განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002568895
#1/72-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----------------------–----------- - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნ----–-----ის რ-ნი სოფელი ჟ-----------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)
ადვოკატი - პაატა მანველიშვილი
სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლიდან ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, ს----------------ი ყოფილ მეუღლეს - რ----------------ს, ნ----–-----ის რაიონის სოფელ ჟ-----------ში, მათივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის ა------------ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ აგინებდა, ეუბნებოდა რომ იყო არაკაცი, ნაბიჭვარი, წყევლიდა მას და მის გარდაცვლილ მშობლებს, რის შედეგადაც რ----------------ი განიცდიდა მორალურ ტანჯვას და იძულებული იყო აღნიშნული შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით აღარ მისულიყო სახლში და ღამე გაეთენებინა სოფლის ქუჩებში, მანქანაში, რის გამოც დაზარალებული მუდმივად განიცდიდა მორალურ ტანჯვას.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ს----------------ი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა რ----------------თან და ერთ არასრულწლოვან შვილთან ა------------თან ერთად ცხოვრობდნენ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ში.
2.2. თანაცხოვრების მანძილზე, ს----------------ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს რ----------------ს, შეურაცხყოფის მიყენების სისტემატიური ხასიათიდან გამომდინარე რ----------------ი განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის სექტემბრის თვიდან ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ს----------------ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა რ----------------ს. ძალადობის გამო რ----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ს----------------ის მიერ რ----------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - ა------------ი.
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1 2018 წლის 15 მაისს, პოლიციის განყოფილებას წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის #4----) მიმართა ს----------------მა და განცხადებაში მიუთითა, რომ მეუღლე რ----------------ი სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ჩაუკეტა სველი წერტილები და არ აძლევს მათი გამოყენების საშუალებას. .
3.2 განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
3.3 ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად, გამომძიებლის მიერ ს----------------ი გამოიკითხა, რის შედეგადაც არ დაადასტურდა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.
3.4 2018 წლის 21 ივნისს ს----------------ს წარედგინა ბრალდება სსსკ-ის 126 1 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დაზარალებულმა რ----------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, და განმარტა რომ იგი და ს----------------ი დაქორწინდნენ 1988 წლის 06 თებერვალს. ქორწინების პერიოდში მათ ოთხი შვილი შეეძინად . მუდამ კონფლიქტები ჰქონდათ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. მას არავინ არ ეხმარებოდა, მარტო მუშაობდა, სოფლის მეურნეობა შექმნა და ასე ცხოვრობდნენ. 2009 წლის 08 სექტემბერს როცა ა------------ი დაიბადა,მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ვინაიდან ს----------------ს არ სურდა საქართელოში ცხოვრება. ს------ ს-------ს და ა-–---------ეს უტოვებდა რ----------------ს . დაზარალებულის განმარტებით ის ზრდიდა მარტო ბავშვებს და მარტო უვლიდა საქონელს და ალაგებდა სახლს. 2009 წელს, რ----------------ი დარჩა საქართველოში ბავშევბთან ერთად , ხოლო ს------ პატარა ა-----------თან ერთად წავიდა საცხოვრებლად სომხეთში. 2010 წელს მათ შორის ქორწინება შეწყდა. ხშირად ს------ ტოვებდა ბავშვებს და მიდიოდა სახლიდან. ანი იმ დროს 2 წლის იყო და მამას ძალიან უჭირდა მისი მოვლა, დანარჩენები შედარებით წამოზრდილები იყვნენ, რ----------------ი სოფლის მეურნეობით და დაბალი ხელფასით ცხოვრობდა. ს------ ბავშვებთან ხშირად კონფლიქტობდა. ამჟამად მათი საცხოვრებელი სახლი გაყოფილია - ის ცხოვრობს სამზარეულოში, ხოლო ს----------------ი ბავშვთან ერთად ოთახებში. სოფლის საბჭოს თავჯდომარე ხ-----------------ს თანდასწრებით გაეყო ქონება. მათი კრედიტით ნაყიდი ნივთები გაყეს, მას გადასცეს ორი ძროხა, ორი მოზვერი და ორი დეკეული, რ-----კს დარჩა ერთი მოზვერი და ერთი ძროხა და მაცივარი, ტელევიზორი და ავტომობილი. დანარჩენი ყველაფერი ს------ს გადასცეს. თანაცხოვრების პერიოდში ს----------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ს----------------ის მხრიდან გამოიხატებოდა თითქმის ყოველდღიურ ლანძღვასა და გინებაში, რასაც დაბადებიდან ესწრებოდნენ მათი შვილები. სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატურობიდან გამომდინარე რ----------------ი განიცდიდა ტანჯვასა და სულიერ ტკივილს. სიტყვიერი კონფლიქტის დროს, რაც გამოწვეული იყო ძირითადად ფინანსური პრობლემებით, ს----------------ი მას ლანძავდა და უწოდებდა ,,არაკაცს, დებილს, ავადმყოფს, ჭლექიანს... “. დაზარალებულის ჩვენებით, კონფლიქტის დროს მეუღლის მხრიდან გაკეთებული შეფასება, თითქოს იყო ,,დებილი, ავადმყოფი, დაიმფიცირებული( ჩერნობილის ავარიის შედეგად), არაკაცი “ არ მოსწონდა და ბრაზდებოდა. დაზარალებული ყოველი კონფლიქტის დროს ს----------------ის წინაშე გამოთქვამდა პროტესტს მის მიმართ გამოთქმულ სიტყვებზე. თუმცა ს----------------ი მაინც ამ სიტყვით აყენებდა შეურაცხყოფას. რ----------------ის განმარტებით ამ სიტყვების გამო ნერვიულობდა, სახლიდან მიდიოდა მერე უკან ბრუნდებოდა. ის სიტყვიერი შეურაცხყოფა რომელსაც აყენებდა არ ესიამოვნებდა, მის აღელვების და ნერვიულობის მიზეზი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა... , ...ეუბნებოდა მაგ სიტყვას ნუ ეუბნები, ... კონფლიქტის შემდეგ მიდიოდა ხოლმე ნათესავებთან გაბრაზებულ და გამწარებულს მანქანაში უწევდა ძილი. რ----------------ის ჩვენებით ს----------------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. დაზარალებულის ჩვენებით დაახლოებით ბევრჯერ ჰქონდა ადგილი ს----------------ის მხრიდან სიტყვიერ შეურახყოფას, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ა------------ი და სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.
არასრულწლოვანმა მოწმემ ა------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა რომ, იგი 9 წლისა და სკოლაში დადის, კარგად სწავლობს, ათიანებზე. მოწმემ დაახასიათა თავისი მშობლები და განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს დედასთან და როცა ერთად ცხოვრობდნენ მამა სისტემატიურად ლანძღავდა და სცემდა დედას. ასევე განმარტა, რომ რ----------------ს ფული არ მიჰქონდა სახლში -„ მარტო ორ კაპიკს აძლევდა...“ რომ ეცხოვრათ, თუმცა მათ უჭირდათ. დედა მას საერთოდ არ სცემს, ისინი ახლა ნ----–-----აში ცხოვრობენ. იგი მამას საერთოდ ვერ ხედავს. ა------------ის განმარტებით, მამამისს მანქანაში არ სძინებია, ისინი როცა ერთად ცხოვრობდნენ მამამისს სამზარეულოში ეძინა და კარიც შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი. ასევე განმარტა, რომ მათთან სახლში არც ერთი და-ძმანი არ მიდიოდნენ. მან ასევე განმარტა, რომ არც იგი და მისი და-ძმამა მამისს რ----------------ს არ უყვარს. (ბავშვის წარმომადგენლის და სასამართლოს ინიციატივით (ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე) არასრულწლოვანის დაკითხვა არ გაგრძელდა - ბავშვი ღელავდა და გაუჭირდა საუბარი) .
კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა მოწმემ მ--–----------------მა და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის-დედის(ბრალდებულ ს----------------ის ) წინააღმდეგ.
მოწმე ჰ-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ რ----------------ი მისი ბიძაა, ხოლო ს----------------ი ბიცოლა, 30 წელია ცოლ-ქმარი არიან, მათ ოთხი შვილი ჰყავთ. რ-----კა და ს------ ერთად როდესაც ცხოვრობდნენ მათთან რჩებოდა ა------------ი, რომელიც 9 წლისაა. 2017 წლამდე ნორმალური ურთიერთობა ქონდათ, განქორწინების შემდეგ ს----------------მა დაიწყო ლანძღვა-გინებები რ----------------ის მიმართ. იგი შესწრებია როდესაც ს----------------ი რ----------------ს ეჩხუბებოდა და მის გარდაცვლილ მამას შეურაცყოფას აყენებდა. მათი არასრულწლოვანი შვილი ა------------ი მსგავს კონფლიქტებს ესწრებოდა, როდესაც იგი სკოლაში არ იყო. რ----------------ი კონფლიქტში არ შედიოდა ს----------------თან, რომ სხვა პრობლემას თავი არ ეჩინა. რ-----კას ს------სათვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. რ----------------ი ს----------------ზე და მის ქალიშვილ ა------------ზე ზრუნავდა, იგი მუშაობდა და მათთვის ყველაფერი მიჰქონდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჰ-----------------ი თავისი ა/მანქანით მისულა და უნახავს ბიძამის მაღაზიასთან მანქანაში როგორ ეძინა, მის სახლშიც სძინებია. მოწმის განმარტებით თავისი სახლის ერთ პატარა ოთახში სძინავს ბიძამისს ვინაიდან სახლში მას მეუღლე ეკამათება, რის გამოც სახლში არ მიდიოდა. მოწმის განმარტებით ბიძამისი რ----------------ი ბევრჯერ თავის სახლში წაუყვანია და იქ დარჩენილა.
მოწმე ე--------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი ცხოვრობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟ-----------ში. მისი განმარტებით 2017 წლის თვეში დღე არ ახსოვს რ----------------ის თხოვნით ს----------------ი და მათი შვილი ა------------ი წაიყვანა ქ.ახალქალაქში. ასევე 2017 წელს იგი გაყვა რ----------------ს ქ. ნ----–-----აში რათა ბავშვისთვის -ა------------ისთვის საკვები და ტანსაცმელი წაეღოთ. ა------------მა უარი განაცხადა საკვების და ტანსაცმლის მიღებაზე და მამამის განუცხადა, რომ მას ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა და მხოლოდ ფული უნდა მიეცა. მოწმის განმარტებით იცნობს რ----------------ს, როგორც პატიოსან ადამიანს, რომელიც მუშაობს ელექტროქსელებში და იგი არ სვამს. მოწმის განმარტებით იგი შეესწრო ს----------------ის ლანძღვას. „ს----------------ი ფანჯარასთან დადიოდა და ლანძღავდა - „მიწაში დაგმარხავო“, „ჩაწექი მიწაშიო“ სახელებს არ ამბობდა თუ ვისი მისამართით ამბობდა, თუმცა იქ მხოლოდ რ----------------ი და თვითონ იყვნენ. ედუარდ ბადოიანმა ჰკითხა რ----------------ს თუ ვისი მისამართით ილანძღებოდა ს----------------ი, რაზეც რ----------------მა უპასუხა, რომ „შენ წყნარად დაჯექი შენ ხომ არ გეუბნებაო“, „თუ გარეთ გახვედი და რამე გითხრა ხმა არ გასცეო სიტყვა არ დაუბრუნოო“.
მოწმე ა-–---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ს------ და რ----------------ები მისი მშობლები არიან, ასევე ჰყავს სამი და. მათ ოჯახში კამათი დაიწყო 2008 წელს ა------------ის დაბადების შემდეგ. ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა. როცა საცხოვრებლად დაბრუნდნენ საქართველოში ფინანსური პრობლემების გამო ხშირად დედამისი ს----------------ი შეურაცხყოფას აყენებდა, ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით მამამის. 2016 წელს მისი საცოლე, ა-----------–---–ი დღეისათვის უკვე მეუღლე, დედამისთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეცნოთ ოჯახის წევრები. რაზეც დედამისი უკმაყოფილება მოყვა, და მის სიდედრს და მეუღლეს მიმართავდა უხეშად და ეუბნებოდა, რომ „თქვენ ჩემი შვილის შესაფერისი არ ხართო და წადით სახლიდანო“. ა-–---------------ის განმარტებით ისინი გადავიდნენ ნ----–-----აში საცხოვრებლად. შემდეგ როდესაც ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა, თან სომხეთის მოქალაქე იყო და პასპორტსაც ვადა გაუვიდა ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო. მისი დედა შეურაცხყოფას აყენებდა ყოველთვის მამამისს, აგდებდა სახლიდან , ამბობდა რომ მამამისი მსმელია არ მუშაობს და ფულიც სახლში არ მიაქვს, ს------ რ-----კას გარდაცვლილი, დედის, მამის, დის, ბიძის მისამართით ცუდ სიტყვებს ამბობდა მათ საფლავებზე.
მოწმე ა-----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ი მისი დედამთილია, ხოლო რ-----კა-მამამთილი. მას მხოლოდ სამი დღით ქონდა ს----------------თან ურთიერთობა.
მოწმე მ--------------–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ში თამასიანების მეზობელად. ს----------------თან შორის ურთიერთობა დაიძაბა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მისი და ს------ს სახლი 60 მ. დაშორებითაა ერთმანეთისგან. ს------ და რ----------------ის სახლიდან სულ ს------ს ხმამაღალი ყვირილი, ღრიალი და შეურაცყოფა ესმოდა. რ-----კას ხმა არასოდეს გაუგია. ამ ყვირილის შემდეგ, ხედავდა, რომ რ-----კა ჯდებოდა მანქანაში და მიდიოდა. ისინი დიდი ხანია მეზობლები არიან და არასდროს გაუგია, რომ რ-----კა ფიზიკურად შეხებოდა ს------ს, არც ჩალურჯებული დაუნახავს ს------ს სხეულზე. თავიდან რ-----კა და ს------ ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთში, ეს ყველაფერი უთანხმოება დაიწყო ერთი წლის წინ. რ-----კა ძალიან წყნარი კაცია და იცის, რომ ის სამსახურში მიდის და ისევ ბრუნდება უკან სახლში. მას არასდროს დაუნახავს, რომ რ-----კა ნასვამი მისულიყო სახლში, მსგავს სიტუაციაში არ უნახავს.
მოწმე ა----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟ-----------ში. მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნათლად ჩანს, ს----------------ის სახლის ეზო საიდანაც არაერთხელ მას უნახავს თუ, როგორ ლანძღავდა ს----------------ი რ----------------ს. ა-----------------ს როდესაც ხმამაღალი ხმები ესმოდა მათი სახლიდან ეს იყო 2017 წლის სექტემბრის თვე. ამდენი ხნის განმავლობაში მას ერთხელ გაუგია ს------ს ხმამაღალი ხმა, თუმცა რას ამბობდა მას არ ესმოდა.
მოწმე ე---------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ რ----------------ი არის მისი მაზლი, ხოლო ს------ შილი. მოწმემ დადებითად დაახასიათა როგორც ს----------------ი ასევე რ----------------ი.
მოწმე მ--------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით მუშაობს თარჯიმნად შსს ნ----–-----ის რაიონულ სამმართველოში. მისი განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედებებში, დაზარალებულის, ბრალდებულის, არასრულწლოვანი ბავშვების, მოწმეების გამოკითხვებში.
მოწმე მ---------–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონულ პროკურატურიდან ნ----–-----ის შსს სამმართველოში შევიდა ს----------------ის განცხადება მასზედ, რომ რ----------------ი მას სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, წყალი და დენი არ ქონდა სახლში და გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. აღნიშნულზე 2018 წელის 15 მაისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს, გამოიკითხნენ მეზობლები, ს------ და რ----------------ების შვილები, რა დროსაც დადგინდა, რომ პირიქით, სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ქონდა ს----------------ის მხრიდან რ----------------ის მიმართ. ასევე რ----------------მა წარადგინა პლანშეტზე ვიდეო ჩანაწერები და ხმის ჩანაწერები, რა დროსაც რ----------------ის ხელწერილის თანახმად შსს-მ დაათვალიერა აღნიშნული პლანშეტი სადაც ჩანდა თუ ს----------------ი, როგორ ანგრევდა რ----------------ის მიერ ახლად აშენებულ კედელს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სილას და მიწას უყრიდა რ----------------ს ოთახში, ასევე ჩანდა დამტვრეული ჭურჭელი, დაზიანებული მაცივარი, იწყევლებოდა რ----------------ის გარდაცვლილი მშობლების მისამართით, აკეთებდა იმას რაც სურდა, შეეძლო გადაეწვა კიდეც. აღნიშნული მასალები, ვიდეოჩანაწერები პოლიციის თანამშრომლებმა გადაწერეს დისკზე, დალუქეს და დაურთეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. ამის შემდეგ შსს-მ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნეს რ-----კ და ს----------------ების მიმართ, სადაც ექსპერტიზის დასკვნაში იყო მითითებული, რომ ს----------------ს ტანჯვა არ ქონია განცდილი, ხოლო რ----------------ს ს----------------ის სიტყვების გამო ტანჯვა ქონდა განცდილი.
მოწმე ა---------–-------ის(გამომძიებლის) ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ახალქალაქი-ნ----–-----ის რაიონულ პროკურატურიდან ნ----–-----ის შსს სამმართველოში შევიდა ს----------------ის განცხადება, განცხადების საფუძველზე დაიწყო ოჯახურ ძალადობაზე გამოძიება გორელოვკის განყოფილებაში, რომელსაც აწარმოებდა გორელოვკის განყოფილების თანამშრომელი მ---------–---ი. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ს----------------ი ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე რ----------------ზე. აღნიშნული დადგენილი იყო, როგორც მოწმეების გამოკითხვით ასევე ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, რ----------------ი, თავისი მეუღლის ს----------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ფსიქოლოგიური დასკვნის აღწერილობით ნაწილში ასახულია დაზარალებულ რ----------------ის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ს----------------ი 2017 წლიდან ხშირად ახორციელებდა მასზე ძალადობას, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, რ----------------ის მხრიდან მეუღლისადმი განხორციელებულმა ქმედებამ არ გამოიწვია ს----------------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ-------------–---–მა.
მოწმე ზინა ვარდანიანის ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ი არის მისი და. რ----------------ის ოჯახში ორი წელია არ ყოფილა და მათთან არანაირი ურთიერთობა არა აქვს. მოწმის განმარტებით რ----------------ი ხშირად სვამდა სტუმრებთან ერთად და ოჯახს აყენებდა შეურაცყოფას.
მოწმე ვ---------–----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ი არის მისი და. რ----------------თან, რაც მისი მეუღლე (რ----------------ის ძმა) გარდაიცვალა არანაირი ურთიერთობა არა აქვს. მოწმის განმარტებით რ----------------ი ხშირად სვამდა სტუმრებთან ერთად და ოჯახს აყენებდა შეურაცყოფას. მას თავის დასთან დღემდე აქვს დაძაბული ურთიერთობა .
მოწმე ა---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ი არის მისი და. რ-----კას და ს------ს ოჯახში თავის ობოლ შვილთან ერთად ოთხი წელი იცხოვრა. დაძაბული ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და არც შესწრებია მათ კომფლიქტს.
მოწმე წ----------------ს ჩვენებით დადგინდა, რომ ს----------------ი არის მისი ქალიშვილის მეუღლის დეიდა. არდადეგებზე ს------ს შვილი სამი თვე მიდის მისი ქალიშვილის ოჯახში. შემდეგ ახალ წელს ს------ თავის ქალიშვილთან ერთად ისევ რჩება მათ სახლში. იგი მათ ოჯახს არ იცნობს და არც მათი კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენია.
მოწმე პ---–--------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი მუშაობს ნ----–-----ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა შემაკავებელი ორდერების შედგენის ფაქტი - ს----------------ის მიმართ 2 ორდერის, ხოლო რ----------------ის მიმართ 1 ორდერის შედგენა.
ნ----–-----ის შს სამმართველოს მიერ 2017 წლის 06 ნოემბერს გაცემულია შემაკავებელი ორდერი #0----5 და 2018 წლის 18 მაისს გაცემული #0-----, სადაც მოძალადეა ს----------------ი, მსხვერპლი რ----------------ი.
ბრალდებულ ს----------------ის ჩვენებით დადგენილია, 1988 წელს ის და რ----------------ი დაოჯახდნენ. მათი ქორწინების პირველივე დღიდან რ----------------ს სახლი არ ქონდა. ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ რ----------------ის მამის ოჯახში. შემდეგ გადავიდნენ რ----------------ის ძმის აკოფ თამასიანის 1989 წლის მაისის ს------ს მშობლების დახმარებით იყიდეს სახლი და გადავიდნენ საცხოვრებლად რ----------------ის (ჩერნობილის ავარიის შედეგად მიღებული ჰქონდა სხივები „რადიაცია“) ჯამრთელობის მდგომარეობა იყო ცუდი. ზემოაღნიშნულ სახლში დაიბადა ოთხივე შვილი. რ-----კა ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, მიყავდა სახლში მეგობრები და აძალებდა ს----------------ს სუფრის გაშლა და ალაგება, აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა მას. 2017 წლის 17 აგვისტოს, 50 წლის მანძილზე, მის ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მსგავსი ძალადობის მსხვერპლი გახდა. რ-----კა ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა სახლში და არასრულწლოვან ბავშვთან ერთად კამათი დაიწყო, ს------ საღამოს 7 საათისკენ თავის უმცროს შვილთან ერთად ბოსელში შევიდა, ბავშვს ტელევიზორის ყურება უნდოდა, ნება დართო და ბოსელში გააგრძელა თავისი საქმე. როდესაც დაამთავრა ბოსელში საქმე და სახლში შევიდა, მაშინ გაიგო, რომ ბავშვს ატირებდა, რადგან ს------ს მისამართით უწმაწური სიტყვებით საუბრობდა. ს------ს არაფერი უთქვამს, პატარა ბავშვი აიყვანა, გავიდა მეორე ოთახში და ოთახის კარი დაკეტა, ვინაიდან იცოდა თუ რა გინებას იკადრებდა არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მათ ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ. არც აბაზანა, არც საპირფარეშო და ასე გრძელდებოდა 2015 წლიდან.
ბრალდებულის განმარტებით, იგი განიცდის მომხდარს, თუმცა მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ აფასებს საფრთხის შემცველად, ვინაიდან პირიქით რ----------------ი მასზე ძალადობდა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ს----------------მა ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხი გაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეების მ-------------–---–ის, ა------------ის, ა-–---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მსხვერპლი ფიზიკური ძალადობის გამო უჩიოდა ტკივილს, რაც მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობაზე - ფიზიკურ ტკივილზე, რაც მსხვერპლმა განიცადა ძალადობის შედეგად. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, - დაზარალებულის რ----------------ის, მოწმეების ურთიერთშეჯერებისა და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში ს----------------ის მხრიდან ჩადენილ ძალადობას ესწრებოდა მცირეწლოვანი ა------------ი რაზეც არ უარყოფენ არც დაზარალებული და არც ბრალდებული ამ დასკვნას ამყარებს ძალადობის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც, რომლის მიხედვით სასამართლო ა------------ის ასაკიდან გამომდინარე მსჯელობს, თუ რამდენად შეიძლებოდა მას აღექვა ფიზიკური ძალადობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ძალადობის მასშტაბიდან, რაც გამოიხატა მრავალჯერად დარტყმებში, გამშველებელი პირების რაოდენობიდან და შექმნილი პანიკური სიტუაციიდან გამომდინარე აღქმა იყო ადეკვატური, ა------------ი ტიროდა და მამას და დედას ეხვეწებოდა რომ არ ეჩხუბათ.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, 2017 წლის სექტემბერში ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის ა------------ის თანდასწრებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ----------------ს და ს----------------ს ჰყავთ შვილი ა------------ი დაბადებული 2009 წლის 08 სექტემბერს დაზარალებულის რ----------------ის და თავად ბრალდებულის ს----------------ის ჩვენებით - დგინდება, რომ 2017 წლიდან ოჯახში ძალადობას ესწრებოდა მცირეწლოვანი ა------------ი.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------------მა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი შვილის ა------------ის თანდასწრებით ჩაიდინა, დასტურდება ასევე თავად ბრალდებულის ჩვენებით, რომლის მიხედვით ძალადობას ესწრებოდა ა------------ი რომელიც ტიროდა. არასრულწლოვანი ბავშვის ა------------ის ყოფნას 2017 წლის სექტემბრის თვის ძალადობის ეპიზოდში ადასტურებს რ----------------ი.
გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობითა და მათი ლოგიკური ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წლების განმავლობაში, ს----------------მა ყოფით პრობლემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის ა------------ის თანდასწრებით, განზრახ მრავალჯერადად ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდა რ----------------ს. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (მეუღლე), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სისტემატური შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთიანი განზრახვით ჩადენილ რამდენიმე ქმედებას, შესაბამისად, არ არის სავალდებულო ცალკეულ ქმედებასთან მიმართებაში მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა, მთავარი და არსებითია მტკიცებულებების ერთობლიობით სისტემატურობის ჯაჭვის დადგენა.
სასამართლო დაზარალებულ რ----------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომელიც იყო დადასტურება მასზე განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ასევე მისი და ბრალდებულის მიერ გაკეთებული განმარტებით, რომელიც ასევე იყო ერთგვარი დადასტურება სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რაც გამოიხატებოდა კონფლიქტის დროს რ----------------ის შეფასებაში, რომ იგი იყო ,,დებილი ,,არაკაცი, ჭლექიანი, ავადმყოფი ...“, სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, რაც გამოიხატა სისტემატურ შეურაცხყოფაში მეუღლის რ----------------ის მიმართ.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, რ----------------ი თავისი მეუღლის ს----------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ფსიქოლოგიური დასკვნის აღწერილობით ნაწილში ასახულია დაზარალებულ რ----------------ის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ს----------------ი 2017 წლიდან ხშირად ახორციელებდა მასზე ძალადობას, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ. რ----------------ის თქმით, წარსულში არაერთხელ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ-------------–---–მა.
ნ----–-----ის შს სამმართველოს მიერ 2017 წლის 06 ნოემბერს გაცემულია შემაკავებელი ორდერი #0----5 და 2018 წლის 18 მაისს გაცემული #0-----, სადაც მოძალადეა ს----------------ი, მსხვერპლი რ----------------ი. აღნიშნული ორდერების თანახმად მოძალადეს აეკრძალა იმ სახლისაგან მოშორება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება...
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და გამოძიების ეტაპზე გაცხადებული ინფორმაციით, მოწმეების ჩვენებებით და თავად ბრალდებულისვე განმარტებებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ს----------------ის და დაზარალებულ რ----------------ს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი ოჯახში კონფლიქტს, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვებოდა მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ იგი იყო ,,დებილი ,,არაკაცი, ჭლექიანი, ნაბიჭვარი, ავადმყოფი“. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას დაახლოებით ექვსჯერ მაინც ჰქონდა ადგილი. რიგ შემთხვევაში კონფლიქტის შემდგომ დაზარალებული მიდიოდა სახლიდან. აშკარაა რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო იმდენად დამამცირებელი, რომ მსხვერპლი ამ დამოკიდებულებას მეუღლის მხრიდან არ ეგუებოდა და დროებით მშობლებთან ან დასთან მიდიოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებულიც, თუმცაღა იგი ამას უწოდებს ხუმრობას, ამავდროულად აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მსხვერპლს სწყინდა ეს ფაქტი იგი ბოდიშს იხდიდა ამის გამო. აშკარაა, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ყოველივე აღნიშნული ხდება ერთგვარი რუტინა, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კონკრეტული ძალადობის ფაქტების მითითება თარიღებისა და საათების დაკონკრეტებით.
დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებებთან და სადავო საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ვერსია ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე მოგონილია მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დისკრედიტაციას მათ მიკერძოებულობასა და ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაზე მითითებით და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რომელთაგან არცერთი არ წარმოადგენს ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას და უფრო მეტიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმეთა მიერ გაკეთებული განცხადებები მათ შორის არსებული ახლო ნათესაური ურთიერთობის გათვალისწინებით, იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს სწორედ მათი მიკერძოებულობის თაობაზე.
როგორც ბრალდებულს, ისე დაცვის მხარის მოწმეებს: ვ---------–----------ი, ა---------------ი, ზინა ვარდანიანი (ბრალდებულის დები), ს----------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, სს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შემცველი ინფორმაცია სასამართლოსათვის არ მიუწოდებიათ, მხოლოდ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ბრალდებული მისი პიროვნებიდან გამომდინარე, „ასეთ“ ქმედებას ანუ მეუღლის მიმართ ძალადობას არ ჩაიდენდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს----------------მა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა რ----------------ის მიმართ. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ რ----------------ი იყო მისი მეუღლე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ყველა ის ქმედება, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
სასამართლოს დასკვნა ს----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ რ----------------ის, მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო ფსიგოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ს----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ს----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, ყავს არასრულწლოვანი შვილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები სრულად იქნება უზრუნველყოფილი ს----------------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ვიდეო ჩანაწერები ელექტრონულ დისკზე -3 ცალი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
ს----------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ნ----–-----ის მაგისტრატ სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ს----------------ის მიმართ შეფარდებული 3000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას. მოქ. ს----------------ის (პირადი #3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე - ნ----–-----ის რაიონის სოფელ ჟ-----------ში, საერთო ფართი 3596.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 65.13.34.237 იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან