განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #3024463-1/144-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
02 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდი---ი - თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - მ-----ა ქ-----–---–ი
დაცვის მხარე - ბრალდებული - ი---ე ბ----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-----1--- წელს, პ/ნ 1---------4, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ---------ი, დაბა ბ---------ი, აღ--–-----–ის ქ.N11----.
ადვოკატი-ნ------------------–---–-------------------–---.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში აღ--–-----–ის ქ.N11-----ში მცხოვრები გ--ი ბ----–-–---–ი დედას ქ------ნ ბ----–-–---–ს და ძმას ი---ე ბ----–-–---–ს წლების განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
2019 წლის 06 მარტს საღამოს საათებში ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში აღ--–-----–ის ქ.N11-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი---ე ბ----–-–---–ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კამათი მოუვიდა უფროს ძმასთან გ--ი ბ----–-–---–თან, რაც გადაიზარდა გ--ი ბ----–-–---–ის მხრიდან ი---ე ბ----–-–---–ის მიმართ ძალადობაში, კერძოდ გ--ი ბ----–-–---–მა ხელებით შებოჭა ი---ე ბ----–-–---–ი, წაქცია და სხეულის არეში ხელის დარტყმით დაუწყო ძალადობის მიყენება, აღნიშნული ძალადობის შედეგად ი---ე ბ----–-–---–ს გაუჩნდა სიკვდილის შიში, შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ტკივილი, რის გამოც ჯიბიდან ამოიღო დანა, დაუსვა ხელებზე და გათავისუფლდა შებოჭვისაგან, შემდეგ გ--ი ბ----–-–---–ი გაიქცა ეზოს მიმართულებით, რომელსაც გაჰყვა ი---ე ბ----–-–---–ი და სახლის ეზოში ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა განზრახ მოკვლის მიზნით ხელთარსებული დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც გ--ი ბ----–-–---–ი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა ი---ე ბ----–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ბრალდებულ ი---ე ბ----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის ჩატარებული დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ, ადგილმდებარეობისა და ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გ--ი ბ----–-–---–ის მიმართ, მ--–--ების- მ--–-- დ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- გუ---- ეპ----–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ეკ--------- ხა------------ს გამოკითხვის ოქმები, მ--–-- ქ------ნ სო---–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მ--–-- მ-----მ სო---–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ც----ა ქ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ი----ა პ-------- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ქ------- ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი,მ--–-- ა-–--–----------- გამოკითხვის ოქმები, მ--–-- კ---- ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ი----------------ს გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ქ---------------------- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- გუ---- მ--–------ გამოკითხვის ოქმი, მ--–-- მ--–-------------------- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ტ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმი მ--–-- ვ--–--------------- გამოკითხვის ოქმი მ--–-- ნ-----–--------------------------------------------–----–------------------------------------------–--------------–-–---–---------------------------–-----–-----–-–---–----------------------------–-- ლ------------ გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ე-–-------------–---–-- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ს---–----------–-–---–-- გამოკითხვის ოქმი, მ--–-- ბ-------------–-- გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ---------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ი---ე ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, თვით ბრალდებულ ი---ე ბ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ი---ე ბ----–-–---–ისაგან ფრჩხილების ნიმუშის აღების ოქმი და სისხლის ნიმუშის აღების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდაო მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს დასკვნა ი---ე ბ----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ ი---ე ბ----–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი---ე ბ----–-–---–ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ძმის
- მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. სადავო, არ არის, რომ დანაშაული ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რა დროსაც ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი, რის გამოც მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება. ყველა ასეთ დანაშაულებრივ ქმდებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება დაზიანების ხელმყოფ პირს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია მისი მიმართ მსხვერპლის - გ--ი ბ----–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ და მძიმე შეურაცხყოფამ - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ი---ე ბ----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი
გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და ამ უკანასკნელის ქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. არ არის რაიმე გარემოება რომელიც გადაწონის ბრალდებულის - ამ შემთხვევაში ძმის ქცევას, გამოხატულს მართლსაწინაანღმდეგო ქმედებაში, - თავიდან აეცილებინა ძმასთან - ოჯახის წევრთან ამგვარი კონფლიქტი და უთანხმოება, ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა. სწორედ, რომ დამდგარი მძიმე შედეგიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულის (მსხვერპლის ძმა) მიმართ სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის გამოყენებას, რომლის პირობით ჩათვლაც ზემოაღნიშნული გარემოებათა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის და ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლისა და ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათ უფლებამონაცვლეს.
1 ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---ე ბ----–-–---–ი( პ/ნ 1---------4) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
2. ი---ე ბ----–-–---–ს დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 06 მარტიდან.
3.ი---ე ბ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, სისხლისა და ფრჩხილის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათ უფლებამონაცვლეს.
1 ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია