გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340210119002904344
საქმე №2/167-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.07.2019 წელი, ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - ნი----------–---–ი
წარმომადგენელი - ლო-–- ტუ--–---–ი
მოპასუხე - შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ა“ გუ--------ს სერვისცენტრი
წარმომადგენელი - მა----- და---–---–ი
დავის საგანი - წყალარინების მომხმარებელ აბონენტად რეგისტრაციის და მრიცხველის დამონტაჟების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ გუ--------ს სერვის-ცენტრს დაევალოს ნი----------–---–ის წყალარინების მომხმარებელ აბონენტად რეგისტრაცია მოსარჩელისათვის საფასურის გადახდის დაკისრების გარეშე.
1.2. შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ სერვის-ცენტრის ადმინისტრაციას დაევალოს წყალარინების აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
2018 წლის 20 მარტს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ნი----------–---–მა, მოპასუხე - შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ გუ--------ს სერვის-ცენტრის მიმართ, წყალარინების მომხმარებელ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, მოსარჩელისათვის საფასურის გადახდის დაკისრების გარეშე.
სარჩელში მითითებულია, რომ ნი----------–---–მა შეიძინა უძრავი ქონება ქ. გუ-------ში, გ-------–---–---------ში. შენობაში იყო კომუნალური გაყვანილობები, მათ შორის წყალარინების გაყვანილობაც. 2015 წელს, მოსარჩელე დარეგისტრირდა ელექტროენერგიის და წყლის მომხმარებლის გადამხდელად. მას შემდგომ იხდიდა გადასახადებს.
2018 წელს, მასთან მივიდნენ წყალმომარაგების კომპანიიდან და განუმარტეს, რომ კანალიზაციის მილი იყო მათ კუთვნილ ჭასთან დაერთებული. ამიტომ, ან ახალ აბონენტად დარეგისტრირებულ იყო ან ჩაუჭრიდნენ წყალარინების მილს. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, ნი----------–---–მა წყალმომარაგების კომპანიას მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა წყალარინების გადასახადის დაკისრება, თუმცა მიუთითა, რომ წყალარინების მილი იყო ძველი, ამიტომ არ საჭიროებდა ახალ აბონენტად რეგისტრაციას. მოსარჩელის მითითებით, მას უარი უთხრეს მხოლოდ წყალარინების გადასახადის დაკსირებაზე და მოითხოვეს ახალ აბონენტად რეგისტრაცია, რომლის საფასურიც შეადგენს 1000 ლარს. მხარის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა არის უკანონო, ვინაიდან მისი წყალარინების ქსელი არის ძველი. აქედან გამომდინარე, ნი----------–---–ი ითხოვს, შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ გუ--------ს სერვის-ცენტრს დაევალოს მისი წყალარინების მომხმარებლად რეგისტრაცია და დაუმონტაჟდეს შესაბამისი აღრიცხვის კვანძი, საფასურის გადახდის გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად მიმართა კომპანიის 2015 წელს, თუმცა მხოლოდ სასმელი წყლის მიწოდება მოითხოვა, რომლის შესაბამისი მომსახურებაც გაეწია მოსარჩელეს. მისივე განმარტებით, ნი----------–---–ს არ მოუთხოვია წყალარინების აბონენტად რეგისტრაცია.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არასდროს განხორციელებულა წყალარინების მომსახურება, ვინაიდან კომპანიის აბონენტთა ბაზაში მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ნი----------–---–ს მიეთითა, წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ობიექტზე წარსულში წყალარინების მომსახურების გაწევის ფაქტს. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის განმარტებით, არ ხდება ცალკე წყალარინების კვანძის დამონტაჟება ობიექტებზე და ის იზომება წყლის მრიცხველით, რომელიც უკვე დამონტაჟებულია მოსარჩელის ობიექტზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნი----------–---–ის საკუთრებაშია ქ. გუ-------ში, გ-------–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16-17).
3.1.2. ნი----------–---–ი 2015 წლიდან არის წყალმომარაგების ქსელის მომხმარებელი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაცხადი წყალმომარაგების სისტემააზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 18).
3.1.3. ნი----------–---–ი არ არის წყალარინების ქსელის აბონენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მის ობიექტზე იყო წყალარინების ქსელი და არ ესაჭიროება წყალარინების ახალ აბონენტად რეგისტრაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხრემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ობიექტი სარგებლობდა წყალარინების ქსელით, ეკისრება მოსარჩელეს, მხარეს კი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, ისევე როგორც არ აქვს წარდგენილი მარეგულირებელ კომისიაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდგომში - წესები) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს წესები არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, ამ წესების მიზნებისათვის, ტერმინები - „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ - გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტის მიხედვით, წყალმომარაგების საქმიანობა არის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში, ხოლო „ჰ17“ პუნქტის მიხედვით, წყალარინება ნიშნავს ჩამდინარე სითხის გატარებას.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 391 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება. ეს ყოველივე გულისხმობს იმას, რომ კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელოს ან მხოლოდ სასმელი წყლის მიწოდება, ან წყალარინება, ან ორივე ერთად. ზემოაღნიშნული წესების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე-18 და 181 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
ი/მ ნი----------–---–მა, 2015 წლის 24 მარტს, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთოვნის შესახებ განაცხადით მიმართა კომპანიას და მიერთების ტიპის გრაფაში მიუთითა „სასმელი წყალი“. აღნიშნულისათვის კი გადაიხადა წესების დანართი №3-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 20 მმ დიამეტრის მქონე მილის დაერთებისათვის დადგენილი საფასური - 550 ლარი. განაცხადის შესაბამისად, კომპანიამ განახორციელა სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების სამუშაოები, დაამონტაჟა მრიცხველი და სამუშაოების დასრულების შემდგომ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც ნათელია, რომ განხორციელებულ იქნა ქ. გუ-------ში, გ-------–---–------------–ი მდებარე არასაყოფაცხოვრებო ობიექტისათვის წყალსადენის განშტოების მიერთების სამუშაოები, არსებულ წყალსადენის სისტემაზე. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე იხდიდა მხოლოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს (ი.მ. ნი----------–---–ის თებერვლის და მარტის თვის ქვითრები №-----------------------1). აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ 2015 წლის 24 მარტამდე, ქ. გუ-------ში, გ-------–---–------------–ი მდებარე არასაყოფაცხოვრებო ობიექტი, სასმელი წლის მომხმარებელ აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა და შესაბამისად, წყალარინების აბონენტად რეგისტრირებული ვერ იქნებოდა.
მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მიერთებულია წყალარინების მილი, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარემაც, თუმცა მან განმარტა, რომ აღნიშნული მილი დაერთებულია კუსტარულად, გაურკვეველ დროსა და გაურკვეველი პირის მიერ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია არა მილის ფიზიკურად არსებობის, არამედ ობიექტის აბონენტად აღრიცხვის ფაქტი, რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. გუ-------ში, გ-------–---–------------–ი მდებარე არასაყოფაცხოვრებო ობიექტი წყალარინების აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ნი----------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდგომში - წესები) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს წესები არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, ამ წესების მიზნებისათვის, ტერმინები - „მიმწოდებელი“ და „წყალმომარაგების ლიცენზიატი“ - გულისხმობს ყველა იმ პირს, ვისაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 391 მუხლის შესაბამისად, მიღებული აქვს წყალმომარაგების ლიცენზია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტის მიხედვით, წყალმომარაგების საქმიანობა არის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში, ხოლო „ჰ17“ პუნქტის მიხედვით, წყალარინება ნიშნავს ჩამდინარე სითხის გატარებას.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 391 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექპლუატაცია, სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება. ეს ყოველივე გულისხმობს იმას, რომ კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, განახორციელოს ან მხოლოდ სასმელი წყლის მიწოდება, ან წყალარინება, ან ორივე ერთად. ზემოაღნიშნული წესების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე-18 და 181 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. ამავე წესების დანართი №3-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია წყალარინების ქსელზე მიერთების საფასური წყალარინების მილის დიამეტრის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. გუ-------ში, გ-------–---–------------–ი მდებარე არასაყოფაცხოვრებო ობიექტი წყალარინების აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა, იგი წარმოადგენს ახალ მომხმარებელს და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - დაევალოს მოპასუხეს მისი წყალარინების ქსელით მოსარგებლე აბონენტად რეგისტრაცია ახალი მოხმარებლის მიერთების პროცედურების, ანუ შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნაც, შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ სერვის-ცენტრისათვის წყალარინების აღრიცხვის კვანძის მოწყობის დავალების შესახებ, როგორც პირველი მოთხოვნის თანამდევი შედეგი, ვინაიდან წყალარინების აღრიცხვის კვანძის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ აბონენტად აღრიცხვის შემდეგ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამიტომ, უნდა გაუქმდეს გუ--------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე - შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ გუ--------ს სერვისცენტრს აეკრძალა უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. გუ--------, გ-------–---–--------- წყალარინის ქსელში მიერთების მილის ჩაჭრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 102-ე, 1991, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნი----------–---–ის (პ/ნ 1----------- სარჩელი მოპასუხე შპს „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ (ს/ნ 4--------) გუ--------ს სერვის-ცენტრის მიმართ, ქმედების განხორციელების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გუ--------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე „სა---------–-------------------–--–---–----------------------ის“ გუ--------ს სერვის-ცენტრს აეკრძალა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გუ--------, გ-------–---–--------- წყალარინის ქსელში მიერთების მილის ჩაჭრა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე