გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N240210118002562273
(2/660-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
სასამართლოს დასახელება
მოსარჩელე - მო---–ი სუ-----ა
წარმომადგენელი - ივ-–---ე ხუ--–--–--ა
მოპასუხეები - მო---–ი ცე--–---ე
მა-–---- კუ-----–---–ი
წარმომადგენელი - ნი---------ა
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მო---–ი ცე--–---ეს, პ/ნ 2---------- და მა-–---- კუ-----–---–ს, პ/ნ 2---------- მო---–ი სუ-----ას სასარგებლოდ დაეკისროთ ძირითადი დავალიანების 4600 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის 1000 აშშ დოლარის, ჯამში 5600 აშშ დოლარის გადახდა.
1.2 მო---–ი ცე--–---ეს, პ/ნ 2---------- და მა-–---- კუ-----–---–ს, პ/ნ 2---------- მო---–ი სუ-----ას სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 168 აშშ დოლარისა და 50 ლარის, ასევე, იუ---დიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 578.88 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა მა-–---- კუ-----–---–მა და მო---–ი ცე--–---ემ სარჩელს არ ცნეს და განმარტაეს, რომ მათ არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ. მოსარჩელე მო---– სუ-----ასთან ერთად აწარმოებდნენ ერთობლივ ბიზნეს საქმიანობას დ მართლაც ისესხეს მისგან ფული, მაგრამ ეს თანხა არ იყო 5000 აშშ დოლარი, რეალურად იყო 8000 (რვა ათასი) ლარი; მათ შორის არ ყოფილა დადებული შეთანხმება, სესხის სარგებლით აღების შესახებ და მო---– სუ-----ას მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები წარმოადგენს სრულ აბსურდს. მა-–---- კუ-----–---–ს 8000 ლარი უნდა დაებრუნებინა საქმის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, ვინაიდან საქმიანობა არ დასრულდა მათი გეგმის მიხედვით და განიცადეს ზარალი, მო---– სუ-----ას უნდა გადაენაწილებინა ზარალის შედეგიც, როგორც ერთ-ერთ თანამონაწილეს საქმისა. მოპასუხეების განცხადებით, არ ყოფილა შეთანხმება არანაირ სარგებელზე და მათთვის გაუგებარია ცალმხრივად, რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე აღნიშნულის დაკმაყოფილებას. ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არ ყოფილა შეთანხმება ვალის დოლარში გადახდის შესახებ, მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა. მოთხოვნა სასამართლო ხარჯების დოლარის კურსით გადაანგარიშების ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის აპრილში მო---–ი სუ-----ამ მოპასუხეებს მო---–ი ცე--–---ესა და მა-–---- კუ-----–---–ს ასესხა ფულადი თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით; თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 2018 წლის ივლისის ბოლოს, თუმცა მათ აღნიშნული თანხა არ გადაიხადეს დათქმულ დროს. მხოლოდ 2017 წლის დაახლოებით აგვისტოს თვეში მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადასცეს თანხის მხოლოდ ნაწილი 400 აშშ დოლარის ოდენობით და ითხოვეს დარჩენილი 4600 აშშ დოლარის გადმოცემისათვის ორ თვიანი ვადა. თუმცა შემდგომში არაერთი დაპირებისა მოპასუხეებმა მო---–ი სუ-----ას არ დაუბრუნეს თანხა სრულად, რის გამოც მო---–ი სუ-----ამ 2017 წლის 27 დეკემბერს მიმართა შსს მა-------–-ს რაიონულ სამმართველოს განცხადებით, მო---–ი ცე--–---ისა და მა-–---- კუ-----–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებაზე, სადაც გამოკითხულ იქნენ მოპასუხეები და განმარტეს, რომ საბოლოოდ 2018 წლის ივნისის თვის ბოლომდე გადაიხდიდნენ მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას, მაგრამ მოპასუხეებს დღემდე არ გადაუხდიათ აღნიშნული თანხები. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რითაც დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები და მნიშვნელოვანი მატერიალუ--- ზიანი მიადგა რის გამოც იძულებული გახდა სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი უფლებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი), გამოკითხვის ოქმი;
3.2.2. 2019 წლის 17 იანვარს სენაკის რაიონულ სასამართლოში საოქმო განჩინების საფუძველზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილ იქნა მო---–ი სუ-----ას განცხადების გამო მა-------–-ს რაიონულ სამმართველოში მოკვლეული მასალები და დგინდება, რომ 2017 წლის 27 დეკემბრის წერილი/განცხადებით მო---– სუ-----ამ მიმართა შსს მა-------–-ს რაიონის სამმართველოს და მოითხოვა რეაგირება საკუთარი უფლებების დარღვევაზე შსს-ს მხრიდან, რის შემდეგაც შსს-ს მიერ გამოკითხულ იქნენ თავად მოსარჩელე მო---– სუ-----ა, მოპასუხეები: მო---– ცე--–---ე და მა-–---- კუ-----–---–ი. მო---– სუ-----ას გამოკითხვის ოქმი N0--------- შედგა 2017 წლის 29 დეკემბერს. ოქმის მიხედვით, მო---– სუ-----ამ მო---–ი ცე--–---ეს 2013 წლის აპრილის თვეში გადასცა 8250 ლარი, რაც იმ პერიოდისთვის შეადგენდა 5000 დოლარს, იმ პირობით რომ აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა სამი თვის ვადაში, თუმცა მისთვის ამ ვადაში თანხის დაბრუნება არ მოხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი), შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მო---–ი სუ-----ას გამოკითხვის ოქმი;
3.2.3. 2019 წლის 17 იანვარს სენაკის რაიონულ სასამართლოში საოქმო განჩინების საფუძველზე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილ იქნა მო---–ი სუ-----ას განცხადების გამო მა-------–-ს რაიონულ სამმართველოში მოკვლეული მასალები და დგინდება, რომ 2017 წლის 3- დეკემბერს გამოიკითხა მო---–ი ცე--–---ე; N0--------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2013 წლის აპრილის თვეში მო---–ი ცე--–---ე და საქმესთან დაკავშირებული მეგობარი მა-–---- კუ-----–---–ი ესტუმრნენ მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა--------–ი მცხოვრებ მო---–ი სუ-----ას. მათ მოსარჩელეს შესთავაზეს ბიზნეს საქმიანობა, რომელზედაც დათანხმდა; საერთო ბიზნეს საქმიანობისთვის გამოართვეს 8000 ლარი, ეს ფული უნდა ჩაედოთ საერთო საქმეში და მოგება უნდა გადაენაწილებინათ სამივე მონაწილე პირზე, თუმცა ბიზნესმა არ გაამართლა და მიიღეს ზარალი მოგების ნაცვლად. მოსარჩელემ მას მოსთხოვა თანხა სრულად. 2017 წლის აპრილის თვეში კი მა-–---- კუ-----–---–მა მო---– სუ-----ას გადაუხადა 400 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი), შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მო---–ი ცე--–---ის გამოკითხვის ოქმი;
3.2.4. 2019 წლის 17 იანვარს სენაკის რაიონულ სასამართლოში საოქმო განჩინების საფუძველზე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილ იქნა მო---–ი სუ-----ას განცხადების გამო მა-------–-ს რაიონულ სამმართველოში მოკვლეული მასალები და დგინდება, რომ 2018 წლის 06 იანვარს გამოიკითხა მა-–---- კუ-----–---–ი; N0--------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან და მო---–ი ცე--–---ემ გადაწყვიტეს ეწარმოებინათ ბიზნესი, რაც დამოკიდებული იყო თანხასთან. 2013 წლის აპრილის თვეში მო---–ი ცე--–---ესთან ერთად ესტუმრნენ მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა--------–ი მცხოვრებ მო---–ი სუ-----ას. მათ მოსარჩელეს შესთავაზეს ბიზნეს საქმიანობა, რომელზედაც დათანხმდა; საერთო ბიზნეს საქმიანობისთვის გამოართვეს 8000 ლარი, ეს ფული უნდა ჩაედოთ საერთო საქმეში და მოგება უნდა გადაენაწილებინათ სამივე მონაწილე პირზე, თუმცა ბიზნესმა არ გაამართლა და მიიღეს ზარალი მოგების ნაცვლად. მოსარჩელემ მო---– სუ-----ას მოსთხოვა თანხა სრულად. 2017 წლის აპრილის თვეში კი მა-–---- კუ-----–---–მა მო---– სუ-----ას გადაუხადა 400 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი), შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მა-------–-ს რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მა-–---- კუ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი;
3.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 2------------ მომართვით ირკვევა, რომ მა-–---- კუ-----–---–მა 2013 წლის 1 იანვარიდან 2015 წლის 1 იანვრამდე რამდენჯერმე გადაკვეთა საზღვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მომართვა MIA 2------------.
3.2.6. 2018 წლის 30 იანვარს მა-------–-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბესიკ ძაგანიასა და სენაკის რაიონული პროკურატუ---ს მოადგილის თეიმურაზ ჯალაღონიას მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მა-------–-ს რაიონული სამართველოს წარმოებაშია P--------- საქმე, მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა--------–ი მცხოვრებ მო---–ი სუ-----ას მიერ ფულად თანხის ამოღებასთან დაკავშირებით დავის ფაქტზე. გამოკითხვით დადგინდა, რომ მა-------–-ს რაიონის სოფელ ნა--------–ი მცხოვრებ მო---–ი სუ-----ამ ფულად თანხა ასესხა ნათესავს, ამავე სოფელში მცხოვრებ მო---–ი ცე--–---ეს და მა-------–-ს რაიონის სოფელ აბ------ში მცხოვრებ მა-–---- კუ-----–---–ს. მათ გამოკითხვისას განმარტეს, რომ ნამდვილად აქვთ მო---–ი სუ-----ას ვალი და ფულად თანხას დაუბრუნებენ არაუგვიანეს 2018 წლის ივნისის ბოლოსთვის. აღნიშნული ფაქტი არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, აქედან გამომდინარე, მა-------–-ს რაიონულ სამმართველოში გამოძიება არ დაწყებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა.
3.2.7. მო---–ი სუ-----ას სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი მა-–---- კუ-----–---–თან ერთად მივიდა მო---– სუ-----ასთან სახლში და სესხად აიღეს 8000 ლარი. თანხა მიიღეს ნაწილ-ნაწილ. ერთადერთი რაც დოლარში მიიღო მო---–ი სუ-----ასგან იყო 100 დოლარი. აღნიშნული თანხა ჩაიდო საქმეში. საქმის შინაარსის და მსვლელობის თაობაზე იცოდა მოსარჩელემ. საქმე არ შედგა და მათი მორალუ--- პრინციპებიდან გამომდინარე არ უარყოფენ სესხის სახით თანხის 8000 ლარის ოდენობით აღებას მოსარჩელესგან.
ვა-–---ა სუ-----ას ჩვენების მიხედვით, იგი არის მოსარჩელის მეუღლე. მათთან სახლში მოვიდა მოპასუხე მო---–ი ცე--–--- და ითხოვა უკრაინაში საქმეში ჩასადებად 5000 დოლარის გადაცემა. არაერთი თხოვნის შემდეგ, მას გადასცეს ნაწილი თანხა ლარებში, დოლარის ექვივალენტში. ამის შემდეგ მო---–ი ცე--–---ე ისევ მოვიდა მათთან სახლში და ითხოვა გადაცემული თანხის 5000 აშშ დოლარამდე შევსება. საბოლოო ჯამში, მო---–ი ცე--–---ეს სესხად გადაეცა 5000 აშშ დოლარი შესაბამისი ლარში, რადგან თანხა მათ ჰქონდათ ლარში; სესხი გაცემული იყო ორი თვის ვადით. ერთადერთი რაც გადაიხადეს ამ თანხიდან 2017 წელს დააბრუნეს 400 აშშ დოლარი.
გუ---- სუ-----ას ჩვენების მიხედვით, მო---–ი სუ-----ას თხოვნით, ერთად მივიდნენ მო---–ი ცე--–---ეს სახლში და მო---–ი სუ-----ა, მო---–ი ცე--–---ეს თხოვდა ნასესხები თანხის 5000 აშშ დოლარის დაბრუნებას. რამდენიმეჯერ მივიდნენ მო---–ი ცე--–---ესთან სახლში და საბოლოოდ, იმისთვის რომ დარწმუნდეო, შენი მოცემული თანხა არ დამიხარჯავს პირადი მოხმარებისთვისო, თავად, მო---–ი სუ-----ა, მო---–ი ცე--–---ე და იუ--- სუ-----ა მივიდნენ კუ-----–---–თან. მო---–ი ცე--–---ემ უთხრა, ,,აგერ მოვიდა ადამიანი და ფულს ითხოვსო". კუ-----–---–ი დათანხმდა ფულის გადახდას და დრო ითხოვა. ამის შემდეგ როგორც გაიგო, 400 აშშ დოლარი გადაიხადეს მოპასუხეებმა.
ბო--- სუ-----ას ჩვენების მიხედვით, მო---–ი სუ-----ასგან გადმოცემით იცის, რომ მო---–ი სუ-----ამ მო---–ი ცე--–---ეს გადასცა 8000 ლარი სესხის სახით. უნდა დაებრუნებინა სავარაუდოდ 5000 აშშ დოლარი, ზუსტად არ იცის.
ალ--------------------ს ჩვენების მიხედვით, საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა მო---–ი ცე--–---ესთან და მა-–---- კუ-----–---–თან. მო---–ი სუ-----ა ჰყავს ნანახი ერთხელ, როდესაც იმყოფებოდა მო---–ი ცე--–---ესთან ერთად მანქანაში; მო---–ი სუ-----ამ მო---–ი ცე--–---ეს გადასცა 5000 ლარი. მერე გადმოცემით იცის რომ დაახლოებით 3500 ლარი გადასცა მო---–ი ცე--–---ეს. იგი დონეცკში იყო საქმიანობიდან გამომდინარე. იქ დაახლოებით 25000-30000 ლარი დაიხარჯა. თავდაპირველი შეთანხმებიდან გამომდინარე ეს თანხა სესხის სახით იყო გამორთმეული, მაგრამ შემდეგ რომ დაჭირდა თანხის დამატება, მერე სამივე შეთანხმდნენ, რომ მო---–ი სუ-----ა წილში ჩაესვათ. ბიზნესის წარმოებისთვის დაახლოებით აკლდებოდათ 8000 ლარის ექვივალენტის გრივნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მო---–ი ცე--–---ეს, მო---–ი სუ-----ას, ბო--- სუ-----ას, გუ---- სუ-----ას, ვა-–---ა სუ-----ას, ალ--------------------ს ჩვენებები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე მუხლზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის თანახმად ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნით. ამასთან ამავე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტუდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე აღიარებს ვალის ფაქტს, თუმცა სადავოა ვალის ოდენობა. კერძოდ, თანხის ოდენობის დაბრუნება უნდა მოხდეს ლარის, თუ დოლარის ექვივალენტით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა-–---- კუ-----–---–ს და მო---–ი სუ-----ას, მო---–ი ცე--–---ეს მიმართ თანხა გადასახდელი აქვთ 4600 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით: საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დასტურდება, რომ მო---– სუ-----ასა და მო---–ი ცე--–---ეს, ასევე მა-–---- კუ-----–---–ს შორის ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკების შედეგად დაიდო სესხის ხელშეკრულება. მო---–ი სუ-----ამ აიღო ვალდებულება მო---–ი ცე--–---ესთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გადაეცა 5000 აშშ დოლარი. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მო---–ი სუ-----ამ აღნიშნული ვალდებულება შეასრულა და პერიოდულობით, საბოლოოდ, მო---–ი ცე--–---ესა და მა-–---- კუ-----–---–ს ჯამში გადასცა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. დოლარის კურსი თანხის გადაცემის დროს მოქმედი კურსის შესაბამისად შეადგენდა დაახლოებით 8000 ლარს. სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარის კურსის შესაბამისად. ის გარემოება, რომ მო---–ი სუ-----ამ მო---–ი ცე--–---ესა და მა-–---- კუ-----–---–ს ჯამში გადასცა თანხა ლარებში, არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ სესხის სახით თანხა ლარში ჰქონდათ აღებული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ვალის მიზნობრიობას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოპასუხეთა თხოვნის შესაბამისად, ვალის სახით გადაეცათ 5000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში). აღნიშნულ ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ 2017 წელს მა-–---- კუ-----–---–ის მიერ სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მო---–ი სუ-----ასთვის დაბრუნებულ იქნა 400 აშშ დოლარი. შესაბამისად, დარჩელი თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს დოლარებში, გადახდის დღისთვის არსებული ლარის ექვივალენტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულება 4600 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-3-7-ე, 34--ე, 361-ე, 4-7-ე, 4-8-ე, 394-ე, 4-1-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მო---–ი სუ-----ამ მო---–ი ცე--–---ესა და მა-–---- კუ-----–---–ს სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ასევე დადგენილია, რომ თანხის დაბრუნების თაობაზე მიუხედავად არაერთგზის შეთანხმებისა, მოპასუხეებმა ვალდებულება სრულად არ შეუსრულეს და დღემდე არ გადაუხდიათ მოსარჩელისათვის სესხის დარჩენილი ნაწილი 4600 აშშ დოლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე 4600 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ არის დასაბუთებელი და საფუძვლიანი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი პუნქტით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 4-1-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებზე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანი ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, მაგრამ ამავე კოდექსის თანახმად, იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას მხოლოდ ის ზიანი ექვემდებარება, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოდგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით. ამდენად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 4-6.64 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა 4600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის 3%, რაც შეადგენს 337.77 ლარს, ხოლო სახელწმიფო ბაჟის ნაწილი 78.87 ლარი უნდა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად იურიდიული მომსახურების საფასური 448.96 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მო---– ცე--–---ეს, პ/ნ 2----------, აეკრძალა მა-------–-ს რაიონის, სოფელ ნა--------–ი მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 4-.0-.3-.2-- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მიღებული განჩინების ძალაში დატოვების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 49–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მა-–---- კუ-----–---–სა (პ/ნ 2----------) და მო---–ი ცე--–---ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროთ 4600 (ოთხი ათას ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღისთვის არსებული კურსის მიხედვით).
3. მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) უარი ეთქვას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებს 1000 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
4. მა-–---- კუ-----–---–სა (პ/ნ 2----------) და მო---–ი ცე--–---ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 337.77 (სამას ოცდაჩვიდმეტი და 77 ) ლარის ოდენობით.
5. მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ნაწილი 78.87 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მა-–---- კუ-----–---–სა (პ/ნ 2----------) და მო---–ი ცე--–---ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე მო---–ი სუ-----ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე, იუ---დიული მომსახურების საფასური 448.96 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე