გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003037114
საქმე № 3/138-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ნ-----–- გ-----–---–ი
მოპასუხე: სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლა”
წარმომადგენელი: ვ----– ჯ-----–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----–- გ-----–---–ის მიერ გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის საშუალო სკოლის დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სარჩელის თანახმად, ნ-----–- გ-----–---–ი (პირ. № 5----------) 1956 წელს ჩაირიცხა გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის № 1 საშუალო სკოლაში, რაც დაამთავრა 1966 წელს და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხე სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლის” წარმომადგენელმა სარჩელი მთლიანად ცნო; განმარტა, რომ საშუალო განათლების ატესტატის ჩანაწერების წიგნში დაფიქსირებულია ნ-----–- გ-----–---–ი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან მართლაც დაამთავრა კ-----–---ის საშუალო სკოლა და მიიღო საშუალო განათლება.
მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლის" 2019 წლის 14 მაისის MES 5 19 00563606 ცნობით ნ-----–- გ-----–---–მა (პ/ნ 5----------) 1966 წელს ნამდვილად დაამთავარა გორის რაიონის კ-----–---ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო ატესტატი, ნომრით 145178.
მტკიცებულება: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის N1 საჯარო სკოლის 2019 წლის 14 მაისის MES 5 19 00563606 ცნობა (ს.ფ 24).
3.2.2. გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის 1970 წლის 20 ივნისის საშუალო განათლების ატესტატის ჩანაწერების წიგნის მიხედვით, ნ-----–- გ-----–---–ზე 1966 სასწავლო წელს გაიცა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი.
მტკიცებულება: საშუალო განათლების ატესტატების ჩანაწერის წიგნი (ს.ფ 18-21)
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის № 58/192/გ გადაწყვეტილებით ნ-----–- გ-----–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა ნ-----–- გ-----–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №58/192/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 23).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ ნ-----–- გ-----–---–მა 1966 წელს ნამდვილად დაამთავარა გორის რაიონის კ-----–---ის საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია; ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლამ” სარჩელი მთლიანად ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).
გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.
ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1956-1966 წლებში ნ-----–- გ-----–---–ის მიერ გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის № 1-ლი საშუალო სკოლაში სწავლის, აღნიშნული სასწავლებლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევისა და მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის ფაქტის აღიარება.
ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობითა და საშუალო განათლების ატესტატების ჩანაწერის წიგნიდან უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–- გ-----–---–მა 1966 წელს დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხური და მასზე გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსაჩელემ 1966 სასწავლო წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის საშუალო (ზოგადსაგანმანათლებლო შრომითი პოლიტექნიკური საწარმოოსწავლებიანი) სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.
ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ-----–- გ-----–---–მა 1956-1966 სასწავლო წელს ისწავლა და დაამთავრა გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის საშუალო (ზოგადსაგანმანათლებლო შრომითი პოლიტექნიკური საწარმოოსწავლებიანი) სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება და მასზე ატესტატის გაცემის ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ნ-----–- გ-----–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–- გ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა იმის თაობაზე, რომ ნ-----–- გ-----–---–მა (პირ. № 5----------) 1966 სასწავლო წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის საშუალო (ზოგადსაგანმანათლებლო შრომითი პოლიტექნიკური საწარმოოსწავლებიანი) სკოლა (დღევანდელი სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის № 1 საჯარო სკოლა”) და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.
3. ნ-----–- გ-----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 0, რეფერენსი 2692569163).
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი