განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
330100119002983100
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ გ--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე-–----- ა-------- ძე წ-----ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო--------- რაიონის სოფელ ი-–----–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------ რაიონის სოფელ რ-----------–ში.

 

კვალიფიკაცია:

 

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

ადვოკატი - მ----- წ------–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, თ---–--–-- მ------ ნ-------ს ქ.#1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ე-–----- წ-----ა მეუღლეს თ----–- კ-------ეს, უმეტესად არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატურად ეჭვიანობდა და უზღუდავდა სახლიდან თავისუფლად გასვლას, უკონტროლებდა მის გარეშე გატარებულ დროს, უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას, არ აძლევდა ტანისამოსის თავისუფლად შერჩევისა და ჩაცმის საშუალებას, ეუბნეოდა, რომ იყო მისი ცოლი, უუფლებო და მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. უკონტროლებდა სოციალურ ქსელს, არ აძლევდა გადაწყვეტილებების მისი სურვილისამებრ მიღების შესაძლებლობას. მუდმივად ემუქრებოდა მოკვლითა და სხეულის დაზიანებით. ე-–----- წ-----ას ქმედებებით თ----–- კ-------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

1.2.2018 წლის აგვისტოდან - 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ე-–----- წ-----ა ყოფილ მეუღლესთან თ----–- კ-------ესთან, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის გამოყენებით და სთხოვდა პირისპირ შეხვედრას. სისტემატურად უთვალთვალებდა, მოულოდნელად ხვდებოდა სახლთან, ბავშვების სკოლასთან და ბაღთან. 2019 წლის 20 თებერვალს, თ---–--–-- მეტროსადგურ ,,ა-------–------------ს’’ მიმდებარედ არსებულ სწრაფი კვების ობიექტ ,,მაკდონალდსში’’ ე-–----- წ-----ამ თ----–- კ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2019 წლის 21 თებერვალს, ე-–----- წ-----ა თ----–- კ-------ეს მოულოდნელად დახვდა თ---–--–-- ზაზიაშვილის ქუჩაზე და უნდოდა მასთან საუბარი. 2019 წლის 26 თებერვალს ტელეფონის საშუალებით დაემუქრა რომ მოკლავდა, რაც თ----–- კ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ე-–----- წ-----ა თ----–- კ-------ეს როგორც სატელეფონო საუბრისას, ისე მოკლეტექსტური საშუალებებით მუდმივად სთხოვდა შეხვედრას, უარის მიღებისას ემუქრებოდა სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა რომ თავს მოაჭრიდა, სადმე დახვდებოდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. აკონტროლებდა მის გადაადგილებას და სოციალურ ქსელში აქტივობებს. ე-–----- წ-----ას ქმედებით თ----–- კ-------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. ექმნებოდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და იძულებული იყო მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც გამოიხატებოიდა მასში, რომ თ----–- კ-------ე ე-–----- წ-----ას ქმედებებისგან შეშინებული სისტემატურად იცვლიდა სახლიდან სკოლაში და ბაღში გასავლელი გზების მარშუტს, სხვა გზით დადიოდა მაღაზიებში, ერიდებოდა სახლიდან მარტო გასვლას და ა.შ.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ე-–----- წ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----–- კ-------ის, მოწმეების - თ----- კ-------ის, თ--- კ-------ის, დ----------–-–---–ის, კ---- კ-------ის, ი-–-------------------------- კ-------ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, თ----–- კ-------ის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების, ტექსტური შეტყობინების დეტალურ ამონაწერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე-–----- წ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. თ----–- კ-------ის წერილობითი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვალს დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. პარალელურ რეჟიმში, მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------. გამოძიების მიმდინარეობისას, გარდა მუქარისა, გამოვლინდა დანაშაულის სხვა ნიშნები.

 

2.5.დაზარალებულ თ----–- კ-------ის 27.02.2019წ და 05.04.2019 წლის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ დაოჯახებული იყო ე-–----- წ-----აზე, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მეუღლესთან, შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში თ---–--–-- მ------ ნ-------ს ქ.#1--–-. ბოლო რამდენიმე წელი - 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ე-–----- წ-----ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ეჭვიანობდა თ----–- კ-------ეზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თანაცხოვრების პერიოდში უზღუდავდა სახლიდან გასვლას, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, ხელს უშლიდა თვითრეალიზებაში, ხელს უშლიდა სამსახურის დაწყებაში, მოითხოვდა ემუშავა ისეთ სამსახურში, სადაც გარემოცვაში მხოლოდ მანდილოსნები იქნებოდნენ, თვლიდა რომ ვინაიდან იყო ქალი, უსიტყოდ უნდა დამორჩილებოდა მის თითოეულ სიტყვას თუ მოწოდებას, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებული სისტემატურად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. მეუღლის ქმედებები მისთვის იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, არ ჰქონდა თავისუფალი მოქმედების უფლება და იყო მუდმივი კონტროლისა და ზეწოლის ქვეშ. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, უცენზურო სიტყვებით მოხსენიება და მუქარა უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა არასრულწლოვანი შვილების 10 წლის ა----, 8 წლის ა-–---- და 6 წლის ნ-----–ის თანდასწრებით, რომლებიც მამას თხოვდნენ შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა, თუმცა ე-–----- წ-----ა არ ითვალისწინებდა შვილების თხოვნას. აღნიშნულის გამო ბავშვებს დროთა განმავლობაში მამის - ე-–----- წ-----ას მიმართ ჩამოუყალიბდათ უარყოფითი დამოკიდებულება, ე-–-----ის სახლში მოსვლის დროს სამივე ბავშვს ეტყობოდათ, რომ ისინი იძაბებოდნენ და მუდამ იმის მოლოდინში იყვნენ, რომ ე-–----- წ-----ა ბავშვების დედას ჩხუბს და გინებას დაუწყებდა. 2018 წლის აგვისტოს თვეში თ----–- წ-----ა გაშორდა მეუღლეს. დაშორების შემდგომ ე.წ-----ა საცხოვრებლად გადავიდა ზ------------ რაიონის სოფელ რ-----------–ში. სოფლიდან პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისში და ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდა როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით. თ----–- კ-------ე განიცდიდა სისტემატურ ტანჯვას.

 

2.6. მოწმე თ----- კ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ე-–----- წ-----ა დის თ----–- კ-------ის მეუღლეა. ე.წ-----ა გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა თ----–- კ-------ეზე, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, უკონტროლებდა მობილურ ტელეფონზე შემავალ - გამავალ ზარებს, სოციალურ ქსელს და ჩაცმის სტილს. 2018 წლის ზაფხულში მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, ამის მიუხედავად, ე-–----- წ-----ა სისტემატურად ურეკავდა თ----–- კ-------ეს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უცენზურო სიტყვებით აგინებდა და უგზავნიდა შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გარდა ამისა პერიოდულად ხვდებოდა ქუჩაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულ გარემოებათა გამო თ----–- კ-------ე იყო ძალიან შეწუხებული.

 

2.7. დაზარალებულის მშობლების თ--- კ-------ისა და კ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ როგორც ქორწინების, ისე განქორწინების შემდეგ ე-–----- წ-----ა მშობლების თანდასწრებით თ----–- კ-------ეს მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, აკონტროლებდა მის სოციალურ ქსელს, ჩაცმის სტილს, უზღუდავდა მეგობრებთან კომუნიკაციას, თვითრეალიზებას. თ.კ-------ეს მუდმივად ჰქონდა დაძაბული, სტრესული ფონი, აშკარად ეტყობოდა რომ ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. ამასთან შეურაცხყოფა ხორციელდებოდა ოჯახის წევრთა, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

2.8. მოწმე ქ--------- კ-------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ე.წ-----ა მეუღლეს თ----–- კ-------ეს მუდმივად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზეც ეს უკანასკნელი ნერვიულობდა და იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ზაფხულში თ.კ-------ე არაოფიციალურად გაშორდა მეუღლეს, ე.წ-----ა სისტემატურად ურეკავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა მოკვლითა და სხეულის დაზიანებით.

 

2.9. მოწმეების - ი-–------------ის და ნ------------ის გამოკითხვის ოქმების მიხედვით თ----–- კ-------ეს ე-–----- წ-----ა უკონტროლებდა ყოველ ნაბიჯს, ცხოვრების წესს. როგორც ქორწინების, ისე განქორწინების შემდეგ თ----–- კ-------ეს მობილურ ტელეფონზე მუდმივად ურეკავდა და უცენზურო სიტყვებით აგინებდა. უგზავნიდა შეურაცხმყოფელ და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც მოწმეებს წაკითხული აქვთ დაზარალებულის პირად ტელეფონში, სოციალურ ქსელში. თ. კ-------ე ფსიქოლოგიურად დათრგუნული და შეშინებული იყო, პირად საუბარში ხშირად აღნიშნავდა, რომ დაიღალა და მშვიდი ცხოვრება სურდა, რის საშუალებასაც ე.წ-----ა არ აძლევდა.

 

2.10.ბრალდებულმა ე-–----- წ-----ამ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2.11. უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ე-–----- წ-----ა სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა თ----–- კ-------ეს. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ტანჯვა.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ე-–----- წ-----ა ინტენსიურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე, ეჭვიანობდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ამცირებდა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

2.13. ფაქტების და მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა დანაშაულის მოტივი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დაზარალებულ თ----–- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული არაერთგზის აღნიშნავს, რომ ე.წ-----ა სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჭვიანობდა, ყველა ნაცნობ მამაკაცს უწოდებდა მის საყვარელს, უზღუდავდა სახლიდან თავისუფლად გასვლას, უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან შეხვედრას, არ აძლევდა ტანისამოსის თავისუფლად შერჩევისა და ჩაცმის საშუალებას, ეუბნეოდა, რომ იყო მისი ცოლი, მდედრობითი სექსის წარმომადგენელი, უუფლებო და მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. დანაშაულის მოტივი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია დადასტურდა ასევე მოწმეების - თ----- კ-------ის, თ--- კ-------ის, დ----------–-–---–ის, კ---- კ-------ის, ქ--------- კ-------ის, ი-–------------ის გამოკითხვის ოქმებით და ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებით.

 

ადევნება

 

2.14. დაზარალებულ თ----–- კ-------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის აგვისტოში არაოფიციალურად განქორწინების მიუხედავად ე.წ-----ა არ აძლევდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას, სისტემატურად ურეკავდა მას მობილურ ტელეფონზე, უთვალთვალებდა, მოულოდნელად ხვდებოდა სახლთან, ბავშვების სკოლასთან და ბაღთან. აკონტროლებდა სად მიდოდა, ვისთან მეგობრობდა, შემდეგ ტელეფონზე ურეკავდა და შენიშვნებს აძლევდა. ვინაიდან იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ე.წ-----ა უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა. ე-–----- წ-----ას ქმედებებისგან შეშინებული სისტემატურად იცვლიდა სახლიდან სკოლაში და ბაღში გასავლელი გზების მარშუტს, სხვა გზით დადიოდა მაღაზიებში, შიშის გამო ერიდებოდა სახლიდან მარტო გასვლას, ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა. 2019 წლის 20 თებერვალს ე-–----- წ-----ას თხოვნით შვილები - 10 წლის ა---- და 6 წლის ნ-----–ი მის სანახავად წაიყვანა მეტროსადგურ ,,ახმეტელთან’’ მდებარე სწრაფი კვების ობიექტ ,,მაკდონალდსში’’, 8 წლის ა-–----მ უარი გამოთქვა მამასთან შეხვედრაზე, დედის მიმართ აგრესიული მოპყრობის გამო. ,,მაკდონალდსში’’ ყოფნის დროს ე.წ-----ამ დაბალ ხმაზე, ისე რომ არ გაეგოთ გვერდით მაგიდასთან მყოფ მოქალაქეებს, მაგრამ ესმოდათ მაგიდასთან მყოფ არასრულწლოვან შვილებს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა უცენზურო სიტყვებით. 2019 წლის 21 თებერვალს, თ----–- კ-------ემ თ---–--–-- ზაზიაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზიდან შვილი ნ-----–ი წ-----ა გამოიყვანა ტანვარჯიშის გაკვეთილიდან, რა დროსაც მოულოდნელად ქუჩაში დახვდა ე.წ-----ა და სთხოვა გაჩერება, უარის მიღების შემდეგ კი დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება და შეურაცხყოფის მიყენება. თუმცა მანამდე ე.წ-----ა მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრას ითხოვდა. სატელეფონო კომუნიკაცია შეურაცხყოფით დასრულდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ახალო ნათესავი დ---- კ----–-–--–ი.

 

2.15. მოწმე დ---- კ----–-–--–ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 21 თებერვალს, თ----–- კ-------ესთან ერთად იმყოფებოდა თ---–--–-- ზაზიაშვილის ქუჩაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზთან თ----–- კ-------ესთან ერთად. თ----–- კ-------ეს შეხვედრის თხოვნით დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ე.წ-----ამ. თ.კ-------ემ შეხვედრაზე უარი განაცხადა. დარბაზიდან ბავშვების გამოყვანის შემდეგ ქუჩაში, მოულოდნელად გზა გადაუღობათ ე.წ-----ამ და თ----–-ს აგრესიული ტონით, კატეგორიულად მოსთხოვა გაჰყოლოდა სასაუბროდ, უარის მიღების შემდეგ კი მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა და დაემუქრა, რომ სათანადოდ გაუსწორდებოდა. თ.კ-------ისგან იცის რომ ყოფილი მეუღლე მუდმივად აკონტროლებდა და ყოველთვის იცოდა სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა. თ----–- კ-------ე მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიურად უკიდურესად დათრგუნულ მდგომარეობაში.

 

2.16. მოწმე თ----- კ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ როგორც ქორწინების, ისე განქორწინების შემდეგ ე-–----- წ-----ა აკონტროლებდა თ----–- კ-------ის პირად მიმოწერას, სოციალურ ქსელს, კონტაქტებს. ამასთან ე.წ-----ამ იცოდა ყველა ის ადგილი, სადაც თ----–- კ-------ე გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ხვდებოდა ქუჩაში და აყენებდა შეურაცხყოფას. თ.კ-------ე ყოფილი მეუღლის შიშით სახლიდან გასვლას ერიდებოდა, დაიღალა გაუთავებელი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცვლელი ფრაზების მოსმენით, აღნიშნული ვითარების გამო თ----–- კ-------ე იყო დათრგუნული, შეშინებული, სწორედ შიშის გამო ვერ გადიოდა სახლიდან.

 

2.17. თ--- კ-------ის და კ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ე.წ-----ა თ----–- კ-------ეს წლების განმავლობაში უკონტროლებდა ქცევის წესს, უმოწმებდა მობილურ ტელეფონს და სოციალურ ქსელს, იცოდა მისი ყოველი ნაბიჯი. სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კი სისტემატურად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტობინებს და სთხოვდა შერიგებას. ამასთან იცოდა ყველა ის ადგილი სადაც თ----–- კ-------ე გადაადგილდებოდა და მოულოდნელად ხვდებოდა. მუდმივი თვალყურის დევნება და ფსიქოლოგიური ტერორი იწვევდა თ----–- კ-------ის დათრგუნვას.

 

2.18.ბრალდებულმა ე-–----- წ-----ამ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში ბრალის აღიარებით დაადასტურა ყოფილი მეუღლის უკანონო თვალთვალი, მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სოციალური ქსელის საშუალებით, რაც სისტემატურ ხასიათს ატარებდა.

 

2.19. უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ 2018 წლის აგვისტოდან - 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ე-–----- წ-----ა მეუღლეს თ----–- კ-------ეს სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა, მან იცოდა ყველა ის ადგილი სადაც მსხვერპლი გადაადგილდებოდა, ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც მსხვერპლის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და გაუჩნდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში რამაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა.

 

2.20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლში კრიმინალიზებულია ადევნება, რაც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირისა და მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი. დადგენილი ფაქტია, რომ ე.წ-----ა მუდმივად უთვალთვალებდა დაზარალებულს, იცოდა ყველა ის ადგილი, სადაც ყოფილი მეუღლე თ----–- კ-------ე გადაადგილდებოდა; ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით - ე.წ-----ა სისტემატურად უკავშირდებოდა თ.კ-------ეს მობილური ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელით ადრესატის ნების საწინააღმდეგოდ და აყენებდა შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდა; გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის - ე.წ-----ას მხრიდან განხორციელებული ადევნების გამო მსხვერპლი იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, სისტემატურად იცვლიდა სახლიდან სკოლაში, ბაღში თუ მაღაზიაში გასავლელი გზების მარშუტს, ერიდებოდა ქუჩაში მარტო გასვლას.

 

მუქარა

 

2.21.დაზარალებულ თ----–- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, ე. წ-----ა მოულოდნელად ხვდებოდა ქუჩაში და ითხოვდა შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი უცენზურო სიტყვებით აგინებდა და ემუქრებოდა როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. გარდა ამისა, მუდმივად უგზავნიდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე სოციალურ ქსელში. მუქარის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში ,,მოაჭრის თავს, ფიზიკურად გაუსწორდება ან სხვაგვარად მოუსპობს სიცოცხლეს“. 2019 წლის 26 თებერვალს, ე.წ-----ამ თ----–- კ-------ეს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა მუქარის შემცველი შემდეგი შინაარსის შეტყობინება, ,,მოკლავდა ან რაიმეს დაუშავებდა“. მუქარა თ----–- კ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.22.მოწმე ქ--------- კ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ე. წ-----ა თ----–- კ-------ეს სისტემატურად უგზავნდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. თ. კ-------ე მუქარას აღიქვამდა რეალურად და მაქსიმალურად ცდილობდა სახლიდან არ გასულიყო, ეშინოდა ყოფილ მეუღლეს არ მოეკლა ან სხვაგვარად არ დაეზიანებინა იგი. თ----–- კ-------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონში პირადად აქვს წაკითხული ე. წ-----ას მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება.

 

2.23. თ--- კ-------ის და კ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით, ე.წ-----ა მათ შვილს თ----–- კ-------ეს სისტემატურად ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ემუქრებოდა რომ ნახავდა მარტოს და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ასევე უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებს, თ.კ-------ე მუქარას აღიქვამდა რეალურად, იყო შეშინებული და ერიდებოდა ქუჩაში გადაადგილებას, რადგან თვლიდა რომ ე.წ-----ა მოულოდნელად დახვდებოდა და რამეს დაუშავებდა.

 

2.24.მოწმე დ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, შეესწრო თ---–--–-- ზაზიაშვილის ქუჩაზე ე-–----- წ-----ას მიერ თ----–- კ-------ეზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და მუქარის ფაქტს. ე-–----- წ-----ა თ----–- კ-------ეს ეუბნებოდა, რომ სადმე გამოიჭერდა და სათანადოდ გაუსწორდებოდა. მუქარა თ.კ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.25. მოწმე ნ------------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ თ----–- კ-------ეს ყოფილი მეუღლე ე-–----- წ-----ა სისტემატურად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე და შეხვედრას თხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ სადმე დახვდებოდა ქუჩაში და მოკლავდა, ან რამეს დაუშავებდა. თ.კ-------ე მუქარას აღიქვამდა რეალურად, ქუჩაში ყოფნის დროს აქეთ-იქით იყურებოდა, ეშინოდა ე.წ-----ა არ გამოჩენილიყო და მუქარა სისრულეში არ მოეყვანა.

 

2.26.ბრალდებულმა ე-–----- წ-----ამ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლის მიმართ მუქარა.

 

2.27. უდავო მტკიცებულებებით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დადასტურდა, რომ სისტემატური დამცირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ე. წ-----ა ყოფილ მეუღლეს თ----–- კ-------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

 

2.28. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ე-–----- წ-----ას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

2.29 საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე. უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე - ე-–----- წ-----ა და მსხვერპლი - თ----–- კ-------ე არიან ერთი ოჯახის წევრები, ყოფილი მეუღლეები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. პატივი და ღირსება წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ე-–----- წ-----ას ბრალეულობა.

 

3.4. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე-–----- წ-----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ე-–----- წ-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ე-–----- წ-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი, ხერხი, მოტივი, რაც გამოიხატა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მოტივი. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, იგი მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა, რომლის ცხოვრების წესის, ჩაცმის, ქცევისა და ზოგადად ცხოვრების მიმართულების და ინტერესების განსაზღვრა, მხოლოდ მას, როგორც ქმარს შეუძლია, სწორედ ამით არის განპირობებული მისი დაუოკებელი სურვილი აკონტროლოს თ----–- კ-------ე, განუსაზღვროს ცხოვრების პრიორიტეტები, დაუწესოს სოციალური და ყოფითი შეზღუდვები. დანაშაულის მოტივი მიუთითებს ბრალდებულის განსაკუთრებულ საშიშროებაზე ოჯახის წევრი ქალის-მეუღლის მიმართ, ბრალდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით, ამდენად, სამომავლო რისკების და ჩადენილი დანაშაულის მოტივის საპასუხოდ მოძალადეს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და კერძო პრევენციის მატარებელი სანქციები.

 

5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო გარდა დანაშაულის მოტივისა, ყურადღებას ამახვილებს ჩადენილი დანაშაულის სიმრავლეზე, ინტენსივობაზე და ხერხზე. დროის მცირე ინტერვალში ჩადენილია სამი მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ე-–----- წ-----ა ხშირ შემთხვევაში ოჯახურ ძალადობას ჩადიოდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რამაც შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს ბავშვების ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვებზე, უნგრევს მათ სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვან შვილებს გაუჩნდათ პროტესტი და მიუღებლობა მოძალადე მამის მიმართ, - თ----–- კ-------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით ,,2019 წლის 20 თებერვალს მე ე-–-----მა დამირეკა და მითხრა რომ სურდა ბავშვების ნახვა, რაზეც მე უარი არ მითქვამს და ვუთხარი მოსულიყო და წაეყვანა ბავშვები, მაგრამ ბავშვები ჩემს გარეშე მასთან მისვლაზე აცხადებდნენ უარს, რის გამოც მეც წავყევი ბავშვებს, კერძოდ მე წავიყვანე უფროსი შვილი ა---- და უმცროსი ნ-----–ი, ხოლო შუათანა შვილი ა-–---- არ წამომყვა..., 2019 წლის 20 თებერვალს ა-–----მ უარი განაცხადა მამასთან შეხვედრაზე ,,...8 წლის ა-–---- არ გამომყვა, რადგან არ სურდა ე-–-----თან შეხვედრა მისი ჩემს მიმართ აგრესიული მოპყრობის გამო“. როგორც დაზარალებულ თ----–- კ-------ის გამოკითხვის ოქმებით იკვეთება, ე-–----- წ-----ას მხრიდან სისტემატურად შვილების თანდასწრებით დაზარალებულის მისამართით გამოთქმულმა შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა, დამცირებამ, მუქარამ რადიკალურად შეცვალა შვილების დამოკიდებულება მამისადმი, მამის დანახვაზე ბავშვები იძაბებოდნენ. ე-–----- წ-----ამ არ გაითვალისწინა მის ქმედებას რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო შვილებზე, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც დანაშაულის და პირის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

 

5.5.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გენდერული დისკრიმინაცია არ ყოფილა გამოხატული ერთჯერად ქმედებაში, მას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ბრალდებულის დამოკიდებულება ქალისადმი, როგორც გენდერული თვალსაზრისით უუფლებო ინდივიდზე, რომელიც ვალდებულია აღიაროს მამაკაცის უპირატესობა, ხოლო თავად იყოს ქმრის მონურ მორჩილებაში საჭიროებს მოძალადის სოციალური სტერეოტიპების გადაფასებას და თვითშეგნების ამაღლებას, რასაც უზრუნველყოფს ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აღნიშნული მოტივით დანაშაულის ჩადენა სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნიადაგზე სამომავლოდაც შეიძლება გაგრძელდეს დანაშაული. ის, რომ ბრალდებულს დანაშაულში მხილების შემდეგ არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, როგორც ამას დაცვის მხარე მიიჩნევს, სასამართლოს შეფასებით, სწორედ შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი, პირიქით დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანთა თანდასწრებით პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შეფასდეს მოძალადის და დანაშაულის თვითმხილველი ბავშვების თანაცხოვრების საკითხი. სასამართლოს შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ბავშვებისგან. ადვოკატის არგუმენტი, - სასამართლომ სავალდებულო წესით გაითვალისწინოს დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი და ე-–----- წ-----ას განუსაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გაზიარებული არ იქნა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე: 1. დაზარალებულის განცხადება-ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიც და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი. 2. დაზარალებულის ხელწერილი თავის შინაარსით არ იძლევა იმის შეფასების საფუძველს, რომ დაზარალებული და ბრალდებული აწმყო დროში შერიგდნენ, დაზარალებულის ხელწერილი სამომავლო ულტიმატუმის ხასიათს ატარებს, დაზარალებული კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევას მხარს მაშინ დაუჭერს თუკი ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად მოინანიებს. გარდა ამისა, სასამართლოსთვის უცნობია რაც გულისხმობს დაზარალებული კანონისმიერი შეღავათის გაწევაში, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის თუ თავისუფლების აღკვეთის მსუბუქი - არა მაქსიმალური ზომის განსაზღვრას.

 

5.6. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია:

ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ე.წ-----ას მიერ შეურაცხყოფა და დამცირება, ადევნება და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, რასაც ჰქონდა სიტემატური ხასიათი, დანაშაული ჩადენილი იყო არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, მუდმივმა უკანონო თვალთვალმა მსხვერპლი იძულებული გახადა შეეცვალა ცხოვრების წესი, დანაშაულმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დასახელებული კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

5.7.სასამართლოს შეფასებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ე-–----- წ-----ას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

5.8. თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას. ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ,,დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ერთი მხრივ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მეორე მხრივ ოჯახის წევრის მიმართ ე-–----- წ-----ას სსკ-ის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (მუქარაც და ადევნებაც ჩადენილია დასახელებული ნორმის მოქმედების ფარგლებში). ადრე მოქმედი რედაქციითაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენდა პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას თუმცა არა 1 წლიანი დათქმით.

 

5.9.პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პირის ნაწილობრივ შემამსუბუქებელ გარემოებებს და არ განსაზღვრავს მაქსიმალურ სასჯელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ე-–----- წ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2.ე-–----- წ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

3.ე-–----- წ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–----- წ-----ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განჩინებით ე-–----- წ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 აპრილიდან.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა