განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003050745
N1/90-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
08.07.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - და----- ტა--------–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული : და----- ტა--------–--ლი:;
მამის სახელი: ირ-----;
დაბადებული: 02.07.1----–--–-;
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი დ---------;
ფაქტობრივად მცხოვრები:ლაგოდეხის რაიონი, სოფელი დ--------- ;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
1. კვალიფიკაცია: და----- ტა--------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 09 მაისს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რე---- გე-–-–--ლის მიერ, და---- ტა--------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, და---- ტა--------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისის სოფელ და-----ანში მცხოვრებ დედასთან - თი----- ტა--------–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, მას ამავე ორდერით, აეკრძალა თი----- ტა--------–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, და---- ტა--------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, იგი მივიდა თი----- ტა--------–--ლის საცხოვრებელ სახლში და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
3. კვალიფიკაცია: კვალიფიკაცია: და----- ტა--------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
4. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 09 მაისს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რე---- გე-–-–--ლის მიერ, და---- ტა--------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, და---- ტა--------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისის სოფელ და-----ანში მცხოვრებ დედასთან - თი----- ტა--------–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, მას ამავე ორდერით, აეკრძალა თი----- ტა--------–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, და---- ტა--------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი მივიდა თი----- ტა--------–--ლის საცხოვრებელ სახლში და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
5. და---- ტა--------–--ლის 2019 წლის 12 მაისს, 21:40 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 14 მაისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 14 ივნისს დაზუსტდა და წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით ორ ეპიზოდში.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 09 მაისს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რე---- გე-–-–--ლის მიერ, და---- ტა--------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, და---- ტა--------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისის სოფელ და-----ანში მცხოვრებ დედასთან - თი----- ტა--------–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, მას ამავე ორდერით, აეკრძალა თი----- ტა--------–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, და---- ტა--------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 11 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, იგი მივიდა თი----- ტა--------–--ლის საცხოვრებელ სახლში და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
1.2. 2019 წლის 09 მაისს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - რე---- გე-–-–--ლის მიერ, და---- ტა--------–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც, და---- ტა--------–--ლს აეკრძალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისის სოფელ და-----ანში მცხოვრებ დედასთან - თი----- ტა--------–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, მას ამავე ორდერით, აეკრძალა თი----- ტა--------–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, და---- ტა--------–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი მივიდა თი----- ტა--------–--ლის საცხოვრებელ სახლში და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება №1158417, მოწმეების - ქეთინო ნოზაძის, ედუარდ ხლაბუსტოვის, პა---- ტა--------–--ლის, მე---- კო-–--–--ლის, გი------ ლო-------ძის, რე---- გე-–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თი----- ტა--------–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერის ოქმი და ორდერი №0----- და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ და----- ტა--------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ: დედის თი----- ტა--------–--ლის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ და----- ტა--------–--ლის მიმართ 2019 წლის 09 მაისს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რე---- გე-–-–--ლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის პირობები ბრალდებულმა დაარღვია, კერძო: აკრძალვის მიუხედავად მივიდა დედის თი----- ტა--------–--ლის ადგილსამყოფელში და მასთან დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია. აღნიშნულ ქმედებას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 11 და 12 მაისს.
შემაკავებელი ორდერი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ადგენს პოლიციის თამანშრომელი და რომლის მიხედვით იკრძალება გარკვეული სახის ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შემაკავებელი ორდერის დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დამრღვევის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ თი----- ტა--------–--ლი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია არის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მოქმედებაში.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1.. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ და---- ტა--------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
და---- ტა--------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- ტა--------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და----- ტა--------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი(პირველი ეპიზოდი).
2. და----- ტა--------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი (მეორე ეპიზოდი).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ და----- ტა--------–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
5. და----- ტა--------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
6. და----- ტა--------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 12 მაისის 21:40 საათიდან 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე