განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/40-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ივნისი, 20-9 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–-----------,სტაჟიორ - პროკურორი - ი-----------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჰ-------–-------–---------ი (დაბადებული - 1----–-–--------------, ი------ რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის №---------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ფ-----------------------–------- რესპუბლიკა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).
ადვოკატი - ნ-----------–---–ი
თარჯიმნები - ლ--–-------–-–---–ი, ს---------------------, ი-----------ე, ს----–----------ა, ე-–---------–--ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
20-8 წლის 20 ნოემბერს, დაახლეობით 02:00 საათზე, თბილისში, მ----–------------–- მდებარე ე.წ. „------–---------------- ტერიტორიაზე, ჯ-------–-------ი იმყოფებოდა კუთვნილ „---------------ის ფირმის (სახ. ნომრით R--------) ავტომანქანაში, ჰ-------–-------–-----------თან ერთად, რა დროსაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა ჯ-------–-------ს და ლითონისმაგვარი საგნით, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სახესა და სხეულზე ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა მას 2700 ლარი და 4.786.74 ლარი (1800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), საერთო ჯამში - 7.486.74 ლარი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
2.1. დაზარალებულ ჯ-------–-------ის ჩვენების თანახმად, ჰ-------–-------–-----------ი გაიცნო საქართველოში, 20-7 წლის მაისის თვეში. ეს უკანასკნელი თ--------–--------------ს რეალიზაციით იყო დაკავებული. ჰ-------–-------–-----------ი და ჯ-------–-------ი გაესაუბრნენ ერთმანეთს და გაცვ--–-- მობილური ტელეფონის ნომრები. დაზარალებულმა ბრალდებული მიიყვანა ო--------–-ს ავტოსადგურამდე, რის შემდეგაც იგი არ უნახავს. ჰ-------–-------–-----------სა და ჯ-------–-------ს კომუნიკაცია ა---------------– ენაზე ჰქონდათ. 20-8 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ჯ-------–-------ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ჰ-------–-------–-----------ი, რომელმაც ი----–- კივის იაფად შეძენა შესთავაზა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჯ-------–-------ი ი----–- შვილთან ერთად ჩავიდოდა და ბრალდებული ა-----ს რამდენიმე ტონა კივის შეძენაში დაეხმარებოდა, ხოლო თუ თანხა დააკლდებოდა, ჰ-------–-------–-----------ი დაამატებდა და მოგებას შუაზე გაიყოფდნენ. 20-8 წლის 20 ოქტომბერს, ჯ-------–-------ი ჩავიდა ი----–-. ხანდაზმული მამაკაცის დახმარებით, ა-----ი და ბ-–-------–-----------ი მივიდნენ ბაღში, სადაც 30 ტონა კივის შეძენა იყო შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი სჭირდებოდა. კივი მოეწონა ა-----ს და ბრალდებულის თქმით (დაზარალებულს არ ესმოდა რას საუბრობდნენ, რადგან ს--------–- არ იცის), იგი ბაღის პატრონს მოურიგდა, რომ ერთ კილოგრამ კივს 40 თეთრად შეიძენდნენ. მორიგების შემდეგ, პატარა კაფეში დასხდნენ და ჯ-------–-------ს რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი; აუხსნეს, რომ აღნიშნული ი-------–- წესი იყო. როგორც დაზარალებულს უთხრეს, დოკუმენტში ეწერა, რომ მოსავლის დაკრეფამდე მთლიანი თანხა გადადილი უნდა ყოფილიყო. დაზარალებულმა ბრალდებულს იქვე გადასცა 4000 აშშ დოლარი, საიდანაც 3000 აშშ დოლარი ამ უკანასკნელმა გადასცა ბაღის პატრონს, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი ჯიბეში ჩაიდო. დარჩენილი თანხა ბრალდებულს უნდა გადაეხადა. ნაცვლად 30 ტონა კივისა, დაიკრიფა და საქართველოში წასაღებად მომზადდა დაახლოებით 16 ტონა. ბრალდებულს კივის შესაძენად თანხა არ დაუდია. ჯ-------–-------ს ჰ-------–-------–-----------ი ატყუებდა, თითქოს თანხის გამოგზავნას ელოდებოდა. საზღვარზე ტვირთის გატარების თანხა, დაახლოებით 200 აშშ დოლარი დაზარალებულმა გადაიხადა; ტვირთის განბაჟების თანხა - 7300 ლარი ამ უკანასკნელმა ბუღალტერს გამოართვა. საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ა-----მა და ბ-–-------–-----------მა დაიწყეს კივის რეალიზაცია. გაყიდული საქონლიდან აღებული თანხით დაზარალებულმა გადაიხადა განბაჟების თანხა, ასევე მოაგროვა ტრაილერის მძღოლისთვის გადასაცემი 1800 აშშ დოლარი, რომელსაც მის კუთვნილ ავტომანქანაში ინახავდა; ასევე იხდიდა ბაზარში ყოველდღიურ ხარჯს, 400 ლარს. იმ დღეებში, როდესაც კივის რეალიზაციას ახდენდნენ, დაზარალებული და ბრალდებული ხან ავტომანქანაში რჩებოდნენ, ხანაც საოჯახო სასტუმროში. 20-8 წლის 20 ნოემბერს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაზარალებული ბრალდებულთან ერთად წავიდა ნ-----–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯ-------–-------მა ჰ-------–-------–-----------ის თანდასწრებით დაითვალა 2700 ლარი და ბრალდებულს უთხრა, რომ გარდა აღნიშნულისა, 1800 აშშ დოლარი ტრაილერის მძღოლისთვის გადასაცემი თანხაც შეგროვებული ჰქონდა; ამასთან, 3 ტონა კივი კიდევ იყო დარჩენილი სარეალიზაციოდ. ვინაიდან გვიანი იყო და მეორე დღეს ადრე უნდა წასულიყვნენ სამუშაოდ, ბრალდებულმა ჯ-------–-------ს ავტომანქანაში დაძინება შესთავაზა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ჰ-------–-------–-----------მა ნ-----–-----ს ბაზარში იყიდა ატმის არაყი, ბრინჯის ფლავი და ავტომანქანაში მის მეზობელ ბიჭთან ერთად დაიწყო დალევა. ჯ-------–-------მა ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაძინა. დაახლოებით 12:00 საათზე გამოიღვიძა და დაინახა, რომ ბრალდებული ზედ ეჯდა, მუშტებს ურტყამდა, ფულს სთხოვდა და მოკვლით ემუქრებოდა. ჰ-------–-------–-----------ი ჯ-------–-------ს რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუსვენებლად ურტყამდა სახეში; შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს საბანი დააფარა თავზე და გაგუდვა დაუწყო. ჯ-------–-------მა ძალა მოიკრიბა, მიაწვა ბრალდებულს და წამოჯდომა მოახერხა. ამ დროს ორივენი გადავარდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც დაზარალებულმა დაინახა, რომ ბრალდებულს ხელში რკინის ნაჭერი ეჭირა, რომელიც ძლიერად დაარტყა დაზარალებულს და კვლავ მოკვლით დაემუქრა. ავტომანქანიდან გადავარდნისას, 2700 ლარი ძირს დაცვივდა. ჯ-------–-------მა ამოისუნთქა და გაქცევა სცადა, მაგრამ ბრალდებულმა ამის საშუალება არ მისცა. მან უკნიდან ყელზე მოუჭირა ა-----ს, ძირს დააგდო და რკინის წვეტიანი საგანი დაარტყა ; გვერდშიაღნიშნულის შემდეგ კი გაათრია მანქანისკენ. ჯ-------–-------მა გადაწყვიტა ბრალდებულისთვის ფული მიეცა და დაიწყო ფულის ძებნა, რა დროსაც ჰ-------–-------–-----------მა ორჯერ დაარტყა სხეულზე. დაზარალებულმა შეამჩნია, რომ ავტომანქანიდან დაახლოებით ორ მეტრში ეყარა ფულადი თანხა ლარებში. ბრალდებულმა სწრაფად აკრიფა ფული, ასევე ჩანთიდან ამოიღო 1800 აშშ დოლარი და ჯიბეში ჩაიდო. აღნიშნულის შემდეგ, ჰ-------–-------–-----------მა ჯ-------–-------ი დასვა ავტომანქანის საჭესთან და ვაგზლის მოედანზე წაყვანა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულს სახეზე სისხლი შეამჩნია და შეეშინდა პოლიციას არ დაენახა ყოველივე აღნიშნული, რის გამოც დაზარალებულს სისხლი სახიდან პირსახოცით მოწმინდა. ნაცვლად ვაგზლის მოედნისა, ჯ-------–-------მა ავტომანქანა პოლიციის ავტოსადგომთან მიიყვანა და გააჩერა. ბრალდებულმა კარი გააღო და გაიქცა. თავად დაზარალებული იქვე მყოფ პოლიციის თანამშრომელთან მივიდა, უთხრა, რომ ი------ მოქალაქემ დააყაჩაღა და დახმარება სთხოვა. იგი ჩაჯდა პოლიციელების ავტომანქანაში და მათთან ერთად დაიწყეს ბრალდებულის ძებნა, თუმცა - უშედეგოდ. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2.2. 20-8 წლის 20 ნოემბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ გ---------------ს მიერ, ექსპერტების - კ-----------ის, გ-----------–------ის, ზ--------------–---–ისა და ზ---------–----ის მონაწილეობით, ავტომანქანის მესაკუთრე ჯ-------–-------ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შავი ფერის ავტომანქანა „-------------------, სახ. №---------. ავტომანქანას გააჩნია ოთხი კარი, საჭე განთავსებულია მარცხენა მხარეს. ავტომანქანის უკანა სავარძელზე დევს საბანი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, წინა მარცხენა სავარძელზე ჩამოკიდებულია ყავისფერი ტყავის ზურგჩანთა, უკანა სავარძელზე დევს ერთი ცალი „ბლოკნოტი“ და გამომთვლელი მანქანა, ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულია ბალიში, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, სვიტერი, ერთი ცალი ხალიჩა და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ფეხის დასადებზე მოთავსებულია ორი ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერებით - „ბახმარო“ და „ბაკურიანი“. ავტომანქანის ე.წ. „ბარში“ დევს მეხსიერების ბარათი, გადამყვანი მოწყობილობა, ხურდა ფული სამი ლარის ოდენობით და თეთრი ფერის ხელსახოცი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის შავი ფერის ტყავის თავის მისადებს გვერდითა მარცხენა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტების მიერ ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, რამდენიმე ხელის კვალი, ანაწმენდები, მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში და მიკრონაწილაკები, ორი ცალი პლასტმასის ბოთლი, წარწერებით - „ბახმარო“ და „ბაკურიანი“, ყავისფერი ზურგჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით, ერთი ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებული კვლები, ნივთები, ანაწმენდები და ნივთიერებები დაილუქა, ხოლო ავტომანქანის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.3. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სიწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - კ-----------ემ და გ-----------–------ემ. მოწმეთა განმარტებით, დათვალიერება ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შედგა სათანადო ოქმი რომელსაც ხელი მოაწერა ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირმა.
2.4. 20-8 წლის 20 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ჯ-------–-------მა მიუთითა ქ. თბილისში, მ----–-----------------–------ე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას, საკუთარ ავტომანქანაში, ბრალდებულმა დააყაჩაღა და წაართვა ფულადი თანხა 1800 აშშ დოლარისა და 2700 ლარის ოდენობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს ექსპერტმა - ზ--------------–---–მა და გამომძიებელმა - ვ-----------------ემ. მოწმეთა განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. გამომძიებელმა - ვ-----------------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
2.6. 20-8 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელ გ---------------ს მიერ, ჯ-------–-------ისგან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ავტომანქანა „-------------------, სახ. №---------.
2.7. შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმისა და ავტომანქანის ამოღების ოქმების სისწორე.
2.8. 20-8 წლის 20 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ჯ-------–-------ისგან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი - შავი ფერის დუტის ჟილეტი თეთრი ფერის კანტით, რომლის ზემოთაც ჟილეტი არის მოლურჯო ფერის. ჟილეტს გააჩნია კაპიუშონი, რომლის ძირშიც იგი არის დაზიანებული. წინა და უკანა მხარეს აღენიშნება დასვრის კვალი.
2.9. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა - გ--------------–---–მა.
2.10. მოწმე ა----------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის დაზარალებულ ჯ-------–-------ის შვილი. ჰ-------–-------–-----------ი მან გაიცნო ი----–-. ბრალდებულმა მამამისს - ჯ-------–-------ს კივის ბიზნესი და ი----–- ჩასვლა შესთავაზა. 20-8 წლის 20 ოქტომბერს, ა----------ი მამამისთან ერთად ჩავიდა ი----–-, სადაც შეიძინეს დაახლოებით 15 ტონა კივი. მამა-შვილმა ბრალდებულს გადასცეს 4000 აშშ დოლარი, საიდანც ჰ-------–-------–-----------მა 3000 მისცა ბაღის მეპატრონეს ხოლო 1000 აშშ დოლარი თვითონ დაიტოვა. ვინაიდან ა-----ებმა ს--------–- ენა არ იცოდნენ, კივის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს ბრალდებული აწარმოებდა. მოწმის განმარტებით, ადგილზე შეადგინეს რაღაც დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოაწერინეს. 20-8 წლის 20 ნოემბერს, ა----------ი იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში. ღამის საათებში მას დაურეკა მამამისმა და უთხრა, რომ ბრალდებულმა იგი დააყაჩაღა. მამამისის თქმით, ჰ-------–-------–-----------მა რკინის ნაჭერი დაარტყა და ფულადი თანხა 2700 ლარისა და 1800 აშშ დოლარის ოდენობით წაიღო; მამამისის ცემა და ფულის წართმევა მის კუთვნილ ავტომანქანაში მოხდა; სწორედ ჰ-------–-------–-----------მა შესთავაზა მამამისს - ა----------ს მანქანაში გაეთენებინათ ის ღამე. მოწმის განმარტებით, მამამისს სახეზე, მარცხენა მხარეს ნაიარევი ეტყობოდა, ასევე ტანზე ემჩნეოდა ცემის კვალი. ა----------ის ჩვენების თანახმად, მამამისს ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა; ტვირთის განბაჟების თანხა მამამისმა გადაიხადა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა იცოდა, რომ მამამისი ყავისფერ ჩანთაში ინახავდა ფულს.
2.11. შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის გამომძიებელ მ-----–--------–---–ის განმარტებით, 20-8 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა შს სამმართველოს ი----------------------------------–--ის ავტოსადგომზე, რა დროსაც შეამჩნია შავი ფერის ჯიპი, რომელიც გაჩერდა, გადმოვიდა ერთი პიროვნება და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. აღნიშნულმა მისი ყურადღება მიიქცია და დააკვირდა მას. ამის შემდეგ, გაჩერებული ავტომანქანიდან მეორე პიროვნება გადმოვიდა, რომელმაც მ-----–--------–---–ს უთხრა, რომ გაქცეულმა პიროვნებამ წაართვა ფულადი თანხა. მოწმემ დაზარალებული ჩასვა ავტომანქანაში და გაემართნენ გაქცეულის მოსაძებნად, მაგრამ ვერ მიაგნეს; ამის შემდეგ დაბრუნდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაზარალებულმა წერილობით განაცხადა მასზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა ავტოსადგომზე შევიდა უკანა მხრიდან და მისგან დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდა; ავტოსადგომი კარგად განათებულია. გაქცეულ პიროვნებას ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმები და ღია ფერის სახე შავი თმებით; დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაზიანებები ეტყობოდა.
2.12. შს სამინისტროს ი----------------------------–--------------------–--ის გამომძიებელმა - ვ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე. მოწმის განმარტებით, პირადმა კონტაქტმა აცნობა, რომ ჯ-------–-------ის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი პიროვნება გადაადგილდებოდა ვ--–-- საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ვ---------------ემ სთხოვა შესაბამის სამსახურებს, ბრალდებულისთვის არ მიეცათ საქართველოდან წასვლის ნებართვა; მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ კი პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
2.13. გამომძიებელმა - გ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განამრტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისგან ამოიღო ქურთუკი, ასევე გამოკითხა პატაკის ავტორი - ვ---------------ე.
2.14. 20-9 წლის 5 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ი------------------------------–--------------------–--ის გამომძიებელ ვ-----------------ის მიერ, ა-------ს რაიონის სოფელ ა----––- მდებარე „---–----- ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებულ იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერები - 20-8 წლის 20 ნოემბრის 09:00 საათიდან 20-8 წლის 20 ნოემბრის 10:00 საათის ჩათვლით.
2.15. 20-9 წლის 6 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ი------------------------------–--------------------–--ის გამომძიებელ ვ-----------------ის მიერ, დათვალიერებულ იქნა ა-------ს რაიონის სოფელ ა----––- მდებარე „---–----- ბენზინგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, დათარიღებული 20-8 წლის 20 ნოემბრით, რომელშიც 09:06 საათზე ჩანს საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მოწითალო ფერის ქურთუკითა და მუქი ფერის შარვლით, რომელსაც ხელში უჭირავს საშუალო ზომის მუქი ფერის ჩანთა. მამაკაცი შედის ბენზინგასამართ სადგურზე არსებულ მაღაზიაში, საიდანაც გამოდის 09:43:41 საათზე და ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას.
2.16. 20-9 წლის 31 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს თბილისის ი----------------ს სამმართველოს გამომძებელ ვ-----------------ის მიერ, უ--------–-----სგან გამოთხოვილ იქნა ი------------------------------–--------------------–--ის ადმინისტრაციული შენობაში განთავსებული #5 ვიდეოკამერის ჩანაწერი - 20-8 წლის 20 ნოემბრის 03:30 საათიდან 20-8 წლის 03:40 საათამდე.
2.17. 20-9 წლის 31 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს თბილისის ი----------------ს სამმართველოს გამომძებელ ვ-----------------ის მიერ დათვალეირებულ იქნა შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ი----------------------------–--------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაზე დამონტაჟებული გარესათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 20-8 წლის 20 ნოემბრით. ვიდეოჩანაწერის 03:36:00 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც ჯდება ავტოსადგომზე დაპარკინგებულ ავტომანქანაში. 03:36:55 საათზე ავტოსადგომის ტერიტორიაზე შემოდის მუქი ფერის ჯიპი, რომელიც ჩერდება ავტოსადგომზე დაპარკინგებული მოწითალო ფერის მიკროავტობუსის გვერდით და ავტომანქანიდან მისი გაჩერებისთანავე წინა მარჯვენა კარიდან გადადის პიროვნება, რომელსაც მარცხენა ხელში აქვს ჩანთა და გარბის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. ამ დროს ზემოაღნიშნული ავტომანქანის მძღოლი გადადის ავტომანქანიდან, სირბილით მიდის ავტოსადგომზე დაპარკინგებულ ავტომანქანასთან და ხელით ანიშნებს გაქცეული პიროვნებისკენ.
2.18. ინფორმაციის გამოთხოვისა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ი------------------------------–--------------------–--ის გამომძიებელმა - ვ-----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2.19. 20-8 წლის 20 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის ი----------------ს შს სამმართველოს მ---------------–--ის გამომძიებელ ი-–------------ის მიერ, გამომძიებელ ჯ-------–---–----ისა და თარჯიმან თ-------–---–----ის მონაწილეობით, დაკავებულ იქნა ჰ-------–-------–---------ი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პასპორტი, პირადობისა და მართვის მოწმობები, დოკუმენტები ი-------–- წარწერებით, შავი ფერის ხელჩანთა წარწერით „------ მასში მოთავსებული, გაუქმებული პასპორტით და ორი ცალი სავიზიტო ბარათით, ღია ფერის პირსახოცით, ერთი ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, მობილური ტელეფონის სატენი, „-------- ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათით და მეხსიერების ბარათით დაზიანებულ მდგომარეობაში. ჰ-------–-------–-----------ისგან ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით, 25 ლირა (კუპიურა), ორი ცალი ლითონის მონეტა (ლირა), ერთი ცალი ა---------------–ი ფულის ერთეული (მონეტა). დაკავების ოქმის მიხედვით, ბრალდებულს მარცხენა მხრის ზედა ნაწილში, ლავიწის მიდამოში აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრის სახით.
2.20. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ქ. თბილისის ი----------------ს შს სამმართველოს მ---------------–--ის გამომძიებელმა - ი-–------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, ბრალდებული დაკავებულ იქნა ვ--–-- სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. ჰ-------–-------–-----------ს თარჯიმნის მეშვეობით განემარტა უფლებები, რის შემდეგაც გაიჩხრიკა. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა სხვადასხვა დოკუმენტები და ფულადი თანხა - 10 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, სხვადახვა ქვეყნების ფულადი ერთეულები; ჰ-------–-------–-----------ს თან ჰქონდა შავი ფერის ხელჩანთა დოკუმენტებით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოეწერა ხელი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ბრალდებულს ოქმის შინაარსი ეთარგმნა, რის შემდეგაც გაემართნენ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება (ბრალდებულის დაკავება). მოწმის განმარტებით, დაკავებულს დაზიანება აღენიშნებოდა, რის შესახებაც გაკეთდა ჩანაწერი ოქმში.
2.21. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შს სამინისტროს ქ. თბილისის ი----------------ს შს სამმართველოს მ---------------–--ის გამომძიებელმა - ჯ-------–---–----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2.22. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 0.5 ლიტრი ტევადობის პეტ-ბოთლში წარწერით „ბახმარო“ (ობ. #1), მოთავსებული სითხე წარმოადგენს წყალს;
ექსპერტიზაზე გამსოაკვლევად წარდგენილ 0.5 ლიტრი ტევადობის პეტ-ბოთლში წარწერით „ბაკურიანი“ (ობ. #2) მოთავსებული სითხე წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს. ნიმუშში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 30 პროცენტს.
2.23. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ---------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
2.24. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------------------- დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარდგენილი კვალი #1, #2, #3, #4 და #5 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვალი მაქსიმალური ზომებით - 39X მმ და 33X46 მმ პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #2 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #3 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #4 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი #5 იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–---------ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი #1 არ არის იდენტური 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–---------ის სახელზე შევსებულ დაქტილბარათზე არსებული ხელის ანაბეჭდის ნიმუშების.
გამოკვლევაზე წარდგენილ 0--0--1--- წელს დაბადებული ჰ--------------------–-------–-----------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის კვალი #1-ის იდენტური ხელის კვლები და ნაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
2.25. ექსპერტმა ნ-----------------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.26. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------–------------- დასკვნის თანახმად, სერლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
პაკეტში წარწერით „... 2 (ორი) ც. პლასტმასის ბოთლი...“, მოთავსებულ ბოთლზე წარწერით: „ბახმარო...“, არსებული ბილოგიური მასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26.პაკეტი, წარწერით: „...ჯ-------–-------ის სისხლის ნიმუში...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ ბოთლზე წარწერით: „ბაკურიანი..“, არსებულ ბიოლოგიური მასალის (ობ. #2) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25; პაკეტი, წარწერით: „..აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში ჰ-------–-------–-----------ის..“, ხოლო მეორე წილი ჯ-------–-------ის (ობ. #26) გენეტიკური პროფილის იდენტურია;
პაკეტში წარწერით: „..მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში აღებული სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე ავტომანქანიდან „------------ ს/ნ R--------…“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მომწვანო-მოყავისფრო ლაქები (ობ. 3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #3-ზე გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, სავარაუდო დეგრადაციის გამო;
პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები 4 (ოთხი) ც. ნიმუშად, აღებული ა/მ-დან „------------ ს/ნ R--------..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე , უკანა მარცხენა კარის შიდა ბერკეტიდან (ობ. #5) და უკანა მარცხენა კარის გარესახელურიდან (ობ. #6) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, ობ. #6-ის გენმეტიკური პროფილი და ობ. #5-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26). ობ. #5-ის პროფილში ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში მოტავსებულ დანარჩენ ანაწმენდზე (ობ. #4,7) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში წარწერით: „...ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ „------------ ს/ნ R--------..“ (ე.წ. ბარიდან)...“ მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე (ობ. #8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობიექტი #8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26);
პაკეტში წარწერით: „... 1 (ერთი) ც. ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით, ამოღებული ა/მ „------------ ს/ნ R--------..“ წინა მარცხენა სავარძლის საზურგე ნაწილიდან...“ მოთავსებულ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #10) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26), ობ. #10-ის პროფილში ჰ-------–-------–-----------ის (ობ. #25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე ჩანთის სახელურზე, ელვაშესაკრავზე, მიმდებარე უბნებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #9) შერეული გენეტიკური პროფილი ინდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
ლურჯი ფერის ჯაგრისზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომელიც განსხვავდება ჰ-------–-------–-----------ისა (ობ. #25) და ჯ-------–-------ის (ობ. #26) გენეტიკური პროფილისაგან. ობ; #11-ის გენეტიკური პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს ჯ-------–-------ის (ობ. #26) ბილოგიურ ნათესავს;
მწვანე ფერის ჯაგრისზე არსებული ბილოგიური მასალის (ობ;. #12) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ.#26), ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
სამ ცალ კალმისტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #13) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
სავიზიტო ბარათზე არსებული ბილოგიური მასალის (ობ. #14) შერეული გენეტიკური პროფილის ერთერთი წილი ჯ-------–-------ის (ობ. #26), ხოლო მეორე წილი ობ. #11-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია;
ქაღალდის ფურცლების სამაგრზე (ობ;. #15) და ქაღალდის ფურცლებზე (ობ. #16) არსებული ბილოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „..ჯ-------–-------ის ჟლეტი 0----------- საქმე...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები (ობ. #17,18) წაქრმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. #17,18-ის და ჟილეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #19, 20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ-------–-------ს (ობ. #26);
პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ც. საბანი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ „------------ ს/ნ R-------- უკანა სავარძლის ტყავის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ საბნის შალითაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #21-24) წარმაოდგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჰ-------–-------–-----------ს; (ობ. #25) შალითაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ;. #21, 23) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთის არაინფორმატიულია (ექსპერტი ე-------------------–--ე).
2.27. ექსპერტმა ე-------------------–--ემ დაადასტურა, მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებთ განმარტა, რომ დეგრადაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია ნახსენები, ნიშნავს ბიოლოგიური ნიმუშის გაფუჭებას (დეგრადაციას), რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა გარეგნული ფაქტორებით. ამა თუ იმ საგანზე ბილოგიური მასალის გადასვლა ხდება კონტაქტის შედეგად. კონტაქტი მხოლოდ შეხებას არ გულისხმობს, საგანზე შეიძლება მოხვდეს ნერწყვი, თმა და სხვა.
2.28. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------–------------- დასკვნის თანახმად, ჯ-------–-------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.29. ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის სისწორე.
2.30. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------------------–--ის გამომძიებელი - მ--------------–---–ი, ექსპერტები - გ---–-----------ე, დ----------–---ი და გ------------------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ ჰ-------–-------–---------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-5 პუნქტში მითითებული მტკიცებულებები - 5.1-5.10, 5.14-5.20 მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
დაცვის მხარის პოზიცია:
2.32. ბრალდებულმა ჰ-------–-------–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი ი----–- დაკავებულია ბიზნესით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართულებით. 20-8 წლის ივნისის თვეში, ბრალდებული ჩამოვიდა საქართველოში. მისი ოჯახი მატერიალურად კარგ მდგომარეობაშია, რადგან გააჩნია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები, სადაც კარგი მოსავალი მოჰყავს. ჯ-------–-------თან მისი შეხვედრა მოხდა 20-8 წელს. ბრალდებულმა იგი გაიცნო მეზობლად მცხოვრები პიროვნებისგან, გაესაუბრნენ ერთმანეთს და გაცვ--–-- ტელეფონის ნომრები. მათი ოჯახის წევრები ხშირად საუბრობდნენ ერთმანეთთან. 20-8 წლის ოქტომბრის თვეში დაზარალებული ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა ი----–- კივის შესაძენად. მათ ჰ-------–-------–-----------ი კარგად გაუმასპინძლდა. ა-----ებმა და ბრალდებულმა გააფორმეს ხელშეკრულება და შეიძინეს კივი, რომელშიც პირადად ბრალდებულმა გადაიხადა 6000 აშშ დოლარი. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, საქონლის რეალიზაციის შემდეგ გადახდილი 6000 აშშ დოლარი უნდა დაბრუნებოდა მას, ხოლო მოგება შუაში გაიყოფოდა. ა-----ი და ბრალდებული კივის რეალიზაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდნენ საქართველოში. გაყიდული საქონლიდან ჯ-------–-------მა აიღო სხვადასხვა თანხები, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 6800 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ჯ-------–-------ი ხშირად ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქტებს ოჯახისთვის, რაშიც საერთო თანხას ხარჯავდა. როდესაც საქონლის რეალიზაცია თითქმის დასრულდა, ბრალდებულმა დაზარალებულს სთხოვა, დაეანგარიშებინათ ყველანაირი ხარჯი და მოგება, თუმცა ჯ-------–-------ი საუბარს თავს არიდებდა და ბრალდებულს სთავაზობდა, ტრაილერის მძღოლისთვის მისი კუთვნილი თანხა არ გადაეხადათ. ჯ-------–-------ი ჰ-------–-------–-----------ს აძლევდა მხოლოდ 2700 ლარს, რაც ამ უკანასკნელს არ მოეწონა, ვინაიდან მეტი ეკუთვნოდა. ბრალდებული ბოლო დღეს განერვიულებული იყო, რადგან ჯ-------–-------ი ანგარიშსწორებას არ ახდენდა. ბრალდებული და დაზარალებული ოდნავ ნასვამები იყვნენ და შეკამათდნენ, რაც ძიძგილაობაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას, ჯ-------–-------მა ბრალდებული ფრჩხილებით დაკაწრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ისინი დაშოშმინდნენ და ბრალდებულმა დაზარალებულს სახიდან სისხლი მოწმინდა, რის შემდეგაც მშვიდად გააგრძელეს საუაბრი. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას დანა ან რკინისმაგვარი საგანი არ ჰქონია; ჩხუბის დროს დაზარალებულს მობილური ტელეფონი ჰქონდა. მის სიცოცხლის მოსპობას და გაძარცვას ბრალდებული არ აპირებდა.
2.33. 20-8 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, მ-------------------------ი და ჰ-------–------ი, მოწმეების - ჯ-------–--------ისა და ჰ------------ის თანდასწრებით შეთანხმდნენ, დაახლოებით 30 ტონა - 75 მილიონი თუმნის ღირებულების კივის შეძენის თაობაზე. ამავე შეთანხმების მიხედვით, ორმოცი მილიონ ხუთასი ათასი თუმანი ჰ-------–------ის მიერ გადაეცა ყივის გამყიდველს.
2.34. 20-8 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, ჰ-------–------ი გამყიდველს გადაუხდის ერთ კილოგრამ კივში 35 რიალს, მოსავლის დაკრეფის დღეს.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20-3; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20-6; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/20-6).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ჰ-------–-------–-----------ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის ჩადენა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჰ-------–-------–-----------მა, 20-8 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, მ----–------------–- მდებარე ე.წ. „------–---------------- ტერიტორიაზე ჯ-------–-------ის კუთვნილ „---------------ის ფირმის (სახ. ნომრით R--------) ავტომანქანაში, ამ უკანასკნელს ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გასტაცა 2700 ლარი და 4.786.74 ლარი (1.800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) საერთო ჯამში - 7.486.74 ლარი.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ჰ-------–-------–-----------ის უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს. სასამართლოს დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებლად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება ჰ-------–-------–-----------ის მონაწილეობა ჯ-------–-------ზე ყაჩაღურ თავდასხმაში. მტკიცებულებათა სანდოობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მათში ეჭვის შეტანის რაიმე წონადი არგუმენტი დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ დაცვის მხარის ზოგადი განმარტება, თითქოს დაზარალებულის ჩვენება არადამაჯერებელია და შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალების გონივრული ანალიზიდან. რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებში არ გამოვლენილა.
- დაცვის მხარისთვის გაუგებარია ჯ-------–-------ი რატომ ენდო უცხო ადამიანს და გაჰყვა სხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მიზნით. მისი პოზიციის თანახმად, ბრალდებულს დაყაჩაღების განზრახვა რომ ჰქონოდა, დანაშაულს სამშობლოში (ი----–-) ჩაიდენდა. დაზარალებულის თქმით, ტრაილერის მძღოლისთვის განკუთვნილი თანხა ინახებოდა ამ უკანასკნელის ავტომანქანაში (გადაკიდებული იყო საბარგულზე), რაც ცნობილი იყო ბრალდებულისთვის. შესაბამისად, ჰ-------–-------–-----------ს რატომ დასჭირდებოდა თავდასხმა, როდესაც შეეძლო ფარულად დაუფლებოდა თანხებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მტკიცება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ჯ-------–-------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბიზნესს ნდობის საფუძველზე აწარმოებდა; მას გააცნეს ჰ-------–-------–-----------ი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციით იყო დაკავებული და გადაწყვიტა, მასთან ერთად ეწარმოებინა ბიზნესი. დაცვის მხარის კითხვა, თუ რაში დასჭირდა ბრალდებულს ჯ-------–-------ზე ყაჩაღური თავდასხმა და ფარულად რატომ არ დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თანხებს, სასამართლოს რიტორიკულად მიაჩნია და მასზე დამაჯერებელი პასუხი ბრალდებულმა ვერ გასცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.
- სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ჰ-------–-------–-----------მა ი----–- ყოფნისას, კივის შესაძენად გადაიხადა გარკვეული თანხა, რომელიც უნდა აენაზღაურებინა ჯ-------–-------ს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხით, რაც ამ უკანასკნელს არ გაუკეთებია. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან როგორც დაზარალებულმა ჯ-------–-------მა, ასევე მოწმე ა----------მა სასამართლო სხდომაზე დეტალურად მიუთითეს ი----–- განვითარებული მოვლენების შესახებ. მათ დაწვრილებით განმარტეს, თუ როგორ მოხდა კივის შეძენა, ვინ რა თანხა გადაიხადა, როგორ გამოემგზავრნენ საქართველოში და ვინ გაიღო პროდუქციის განბაჟების ხარჯები. მათი ჩვენებები ამ საკითხებთან მიმართებით თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის ცდომილებას. დაზარალებულის განმარტებით, ი----–- კივის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბრალდებული აწარმოებდა; ვინაიდან არ იცოდა ს--------–- ენა, ჰ-------–-------–-----------ი თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებდა. ჯ-------–-------ისთვის და ასევე მისი შვილისთვის გაუგებარი იყო, თუ რაზე ესაუბრებოდა ბრალდებული კივის გამყიდველებს. მათ ადგილზე მოაწერინეს დოკუმენტზე ხელი, რომელიც ჰ-------–-------–-----------ის თქმით, აუცილებელი იყო ი-------–- ტრადიციის მიხედვით.
- დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ჯ-------–-------ისგან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა სრულად ვერ იქნა ამოღებული; ჩანთაზე, რომელშიც 1800 აშშ დოლარი იდო, არ აღმოჩნდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი და აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ჰ-------–-------–-----------ს ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან იგი არ გამომდინარებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გონივრული ანალიზიდან. ის გარემოება, რომ დაზარალებულს პირადი ჩხრეკისას სრულად არ ჰქონდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა და ჯ-------–-------ის ჩანთაზე არ აღმოჩნდა ჰ-------–-------–-----------ის გენეტიკური პროფილი, თავისთავად არ მიუთითებს ამ უკანასკნელის უდანაშაულობაზე. დადგენილია, რომ ყაჩაღობა მოხდა ქ. თბილისში, მ----–-- ქუჩაზე, ხოლო ბრალდებული დაკავებულ იქნა ვ--–-- საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე; შესაბამისად, სად და როგორ გამოიყენა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. რაც შეეხება ჯ-------–-------ის ჩანთაზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილის არარსებობის ფაქტს, აღნიშნული არ გამორიცხავს ჰ-------–-------–-----------ის შემხებლობას აღნიშნულ ნივთთან. დადგენილია, რომ საგანზე გენეტიკური პროფილი რჩება მასზე შეხებით, რაც გულისხმობს როგორც უშუალო კონტაქტს, ასევე პირის ნერწყვის, ოფლის, თმის ან სხვა გენეტიკური მასალის მოხვედრას ობიექტზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მოქმედებები განხორციელდა საკვლევ ობიექტზე ექსპერტ - კრიმინლისტების ან ოდოროლოგების მიერ, დამუშავდა თუ არა იგი რაიმე ნივთიერებით და ა.შ.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ჰ-------–-------–-----------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ჰ-------–-------–-----------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჰ-------–-------–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულებისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ჰ-------–-------–-----------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება; ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ-------–-------–-----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ჯ-------–-------ისგან ამოღებული დუტის შავი ფერის კაპიუშონიანი ჟილეტი; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით; ჯ-------–-------ისგან ამოღებული ავტომანქანა მერსედესი M---- (სახელმწიფო ნომრით R--------) ავტომანქანის გასაღები და ტექ. პასპორტი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი ი------ მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, 12 (თორმეტი) ცალი ქაღალდის დოკუმენტი მათზე ი-------–-------ი წარწერებით; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა წარწერით A---, მასში მოთავსებული გაუქმებული პასპორტით და 2 (ორი) ცალი ბარათით, ღია ფერის პირსახოცი, 1 (ერთი) ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, ტელეფონის სატენი, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, სიმბარათი და მეხსიერების ბარათი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 100- აშშ დოლარი (10 ცალი 100 დოლარიანი და 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურები), 25 ლირა (1 ცალი 20 ლირიანი და 1 ცალი 5 ლირიანი კუპიურები), თ--------–- ლირა, 3 (სამი) ცალი ლითონის მონეტა, 2 (ორი) ცალი ფულადი მონეტა ლირა და 1 (ერთი) ცალი ა---------------–ი მონეტა - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 6 (ექვსი) ცალი ხელის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 4 (ოთხი) ცალ ნიმუშად მოთავსებული 4 (ოთხი) ცალ მუყაოს კონვერტში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, აღებული სტერილური ბამბის თავიან ჩხირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი, მოწითალო ფერის ლაქებით, გახვეული სტერილურ დოლბანდში; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 (ორი) ცალ ფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 (ორი) ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით - ბაკურიანი და ბახმარო, მასში არსებული სითხით, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანიდან დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ჯ-------–-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ჯ-------–-------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს ,----–-------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ-------–-------–-----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 20 ნოემბრის 14:30 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ჰ-------–-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ჯ-------–-------ისგან ამოღებული დუტის შავი ფერის კაპიუშონიანი ჟილეტი; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი საბანი მოწითალო ფერის ლაქებით; ჯ-------–-------ისგან ამოღებული ავტომანქანა მერსედესი M---- (სახელმწიფო ნომრით R--------) ავტომანქანის გასაღები და ტექ.პასპორტი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი ი------ მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, 12 (თორმეტი) ცალი ქაღალდის დოკუმენტი მათზე ი-------–-------ი წარწერებით; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა წარწერით A---, მასში მოთავსებული გაუქმებული პასპორტით და 2 (ორი) ცალი ბარათით, ღია ფერის პირსახოცი, 1 (ერთი) ცალი ყვითელი ფერის მაისური, ყურსასმენი, ტელეფონის სატენი, ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, სიმბარათი და მეხსიერების ბარათი; ჰ-------–-------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 100- აშშ დოლარი (10 ცალი 100 დოლარიანი და 1 ცალი 1 დოლარიანი კუპიურები), 25 ლირა (1 ცალი 20 ლირიანი და 1 ცალი 5 ლირიანი კუპიურები), თ--------–- ლირა, 3 (სამი) ცალი ლითონის მონეტა, 2 (ორი) ცალი ფულადი მონეტა ლირა და 1 (ერთი) ცალი ა---------------–ი მონეტა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 6 (ექვსი) ცალი ხელის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 4 (ოთხი) ცალ ნიმუშად მოთავსებული 4 (ოთხი) ცალ მუყაოს კონვერტში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, აღებული სტერილური ბამბის თავიან ჩხირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი, მოწითალო ფერის ლაქებით, გახვეული სტერილურ დოლბანდში; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, 2 (ორი) ცალ ფირზე; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 (ორი) ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით - ბაკურიანი და ბახმარო, მასში არსებული სითხით, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ავტომანქანიდან დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული სუნისა და ხელის კვლების ნიმუშები; ჰ-------–-------–-----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ჯ-------–-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ჯ-------–-------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; შპს ,----–-------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე