განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002959043
საქმე #1/165-19 (011140319003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- კ------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–---------- ხ------ (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლევი /გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით/, მცხოვრები გ------------------------–---–-----ში)
ადვოკატი - მ--- ბ----–-–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 19:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა, მთვრალმა ა-–---------- ხ------მ გორში, გურამიშვილის ქუჩა №5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდოეთის მოქალაქე ჯ---- ჯ-----ს, იმის გამო, რომ იგი იყო ფერადკანიანი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ჯ---- ჯ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული გაიქცა და დახმარება სთხოვა იქვე მყოფ პოლიციელებს, რომლებმაც ა-–---------- ხ------, დანით ხელში, ადგილზე დააკავეს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კანის ფერის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. დაზარალებულმა ჯ---- ჯ-----მა განმარტა, რომ არის ინდოეთის მოქალაქე და 2009 წლიდან იმყოფება საქართველოში, ცხოვრობს გორში. 2019 წლის 14 მარტს, საღამოს, ავტოსადგურზე ელოდებოდა ტრანსპორტს სახლში წასასვლელად, რა დროსაც გაიგონა, ა-–---------- ხ------ მას ეძახდა - ,,შე შავო მაიმუნოო“ და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ამასთან, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო შავი ფერის დანა და დაემუქრა მოკვლით. ჯ---- ჯ-----მა უკან დაიხია. მან დაახლოებით 20-25 მეტრში პოლიციის მანქანა დაინახა, მისკენ გაიქცა და პოლიციელებს დამხარება სთხოვა. ამ დროს ა-–---------- ხ------ მას მისდევდა. ეს უკანასკნელი პოლიციელებმა დააკავეს და წაართვეს დანა. იგი განაგრძობდა ჯ---- ჯ-----ის მიმართ მუქარასა და გინებას, რისიც დაზარალებულს ძალიან შეეშინდა (2019 წლის 5 ივლისის სხდომის ოქმი);
3.2. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ------ ტ----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს, თანამშრომელ ი-----–- ქ------სთან ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანით იმყოფებოდა გორში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. საღამოს მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი და სთხოვა დახმარება - ,,კაცი მომდევს მოსაკლავადო“. იგი თითს იშვერდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მანძილით დაშორებულ ა-–---------- ხ------საკენ, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. იგი იგინებოდა და იძახდა - ,,უნდა მოგკლა, შე ზანგო, შავო მაიმუნოო“. დაზარალებული შეშინებული იყო, იგი ამოეფარა პოლიციელების ზურგს. მ------ ტ----–---–ი და ი-----–- ქ------ მივიდნენ ა-–---------- ხ------სთან და ძალის გამოყენებით წაართვეს დანა, რომლიც გატყდა წართმევის დროს. დანა იყო შავი ფერის, ე.წ. ,,ბაბოჩკა“. ამის შემდეგ ა-–---------- ხ------ დააკავეს. იგი იყო ძლიერ მთვრალი (2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი);
3.3. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- ქ------მ განმარტა, რომ 2019 წლის 14 მარტს, მ------ ტ----–---–თან ერთად იმყოფებოდა გორში, ,,იუსტიციის სახლთან“, რა დროსაც მათთან მივიდა დაზარალებული და უთხრა, რომ მოსაკლავად მისდევდნენ. იგი უთითებდა ა-–---------- ხ------ზე, რომელიც მისკენ მორბოდა და ემუქრებოდა - ,,შე შავო მაიმუნო, მოგკლავო“. იგი შეაკავეს მ------ ტ----–---–მა და ი-----–- ქ------მ, წაართვეს შავი ფერის დანა, ე.წ. ,,ბაბოჩკა“. ამის შემდეგ ა-–---------- ხ------ დააკავეს. იგი იყო მთვრალი (2019 წლის 16 მაისის სხდომის ოქმი);
3.4. ბრალდებულმა ა-–---------- ხ------მ განმარტა, რომ ,,დანა ჰქონდა“, მაგრამ უარყო ჯ---- ჯ-----ის მიმართ მუქარა (2019 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი);
3.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 14 მარტს, 19:40 საათზე, გორში, გურამიშვილის ქუჩა №5-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ა-–---------- ხ------ (ს.ფ. 4-13);
3.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 მარტს, შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს შენობაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ------ ტ----–---–ისაგან ამოიღეს ლითონისტარიანი შავი დანა, ე.წ. ,,ბაბოჩკა“, რომელიც მან წაართვა ა-–---------- ხ------ს. დანის ტარს მოტეხილი აქვს ერთი ნაწილი, რომელიც ასევე ამოიღეს მ------ ტ----–---–ისაგან (ს.ფ. 36-40);
3.7. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ფუთაში წარწერით: ,,მ------ ტ----–---–ისაგან ამოღებული დანა“ აღმოჩნდა შავი ფერის მოსაკეცი დანა და ორი ფირფიტა. დანის საერთო სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში - 215 მმ-ია, პირის სიგრძე - 100 მმ. დანა ცალპირიანია, პირი ცალმხრივ ლესულია. პირის მაქსიმალური სისქეა - 1 მმ, მაქსიმალური სიგანე - 18 მმ. დანა დამზადებულია ქარხნული წესით, ტექნიკურად გაუმართავია, მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას (ს.ფ. 66-71);
3.8. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ა-–---------- ხ------ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლშო შრომა - 200 საათით და შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები (ს.ფ. 83-88);
3.9. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წერილის მიხედვით, ა-–---------- ხ------ აღრიცხვაზე იმყოფება გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე. გამოსაცდელი ვადის დასაწყისი - 01.11.2018 წელი, დასასრული - 01.11.2023 წელი (ს.ფ. 90);
3.10 გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ა-–---------- ხ------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. მტკიცებულებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია - დაზარალებული აღნიშნავს, რომ მას მისდევდა ა-–---------- ხ------ და ემუქრებოდა მოკვლით, რისიც მას შეეშინდა. ფაქტის შემსწრე ორივე პოლიციელი ადასტურებს, რომ ა-–---------- ხ------ დაზარალებულს ემუქრებოდა მოკვლით, აქცენტს აკეთებდა მის კანის ფერზე და ხელში ეკავა დანა. ერთ-ერთი პოლიციელი განმარტავს, რომ დაზარალებული შეშინებული იყო და მათ ზურგს ეფარებოდა. ამოღების ოქმითა და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ა-–---------- ხ------ს ხელში ეჭირა ცივი იარაღი. ცივი იარაღის ტარებას ადასტურებს თავად ბრალდებულიც, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-–---------- ხ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი 3-ჯერ ნასამართლობა განზრახი, მათ შორის - მძიმე დანაშაული ჩადენისათვის;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა-–---------- ხ------ს მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებსა და ხერხს - იგი დანის გამოყენებით დაემუქრა ინდოეთის მოქალაქეს მისი კანის ფერის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, რაც სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხედველობაში მიიღება სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის დანიშვნისას. ამასთან, ა-–---------- ხ------მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში;
5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად მიზანშეუწონელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---------- ხ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ა-–---------- ხ------ს განესაზღვროს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე - დაემატოს ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, რის შედეგად ა-–---------- ხ------ს საბოლოოდ მიესაჯოს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ა-–---------- ხ------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 მარტიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, ,,ლიბერთი ბანკის“ ბარათი და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი