განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2287-18
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 2 ივლისი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-----–------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-------------------–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ---------–---------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------------–--–---------------------------------ში.
ადვოკატი - ლ---------ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 აპრილს, ლ--------–--ე გამოძიებით დაუდგენელ ზუსტ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, კერძოდ 2018 წლის 14 აპრილს, 18:45-18:55 საათების შუალედში თბ--–--–------------–-----------------------–--–----------------------ის, პირველ სადარბაზოსთან მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი პოლიეთილენის პარკეტში დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერება წონით 0,1579 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,0815 გრამი.
2017 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ--------–--ე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 18:56 საათზე ლ--------–--ე თბ--–--–------------–-----------------------–--–----------------------ის პირველ სადარბაზოსთან თ---–----------------------------------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომელმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში წარადგინეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ლ--------–--ეს ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის ჯგუფის “ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ლ--------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი-----–------–---–-ს, ი-–----------–---–-ს და ს-–----------–--ს გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ--------–--ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა პირველ სიაში, ხოლო ამავე კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ--------–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0815 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის იყო ადმინისტრაციულსახდელდადებული. ანუ აუცილებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული სახდელი დადება ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ლ--------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 აპრილის დადგენილებით იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის მან კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
ბრალდებულ ლ--------–--ის მიერ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალება, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება წარმოადგენს უკანონო მოხმარებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ--------–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის, ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ შემადგენლობას, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, იგი არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ლ--------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ლ--------–--ეს ბრალი სხვა დანაშაულის ჩადენაშიც მიუძღვის, რომელიც მან პირველი განაჩენის დადგომამდე ჩაიდინა (2018 წლის 14 აპრილი), მის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
2. სასჯელის ვადის ათვლა (გამოსაცდელი ვადის ათვლა) დაეწყოს 2018 წლის 11 სექტემბრიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 8 სექტემბრიდან 2017 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2018 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
3. "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის
შესაბამისად 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. საქმეზე არსებული ნივთმკიცებები:
ნარკოტიკული საშუალება და ნერწყვის ნიმუშები (ინახება თბ--–---------–-–---------------------------------------------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე