გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
140224018002476905
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140224018002476905

საქმე №2/1034-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

განმცხადებელი - ს--------ნ ო-–----–---–ი

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი - ც----ა ო-–----–---–ი

ადვოკატი - გ-----ნ ა-----–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ლ-–ა ხ-----------ე

მოთხოვნა - პირის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ც----ა ო-–----–---–ის ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერ პირად დაინიშნოს მეუღლე, ს--------ნ ო-–----–---–ი, უფლება-მოვალეობათა განხორციელების შემდეგ სფეროებში: პენსიის მიღებისა და განკარგვის და ამ მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, სოციალური შემწეობის დანიშვნა, მიღება-განკარგვის სფეროში, უძრავი ქონების მართვა-განკარგვისა და რეგისტრაციისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის სფეროში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვისა და წვრილმანი გარიგებების დადების სფეროებში მხარდასაჭერი პირის მონაწილეობის გარეშე.

 

განმცხადებლის პოზიცია;

 

განმცხადებლის განმარტებით, მისი მეუღლე, ც----ა ო-–----–---–ი, დაახლოებით 5 წელია არის მძიმე ავადმყოფი, აქვს დაქვეითებული მეხსიერაბა, დამოუკიდებლად გაადადგილება არ შეუძლია და არის საწოლს მიჯაჭვული. ც----ა ო-–----–---–ს მძიმე ჯანმრთელობსი მდგომარეობიდან გამოდინარე არ შეუძლია დამოუკიდებლად თავისი უფლებების დაცვა, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა სასამართლოში ც----ა ო-–----–---–ის მხარდამჭერად მისი დანიშვნის თაობაზე.

 

მხარდასაჭერად საცნობი პირის ადვოკატის და მესამე პირის პოზიცია;

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი საქმეშ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუზელზე არ დაეთანხმა ც----ა ო-–----–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობას და მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რასაც დაეთანხმა ც----ა ო-–----–---–ის უფლებათა დამცველი ადვოკატი.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ც----ა ო-–----–---–ი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში, მისი დიაგნოზია ესენციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ანამნეზი - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;

 

2.2. ც----ა ო-–----–---–ს არ აქვს იმგვარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, გარემოსთან ურთიერთქმედება და სოციალური ადაპტაციის ხარისხი მისი ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, დამაკმაყოფილებელია - უმნიშვნელოდ არის შეზღუდული. მას არ ესაჭიროება მხარდამჭერი საპენსიო საქმის წარმოების, პენსიის და სხვა სოციალური დახმარების მიღებისა და განკარვის სფეროში, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავ-მოძრავი ქონების მართვა/განკარგვის სფეროში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში და უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილება მიიღოს სასამართლო მოქმედებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2019 წლის 20 მაისის ექსპერტიზის დასკვნა N5------119;

- ექსპერტების ნანა დელიბაშვილის, გიორგი წულაძისა და თინათინ კახაძის განმარტებები;

 

2.3. ც----ა ო-–----–---–ი არ საჭიროებს მხარდამჭერს და საჭიროებს დამხმარე პირს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტიანი მონაწილეობის მისაღებად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სოციალური მუშაკის განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ც----ა ო-–----–---–ის მხარაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320 36320-ე 36321-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1278-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლით მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

ამავე კოდექსის 12771-ე მუხლით მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278.3 მუხლით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ამავე კოდექსის 1280 მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36320-ე მუხლის თანახმად, განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში ც----ა ო-–----–---–ის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების რეალურ სურათს შეიცავს ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნა.

 

,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა.

 

დადგენილია, რომ სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით ც----ა ო-–----–---–ის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც სასამართლოში შემოვიდა 2019 წლის 28 მაისს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5------119 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ც----ა ო-–----–---–ს არ აქვს იმგვარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება, რისი სარგებლობისთვისაც პირს უნდა დაუწესდეს მხარდაჭერა, მოპოვებული ან მინიჭებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ანუ ფიზიკური პირი უნდა იყოს აღნიშნული უფლების მართლმზომიერი მატარებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მხარდამჭერის მიმღები პირი არ საჭიროებს მხარდაჭერას სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის სფეროებში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, სასამართლო სხდომაზე მოისმინა პროცესის მონაწილე პირთა პოზიციები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ც----ა ო-–----–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერ პირად მისი დანიშვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 36313-36324-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------ნ ო-–----–---–ის განცხადება ც----ა ო-–----–---–ისათვის მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინება №2/1034-18 საქმეზე დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე