განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
140100118002750414
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002750414

საქმე #1/503-18 (011061118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- კ-------- (დაბადებული 1----–-–-------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ---------------–---–--------------)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით, დ----- კ--------მ ჩაამტვრია გ------------------------–------ში მდებარე ე-–------- ა------ის სააგარაკე სახლის ფანჯრის მინა და მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა შიგნით, რითაც დაარღვია ე-–------- ა------ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა;

 

1.2. 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, გ----–-----------–---–--------------ში მდებარე თ----- ჯ-----ის საცხოვრებელ სახლში მთვრალმა დ----- კ--------მ დედას - ე---–--- ლ--–---–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე, რის შედეგად ე---–--- ლ--–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ----- კ--------მ თ----- ჯ-----ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც თ----- ჯ-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება;

 

1.3. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 01 საათზე, კვლავ თ----- ჯ-----ის საცხოვრებელ სახლში მთვრალმა დ----- კ--------მ დედას - ე---–--- ლ--–---–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე, რის შედეგადაც ე---–--- ლ--–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ----- კ-------- თ----- ჯ-----ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ----- ჯ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ----- კ-------ის მიერ დედის - ე---–--- ლ--–---–-–---–ის მიმართ ძალადობის არცერთი ეპიზოდი (სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და თ----- ჯ----ის მიმართ მუქარის (სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ფაქტი. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ე-–------- ა------ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ----- ჯ-----ის ცემა) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2. დაზარალებულმა თ----- ჯ-----მა განმარტა, რომ დ----- კ-------ის დედა არის მისი კარგი მეგობარი, შესაბამისად, დ----- კ-------- მიღებული ჰყავდა შვილივით. 2018 წლის 3 ნოემბერს დ----- კ-------- და ე---–--- ლ--–---–-–---–ი იყვნენ მასთან სახლში. დ----- კ-------- აგრესიული იყო დედის მიმართ. ესაუბრებოდა ხმამაღლა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ხელითაც შეეხო დედას - მკლავებში მოკიდა ხელი და შეანჯღრია (მოწმე განმარტავს, რომ ე---–--- ლ--–---–-–---–ს ეტკინებოდა). თ----- ჯ-----ი შეეცადა გაშველებას, რა დროსაც დ----- კ--------მ მასაც ,,შემთხვევით“ დაარტყა ხელი მარცხენა თვალთან. ამასთან გააფრთხილა, რომ თუ კვლავ ჩაერეოდა, ისევ დაარტყამდა. დარტყმის შედეგად თ----- ჯ-----მა იგრძნო ტკივილი. მას ,,გაუშავდა“ ის ადგილი, სადაც ბრალდებულმა დაარტყა. 2018 წლის 6 ნოემბერს ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------- კვლავ ესტუმრნენ მას. დ----- კ-------- აგრესიული იყო დედის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ მკლავებში მოკიდა ხელი. თ----- ჯ-----მა შენიშვნა მისცა დ----- კ--------ს - მის სახლში დედამისს ასე ნუ ექცეოდა. დ----- კ--------მ მას უთხრა - ,,თუ არ გაჩერდები, მეორედაც დაგიშავდება სახეო“, რის გამოც თ----- ჯ-----მა დარეკა ,,112“-ში. დ----- კ-------- მას არ დამუქრებია მოკვლით, არც დანა ჰქონია (2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.3. დ----- კ-------ის დედამ, დაზარალებულმა ე---–--- ლ--–---–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3.4. მოწმე ო-–-- ს-------მ განმარტა, რომ არის თ----- ჯ-----ის მეზობელი. 2018 წლის 3 ნოემბერს იგი იმყოფებოდა თ----- ჯ-----თან, სადაც იმყოფებოდნენ აგრეთვე ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ-------- და საუბრობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ო-–-- ს------- გამოვიდა თ----- ჯ-----ის სახლიდან. ცოტა ხანში გაიგო ყვირილის ხმა და უკან მიბრუნდა. დ----- კ-------- დედას ურტყამდა. თ----- ჯ-----ი მათ შორის ჩადგა, დ----- კ--------ს ეუბნებოდა - ,,ნუ სცემო“. დ----- კ--------მ მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - დაარტყა მარცხენა მხარეს, რა დროსაც თ----- ჯ-----ი წაბორძიკდა და დაჯდა სკამზე. ო-–-- ს-------მ იგი ,,მოასულიერა“, რის შემდეგაც დ----- კ--------მ კვლავ დაარტყა მას სახის მარცხენა მხარეს. მეორე დღეს თ----- ჯ-----ს მარხენა მხარე დალურჯებული ჰქონდა. 6 ნოემბერს თ----- ჯ-----თან კვლავ მივიდნენ ე---–--- ლ--–---–-–---–ი და დ----- კ--------. იქ იმყოფებოდა აგრეთვე ო-–-- ს-------. მათ ერთად ისადილეს, რის შემდეგაც ო-–-- ს------- დაბრუნდა სახლში და დაიძინა. მან თ----- ჯ-----ის სახლიდან გაიგონა ყვირილის ხმა, მაგრამ მათთან არ შესულა (2019 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3.5. დაზარალებულმა ე-–------- ა------ემ განმარტა, რომ გ------------------------–------ში აქვს სახლი, რომელიც აუქციონის წესით შეიძინა. მას მეზობელმა ე---- კ-----–-–---–მა ტელეფონით შეატყობინა, რომ სახლის ყოფილი მფლობელის - ნ---- ა---–--ის ძმამ ქვით ფანჯარა ჩაამტვრია და აღნიშნულ სახლში შევიდა. მანამდე მას რამდენჯერმე დაურეკა დ----- კ--------მ, უთხრა, რომ ნ---- ა---–--ის ძმა იყო და სახლიდან თავისი ნივთების წაღება სურდა, თუმცა სახლში არსებულ ნივთებზე ე-–------- ა------ეს პასუხისმგებლობა ჰქონდა ნ---- ა---–--ის წინაშე, რადგან მისთვის ცნობილია, რომ ნივთები ეკუთვნოდა ნ---- ა---–--ს და დ----- კ--------ს მათ ვერ მისცემდა. ამასთან, იგი არ ყოფილა ბინის თანამესაკუთრე და არც ბინის გადაბარების პროცესს დასწრებია. დ----- კ--------მ იცოდა, რომ ბინის მესაკუთრე ე-–------- ა------ე იყო. ე-–------- ა------ეს მისთვის იქ შესვლის ნება არ მიუცია. როდესაც ატენში მდებარე სახლში მივიდა, ნახა, რომ ფანჯარა ჩამტვრეული იყო, ნივთები - არეული და იყო სისხლის კვალი. დაზარალებულს, გარდა შუშის ჩამტვრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა, სხვა პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ აქვს (2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი);

 

3.6. მოწმე ე---- კ-----–-–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს გ------------------------–------ში, ე-–------- ა------ის სახლის მეზობლად. 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით გაიგონა მინის მსხვრევის ხმა. გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ დ----- კ-------- იდგა ე-–------- ა------ის სახლის აივანზე და ხის ნაჭრით ამტვრევდა ფანჯრის მინას. ე---- კ-----–-–---–ის შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ სახლიდან თავისი ნივთებისა და საბუთების გატანა უნდოდა. მინის გატეხვის შემდეგ დ----- კ--------მ გააღო ფანჯარა და გადავიდა სახლში. 10 წუთის შემდეგ გადმოვიდა ფანჯრიდან - ,,ჩემი ნივთები ავიღე და მივდივარო“. მინის გატეხვისას დ----- კ--------მ მიიღო დაზიანება - ხელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. სისხლი იყო სახლის აივანზეც. აღნიშნული ფაქტის შესახებ ე---- კ-----–-–---–მა ტელეფონით შეატყობინა ე-–------- ა------ეს (2019 წლის 28 მარტის სხდომის ოქმი);

 

3.7. ბრალდებულმა დ----- კ--------მ აღიარა ე-–------- ა------ის ბინაში შესვლისა და თ----- ჯ-----ისათვის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ხოლო მის მიმართ მუქარა და დედის - ე---–--- ლ--–---–-–---–ის ცემა - უარყო (2019 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თ----- ჯ-----ს 2018 წლის 6 ნოემბერს, 11:43 საათზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკე მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 220-221); ე---–--- ლ--–---–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა (ს.ფ. 216-217);

 

3.9 ამდენად, თ----- ჯ-----ის მიმართ დ----- კ-------ის მუქარა არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებით, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ მუქარის რეალურად აღქმაზე, რაც სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. რაც შეეხება ე---–--- ლ--–---–-–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ამას ადასტურებენ თ----- ჯ-----ი და ო-–-- ს-------, მაგრამ სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით: სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა უარყო დედისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ე---–--- ლ--–---–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ასეთ პირობებში, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა სასამართლომ სხვა მტკიცებულების საფუძველზეც დაადგინოს ფიზიკური ტკივილის არსებობა, თუმცა ამჯერად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ფიზიკურ ტკივილზე მიანიშნებს, მხოლოდ მოწმის ვარაუდია. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით საკითხის უტყუარად დადგენა შეუძლებელია. ყველა სხვა მოწმის ჩვენება, როგორც ე---–--- ლ--–---–-–---–ის ცემის, ისე - თ----- ჯ-----ის მიმართ მუქარის ნაწილში - ირიბია.

 

3.10 თ----- ჯ-----ის ცემა და ე-–------- ა------ის ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა უტყუარად დადასტურებულია გამოკვლეული მტკიცებულებებით. გარდა თვითმხილველი მოწმისა (ო-–-- ს-------), თ----- ჯ-----ასათვის ხელის განზრახ დარტყმას ადასტურებს ბრალდებულიც. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. ასევე თვითმხილველი მოწმე - ე---- კ-----–-–---–ი ადასტურებს ე-–------- ა------ის ბინაში დ----- კ-------ის შესვლის ფაქტს. დაზარალებული აღნიშნავს, რომ თავის სახლში შესვლის ნება ბრალდებულისათვის არ მიუცია, რასაც ადასტურებს ბრალდებულიც.

 

3.11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- კ-------- უნდა გამართლდეს ე---–--- ლ--–---–-–---–ის მიმართ ძალადობის ორივე ეპიზოდსა და თ----- ჯ-----ის მიმართ მუქარის ნაწილში. იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი თ----- ჯ-----ის ცემისა და ე-–------- ა------ის ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდების ნაწილში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დ----- კ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს, წარსულს (არ არის ნასამართლევი -ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს). ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებსა და ხერხს - მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 78 წლის ქალს და მფლობელის არაერთი უარის მიუხედავად, შევიდა მის საცხოვრებელ ბინაში;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია დ----- კ-------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, თუმცა სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ზომის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-270-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- კ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ბრალდების ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

დ----- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენების შედეგად დ----- კ--------ს საბოლოოდ მიესაჯოს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ დ----- კ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ნოემბრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ხელის ანაბეჭდი დაქტილოფირზე - შენახულ იქნეს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ხოლო - მინის ნამტვრევები, ანაწმენდები, ხის ნაჭერი, სისხლის ნიმუში და დანა - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი