განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1862-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–---------------------–--- - დაბადებული------–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------–---–---–------------–---------------------–----------------–--------------–-----------------------–--
ადვოკატი - ჯ-----------–---
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------–-, ი-----–---------–---- მიმართ მისი ბებიის, ი-----–------------------–------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი N-------
შემაკავებელი ორდერით ი-----–---------–---- (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ი-----–------------------–------ (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ი-----–---------–---- არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2----–-–-------------- ღამის საათებში, ი-----–---------–--- მივიდა ი-----–------------------–------- საცხოვრებელ ბინაში, მდებარე------–--------------–-----------------------–- და ამ უკანასკნელს მოსთხოვა ფულადი თანხა. უარის მიღების შემდეგ კი ბებიას, ი-----–------------------–------- დაუწყო ყვირილი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადმოყარა ბინაში არსებული ნივთები.
ი-----–---------–---- არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2----–-–-------------- შუადღის საათებში, ი-----–---------–--- იმყოფებოდა ი-----–------------------–------- საცხოვრებელ ბინაში, მდებარე------–--------------–-----------------------–-, საიდანაც წამოიღო ბინაში არსებული ტელევიზორი. ი-----–---------–--- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ზემოაღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–---------–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
დაზარალებულ ი-----–------------------–------- ჩვენებით, ი-----–---------–--- არის მისი შვილიშვილი და ცხოვრობს მასთან ერთად------–--–------------–-----------------------–-. ი--------–-------- ყოველთვის ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ის ზრუნავდა ხოლმე მასზე. მისი შვილიშვილი იღებდა წამალს, რამაც გამოიწვია მისი აგრესიულობა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2----–-–------------- ი--------–--- მივიდა მასთან და მოსთხოვა ფული. მიუხედავად იმისა, რომ ფული ჰქონდა, მიცემაზე უთხრა უარი, ხოლო შემდეგ დარეკა პოლიციაში. 2----–-–-------------, ი-----–---------–--- იყო ასევე მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ი--------–---ს წაუღია ტელევიზორი, რაც შემდეგ გამომძიებელმა დაუბრუნა. დაზარალებულ ი-----–------------------–------- განმარტებით, მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მისი შვილიშვილის მიმართ და ითხოვა მისი მსუბუქად დასჯა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ი-----–---------–---- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ი-----–------------------–-------, ს--–-----------–---–--------------------–---–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით N------ თანდართულ მასალებთან ერთად, ი-----–---------–---- დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–---------–---- ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ი-----–---------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ი-----–---------–--- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დაზარალებულს დღეის მდგომარეობით მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მსუბუქად დასჯას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი-----–---------–---- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------- ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------- ეპიზოდი) - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–---------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ი-----–---------–---- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–-------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებული ი-----–---------–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი