განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/133-19 19 ივნისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---- ც--–--ე;
დაცვის მხარე - მ---- კო-----ძე
ბრალდებული - კ------- ელ------ს ძე პა---–----ი (დაბადებული 1--- წლის 31 ო----------ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. მცხეთა, კ-------- ქ. N3--ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 17 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე ქ. მცხეთაში კ-------- ქ. N3--ში თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- პა---–----მა, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს მ----- უ--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა, რა დროსაც მუშტი დაარტყა სახის და თავის არეში, ხოლო შემდეგ ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც მ----- უ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ძალადობის ფაქტს შეესწრო კ------- პა---–----ის და მ----- უ--------–---–ს 6 (ექვსი) წლის არასრულწოვანი შვილი ნ-----–--ზ პა---–----ი.
1.2. 2019 წლის 17 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე ქ.მცხეთაში კ-------- ქ.N-3- ში თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ------- პა---–----მა, მეუღლეს მ----- უ--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შემდეგ, კ------- პა---–----მა მეუღლეს მ----- უ--------–---–ს დაემუქრა მოკვლით კერძოდ: უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. ვინაიდან კ------- პა---–----ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, მ----- უ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა კ------- პა---–----მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ მ----- უ--------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან კ------- პა---–----თან და 6 წლის შვილთან ნ-----–--ზ პა---–----თან. მის მეუღლეს კ------- პა---–----ს აქვს მძიმე ხასიათი ალკოჰოლური თრობის დროს და ექცევა აგრესიულად და აყენებს ხოლმე სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 17 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე, როდესაც მ----- უ--------–---–ი აპირებდა, რომ დაეძინებინა მისი შვილი ნ-----–--ზ პა---–----ი, საძინებელ ოთახში შეუვარდა კ------- პა---–----ი და ბავშვი გაიყვანა მისაღებ ოთახში, ბრალდებული არ აძლევდა საშუალებას, რომ ბავშვს დაეძინა, იგი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა დაზარალებულს. მ----- უ--------–---–ი საძინებელ ოთახში იყო წამოწოლილი, კ------- პა---–----ი შევარდა ისევ საძინებელ ოთახში, რა დროსაც მოულოდნელად აიღო იქვე მდგარი ,,ბავშვის ქოთანი“ და ესროლა მ----- უ--------–---–ს მხარში, დაახლოებით 2 წუთში ისევ მივარდა და დაუწყო ცემა, კერძოდ ჯერ სახის მარჯვენა ლოყის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ თავის არეში დაუწყო მუშტების დარტყმა, რა დროსაც მ----- უ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მ----- უ--------–---–ი ცდილობდა თავის დაღწევას, რის გამოც კ------- პა---–----მა ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, აღნიშნულს ხედავდა 6 წლის ნ-----–--ზ პა---–----ი, რომელმაც დაიწყო ტირილი. კ------- პა---–----ი თან მოკვლით ემუქრებოდა მის მეუღლეს, რომ ყელს გამოჭრიდა და აიღო ხელში დანა და გამოეკიდა, თუმცა დაზარალებულმა მოახერხა გაქცევა და დარეკა 112-ში. აღნიშნულის შედეგად მ----- უ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ----- უ--------–---–ს 2019 წლის 18 აპრილს, კისრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.5. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მ----- უ--------–---–ი არის ბრალდებულ კ------- პა---–----ის მეუღლე, ხოლო მათი შვილი ნ-----–--ზ პა---–----ი არის 6 წლის არასრულწლოვანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; დაზარალებულ მ----- უ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები; არასრულწლოვანი მოწმის ნ-----–--ზ პა---–----ის გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; მ----- უ--------–---–ის სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმი და ბარათი; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------- პა---–----მა 2019 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მ----- უ--------–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ კ------- პა---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3--ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- პა---–----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------- პა---–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. კ------- პა---–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, კ------- პა---–----ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. კ------- პა---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. კ------- პა---–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 18 აპრილიდან 2019 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
6. კ------- პა---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მოშავო ფერის რკინის დანა და მცენარე კანაფი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი