გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2019
საქმის ნომერი
190310119002881047
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-7--1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1-.--.201- წელი ქ. რუსთავი

რ--------- საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–-

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე- ნ-----–- მ-------–--ე,წარმომადგენელი- ო-–--- ღ---–--ე,მოპასუხე- ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულო,მოპასუხის წარმომადგენელი- ნ----ლია ნ--------ე, მ--- პ----–---–ი,დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის №2-- განკარგულების ნაწილის ბათილად ცნობას, კერძოდ, პირველი მუხლის შინაარსის ბათილად ცნობას ,,უპირატესად, ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი".

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქალაქი რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებით დაამტკიცა „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი" და რეგისტრაციის ფორმა. აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია პირთა წრე, ვისზეც არ ვრცელდება ეს წესი, რიგი კრიტერიუმებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრისის მაძიებელი პოტენციური ბენეფიციარი, უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები. ყოველ კრიტერიუმს მინიჭებული აქვს შეფასების სისტემით განსაზღვრული ქულა, რომელიც მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და დაჯამების შემდეგ მიიღება საბოლოო ქულა. სწორედ ეს ქულა განსაზღვრავს პოტენციური ბენეფიციარის საცხოვრისით უზრუნველყოფის რიგითობას. ერთ-ერთ კრიტერიუმად მითითებულია ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წლიანი რეგისტრაცია. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 201- წლის 0- თ-------–ის №2-- განკარგულებით ცვლილება შეიტანა 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში, კერძოდ შესაბამისი კომისიის მიერ შეფასების პრიორიტეტულ და ერთადერთ კრიტერიუმად განსაზღვრა რეგისტრაციის 20 (ოცი) წლიანი ვადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვინაიდან, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცა გასაჩივრებული აქტი. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით არ შეიძლება ზიანი მიადგეს მოსარჩელეს ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის №2-- განკარგულებით ვინაიდან, მას არც 15 წლიანი რეგისტრაცია გააჩნია ქ. რუსთავში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ნ-----–- მ-------–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და მინიჭებული აქვს 1-00 მოქმედი სარეიტინგო ქულა. მოსარჩელე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლის აგვისტოდან ქ. რუსთავში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

- ამონაწერი (ს. ფ. 17);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 201- წლის 0---------ს №04---/17-1 ცნობა (ს. ფ. 1-1);

3.1.2. ნ-----–- მ-------–--ე (სწავლის პერიოდში ნ-----–- გაგულია) სწავლობდა ქ. რ--------- მე-1- საშუალო სკოლაში 2001 წლის 06 ნოემბრიდან, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ რ--------- №-- საჯარო სკოლის დირექტორის 201- წლის 27 თ-------–ის ცნობა (ს. ფ. 1-2);

 

3.1.3. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი", რომელმაც განსაზღვრა რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობები, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურები. ეს წესი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ნაწილში არ ვრცელდება პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება ჯამში 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).

 

ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულების პირველი პუნქტით საკრებულომ გადაწყვიტა ქალაქ რუსთავში, მ---- მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს. კ. 02.02.04.----02.---) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილება (ს. ფ. 73-80);

- ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულება (ს. ფ. 81);

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე, ნორმატიული აქტის სადავო ნაწილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს მოსარჩელის უფლებას დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი", რომელმაც რეგისტრაციის კრიტერიუმად განსაზღვრა რ--------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 15 წლიანი რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილს.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი; ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები, რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს. ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და გ) ქცევის ზოგადი წესი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილების საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

ამგვარად, ნორმატიული აქტით, მოწესრიგებული ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით კი - ის დებულებები, რომლებიც ზღუდავს კერძო ინტერესს, უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც დადგინდა, რომ ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმი. სადავო ნორმატიული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილება.

 

სასამართლო ამოწმებს მითითებული ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის საკითხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მატერიალურ - შინაარსობრივი კანონიერება, რა დროსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისას მოწმდება არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ცალსახადაა გაცხადებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ნება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის ღირსების, ხელშეუვალობისა და მისი ღირსეული ყოფისათვის

შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. კონსტიტუციის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ დეკლარაციული, პროგრამული დებულებების შემუშავება. კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ძირითად პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება ამ პრინციპებისა და მიზნების მიღწევის საშუალებებს ფორმულირებულია ცალკეულ კანონებში.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში; ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით; გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას; დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.

 

„ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს, 31-ე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად კი, ეს წესი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში არ ვრცელდება: პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს, ხოლო განცხადებით მომართვამდე ოჯახის დანარჩენი წევრების უწყვეტი რეგისტრაციის ხანგრძლივობა 2 წელზე ნაკლებია (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა).

 

ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულების პირველი პუნქტით, საკრებულომ გადაწყვიტა ქალაქ რუსთავში, მ---- მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე (ს. კ. 02.02.04.----02.---) არსებულ დროებით საცხოვრისში ფართების გადაცემისას საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის მიერ ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის „ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილების პირველი მუხლის 31-ე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტთან, რითაც ირღვევა მოსარჩელის უფლება დარეგისტრირდეს უსახლკარო პირად.

 

სადავო ნორმატიული აქტით მოსარჩელის კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ მასში დასაბუთებელი არ არის ამგვარი შეზღუდვით საჯარო ინტერესების დაცვის უპირატესობა, რის გამოც სადავო აქტი არღვევს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

დადგენილია, რომ ნ-----–- მ-------–--ე სწავლობდა ქ. რ--------- მე-1- საშუალო სკოლაში 2001 წლის 06 ნოემბრიდან, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2006 წელს, იგი ქ. რუსთავში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2008 წლის აგვისტოდან.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულნი არიან, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უსახლკარო პირის შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უსახლკარობის პრობლემის თავიდან აცილებასა და შერბილებას, მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით. ასევე, სათანადო საცხოვრისის უზრუნველყოფას იმ პირთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსახლკაროთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებად განსაზღვრავს. საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ" უსახლკაროდ მიიჩნევს „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო". დეფინიცია პირის უსახლკაროდ მიჩნევისათვის ადგენს მატერიალური და პროცედურული კრიტერიუმის თანადროული დაკმაყოფილების მოთხოვნას; კერძოდ, პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის ის უნდა იყოს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებლის არმქონე და ამავდროულად უნდა არსებობდეს თვითმმართველობის ორგანოში მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის ფაქტი.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით არ განსაზღვრულა უსახლკარო პირთა რეგისტრაციისას მათი კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციისა ან ცხოვრების ფაქტის პერიოდულობა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაშია როგორც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის, ასევე ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან, უსახლკარო პირები უზრუნველყოფენ თავშესაფრით და განახორციელონ რეგისტრაცია. აღნიშნული წინააღმდეგობაშია ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანთან, სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ.

„ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი დამტკიცების შესახებ" ქალაქ რ--------- საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის #83 დადგენილებით განსაზღვრული იქნა შეფასების კრიტერიუმები უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირების ქულათა მინიჭების სისტემის თაობაზე, ამასთან დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე და ბენეფიციარის დროებით საცხოვრისში შესახლებისას პრიორიტეტი მიენიჭება კომისიის მიერ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია უზრუნველყოს უსახლკარო პირები თავშესაფარით, ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის #2-- განკარგულების პირველი პუნქტის ჩანაწერი ,,ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი რეგისტრაციის კრიტერიუმით შესაფასებელი", ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს იყოს საცხოვრისით უზრუნველყოფის პოტენციური ბენეფიციარი, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

იმ პირობებში, როდესაც ,,სოციალური დახმარების შესახებ" კანონის შინაარსიდან გამომდინარე, პირის უსახლკაროდ აღიარებისათვის ის უნდა იყოს მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებლის არმქონე, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილია ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 წელი და მეტი კრიტერიუმით შესაფასებელი არაუმეტეს 52 ოჯახის დაკმაყოფილება სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლისდა ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის №2-- განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. განსახილველ შემთხევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-1-, მე-12, მე-17 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–- მ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 0- თ-------–ის №2-- განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქალაქ რ--------- ტერიტორიაზე 20 და მეტი წელის რეგისტრაციის კრიტერიუმი;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რ--------- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–-