განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
200100119002971707
დავის ტიპი
126 (1) 1 , 273 , 120
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100119002971707

N1/130-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

08 ივლისი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლ-----------–---–ი

ბრალდებული: ბ----- გ-----ე

მამის სახელი: ზ----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი შ--–-----ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი შ--–-----ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ბ----- გ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ხოლო დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სახელდობრ:

 

სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის მარტის თვიდან, 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბ----- გ-----ე მამას - ზ---- გ-----ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ზ---- გ-----ე, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა სფიქიკურ ტანჯვას.

ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი:

 

3. 2019 წლის 27 მარტს, თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში, საკუთარ საცხოვრებელი სახლში, ბ----- გ-----ემ დანის გამოყენებით, მამას - ზ---- გ-----ეს მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ღია ჭრილობა, რაც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. ბრალდებულმა ბ----- გ-----ემ საბოლოო სიტყვაში სისტემატური შეურაცხყოფის და ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდში აღიარა დანაშაული, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ბ----- გ-----ეს ბრალად წარდგენილი მესამე ეპიზოდი, გაურკვეველია, აღნიშნული ეპიზოდი დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუმცა მუხლის დისპოზიციაში და ქმედების სამართლებრივ აღწერაში მითითებულია სულ სხვა დანაშაულის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ამ ნაწილში ბრალდებულს ცნობს გამართლებულად.

7. სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის განმარტებას, რომ მოხდა მექანიკური შეცდომა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციისა და ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაცვლად, ბ.გ-----ეს წარედგინა ძალადობის - სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი, რაც უკვე წარდგენილი ჰქონდა. თუმცა ბოლოში მითითებულია, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული. პროკურორის ასეთი განმარტება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლიდან, ვინაიდან, ბრალის ფორმულირება - ეს არის ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, რაც სავალდებულოდ უნდა აღინიშნოს ბრალდების შესახებ დადგნილებაში. ვინაიდან, ბ----- გ-----ის ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები ასახული არ არის, იგი ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, რადგან მხოლოდ მუხლის კვალიფიკაციის მითითება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ასეთ ვითარებაში, ითვლება, რომ ბ.გ-----ეს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, არ წარდგენია. რაც შეეხება შეცდომით წარდგენილ იგივე ბრალდებას, ანუ ბრალდების დუბლირებას, მასში ბ----- გ-----ეს სასამართლო ერთხელ სცნობს დამნაშავედ.

8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

10. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს - სისხლის სამართლის საქმეში არსებული არასადავო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ----- გ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

11. მან ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. სასამართლოს ბრალდებულ ბ----- გ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

13. ბ----- გ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

15. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ბ----- გ-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე - რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

16. ბ----- გ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათი.

17. ბ----- გ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

18. ბ----- გ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----- გ-----ეს დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

20. ბ----- გ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 27 მარტიდან, 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

21. ბ----- გ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

22. ნივთიერი მტკიცებულება - მოწითალო ფერის ლაქები და ზ---- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, მცენარეები, წონით 0,06 გრამი, მცენარეული მასა წონით 42,22 გრამი, მცენარის თესლები, წონით 0,53 გრამი, გამონაწვილი 1 მლ, რაც ინახება ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

23. ზ---- გ-----ის კუთვნილი ტანსაცმელი და ბ----- გ-----ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

24. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

25. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური