განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
330100118002274416
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/284-18

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ-----------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------–-----------–----------------------–-----------------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–----------–--ი),ადვოკატი - ნ-------------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ბ-----------–---–ი, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ-------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს კერძოდ, კუსტარული წესით დამზადებულ ხანჯალს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბ-----------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ბ-----------ის, ა-----–----------–-–---–ის, ა-–----------------–--ს, გ--–-------–--ისა და მა---------–--ის გამოკითხვის ოქმებს, 2016 წლის 28 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, 2016 წლის 28 ნოემბრის ამოღების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 28 ნოემბრის №2----–- დასკვნას და ბრალდებულ ბ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს (აღიარებს ჩადენილ ქმედებას).

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ-----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-1 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის (ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული); ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ბ-----------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის (სსკ-ის 118-ე მუხლი) ჩადენისათვის და ახალი ქმედების ჩადენის დროს მისი ნასამართლობა, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს ბ-----------–---–ი ღამის საათებში, ქ. თბილისში, ბ-------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - კუსტარული წესით დამზადებულ ხანჯალს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ბ-----------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბ-----------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებასა და სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის არაძალადობრივი დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ქუჩაში ატარებდა ცივ იარაღს - კუსტარული წესით დამზადებულ ხანჯალს), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ბ-----------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ-----------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

4.8. ამდენად, განაჩენის 4.6.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ბ-----------–---–ს ჯარიმის ოდენობად უნდა განესაზღვროს 2000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბ-----------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივზე და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ-----------–---–ი 2016 წლის 27 ნოემბერს ნასამართლევი იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ ბ-----------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს, 2017 წლის 2 ოქტომბრისა და 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენების გამოტანამდე - 2016 წლის 27 ნოემბერს, შესაბამისად მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

 

4.12. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ბ-----------–---–ს მთლიანად აქვს მოხდილი წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელი. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 მაისის N----- წერილის თანახმად, დასტურდება, რომ ბ-----------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით სრულადაა გადარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბ-----------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს, 2017 წლის 2 ოქტომბრისა და 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენების გამოტანამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით მთლიანად უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ და ჯარიმამ 1 000 ლარის ოდენობით და ბ-----------–---–ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

4.15. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ-----------–---–ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს მთლიანად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით - დანიშნულმა სასჯელმა - 2 თვით თავისუფლების აღკვეთამ და ჯარიმამ 1 000 ლარის ოდენობით შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და ბ-----------–---–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით თანახმად, ბ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ-----------–---–ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს მთლიანად.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურებს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი