განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/109-19 17 ივნისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–----------------;
ბრალდებული - ნ------- შ--–--ს ძე ნ---–--–---–ი (დაბადებული 1--- წლის 18 დ--------ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელი მ-------ი, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე ნ---–--–---–ების საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ნ------- ნ---–--–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, ძმას - გ------ი ნ---–--–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. კერძოდ, აგინა ოჯახის მისამართით, ამასთან თავი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც გ------ი ნ---–--–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ნ------- ნ---–--–---–მა, თავის ძმას, გ------ი ნ---–--–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და ფეხის არეში. ყველა დარტყმის შედეგად გ------ი ნ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 13:40 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში თავისი ბიძაშვილის, გ------ი ნ---–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, პირად საქმეზე იმყოფებოდა ნ------- ნ---–--–---–ი. ამ დროს, იქვე მივიდა მისი ძმა, დ----- ნ---–--–---–ი. აღნიშნული სახლის ეზოში, დ----- ნ---–--–---–მა ჰკითხა ნ------- ნ---–--–---–ს, თუ რა იყო წინა დღეს ნ-------ის და მათი ძმის, გ------ი ნ---–--–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი და რატომ მიაყენა გ------ი ნ---–--–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზედაც ნ------- ნ---–--–---–ი გაღიზიანდა და თავის ძმას უთხრა, რომ ეს არ იყო მისი საქმე, იმავდროულად მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა ოჯახის მისამართით და თავი დაარტყა სახეში, ხოლო მუშტი ჩაარტყა თავში. დ----- ნ---–--–---–მა მიიღო დაზიანება ცხვირის არეში და ყოველი დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ნ------- ნ---–--–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ გ------ი ნ---–--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ასევე აღნიშნული სახლში ცხოვრობენ და ეზოთი სარგებლობენ მისი ძმები ბ---- (ნ-------), ო------ და დ----- ნ---–--–---–ები. 2019 წლის 15 თებერვალს, 11:00 საათზე, მას გზაზე შეხვდა მისი ძმა ბ---- (ნ-------ი) ნ---–--–---–ი, რომელმაც შენიშვნა მისცა ეზოში ღობის გაკეთების გამო, იგი ახლოს მივიდა გ------ი ნ---–--–---–თან და თავი ძლიერად ჩაარტყა სახეში, ცხვირის არეში, რის გამოც წამოუვიდა სისხლი. შემდეგ ორივე ხელი ძლიერად დაარტყა რამდენჯერმე სახის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მუხლის არეში. აღნიშნულის შედეგად გ------ი ნ---–--–---–მა ყველა დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. დაზარალებულ დ----- ნ---–--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში ძმებთან გია, ნ-------ი და ო----- ნ---–--–---–ებთან, ასევე მშობლებთან შ--–-- და ოლ-- ნ---–--–---–ებთან ერთად. 2019 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 13:40 საათზე იგი პირად საქმეზე გადავიდა ბიძაშვილის სახლში გ------ი ნ---–--–---–თან, სადაც დახვდა მისი ძმა ნ-------ი და გ------ის მეუღლე ჟ---. დ----- ნ---–--–---–მა კითხვა ნ-------ს, თუ წინა დღეს რა მოხდა მასსა და მათ ძმას გ------ი ნ---–--–---–ს შორის, რაზედაც ნ-------იმ უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო და შეკამათდნენ, რის შემდეგაც ნ-------იმ თავი დაარტყა ცხვირის არეში და მუშტი თავის არეში, რის გამოც დ----- ნ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. ოლ-- ნ---–--–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, მეუღლესთან შ--–-- ნ---–--–---–თან და შვილებთან ო------, გ------ი, დ-----ი და ნ------- (რომელსაც შინაურულად ეძახიან ბ----ს) ნ---–--–---–ებთან ერთად.
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ------ი ნ---–--–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.6. სამედიცინო ექსპერტიზის N00190019 დასკვნის თანახმად დ----- ნ---–--–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის მიდამოში ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ფოტოილუსტრაციით, დაზარალებულ დ----- ნ---–--–---–ის და გ------ი ნ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ნ------- ნ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმის სახით გ------ი ნ---–--–---–ის, ოლ-- ნ---–--–---–ის, ე----------–-------ს, მ---------------–----, ჟ--–---- გ-----–---–-ს, ნ-----–ა ნ-–------–---–--, ლ--–----------–-ს, მ--------------ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------- ნ---–--–---–მა 2019 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, ძმის გ------ი ნ---–--–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და ასევე 2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 13:40 საათზე, ძმის დ----- ნ---–--–---–ის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ნ------- ნ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულ-- დაზარალებულებთან, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.4. სწორედ, სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- ნ---–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------- ნ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. ნ------- ნ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ნ------- ნ---–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. ნ------- ნ---–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ნ------- ნ---–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
6. ნ------- ნ---–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ორი ცალი ქვა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი