გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019002865584
N2-483/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე- თამარ ცინცაძე
მოპასუხე- დი----------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე დი----------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის, თო-----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
2.მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე თამარ ცინცაძე 201--–-–-----------------იდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე დი----------------–---–თან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, 201--–-–--------–ისს დაბადებული თო-----------–---–-. მეუღლეები ბავშვის დაბადების პერიოდში ფაქტობრივად დაშორებულები იყვნენ, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა 201--–-–--------------ერს. მოპასუხე არ იღებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო სახსრებს. მოსარჩელე დამოუკიდებლად ახორციელებს ყველა აუცილებელი ხარჯის გაღებას.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მოტივით, რომ მას სრულად აქ გაცნობიერებული მშობლის პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. თუმცა, ამ ეტაპზე აერ აქვს შესაბამისი სახსრები და ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თამარ ცინცაძე 201--–-–-----------------იდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში დი----------------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ 14);
3.1.2. თამარ ცინცაძეს და დი----------------–---–ს ქორწინების პერიოდში, 201--–-–--------–ისს, შეეძინათ საერთო შვილი თო-----------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობის ასლები (ს.ფ. 15);
3.1.3. ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა 201--–-–--------------ერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამავე კოდექსის მე-2 ნაწილით საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით საოჯახო დავებზე სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან გამონაკლისი დადგენილია საოჯახო საქმეთა განხილვისას. ამ კატეგორიის საქმეებზე სასამართლო არაა შეზღუდული დისპოზიციურობის პრინციპით და დასადგენ გარემოებათა წრეს ადგენს და მტკიცებულებებს მოიპოვებს საკუთარი ინიციატივითაც.
მოსარჩელე ითხოვს თვეში ალიმენტის სახით მოპასუხეს დაეკისროს 300 ლარი არასრულწლოვანი შვილის თო-----------–---–-ს სასარგებლოდ. მოპასუხე აფიქსირებს პოზიციას, რომ არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს საალიმენტო დანაკისრის გადახდას.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის ქონებრივი შესაძლებლობების ან შემოსავლების ოდენობის შესახებ არ მიუთითებია, არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ დი----------------–---–ი არ მუშაობს და შემოსავლები არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე დიმიტრი გურჯიშილს არასრულწლოვანი შვილის თო-----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან 2019 წლის 25 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198–ე,1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234–ე, 1215-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2) ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ მშობლის მატერიალური შემოსავლები, რომელთანაც არ ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. თუმცა, აღნიშნული ფაქტორი არაა გადამწყვეტი, რამეთუ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი ფიზიკური, სოციალური, ოჯახური მდგომარეობაც. მოცემულ შემთხვევაში მართალია დი----------------–---–ს არ უფიქსირდება ოფიციალური შემოსავლები, თუმცა, არ დგინდება, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი. დი----------------–---–ს არ ყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები და რეალურად არ უწევს ოჯახის სხვა წევრების რჩენაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ დი----------------–---–ს აქვს შესაძლებლობა მშობლის საალიმენტო ვალდებულება შეასრულოს გონივრულ ფარგლებში და ამით მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარების, მისი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველსაყოფაში.
სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარება ნებისმიერი მშობლის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ბავშვები მხოლოდ ერთ მშობელთან იზრდებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით მშობლის ერთ-ერთ უპირობო ვალდებულებადაა აღიარებული.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი----------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის 201--–-–--------–ისს დაბადებული თო-----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. .
7.2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ ალიმენტის თანხა განსაზღვრა 120 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ა) ქვეპუნქტით მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტით მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 3600 ლარს. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ საქმეზე შესადგენს 50 ლარს (სსკ-ის 14-ე და 39-ე მუხლები). მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 20 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თა-----–--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დი----------------–---–ს (პ/ნ 61---------) არასწრულწლოვანი შვილის 201--–-–---------–ისს დაბადებული თო-----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 120 ლარის ოდენობით - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 25 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
3. მოპასუხე დი----------------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე