განაჩენი

სისხლის სამართლის 13.06.2019
საქმის ნომერი
330100118002745473
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ა----------------–---------–-------------------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ე--------------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: გ--------------------------------–--–---- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–----------–---------–--

ადვოკატები - ზ---------------------–-----–-------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ. თბილისში----–--------–---–-- ქ. N17-ში მდებარე, დ--–------------- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ე---------------------- უკანონოდ შეაღწია, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დ--–------------- კუთვნილი ერთი კოლოფი სიგარეტი „პირველი“ და ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც დ--–------------ მიადგა დაახლოებით 60 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ე---------------------- უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში----–--------–---–-- ქ. N17-ში მდებარე, დ--–------------- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რითაც დ--–------------- ბინის ხელშეუხებლობა დაარღვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე თ-----------------, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს იტალიური ტიპის ეზოში, დაზარალებული დ--–------------- მეზობლად. ბრალდებული ე---------------------, მისი მეუღლის, რ-------------–-–---–-- ნათესავია, იგი შემთხვევის დღეს მათთან იმყოფებოდა სტუმრად და მის მეუღლესთან, მამასთან და სტუმრად მყოფ სხვა მამაკაცებთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. სიგარეტის მოსაწევად ეზოში გასულმა ე---------------------- იმავე ეზოში დ--–------------ და ჯ---------------- შენიშნა და მათი მისამართით რაღაც ჩაილაპარაკა. ვინაიდან ბრალდებული მიიჩნევდა, რომ დ-----------–--- ქმარი წაართვა ე-------- დას, მისსავე ნათლულს, და აღნიშნულის გამო თავს შეურაცხყოფილად თვლიდა, შეეშინდა, ბრალდებული რამე შარს არ გადაჰყროდა და სთხოვა ყურადღება არ მიექცია მათთვის. ე--------------------- დაეთანხმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დ--–------------- სახლისკენ გაემართა. ქმარს სთხოვა ე------- გაჰყოლოდა, რამე უსიამოვნება რომ არ მოსვლოდა, მაგრამ ამასობაში ე------------–------------- სახლიდან უკან გამობრუნდა და „შიგნით არ იყვნენ“-ო უთხრა. ბრალდებულს ხელში ხურდა ფული და სიგარეტ „პირველის“ კოლოფი ეჭირა. მიხვდა, რომ სიგარეტის კოლოფი დ--–------------- ბინიდან გამოიტანა, რადგან ყოფილ სიძეს დასცინა - ნახეთ, რას აწევინებს დ------–-------------------. შემდეგ ბავშვს ფურცელი და მარკერი გამოართვა, ფურცელზე დაწერა „აქ იყო ე--- პაპა“-ო და დ--–------------- სახლში შეიტანა. ღამით დაზარალებულმა მის (მოწმის) მეუღლეს დაურეკა საყვედურით, შენი სტუმარი ჩემს სახლში რატომ იყო შესული, ვიჩივლებ, ჩანთიდან ფული დავკარგეო. მოგვიანებით შეიტყო, რომ დ--–------------------------------------ მართლაც უჩივლა პოლიციაში მისი ბინიდან 50 ლარის მოპარვის გამო.

 

მოწმე რ-------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მისი მეუღლის, თ----------------- მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარე---ებები და დამატებით განმარტა, რომ დ--–------------- სახლიდან გამოსულ ე--------------------- სიგარეტის კოლოფთან ერთად ხელში ერთი 2-ლარიანი და ორი 1-ლარიანი მონეტები ეჭირა. მოწმე რ-------------–-–---–-- ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, დაზარალებულმა დ--–------------- დაურეკა, რომელმაც პრეტენზია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სტუმარი მის ბინაში შეუშვა. დაზარალებულს ამ საყვედურზე უპასუხა, რომ ე---------------------, რომელიც დ--–------------- ნათესავად ეკუთვნოდა, მის სანახავად იყო შესული ბინაში და რომ ვერ ნახა, მაშინვე გამობრუნდა უკან. აღნიშნულზე დ--–------------- უთხრა, რომ ე--------------------- უჩივლებდა მისი სახლიდან 50 ლარის მოპარვის გამო.

 

მოწმე ჯ----------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ე--------------------- მისი ყოფილი მეუღლის ძმაა, დაზარალებულ დ----------–------------------ კი ოჯახური ურთიერთობა აკავშირებს, მეუღლესთან გაშორების შემდეგ მასთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს სწორედ დ----- მოისაკლისა 50-ლარიანი და ხურდა ფული, რომლებიც მანამდე სახლის შესასვლელში მდგარ კომოდზე ჰქონია დატოვებული (თავად ეს კუპიურა არ უნახავს). იმავე კომოდის ზედაპირიდან წაღებული აღმოჩნდა მისი სიგარეტის კოლოფიც. ვინაიდან რამდენიმე ხნით ადრე მათ ესმოდათ მათი მისამართით მეზობლად მყოფი ე---------------------- აგრესიული გამონათქვამები, ჩათვალეს, რომ ბრალდებული დასალაპარაკებლად ან საჩხუბრად იყო მისული მათთან სახლში და შინ რომ არ დახვდნენ, ფული და სიგარეტი წაიღო. დ--–-----------------------------–-–---–- დაურეკა, რომელთანაც ე-------------------- იმყოფებოდა სტუმრად და მასთან საუბრისას დადასტურდა მათი ეჭვების რეალურობა - როგორც აღმოჩნდა, შემთხვევის დღეს რ------ თავად დაუნახავს ე--------------------- მათი ბინიდან რომ გამოდიოდა.

 

დაზარალებული დ--–------------- ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ესმოდა მის მეზობლად მყოფი ე---------------------- ხმა. როცა ოთახში სიგარეტი, კომოდზე დატოვებული ხურდა ფული და ჩანთაში შენახული 50-ლარიანი მოისაკლისეს, მეზობელ რ-------------–-–---–- გაესაუბრა და გაარკვია, რომ მის ბინაში ე--------------------- შესულა, რის გამოც ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადა. თუმცა, თვენახევრის წინ 50-ლარიანი, რომელიც შემთხვევის დღეს მოპარული ეგონა, ერთ-ერთი ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩინა. აღნიშნულის გამო, ვინაიდან თავად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ახლობელს, ი-------------- სთხოვა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის ეცნობებინა.

 

მოწმე ი-------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც ბრალდების მხარის მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, 2018 წლის 18 აპრილს მას დაუკავშირდა დ--–------------ და სთხოვა ჯერ სანოტარო ბიუროში მისულიყო, შემდეგ კი ნოტარიუსის თანდასწრებით, „სკაიპის“ მეშვეობით, მის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ე---------------------- ბრალდების საქმის განმხილველი სასამართლოსთვის მიეწოდებინა. ნოტარიუსის თანდასწრებით დ--–------------- განაცხადა, რომ ტანსაცმლის ჯიბეში იპოვა ის 50-ლარიანი კუპიურა, რომლის მოპარვაც ე--------------------- აქვს წარდგენილი ბრალად.

ბრალდებულმა ე---------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დარწმუნებული იყო, რომ დ--–------------ და ჯ---------------- იმყოფებოდნენ სახლში, რადგან ცოტა ხნით ადრე დაინახა ისინი. ვინაიდან მათთან დალაპარაკება და საყვედურის თქმა უნდოდა, შევიდა მათ სახლში, სადაც სხვა დროს უნებართვოდ არაერთხელ შესულა, მითუფრო, რომ კარი შეღებული იყო. როცა დ--–- და ჯ------- შინ ვერ ნახა, ბინიდან გამოსვლისას კომოდზე სიგარეტ „პირველის“ კოლოფი შენიშნა. გაეცინა, რადგან მის დასთან თანაცხოვრების პერიოდში ჯ------- მხოლოდ კარგი ხარისხის თამბაქოს ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უჭირდათ. სიგარეტის კოლოფი აიღო, მეგობრებისთვის საჩვენებლად ბინიდან გაიტანა და თ----------------- და რ-------------–-–---–-- წინაშე ჯ------- დასცინა - ნახეთ, ა-–------- ახლა რა სიგარეტს ეწევაო. თ------ და რ------- სთხოვეს დ--–------- და ჯ------------- თავი დაენებებინა, რამე პროვოკაცია რომ არ მოეწყოთ მისთვის, ამიტომ, სიგარეტის კოლოფი სახუმარო წერილთან ერთად, - სადაც დაწერა „აქ იყო ე--- პაპა“, - დააბრუნა დაზარალებულის ბინაში და დადო მაგიდაზე. შემდეგ კი, რ-------------–-–---–-- თხოვნით გაერიდა იქაურობას. ბრალდებულმა ე---------------------- ასევე აღნიშნა, რომ ხურდები, რომლებიც მოწმეებმა სიგარეტის კოლოფთან ერთად მის ხელში შენიშნეს, ეკუთვნოდა მას და ხელში იმის გამო ეჭირა, რომ ჩვევად აქვს ხურდით ან გასაღებით თამაში.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ე---------------------- ბრალეულობის თაობაზე, ისევე, როგორც ბრალდებულის პოზიცია მისი სრული უდანაშაულობის შესახებ, არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზე---აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხდომაზე დაზარალებული დ--–------------- მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარე---ება, - მის მიერ საკუთარ ტანსაცმელში იმ კუპიურის პოვნა, რომლის ქურდობაც დღესდღეობით ბრალდებულ ე--------------------- ედება ბრალად, - გამორიცხავს ზე---აღნიშნული კუპიურის ქურდობისათვის ე---------------------- მსჯავრდებას, მითუფრო, იმ პირობებში, როცა დაზარალებულის მიერ თანხის პოვნის ფაქტის უტყუარობას არც სახელმწიფო ბრალმდებელი აყენებს ეჭვქვეშ. სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დ--–------------- ჩვენება არ ქმნის ზე---აღნიშნულ დანაშაულში ე---------------------- გამართლების საფუძველს, მხოლოდ იმიტომ, რომ „დაკარგული“ კუპიურის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არცოდნის პირობებში, დაზარალებულის მიერ იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ნაპოვნი თანხა სწორედ ისაა შემთხვევის დღეს რომ მოისაკლისა, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ე---------------------- ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გამართლებული არ არის, რადგან უდავოა, რომ დაზარალებულის ზე---აღნიშნული ჩვენება, სულ მცირე, ეჭვის ქვეშ აყენებს ე---------------------- მიერ დ--–------------- კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტს და აღნიშნული ეჭვი არც საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ქარწყლდება - მოწმეებმა თ----------------- და რ-------------–-–---–-- დაკითხვისას განმარტეს, რომ დ--–------------- ბინიდან გამოსულ ე--------------------- სიგარეტის კოლოფთან და რკინის მონეტებთან ერთად ფულის რაიმე კუპიურა ხელში არ სჭერია; მოწმე ჯ----------------- კი დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბინიდან თანხის დაკარგვის თაობაზე დ--–----------------- შეიტყო (სხვა მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოჰფენდა სადავო საკითხს, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა).

 

ყოველივე ზე---აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ბინიდან 50-ლარიანი კუპიურის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგინდა. რაც შეეხება ბრალდებული ე---------------------- მიერ დაზარალებულის ბინაში შესვლისა და რკინის მონეტების და სიგარეტის კოლოფის დაუფლების და მისაკუთრების ფაქტს, იგი უტყუარად დადასტურდა დაზარალებული დ--–-------------, მოწმეების - ჯ----------------ს, თ----------------- და რ-------------–-–---–-- ჩვენებათა ერთობლიობით (დაზარალებულის ბინიდან გამოტანილი სიგარეტის კოლოფის დაბრუნების ფაქტი, რაზეც მიუთითებს ბრალდებული ე---------------------, ზე---აღნიშნული მტკიცებულებებით არ დადგინდა).

 

სასამართლო თვლის, რომ დ--–------------- და ჯ---------------- სანახავად მათ ბინაში უნებართვოდ შესვლითა და იქედან ხურდა ფულისა და სიგარეტის კოლოფის გამოტანით ე---------------------- ხელჰყო ბინის ხელშეუხებლობა, ხოლო საკუთრების უფლების იმგვარი ხელყოფა, რომელიც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ე---------------------- მიერ ჩადენილ ქმედებაში არ დგინდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------------------- მიერ დაზარალებული დ--–------------------ მიყენებული მატერიალური ზიანი იყო მცირე მნიშვნელობის, რადგან მოწმე რ-------------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულის ბინიდან გამოსულ ე--------------------- სიგარეტის კოლოფთან ერთად ხელში ეჭირა ოთხი ლარი - ერთი ორლარიანი და ორი ერთლარიანი მონეტა. თავად დაზარალებული კი არ განმარტავს თუ რა ნომინალის და ოდენობის იყო ე---------------------- მიერ მისი ბინის შესასვლელში მდგარი კომოდის ზედაპირიდან წაღებული ის რკინის მონეტები, რომლებსაც მოიხსენიებს „ხურდად“. რაც შეეხება დ--–------------- ბინიდან ბრალდებულის მიერ გამოტანილ სიგარეტის კოლოფს, საქმის სასამართლო განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაუდგენელი დარჩა როგორც სიგარეტ „პირველის“ ერთი კოლოფის ფასი, ისე დაუფლებული კოლოფის შიგთავსი (ცარიელი იყო თუ სავსე) და ღირებულება.

 

ყოველივე ზე---აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ე---------------------- ქმედება წარმოადგენს არა ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, არამედ დაზარალებული დ--–------------- ბინის ხელშეუხებლობის დარღვევას.

 

საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

გათვალისწინებული დანაშაული

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად.

კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას ან ნებისმიერ სხვა კანონგარეშე ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის (სახლი, ბინა ან ადგილი, რომელსაც კანონიერად ფლობს მესაკუთრე) ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად კი ითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს ბინაში უკანონოდ შესვლა.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების (ბრალდებული ე----------------------, დაზარალებული დ--–-------------, მოწმეების - ჯ----------------, თ----------------- და რ-------------–-–---–-- ჩვენებების) საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ--–------------ა და ჯ------------------- განაწყენებული ე---------------------, ჯერ ზე---აღნიშნულ პირებთან დალაპარაკების, შემდეგ კი - წერილობითი შეტყობინების დატოვების მიზნით, დაუკითხავად შევიდა მათ საცხოვრებელ ბინაში, სადაც უნებართვოდ გამოჩენისა და ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---------------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, შესაბამისად, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და ე--------------------- აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაედოს მსჯავრი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზე---ქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარე---ებებს.

 

საქართველოს სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს და საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარე---ებებს და თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის კანონით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. ამავე დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ 63-ე მუხლიდან გამომდინარე, ე---------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), ბრალის აღიარების და იმ გარე---ების გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, არსებობს დანიშნული სასჯელის ბრალდებულის მიერ პირობითად მოხდის, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა, ისე - მიზანშეწონილობაც.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე---------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ე--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდეს ე---------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზშივე.

ე--------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 3------------------ 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 2. ინტერნეტის გამანაწილებელი და ე.წ ,,ვაიფაის“ როუტერი - გადაეცეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე