გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2019
საქმის ნომერი
120310119002845570
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310119002845570-3/024-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.07.2019 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე- შ--------–----------------

წარმომადგენელი- ნ---------–--–---–-

მოპასუხე - ი---------------------

წარმომადგენელი ი--------------–---–-

მოპასუხე -დ------------------

მოპასუხე ნ-----–---–---------–---–-

მოპასუხე-ფ------–-------------

კანონიერ წარმომადგენელი დ---------------ე (მამა), ნ-----–---–---------–---–-(დედა)

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი---------------------, ი-–------------ე, დ------------------ და ნ-----–---–---------–---–- ცნობილი იქნეს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2019 წლის 28 იანვრის მდგომარეობით ი---------------------ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1083--ლარისოდენობით. ი.მ დ---------------ე რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ოქტომბრიდან, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ა---––---- 9-------–---------, ბ-----, ხოლო ფაქტიური მისამართი იყო ქ. ა---––---- კ------------------. შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების შესაბამისად, ი/მ დ---------------ის საქმიანობის სახეს წარმოადგინდა სასურსათო და შერეული ტიპის საქონლით ვაჭრობა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, დ---------------ის ქონებაზე 2017 წლის 18 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 7 დეკემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა #0------ ბრძანება დ---------------ის (ს/ნ 4----------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის8დეკემბერს. დ---------------ის (პ/ნ 4----------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე. 2014 წლის 31 ოქტომბერს დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) ჩაბარდა შ--------–----------------ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 31 ოქტომბრის № 4---- ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. აღნიშნული ბრძანების ჩაბარების შემდეგ, დ---------------ემ 2014 წლის 4 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (უძრავი ქონების საკ.კოდი 6------------------) ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა შვილს, ი-–------------ეს (პ/ნ 4----------).

 

2014 წლის 14 ნოემბერს დ---------------ემ თავისი კუთვნილი ავტომობილი ეგრეთ წოდებული მ-------------–- სახელმწიფო ნომრით T------ გადაუფორმა თავის ცოლს ნ-----–---–---------–---–ს და გადაფორმების შემდგომ აღნიშნულ ავტომობილს შეეცვალა სახელმწიფო ნომერი A-------- თი.

2017 წლის 31 მაისს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ნ-----–---–---------–---–-სგან (პ/ნ 4----------) გადაფორმდა დ---------------ის (ს/ნ 4----------) დის, ქ-----------------ის (პ/ნ 4----------) შვილის, ვ----------------–---–-- (პ/ნ 4----------) მეუღლის დ------------------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში. აღნიშნულ ავტომანქანას ისევ დ---------------ე მართავს (შსს-ს მიერ 2016, 2017 და 2018 წლებში ხსენებული ავტომანქანის მართვისას დ---------------ე დაჯარიმებულია სამჯერ).

 

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) ობიექტში გამოვლინდა 154 9-- ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, რაზეც 2015 წლის 14 იანვარს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 0------, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, 78 9-- ლარის ოდენობით (2015 წელს საქართველოს | საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად (სანქციის ოდენობა, დანაკლისის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტიდან შემცირდა 10 პროცენტამდე) შეუმცირდა 15790 ლარამდე).

 

2017 წლის 31 მარტს აუდიტის დეპარტამენტის № 8--- ბრძანებით დაინიშნა ფ/პ. „დ---------------ე“-ს (ს/ნ 4----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2014 წლის 31 ოქტომბრის № 4---- ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შ--------–----------------ს აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის საგადასახადო ' შემოწმების აქტში დაფიქსირდა, რომ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით 2015 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციის ერთობლივ შემოსავალში არ არის ასახული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი. დ---------------ე დაჯარიმდა შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

 

დ---------------ე 2015 წლის 17 მარტიდან ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. დ---------------ეს ქონება არ უფიქსირდება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები ი---------------------, დ------------------, ნ-----–---–---------–---–- და ფ------–------------- არ დაეთანხმნენ სარჩელს და ითხოვს მის დაკმაყოფილებზე უარის თქმა, რადგან არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ი.მ დ---------------ე რეგისტრირებულია 2013 წლის 1 ოქტომბრიდან გადასახადის გადამხდელად, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ა---––---- 9-------–---------, ბ-----, ხოლო ფაქტიური მისამართი იყო ქ. ა---––---- კ------------------. შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების შესაბამისად, ი/მ დ---------------ის საქმიანობის სახეს წარმოადგინდა სასურსათო და შერეული ტიპის საქონლით ვაჭრობა.

დ---------------ე 2015 წლის 17 მარტიდან ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ.სფ.4-8).

-მონაცემები საქმიანობის სახესთან დაკავშირებით და საგადასხადო შემოწმები აქტი (იხ.სფ.21-47).

- შესაგებელი(იხ.სფ.76).

 

3.2. 2014 წლის 31 ოქტომბერს შ--------–----------------ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) მიმართ გამოცემული იქნა ბრძანება № 4---- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების ჩატარების შესახებ, რომელიც დ---------------ეს ჩაბარდა 2014 წლის 31 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 31 ოქტომბრის შ--------–----------------ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება № 4---- (იხ.სფ.48).

 

3.3. დ---------------ემ 2014 წლის 4 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (უძრავი ქონების საკ.კოდი 6------------------) ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა შვილს, ი-–------------ეს (პ/ნ 4----------) და უძრავი ქონება დარეგისტრირდა ი-–------------ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება(იხ.სფ.49-50)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ.51-52)

 

3.4. 2014 წლის 14 ნოემბერს დ---------------ემ თავისი კუთვნილი ავტომობილი ეგრედ წოდებული მ-------------–- სახელმწიფო ნომრით T------ გადაუფორმა თავის ცოლს ნ-----–---–---------–---–ს და გადაფორმების შემდგომ აღნიშნულ ავტომობილს შეეცვალა სახელმწიფო ნომერი A-------- თი. 2017 წლის 31 მაისს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ნ-----–---–---------–---–-სგან (პ/ნ 4----------) გადაფორმდა დ---------------ის (ს/ნ 4----------) დის, ქ-----------------ის (პ/ნ 4----------) შვილის, ვ----------------–---–-- (პ/ნ 4----------) მეუღლის დ------------------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომანქანის ტექპასპორტის ასლები(სფ.53).

 

3.5. დ---------------ე ზემოაღნიშნული ავტომანქანის მართვისას დაჯარიმებულია სამჯერ: 2015 წლის 16 დეკემბერს, 2017 წლის 19 მარტს და 2018 წლის 03 ოქტომბერს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

შსს. საინფორმაციო-ანალიტიკური საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა(იხ.სფ.55-56).

 

3.6. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) ობიექტში გამოვლინდა 154 9-- ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, რაზეც 2015 წლის 14 იანვარს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N0------, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, 78 9-- ლარის ოდენობით (2015 წელს საქართველოს | საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად (სანქციის ოდენობა, დანაკლისის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტიდან შემცირდა 10 პროცენტამდე) შეუმცირდა 15790 ლარამდე).

 

სასამართლო ეყრდნობ შემდეგ მტკცებულებას:

-საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი(იხ.სფ.66)

- შ--------–----------------ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის ბრძანება N3----(იხ.სფ.57-58).

 

3.7. შ--------–----------------ს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ დ---------------ეს შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2016 წლის 01 დეკემბრის 11:03 საათის მდგომარეობით არ ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--------–----------------ს მიერ გაცემული ცნობა (სფ.122).

 

3.8. ი-–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკ.კოდი 6------------------ მოიჯარეს წარმოადგენს შ--------------------".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.სფ.51-52).

- დამატებით შეთანხმება მხარეთა შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებულ მიწის(უძრავი ქონები) საკადასტრო კოდით 6------------------ ხელშეკრულებაზე(იხ.სფ.84).

 

3.9. შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2019 წლის 28 იანვრის მდგომარეობით ი---------------------ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 108 3-- ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი(იხ.სფ.4-8).

- - შესაგებელი(იხ.სფ.76).

- შედარების აქტი(სფ.20,).

 

3.10. 2017 წლის 31 მარტს აუდიტის დეპარტამენტის № 8--- ბრძანებით დაინიშნა ფ/პ. „დ---------------ე“-ს (ს/ნ 4----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2014 წლის 31 ოქტომბრის № 4---- ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 მარტს აუდიტის დეპარტამენტის № 8--- ბრძანება(იხ.სფ.59)

 

3.11. დ---------------ის (პ/ნ 4----------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი (სფ.27-47).

 

3.12. შ--------–----------------ს 2017 წლის 18 ივლისის შეტყობინება N2------ ეცნობა დ---------------ეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--------–----------------ს 2017 წლის 18 ივლისის შეტყობინება N2------ (იხ.სფ.22)

 

3.13. შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით N0------ ყადაღა დაედო დ---------------ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება N0------ (სფ.25).

 

3.14. ი-–------------ე დაბადებულია 2003 წლის 08 აგვისტოს. მშობლები არიან: მამა- დ---------------ე; დედა- ნ-----–---–---------–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა(სფ.83).

 

3.15. დ---------------ე და ნ-----–---–---------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (სფ.123).

 

3.16. დ---------------ე და ქ-----------------ე არიან და-ძმა. ქ-----------------ე არის ვ---------------–---–-ს დედა ; ვ---------------–---–- და დ------------------ იმყოფებიან ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (სფ.125).

 

3.17. დ---------------ეს ქონება არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დ---------------ის განცხადება (სფ.62).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ: დ---------------ე, ი-–------------ე, დ------------------ და ნ-----–---–---------–---–- ცნობილი იქნეს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები ნათესავები არიან.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

დადგენილია, რომ ი-–------------ე დაბადებულია 2003 წლის 08 აგვისტოს. მშობლები არიან: მამა- დ---------------ე; დედა- ნ-----–---–---------–---–-. დ---------------ე და ნ-----–---–---------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, მათი ახლო ნათესაური კავშირი ვერ გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, ვინაიდან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, რომლის მიზანიც გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდება წარმოადგენდა, რადგან 2014 წლის 31 ოქტომბერს შ--------–----------------ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) მიმართ გამოცემული იქნა ბრძანება № 4---- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების ჩატარების შესახებ, რომელიც დ---------------ეს ჩაბარდა 2014 წლის 31 ოქტომბერს და ბრძანების გამოცემა არ ნიშნავდა საგადასახადო ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის მუხლი 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

დადგენილია, რომ დ---------------ემ 2014 წლის 4 ნოემბერს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (უძრავი ქონების საკ.კოდი 6------------------) ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა შვილს, ი-–------------ეს (პ/ნ 4----------) და უძრავი ქონება დარეგისტრირდა ი-–------------ის საკუთრებად.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ნოემბერს დ---------------ემ თავისი კუთვნილი ავტომობილი ეგრედ წოდებული მ-------------–- სახელმწიფო ნომრით T------ გადაუფორმა თავის ცოლს ნ-----–---–---------–---–ს და გადაფორმების შემდგომ აღნიშნულ ავტომობილს შეეცვალა სახელმწიფო ნომერი A-------- თი.

2017 წლის 31 მაისს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ნ-----–---–---------–---–-სგან (პ/ნ 4----------) გადაფორმდა დ---------------ის (ს/ნ 4----------) დის, ქ-----------------ის (პ/ნ 4----------) შვილის, ვ----------------–---–-- (პ/ნ 4----------) მეუღლის დ------------------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში და მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ნ-----–---–---------–---–ს, რაიმე საგადასახადო ვალდებულება ავტომანქანის გადაფორმებისას დ------------------ა არ ქონია.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, დ---------------ე-ს (ს/ნ 4----------) ობიექტში გამოვლინდა 154 9-- ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, რაზეც 2015 წლის 14 იანვარს ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N0------, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა, 78 9-- ლარის ოდენობით (2015 წელს საქართველოს | საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად (სანქციის ოდენობა, დანაკლისის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტიდან შემცირდა 10 პროცენტამდე) შეუმცირდა 15790 ლარამდე) და შ--------–----------------ს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ დ---------------ეს შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2016 წლის 01 დეკემბრის 11:03 საათის მდგომარეობით არ ერიცხება დავალიანება.

 

ასევე დადგენილია, რომ შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2019 წლის 28 იანვრის მდგომარეობით ი---------------------ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 108 3-- ლარის ოდენობით.

 

- 2017 წლის 31 მარტს აუდიტის დეპარტამენტის № 8--- ბრძანებით დაინიშნა ფ/პ. „დ---------------ე“-ს (ს/ნ 4----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2014 წლის 31 ოქტომბრის № 4---- ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით.

 

- შ--------–----------------ს 2017 წლის 18 ივლისის შეტყობინება N2------ ეცნობა დ---------------ეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

- შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანებით N0------ ყადაღა დაედო დ---------------ის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------ის (პ/ნ 4----------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, ხოლო დ---------------ის მიერ როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება გასხვისებული ჯერ კიდევ 2014 წელს და სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პერიოდისათვის მას რაიმე საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნდა და ამასთან თვით შ--------–----------------ს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ დ---------------ეს შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2016 წლის 01 დეკემბრის 11:03 საათის მდგომარეობით არ ერიცხება დავალიანება, შესაბამისად სახეზე არ იყო რაიმე დამაკროლებელი გარემოება, თუგინდ საგადასახადო ვალდებულება, რომელიც ი.მ. დ---------------ეს აუკრძალავდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების გასხვისებას, ასევე ადიმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლადაც, რომ ქონებები ი.მ. დ---------------ის მიერ შეძენილია საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე თავის არიდების შედეგად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება და მხოლოდ ნათესაური კავშირი ვერ გახდება პირთა ცრუმაგიერად აღიარების საფუძველი, რადგან არ შეიძლება უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველის გარეშე შეიზღუდება იმ პირთა კანონისმიერი, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლებიც რაიმე ნათესაურ კავშირში არიან გადასახადის გადამხდელთან, რადგან საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, შესაბამისად სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ მფლობელად შეიძლება, მიჩნეულ იქნას ის პირი, რომლის სახელზეც ირიცხება ქონება, თუმცა იგი არ არის სარგებლის რეალური მიმღები, სარგებლის მიმღებად რჩება გადასახადის გადამხდელი, რომელიც ცრუმაგიერ პირზე ქონების გადაცემით თავს არიდებს საგადასახადო პასუხისმგებლობას. ამისათვის კი ერთ-ერთ, თუ არა განმსაზღვრელ პირობას წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ სუბიექტთა შორის ადგილი აქვს ქონების/მატერიალური ღირებულების გადაცემას რაიმე ტიპის შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე და მხოლოდ ის გარემოება, რომ დ---------------ე ზემოაღნიშნული ავტომანქანის მართვისას დაჯარიმებულია სამჯერ: 2015 წლის 16 დეკემბერს, 2017 წლის 19 მარტს და 2018 წლის 03 ოქტომბერს, ვერ გახდება ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, რადგან სხვის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართვისა და სარგებლობის აკრძალვას/შეზღუდვას მესაკუთრის ნების გარეშე საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის, მიუხედავად მათი ახლო ნათესაური კავშირისა, ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან სსიპ ,,შ--------–----------------ს” მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რითაც დადასტურდება დ---------------ის მიერ ი-–------------ე, დ------------------ და ნ-----–---–---------–---–- გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც დ---------------ე, ი-–------------ე, დ------------------ და ნ-----–---–---------–---–- ცნობილი არ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აიმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას ი-–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ა---––---- კ-----------------, ს.კ 6------------------. და დ------------------- საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას- ავტომანქანა სახ. ნომ. A-------

 

8. სახელმწიფო ბაჟი

 

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

 

შ--------–---------------- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი-–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ა---––---- კ-----------------, ს.კ 6------------------. და დ------------------- საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას- ავტომანქანა სახ. ნომ. A-------.

 

3.გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე გია ბერაია