განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
340100119003059748
დავის ტიპი
381 , 151
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003059748

N1/97-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

10 ივლისი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ილ-- ბე----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ილ-- ბე----–--ლი;

მამის სახელი: ლე----;

დაბადებული: 06.10.1----–--–--

პირადი ნომერი:4----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:არასრული- საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი შ--------.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი, 111 - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კვალიფიკაცია: ილ-- ბე----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ

1) ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 მაისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ბექა ზანდარაშვილის მიერ, ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც ილ-- ბე----–--ლს აეკრძალა ყვარლის რაიონის სოფელ შო-----–- მცხოვრები ყოფილ მეუღლესთან - მა---------- ბე----–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა მა---------- ბე----–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ილ-- ბე----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, იგი მივიდა მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2) ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შო-----–- მცხოვრები ილ-- ბე----–--ლი, მივიდა ამავე სოფელში მცხოვრები ყოფილი მეუღლის - მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მა---------- ბე----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ილ-- ბე----–--ლი 2019 წლის 14 მაისს 02:15 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 15 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, ილ-- ბე----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 1000 ლარით და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1) 2019 წლის 12 მაისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ბექა ზანდარაშვილის მიერ, ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0------ რომლის თანახმადაც ილ-- ბე----–--ლს აეკრძალა ყვარლის რაიონის სოფელ შო-----–- მცხოვრები ყოფილ მეუღლესთან - მა---------- ბე----–--ლთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა მა---------- ბე----–--ლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ილ-- ბე----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, იგი მივიდა მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2) 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შო-----–- მცხოვრები ილ-- ბე----–--ლი, მივიდა ამავე სოფელში მცხოვრები ყოფილი მეუღლის - მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მა---------- ბე----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება №1222271, მოწმეების: ბექა ზანდარაშვილის, მამუკა ოქრიაშვილის, მარია რამაზანოვის და რენატ მუსაევის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მა---------- ბე----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი N 0------ ბრალდებულ ილ-- ბე----–--ლის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ილ-- ბე----–--ლმა დაარღვია 2019 წლის 12 მაისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბექა ზანდარაშვილის მიერ, ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით N015517 გათვალისწინებული ვალდებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ილ-- ბე----–--ლმა ჩაიდინა, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2019 წლის 12 მაისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბექა ზანდარაშვილის მიერ, ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0------ რომლის თანახმად, ილ-- ბე----–--ლს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მა---------- ბე----–--ლი ცხოვრობს, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მა---------- ბე----–--ლი იმყოფება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა, ასევე, იმავე ორდერით აეკრძალა ყოველგვარი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ილ-- ბე----–--ლმა არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, იგი მივიდა მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დაზარალებული მა---------- ბე----–--ლი არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე. ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა დაზარალებულის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც მან არ შეასრულა.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება №1222271, მოწმეების: ბექა ზანდარაშვილის, მამუკა ოქრიაშვილის, მარია რამაზანოვის და რენატ მუსაევის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მა---------- ბე----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი N 0------ ბრალდებულ ილ-- ბე----–--ლის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შო-----–- მცხოვრები ილ-- ბე----–--ლი, მივიდა ამავე სოფელში მცხოვრები ყოფილი მეუღლის - მა---------- ბე----–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში და მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მა---------- ბე----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მუქარა ნიშნავს, როდესაც პირი კონკრეტულ პირს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, მუქარა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩადენილი, რომ პირს მისი განხორციელების რეალური შიში გაუჩნდეს. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და უფლება იცხოვროს მშვიდ გარემოში. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, ტელეგრაფით, იარაღის დემონსტრირებით. ამასთანავე აუცილებელია, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დაზარალებულის განმარტებით მას ბრალდებული ილ-- ბე----–--ლი დაემუქრა მოკვლით და თან ხელში ეჭირა დანა, რომლითაც გაქცეულ დაზარალებულს გაეკიდა. აქედან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალიწინებული საქართველო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე დადასტურებულია, რომ დაზარალებულის არის ბრელდებულის ყოფილი მეუღლე და ითვლება ოჯახის წევრად.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ილ-- ბე----–--ლმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ილ-- ბე----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ილ-- ბე----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ილ-- ბე----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ილ-- ბე----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ილ-- ბე----–--ლს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, რომელიც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 1000 ლარით და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ილ-- ბე----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

 

2. ილ-- ბე----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ილ-- ბე----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. ილ-- ბე----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

 

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

6. ილ-- ბე----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2019 წლის 14 მაისის 02:15 საათიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე