განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
340100119003040501
დავის ტიპი
126
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003040501

N1/86-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

10.07.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - არ---–- ბე---–--ლის

ადვოკატ -ლა-–- ბუ-----რის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: არ---–- ბე---–--ლი ;

მამის სახელი: უშ----;

დაბადებული: 10.08.1----–-

პირადი ნომერი: 0----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, უჩანეიშვილის ქუჩა 1-ლი გასასვლელი, ბინა N8--

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით .

1. კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 12 მაისს დაახლოებით 20:20 საათზე, არ---– ბე---–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, მხარში სკამი დაარტყა მეუღლის ან- ბე---–--ლის დედას - მზ-- კა---–-–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2016 წლიდან თანაცხოვრების პარიოდში, არ---– ბე---–--ლი ქ. თბილისში, უჩანეიშვილის ქუჩა 1-ლი გასასვლელი, ბინა N8ბ -ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ან- ბე---–--ლს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

არ---–- ბე---–--ლი 2019 წლის 12 მაისს 23:32 საათზე დააკავეს და 2019 წლის 14 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). 2019 წლის 28 ივნისს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 12 მაისს დაახლოებით 20:20 საათზე, არ---– ბე---–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, მხარში სკამი დაარტყა მეუღლის ან- ბე---–--ლის დედას - მზ-- კა---–-–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2016 წლიდან თანაცხოვრების პარიოდში, არ---– ბე---–--ლი ქ. თბილისში, უჩანეიშვილის ქუჩა 1-ლი გასასვლელი, ბინა N8ბ -ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ან- ბე---–--ლს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - მზ-- კა---–-–--ლის, გი-- ბე---–--ლის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მზ-- კა---–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არ---–- ბე---–--ლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის ან- ბე---–--ლის დედას - მზ-- კა---–-–--ლს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს ან- ბე---–--ლს - რომელთაც განიცადა შესაბამისად ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---– ბე---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---–- ბე---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

არ---–- ბე---–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ---–- ბე---–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცება სკამი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ---–- ბე---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი (პირველი ეპიზოდი).

 

2. არ---–- ბე---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი (მეორე ეპიზოდი).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად , ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ არ---–- ბე---–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს.

 

5. არ---–- ბე---–--ლს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 მაისის 23:32 საათიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

7. ნივთმტკიცება:

მოყავისფრო პლასტმასის სკამი რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

9. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე