განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100115764537
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - და-----------ძე
ბრალდებული - ზუ--------------–-ძე
ადვოკატი - მინ-------–--–-–--ლი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ზუ--------------–-ძე
მამის სახელი: ბიჭიკო
დაბადებული: 18.02.1--8 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
მისამართი: ქობულეთი, 2------ის ქ. N13, ბინა N3-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (04 ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბ----ს დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N07-08/1824 მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზუ--------------–-ძეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.
ზუ--------------–-ძემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (17 1-- კვ/მ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ბა----ი ბა---–--ის (მისი მინდობილი პირის სუ-–---ან კო-–--–-ძის) სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ბა----ი ბა---–--ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ბა----ი ბა---–--ეზე კომპენსაციის გაცემას).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ----ა ჯა----ის, თე-------ზ ჯა----ის, მ----ბ ჯა----ის, სუ-–--ო ჯა----ის, რ---ო გა----ის და ზ-----ბ ბ----ძის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 258 858 ლარი უკანონოდ გაიცა ბა----ი ბა---–--ეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბ----ს დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N07-08/1824 მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზუ--------------–-ძეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.
ზუ--------------–-ძემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის ( 3821 კვ/მ ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ხ----------ძის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ხ----------ძის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ----------ძეზე კომპენსაციის გაცემას).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ----ა ცე–--–--ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 58 759 ლარი უკანონოდ გაიცა ხ----------ძეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბ----ს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N07-08/1824 მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზუ--------------–-ძეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.
ზუ--------------–-ძემ, 2013 წლის ივლისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (2676 კვ/მ ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნა---------–--–---–ის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნა---------–--–---–ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ----------ძეზე კომპენსაციის გაცემას).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - შ----ა ცე–--–--ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 40 143 ლარი უკანონოდ გაიცა ნა---------–--–---–ზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბ----ს დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობის მიერ თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია (ანაზღაურება), აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N07-08/1824 მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზუ--------------–-ძეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.
ზუ--------------–-ძემ, 2014 წლის ივნისის თვეში ჯეროვნად არ შეასრულა ზემოთ აღნიშნული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ მოახდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის (1758 კვ/მ ) ადგილზე დათვალიერება, მისი რეალური მოსარგებელის იდენტიფიცირება, შეუმოწმებლად განახორციელა ფიზიკური პირის - ნუ---------–-----ის სახელზე დემარკაციის აქტის შედგინა, მისი მხრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დადადასტურება და ამავე ნაკვეთისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიმღებ პირად ნუ---------–-----ის აღიარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთშედარების აქტის შედგენა (რაც საფუძვლად დაედო ხ----------ძეზე კომპენსაციის გაცემას).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი - მ----ბ ხინიკაძის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა - 18 513 ლარი უკანონოდ გაიცა ნუ---------–-----ეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
2. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი ზუ--------------–-ძე არ იყო უფლებამოსილი პირი დაედგინა მოქალაქეთა მხრიდან მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტი. მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის გაცემის უზრუნველყოფა, შესაბამისად ზუ--------------–-ძეს ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება:
3. საქართველოს პარლამენტის N1774-II ს დადგენილებით რატიფიცირებული იქნა 2009 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“.
4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 01 მარტის N494 განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო მოეხდინა აჭარის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ, მოსახლეობისათვის სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
5. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 12 აპრილის N07-08/1824 მინდობილობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორს ზუ--------------–-ძეს, მიენიჭა უფლებამოსილება აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, მათ შორის მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება.
6. 2013 წლის 10 ივლისს ნუ---------–-----ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვა დახმარება კომპენსაციის მისაღებად, რადგან "საგზაო ავტობანი" გადიოდა მის საყანე ფართობზე.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებ---- სამუშაო ჯგუფის 2013 წლის 12 სექტემბრის N26 საოქმო გადაწყვეტილების თანახმად შედგენილი იქნ გამცხადებელთა რეესტრი, ვისაც დაუდგინდა მიწის ნაკვეთის სარგებლობა, მათ შორის იყვნენ - ნუ---------–-----ე და ნა---------–--–---–ი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კვირიკეს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 12 სექტემბრის N01-04/143 ცნობის თანახმად ნუ---------–-----ე სარგებლობდა საყანე მიწის ნაკვეთით მდინარე კინ--–ას მარცხენა ნაპირთან.
8. 2013 წლის 25 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს მიაწოდა შემსწავლელი დროებ---- სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი პირთა სია, ვისზეც საჭირო იყო კომპენსაციის გაცემა და ამ სიაში მოხვდა ნუ---------–-----ე.
9. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ N8 პარაგრაფში მითითებული სია გადაუგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრის 2013 წლის 07 ოქტომბერს N5077/გ წერილით ეს ინფორმაცია მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
10. შპს "ბ----"-ს მიერ 2014 წლის 19 თებერვალს შედგენილი საკადასტრო ნახაზში მოცემულია ტერიტორია, რაზეც საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
11. 2014 წლის 10 ივნისის დემარკაციის აქტის თანახმად საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში ნუ---------–-----ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რასაც ადასტურებს საკადასტრო ნახაზი, ხოლო ნაკვეთის მდებარეობას და საზღვრებს კი - ნუ---------–-----ე და გია ხარაზი (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში).
12. 2014 წლის 16 ივნისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად ნუ---------–-----ეზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 18 513 ლარს.
13. 2012 წლის 08 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაწოდა შემოვლითი გზის პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მოსაგებლეთა სია, რომელშიც სხვა პირებთან ერთად ბა----ი ბა---–--ე და ხ----------ძეც იყო.
14. 2013 წლის 07 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად ნა---------–--–---–ი სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ნა---------–--–---–ი და ბა----ი ვა--–----ე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.
15. 2013 წლის 07 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად ნა---------–--–---–ზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 40 143 ლარს.
16. 2013 წლის 12 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად ხ----------ძე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ხ----------ძე და ბა----ი ვა--–----ე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.
17. 2013 წლის 12 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად ხ----------ძეზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 58 759 ლარს.
18. 2013 წლის 06 ივლისის დემარკაციის აქტის თანახმად საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში სადემარკაციო და აზომვითი სამუშაოების თანახმად ბა----ი ბა---–--ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რომლის მდებარეობას და საზღვრებს ბა----ი ბა---–--ე და ია–---------ძე (ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი სოფელში) ადასტურებს.
19. 2013 წლის 07 ივლისის ურთიერთშედარების აქტის თანახმად სუ-–---ან კო-–--–-ძეზე (ბა----ი ბა---–--ის მინდობილი პირი) გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 258 858 ლარს.
20. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2012 წლის 03 თებერვლის N05-01-03/430 წერილის თანახმად შემოვლითი გზის ფარგლებში საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სიის შედგენა.
21. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2012 წლის 19 მარტის წერილით (თანდართული მასალები) მიაწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაცია.
22. ბობოყვათის თემის რწმუნებულ ია–---------ძის 2012 წლის 31 მაისის N15 წერილის თანახმად ხ----------ძე წლების მანძილზე სარგებლობს ტერიტორიით სადაც "...ავტობანი გადის..."
სამართლებრივი შეფასება:
23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებ---- სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1] განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2] ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო ვერ დარწმუნდა ზუ--------------–-ძის ბრალეულობაში, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობრივი და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია, კერძოდ:
24. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასჯადი ქმედებაა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებ---- დარღვევა გამოიწვია.
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, შესაბამისად, განმსაზღვრელია კონკრეტული მოხელისათვის ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობების ზუსტად დადგენა, რათა შეფასდეს, შედიოდა თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება მის სამსახურებრივ მოვალეობაში. ამასთან, დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და ამდენად, აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას ჰქონდეს ადგილი, რომლის გარეშეც ქმედება სამსახურებრივ გულგრილობად ვერ დაკვალიფიცირდება.
26. ნათელია, რომ პირის ხსენებული მუხლით მსჯავრდებისთვის სავალდებულოა სასამართლომ განსაზღვროს ნორმატიული აქტებით დაკისრებული რა მოვალეობები არ შეასრულა მან.
27. სახელმწიფო ზუ--------------–-ძეს ედავება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო და ამ ნაწილში პროკურორი ბრალდების შესახებ დადგენილებაში ძირითად ფოკუსირებას ახდენს 2013 წლის 12 აპრილის მინდობილობაზე, რომლის შინაარსზე ახდენს საკუთარ ინტერპრეტაციას და არა მინდობილობაში განსაზღვრულ კონკრეტულ უფლებებზე, მაგალითად ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია შემდეგი : "... ზუ--------------–-ძეს უფლებამოსილება მიენიჭა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, უზრუნველეყო აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთებზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, კერძოდ საკადასტრო აზომვითი და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მოსარგებელეების იდენტიფიცირება და იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმება.." რეალურად კი მინდობილობაში უფლების მინიჭების ნაწილში აღნიშნულია შემდეგი - "...იგი უფლებამოსილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელით უზრუნველყოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე, აჭარის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო მონაკვეთზე, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, განთავსების ზოლში დაგეგმილი სამუშაოებისთვის აუცილებელი განსახლების პროცედურების განხორციელება. მათ შორის მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირება..."
27. ზემოაღნიშნული სხვაობები მინდობილობით მინიჭებულ უფლებებსა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ უფლებებს შორის წარმოადგენს საკვანძო და გადამწყვეტ სადავო საკითხს, რადგან სხვაობას რეალურად იწვევს მხოლოდ ერთი გარემოება "...მოსარგებლეების იდენტიფიცირება...". ნათელია, რომ მოსარგებლის იდენტიფიცირება, როგორც ვალდებულების შესრულება მოითხოვდა დადგენას პირი სარგებლობდა თუ არა უძრავი ქონებით, რათა მომხდარიყო მასზე კომპენსაციის გაცემა.
28. ამ ვალდებულების "მიბმა" ზუ--------------–-ძეზე პროკურორის მხრიდან არათუ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, არამედ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს რეგიონალური განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გზის დერეფნის საინვესტიციო პროგრამასთან, რომელიც ორ ნაწილად ჰყოფს სახელმწიფო უწყებებს - 1) უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ მიწის საკუთრების რეგისტრაციის პროცესში და 2) უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ მიწის შესყიდვასა და განსახლებაში.
29. ხსენებული დოკუმენტის შესწავლით "აღმოვაჩენთ", რომ საგზაო დეპარტამენტი არ წარმოადგენს იმ ორგანოს ვინც უფლებამოსილია და გააჩნია ვალდებულებები მიწის რეგისტრაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ასეთი ორგანოებია - სოფლის/თემის გამგეობა, საკრებულო, საკუთრების აღიარების კომისია და რეგისტრაციის განყოფილება. სწორედ პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ხდება საგზაო დეპარტამენტის ჩართვა და მისი მონაწილეობა მიწის შესყიდვაში.
30. ყოველივე აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ ზუ--------------–-ძის, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მინდობილი პირისადმი დაკისრებულ მოვალეობებში არ შედიოდა მიწის მფლობელის დადგენა, მისი უფლება-მოვალეობანი იწყებოდა დადგენილ მფლობელთან ხელშეკრულების გაფორმებით მიწის შესყიდვის უზრუნველყოფაში.
31. "დემარკაციის აქტი", რომელზეც ძირითადად აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოადგენს არა მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირის მფლობელად დადგენის აქტს, არამედ თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან დადგენილ მიწის ნაკვეთის მფლობელთან, სხვა უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტს.
32. გარდა ზემოხსენებული გარემოებებისა თუნდაც ზუ--------------–-ძის უფლება - მოვალეობა ყოფილიყო მიწის რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და მოსარგებლის იდენტიფიცირება, მაინც არ არსებობდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რადგან როგორც სასამართლომ აღნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი მატერიალური შემადგენლობისაა და ამდენად, აუცილებელია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას ჰქონდეს ადგილი, რომლის გარეშეც ქმედება სამსახურებრივ გულგრილობად ვერ დაკვალიფიცირდება. ბრალდების მხარე სახელმწიფოსთვის - საგზაო დეპარტამენტისთვის ზიანის მიყენებას აფუძნებს იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულმა ფიზიკურმა პირებმა ვერ მიიღეს კომპენსაცია და ის მიიღო სხვა ფიზიკურმა პირებმა.
33. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ თვით ბრალდების მხარის მტკიცებულებები ეწინააღმდეგება ამ ნაწილში ერთმანეთს , კერძოდ თვითმმართველობის წარმომადგენლები სადავო მიწის ნაკვეთების მფლობელებად სხვადასხვა დროს გაცემული დოკუმენტებით ორთავე მოდავე მხარეს მიიჩნევენ, მათ შორისაა კოლეგიური ორგანო - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელი დროებ---- სამუშაო ჯგუფიც.
34. ზუ--------------–-ძის მიმართ წარმოებულ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია ფაქტის დადგენა თუ ვინ ფლობდა ან არ ფლობდა სადავო ნაკვეთებს.
35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
3-. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოსთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე პირის მსჯავრდება, რადგან ეს მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
37. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის და მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
38. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზუ--------------–-ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზუ--------------–-ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (04 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაყადაღებული ჯუ-------------ძის (პ/ნ 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ხ---–--ს რაიონი, სოფელი დ-------ი, (ზონა - ხ---–-- 23, სექტორი - დ-------ი 02, კვარტალი - 3-, ნაკვეთი - 003, კოდი 01/501, დაზუსტებული ფართობი 3-0,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №23.02.3-.003.01.501) - 5 000 ლარის ღირებულების წილს.
ნივთიერი მტკიცებულება:
ამოღებული დოკუმენტები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი