გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002310035
N2/166-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10.05.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს „გ-------------“
წარმომადგენელი მ-----–- ა-----–---, ჰ-------- ლ------– პ--–----
მოპასუხე რ---- ზ----------
წარმომადგენელი მ----- ს--–--
თარჯიმანი ი----- ზ----------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ---- ზ----------ს შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4550 ლარის ანაზღაურება.
1.2. რ---- ზ----------ს შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 300 ლარისა და სახ. ბაჟის 136,50 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მოპასუხე რ---- ზ----------ს მიმართ შპს „გ-------------ს“ განცხადების საფუძველზე, აღიძრა სისხლის სამართლის N092100713003 საქმე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი თანხის - 4500 ლარის მითვისების ფაქტზე, შპს „გ-------------“ მიჩნეულ იქნა დაზარალებულად. ბრალდებულის ადვოკატმა გ------ წ--–------- იშუამდგომლა შპს „გ-------------ს“ მიმართ და დადო პირობა, რომ რ---- ზ---------- შპს „გ-------------ს“ მიმართ დაფარავდა მითვისებულ თანხას შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე - 650 ლარს, ხოლო შემდგომ ყოველთვიურად - 300 ლარს. შპს „გ-------------მ“ მიიღო მითითებული პირობა და დათანხმდა მას ამ პირობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, რის შემდეგ გააფორმებდა საპროცესო შეთანხმებას.
რ---- ზ----------მ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მან პირობის დარღვევით ჩაურიცხა შპს „გ-------------ს“ შემდეგი თანმიმდევრობით:
1.20.01.2014 წელი - 1500 ლარი, 2. 20.03.2014 წელი - 650 ლარი, 3. 02.06.2014 წელი - 250 ლარი, 27.03.2014 წელი - 500 ლარი, სულ 2900 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რ---- ზ----------ს ადვოკატის გ------ წ--–------- 2014 წლის 07 მარტის შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს ფ--------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------–--- წარმოებაში იყო სისხლი სამართლის N092100713003 საქმე ბრალდებულ რ---- ზ----------ს მიმართ. მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. კომპანიის თანხმობის შემთხვევაში, რ---- ზ---------- იღებს ვალდებულებას, ფირმის წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, პირველ ეტაპზე გადაიხადოს 650 ლარი, ხოლო ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო სხვა დანარჩენ თანხის გადახდის ვალდებულებას კისრულობს ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს 300 ლარის ოდენობით. პირობის დარღვვევის შემთხვევაში რ---- ზ---------- პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით, ასევე ის თანახმაა მის მიერ გადახდილი თანხა არ ჩაითვალოს თქვენს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვაში.
3.2.2.ს--------–-------------------------–----------------------- პ--------------- 2013 წლის 12 ივლისის წერილის მიხედვით, საქართველოს ფ---------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------–--–- მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის N092100713003 საქმეზე რ---- ზ----------ს მიერ ჩადენილი მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 2013 წლის 07 დეკემბერს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა შპს „გ-------------“.
3.2.3.2013 წლის 07 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების შესაბამისად, ს--------–-------------------------–----------------------- პ--------------- 2013 წლის 12 ივლისის წერილის თანახმად, საქართველოს ფ---------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------–--–- მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092100713003 საქმეზე რ---- ზ----------ს მიერ ჩადენილი მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აღნიშნულ სისხლს სამართლის საქმეზე, დაზარალებულად ცნობილი იქნა შპს „გ-------------“. მიენიჭა დაზარალებულის უფლება და ყველა მოვალეობა დაეკისრა შპს „გ-------------ს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, მასვე განემარტა დაზარალებულის უფლება-მოვალეობები საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლის შესაბამისად.
3.2.4.შპს „გ-------------ს“დირექტორის ჰ-------- ლ------– პ--–----- 2014 წლის 13 მარტის განცხადების შესაბამისად, საქართველოს ფ---------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------–--- წარმოებაშია სისხლის სამართლის N092100713003 საქმე, რ---- ზ----------ს მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. წარდგენილ ბრალდებაში რ---- ზ---------- სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, მან უკანონოდ მითვისებული თანხის ნაწილი უკვე დაფარა, მან შპს-ს მიმართ დარჩენილი დავალიანების დროულად, გრაფიკის შესაბამისად გადახდის შუამდგომლობით მიმართა და ის თანახმაა მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
3.2.5.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 07 აპრილის განაჩენით (დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება) რ---- ზ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 05 წლის გამოსაცდელი ვადით. რ---- ზ----------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 02 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
3.2.6.სსიპ პ------–--------------–-----------------------–---------------------------------–------------------------- 2018 წლის 29 მარტის წერილის თანახმად, რ---- ზ----------ს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნული აქვს თ/ა შემდგომი პირობითი მსჯავრი 5 წლის, 2 თვისა და 24 დღის გამოსაცდელი ვადით და იმყოფება აღრიცხვაზე ს--------–---------------------------------–------------–-.
3.2.7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განაჩენით (დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება), რ---- ზ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 07 აპრილის განაჩენით რ---- ზ----------სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და რ---- ზ----------ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „გ-------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - რ---- ზ----------ს მიმართ 4550 ლარის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია არსებობს თუ არა ზიანი და იგი გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.
ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.
მიზეზობრივი კავშირი დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით იქნება გამოწვეული. ნებისმიერი პირობა დამდგარი შედეგის მიზეზია, თუკი იგი ისეა დაკავშირებული ამ შედეგთან, რომ მისი არარსებობის შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა. ამ პირობათა ერთობლიობა წარმოადგენს შედეგის საერთო მიზეზს, ხოლო თითოეული მათგანი კი კერძო მიზეზს. სასამართლო განმარტავს რომ მხოლოდ მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანას და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
2013 წლის 07 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების შესაბამისად, სისხლის სამართლის N092100713003 საქმეზე რ---- ზ----------ს მიერ ჩადენილი მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დაზარალებულად ცნობილ იქნა შპს „გ-------------“.
მხარეებს შორის 2017 წლის 07 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 07 აპრილის განაჩენით რ---- ზ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 05 წლის გამოსაცდელი ვადით. რ---- ზ----------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 02 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარდა, დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელია დადგინდეს ზიანის არსებობა. საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის ერთ-ერთი პირობაა ზიანის არსებობა. Dდელიქტური ვალდებულების არსებობისას ზიანის არსებობა გამოიანგირიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას საერთო მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენება ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის დროს (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თუნდაც კონკრეტული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები არ მიუთითებდენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე. სამოქალაქო სამართლის ზიანის ცნებაში მოიაზრება, პირის ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე, გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანის წარმოქმნისას სუბიექტების სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობისა და მისი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებადი ზიანი.
ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულ რ. ზ----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას წინ უსწრებდა რ. ზ----------ს ადვოკატის გ. წ--–------- (მოქმედებდა რ. ზ----------სთან შეთანხმებული რწმუნებით) და დაზარალებულ შპს "გ-------------ს" დირექტორის შეთანხმება თანხის (ზიანის) ანაზღაურების რაოდენობისა დაპირობების თაობაზე შეთანხმება, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე შპს-დან გაიცა თანხმობა საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.
ცხადია, რომ საპროცესო შეთანხმება სასამართლოს მიერ დამტკიცდა და გამოტანილ იქნა განაჩენი.
ამ კონკრეტული საქმის განხილვისას, მოპასუხე დაეთანხმა საპროცესო შეთანხმებამდე დადებული გარიგების ფაქტობრივ და შინაარსობრივ საფუძვლებს, რაც ამ მხრივ დამატებითი კვლევის საჭიროებას კანონისმიერად არ წარმოადგენს და მოსაზრება თითქოს ბრალდებულმა რ. ზ----------მ არ იცოდა მისი ადვოკატის გ. წ--–------- მოქმედების შესახებ შპს-სთან დადებული პირობების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, მიმართულია ვალდებულებების თავიდან აცილებაზე, რასაც ბუნებრივია, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამიტომ, შპს „გ-------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - რ---- ზ----------ს მიმართ 4550 ლარის დაკისრების თაობაზე, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე მართებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
რ---- ზ----------ს შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 182 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 136,50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „გ-------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - რ---- ზ----------ს მიმართ 4550 ლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. რ---- ზ----------ს შპს „გ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 182 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 136,50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე