ოსთან გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, სამინისტროს აუნაზღაურა გარანტიით განსაზღვრული თანხები 14 500 ლარის და 14 250 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც დაიფარა, შპს ,,მ--------------ის“ მიმართ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს წარმომადგენლის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ სს ,,ს--------------------------–----ის“ მიერ ანაზღაურებული საგარანტიო თანხის ფარგლებში ანაზღაურდა, შპს ,,მ--------------ის“ მიმართ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის დიდი ნაწილი, რასაც სასამართლო გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს ხელშეკრულების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ--------------ისთვის“ დამატებით პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ უკვე მოხდა შპს ,,მ--------------ის“ მიერ #1-- და #1-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხების მიღება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, არაგონივრულ ოდენობად მიაჩნია დამატებით სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე