განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
140100119002963659
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002963659

საქმე #1/169-19 (028140319003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ჯ--–--- მ----------- (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: კ-----------------------–--------------)

 

ადვოკატი - ა-----– ბ---------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2019 წლის 13 მარტს, საღამოს, კ-----------------------–------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მთვრალი ჯ--–--- მ----------- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილებს - ა-–--- და ე--- მ----------ებს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2. მეორე დღეს, ამავე სახლის ეზოში, მთვრალმა ჯ--–--- მ----------მა შვილს - ა-–--- მ----------ს უმიზეზოდ რამდენჯერმე დაარტყა სახეში მუშტი, რის შედეგად ა-–--- მ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ჯ--–--- მ-----------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2. დაზარალებულებმა - ა-–--- და ე--- მ----------ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი);

 

3.3. გამომძიებელმა გ------- მ-----–-–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების სისწორე (2019 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი);

 

3.4. მოწმე ყ------- მ-----------ს სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებით, ცხოვრობს კ-----------------------–------------ში ბიძის - ჯ--–--- მ-----------ს მეზობლად. 2019 წლის 14 მარტს, საღამოს ჯ--–--- მ-----------ს ეზოდან გაიგონა გინება. როდესაც მივიდა, დაინახა, რომ ჯ--–--- მ----------მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის შვილს - ა-–--- მ----------ს. მათ შორის ჯ--–---ის მეორე შვილი - ე---ი ჩადგა და ცდილობდა მამის დამშვიდებას, რა დროსაც ჯ--–---მა ყელში მოუჭირა ე---ს. ყ------- მ----------მა ჯ--–--- მ----------- სახლში შეიყვანა და აწყნარებდა. ჯ--–--- მ----------- აგრძელებდა შვილების შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით (2019 წლის 5 ივლისის სხდომის ოქმი, ს.ფ. 29-31);

 

3.5. აღნიშნული ჩვენება არათუ საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის (არ დგინდება ფიზიკური ტკივილის ან/და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა), არამედ დაუშვებელია სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად (არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება);

 

3.6. ბრალად შერაცხული ქმედებები არ დასტურდება უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა მიხედვით ა-–--- და ე--- მ----------ებს დაზიანება არ აღენიშნებათ (ს.ფ. 151-158). მოწმეთა სხვა ჩვენებები ირიბია. ასევე არ დასტურდება ძალადობისა და მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - ფიზიკური ტკივილის, ტანჯვის ან მუქარის შედეგად შიშის განცდა;

 

3.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ;

 

მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

ამდენად, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ჯ--–--- მ-----------ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--–--- მ----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ჯ--–--- მ----------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი