განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
330100119002881605
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ი-----------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - ლ-----------–------------–---–------------------- - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ხ-–-------------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------–--

 

ადვოკატი - თ-------------–----

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა.

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 12 მარტს მ--------------–---–-- სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ძველი ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული მონაცემთა ბაზის, ე.წ ,,ICLOUD”-ის, ახალ ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოსატანად. ლ-----------–---–--, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებული სოციალურ ქსელში, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–-- კუთვნილ მობილურ ტელეფონს. კერძოდ, მ--------------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემთა ბაზაში უკანონო შეღწევით დაებლოკა მობილური ტელეფონი და თითქოსდა განბლოკვის მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა მას. ლ------------–---–- სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით იმავე დღეს შეეხმიანა მ--------------–---–- და აღუთქვა დახმარება. ლ-----------–---–------------------–---–- გაუგზავნა ,,ფიშერული“ პროგრამის ლინკი, რომელსაც იყენებდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით. აღნიშნულით ლ-----------–---–-- მოიპოვა ავტორიზაცია მ--------------–---–-- ,,ICLOUD”-ის, ელფოსტასა და პაროლზე, რომლებიც უნებართვოდ შეცვალა, რის შემდეგადაც მ--------------–---–-- დაკარგა წვდომა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე. ლ-----------–---–------------------–---–- უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც დაიჯერა ამ უკანასკნელმა.

ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს დაახლოვებით 21:30 საათზე ქ.თბილისში, შ--------- ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ-----------–---–- შეხვდა მ--------------–---–-, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით გამოართვა მისი კუთვნილი 1 000 (ათასი) ლარად ღირებული ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით და საგარანტიო ფურცილით. ამის შემდეგ ლ-----------–---–-- მ--------------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარად ჩააბარა ქ.თბილისში--------------- №3-ში მდებარე ლომბარდში.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 12 მარტს მ--------------–---–-- სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება ძველი ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული მონაცემთა ბაზის, ე.წ ,,ICLOUD”-ის, ახალ ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოსატანად. ლ-----------–---–--, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებული სოციალურ ქსელში, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ--------------–---–-- კუთვნილ მობილურ ტელეფონს.

ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს დაახლოვებით 21:30 საათზე ქ.თბილისში, შ--------- ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან ლ-----------–---–- შეხვდა მ--------------–---–-, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით გამოართვა მისი კუთვნილი 1 000 (ათასი) ლარად ღირებული ,,ეფლის“ ფირმის ,,აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით და საგარანტიო ფურცილით. ამის შემდეგ ლ-----------–---–-- მ--------------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარად ჩააბარა ქ.თბილისში--------------- №3-ში მდებარე ლომბარდში.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას: ლ-–---------------------------–---–----------------------------–--–--------------------–-–---–----------------–---------–---–---------------------------–-----------–---–-- აღიარება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ლ-----------–---–-- მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით ინკრიმინირებული დანაშაული, ხოლო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იგი უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ;

 

გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ--------------–---–- (უდავო მტკიცებულება) ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო პიროვნება ლ-----------–---–-, რომელსაც თავიდან ეკონტაქტებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. მას სჭირდებოდა დახმარება, კერძოდ, ე.წ ,,აიქლაუდის“ ჩაწერა. აღნიშნულის გამო, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა განცხადება. საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ,---------------- თანამშრომელი, ,----------- სახელწოდებით, რომელმაც აღუთქვა დახმარება. დაახლოვებით ორ საათში მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო ძველი მაილი, რომელიც შეიცვალა ახალი მაილით. სოციალურ ქსელში მისწერა ,---------- შეტყობინება და ამ უკანასკნელის მითითებებიც შეასრულა. ტელეფონში მაილის შეყვანისას დაიწყო ე.წ ,,ბექაფის“ გაკეთება, რადროსაც დაიბლოკა ტელეფონი. გაბრაზებულმა მისწერა ,---------- აღნიშნულის თაობაზე, ამ უკანასკენლმა კი აღუთქვა დახმარება, კერძოდ, პრობლემას გამოსწორებდა მისი შეყვარებული. 2018 წლის 13 მარტს საღამოს საათებში დედასთან ერთად შეხვდა უცნობ პიროვნებას სახელად ,-------–------, რომელმაც აღუთქვა დახმარება, რის შემდეგადაც წავიდნენ სახლში. ნ-----–------ მობილურის შავი სიიდან ამორიცხვის მოტივით მოსთხოვა 43 დოლარის ჩარიცხვა, რაც შეუსრულეს კიდეც. მიუხედავად დახმარებისა მეორე დღეს, 14 მარტს, ისევ პრობლემები შეექმნა ტელეფონს. ნ-----–----- ვერ დაუკავშირდა ტელეფონზე, რის შემდეგაც მიწერა ,----------. ისინი შეთანხმდნენ რ---------–-- გამზირზე შეხვედროდნენ. დედასთან ერთად მივიდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--------- ქუჩა №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზისათან. მაღაზია დაკეტილი იყო, ნ-----–------ უთხრა, რომ დაცვის თანამშრომელი გამოვიდოდა და გააღებდა კარებს. ნ-----–------ ,,ფეისბუქში“ მიწერა ,---------------- გაეღით კარები, რათა შეეკეთებინა მობილური ტელეფონი. საპასუხოდ კი მიიღო შეტყობინება, მარტო ერთი ადამიანი შევიდოდა მაღაზიაში. მობილური ტელეფონი თავისივე ყუთით მისცეს ნ-----–-----, რომელიც მაღაზიაში უნდა შესულიყო უკანა კარიდან. უცნობმა პიროვნებამ ისარგებლა მისთვის მინიჭებული ნდობით და სადარბაზოს უკანა მხარიდან გაიპარა, თან წაიღო მისი ტელეფონი ყუთით.

 

იდენტური ჩვენება მისცა გამოძიებაში დაკითხულმა მოწმემ ი-----------–---–---

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია კომპიუტერული ინფორმაციის ხელშეუხებლობა (კონფიდენციალურობა), ანუ საკუთრების უფლება კომპიუტერულ (კიბერნეტიკულ) ინფორმაციაზე.

 

დანაშაულის საგანია კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს მანქანა-მატარებელი, ეგმ-ი, ეგმ-ის სისტემა ან ქსელი. ინფორმაციაში იგულისხმება ცნობები პიროვნებების, ფაქტების, საგნების, შემთხვევების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ, რომელსაც საინფორმაციო სისტემები შეიცავს. ეს ინფორმაცია უნდა იყოს სხვისი და დაცული თვითნებური გადაღებისგან იმ პირთათვის, ვინც ახორციელებს არამართლზომიერ შეღწევას.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევაში, რამაც გამოიწვია ინფორმაციის განადგურება, ბლიკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მუშაობის მოშლა, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლაში.

 

მანქანა-მატარებელზე ელეტროგამომთვლელ მანქანაზე, ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან შეღწევა ,,არამართლზომიერად’’ ჩაითვლება მაშინ როცა პირი მოქმედებს ამ სისტემის, ან ქსელის მფლობელის ან, სხვა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე. მაშასადამე არამართლზომიერი შეღწევა ეს არის კომპიუტერული ინფორმაციის არასანქცირებული გაცნობა.

 

კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევის ხერხები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს - ტექნიკური მოწყობილობის კოდის ან მისამართის შეცვლა, პაროლის შერჩევა, ინფორმაციის დაცვის სისტემის დარღვევა და სხვ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით კერძოდ დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია ფაქტი, რომ მან საკუთარი სურვილით მიაწოდა ,,აიქლაუდი“ ბრალდებულს და საკუთარი სურვილითვე შეიყვანა მონაცემები, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასთან დაკავშირებით, ვინაიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ,,არამართლზომიერად’’ ჩაითვლება მაშინ როცა პირი მოქმედებს ამ სისტემის, ან ქსელის მფლობელის ან, სხვა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა დაზარალებულის მიერ მოხდა ბრალდებულისთვის მისი ,,აიქლაუდი“ მიცემა, შესაბამისად დაზარალებული ინფორმაციის მიწოდებისას ქვეცნობიერად აცნობიერებდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულს შეიძლება გამოეყენებინა პირადი მიზნებისათვის და განეხორციელებინა ფულადი გადარიცხვები, ანგარიშის ნომრის და პაროლის გადაცემის ფაქტი ასევე დაადასტურა ბრალდებულმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, ლ-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს, ხოლო ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლთან მიმართებაში, შესაბამისად ლ-----------–---–-- მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-----------–---–-- მიერ განხორციელებული ქმედებით - ლ-----------–---–-- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-----------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ლ-----------–---–- წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

 

სასამართლოს შეფასებით, ლ-----------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ლ-----------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, ლ-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ხოლო მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს ლ-----------–---–-- მიმართ დამდგარ განაჩენთა რაოდენობას და მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბრალდებულის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამასთან, საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვალოს ის სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს ნაწილობრივ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სახეზეა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3------------ განაჩენით დანიშნული ერთიანი სასჯელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც ქმნის სასჯელთა შთანქმის პრინციპის გამოყენების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ-----------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ლ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 0------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლ-----------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ ლ-----------–---–- საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 0--------------- განაჩენით და ამავე სასამართლოს 1-------------- განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი.

ლ-----------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის დადგენის დღიდან - 2019 წლის 11 ივნისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე