გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
190210018002699881
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2935-18

(საქმე N190210018002699881)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ვ----–---- ე---------ნი

წარმომადგენელი - მ------- მ--–----ნი

 

მოპასუხე - თ----- გ---------ი

წარმომადგენელი - შ------- გ--------ე, ზ------- ჯ---------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე - თ----- გ---------ს მოსარჩელე ვ----–---- ე---------ნის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 3793 აშშ დოლარის გადახდა (მოთხოვნა მოსარჩელემ დააზუსტა სასამართლო სხდომაზე).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - თ----- გ---------მა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ----–---- ე---------ნის მიმართ მისი მხრიდან ვალის არარსებობის გამო არანაირი თანხა არ უნდა დაეკისროს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეებმა ყველა ფაქტობრივი გარემოება მიიჩნიეს სადავოდ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2017 წლის 23 მაისს თ----- გ---------ის მიერ შედგა ხელწერილი (ხელშეკრულება), სადაც მითითებულია, რომ მან ვ----–---- ე---------ნისაგან ისესხა 4400 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში.

მტკიცებულება: ა) ხელწერილი, ს.ფ.16 ; ბ) ახსნა- განმარტება.

 

მოპასუხის განმარტება, რომ მას ვ----–---- ე---------ნისაგან თანხა არ მიუღია არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებით. როგორც მოპასუხე მიუთითებს მის დედასა და ვ----–---- ე---------ნს შორის დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით იყო დატვირთული საცხოვრებელი ბინა, ლ---–- ბ----------ე ( ვ----–---- ე---------ნის დედა) მას ეუბნებოდა, რომ იპოთეკით დატვირთულ სახლს არ გამოასყიდინებდათ , რაც გამოიწვევდა მათ ოჯახში კონფლიქტს დედასა და მამას შორის, ამიტომ დაუწერა მან ლ---–- ბ----------ეს და არა ვ----–---- ე---------ნს ხელწერილი , თუმც რეალურად მას არანაირი თანხა არც ლ---–- ბ----------ისგან და არც ვ----–---- ე---------ნისაგან არ მიუღია.მოპასუხის აზრით, აღნიშნული იმითაც დასტურდება, რომ ვ----–---- ე---------ნისათვის ირმა გ----------გრ---–-–---–ს (მოპასუხის დედა) საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი აქვს ლ---–- ბ----------ის სახელზე თანხა.

 

მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ირმა გ----------გრ---–-–---–ს (მოპასუხის დედა) ვ----–---- ე---------ნის წინაშე ვალდებულება შესრულებული აქვს, ხოლო 2017 წლის 23 მაისს თ----- გ---------ის მიერ შედგენილი ხელწერილით აღიარებული ვალდებულება კი არ არსებობს, რადგან მოპასუხეს არანაირი თანხა მოსარჩელისაგან სესხის სახით არ მიუღია.

 

მოსარჩელის პოზიციით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2017 წლის 23 მაისს თ----- გ---------ის მიერ შედგენილი ხელწერილი ორი სხვადასხვა , დამოუკიდებელი გარიგებებია და უკანასკნელი ხელწერილი არავითარ კავშირში არ არის წინა ხელშეკრულებასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების შინაარსის ნამდვილობა , როდესაც მხარეები მას სადავოდ ხდიან, არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით და დასტურდება მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულებით. მხარეები წერილობითი ხელშეკრულების შედგენით ქმნიან მათი უფლებების დაცვის მეტ გარანტიას და მაღალ სტანდარტს. სწორედ, თ----- გ---------ის მიერ შედგენილი ხელშეკრულება ადასტურებს მხარეთა შორის ვალის არსებობის ფაქტს და აღნიშნულის დადასტურება ან უარყოფა არ შეიძლება მოხდეს მოწმეთა ჩვენებებით. სწორედ, ამიტომ ლ---–- ბ----------ის სასამართლოზე მიცემული ჩვენება ვერ იქნება იმაზე უფრო მეტი წონის მქონე მტკიცებულება, ვიდრე ხელწერილი. თუმც თავად ლ---–- ბ----------ის განმარტებითვე, სადავო ხელწერილი შედგენილია როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება და არ უკავშირდება მოპასუხის დედასა - ირმა გ----------გრ---–-–---–სა და მის შვილს - ვ----–---- ე---------ნს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.

 

3.2.2. მხარეთა შორის ვალის არსებობა დასტურდება მოპასუხე თ----- გ---------ის მიერ შედგენილი ხელწერილით.

მტკიცებულება: ხელწერილი, ს.ფ. 16 .

 

3.2.3. სესხი გაცემული იყო 6 თვის ვადით ხელწერილის დაწერიდან, კერძოდ , იგი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 23 ნოემბრამდე, რაც მოპასუხემ დაარღვია.

მტკიცებულება: ხელწერილი, ს.ფ.16.

 

3.2.4. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 460 აშშ დოლარი, რის შემდეგაც გადასახადი ჰქონდა 3940 აშშ დოლარი სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტში, ასევე გადახდილია 150 ევრო , რის გამოც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა 167 აშშ დოლარით, გადასახადელი თანხა დააზუსტა 3793 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: ა) ხელწერილი, ს.ფ.16; ბ) მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.2.5. მოპასუხემ თ----- გ---------მა სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ მას ხელწერილით აღიარებული თანხა სესხის სახით მოსარჩელისგან არ მიუღია.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელწერილი წარმოადგენს სესხის თაობაზე მათ შორის არსებული ვალდებულების დადასტურებას .

 

სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებებს წარმოადგენდა:

 

1. მოპასუხე თ----- გ---------მა მიიღო თუ არა სესხის სახით და გადაიხადა თუ არა ხელწერილით მითითებული თანხა სრულად.

 

წარმოდგენილი ხელწერილი კონკრეტულად მიუთითებს სესხის თანხას და ვალდებულების შესრულების ვადას - 2017 წლის 23 მაისიდან ეტაპობრივად 6 თვის განმავლობაში. თავად ხელწერილი საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ მოპასუხემ მიიღო თანხა, ხოლო მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მან ვალდებულება შეასრულა სრულად წარმოდგენილი არა აქვს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

თ----- გ---------ი არ უარყოფს ხელწერილის შედგენის ფაქტს, მაგრამ სადავოდ ხდის მის შინაარს, უარყოფს სესხის სახით რაიმე თანხის მიღებას ვ----–---- ე---------ნისაგან.

 

იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ თ----- გ---------ს ვ----–---- ე---------ნისგან ხელწერილში მითითებული თანხა არ მიუღია, ეკისრება თავად მოპასუხე მხარეს. მან კი სასამართლოს ვერ დაუდასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 23 მაისს მოპასუხის მიერ გაფორმებულ იქნა სესხის ხელწერილი, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა შეადგენს 4400 აშშ დოლარს, ხოლო მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე ამ ეტაპზე არის 3793 აშშ დოლარი.

 

სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ----–---- ე---------ნმა მოპასუხეს გადასცა სესხის სახით თანხა, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 13,37 ლარი, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 307,23 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ვ----–---- ე---------ნის სარჩელი თ----- გ---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. თ----- გ---------ს დაეკისროს მოსარჩელე ვ----–---- ე---------ნის სასარგებლოდ 3793 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

3. თ----- გ---------ს ვ----–---- ე---------ნის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 307.23 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელე ვ----–---- ე---------ნს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 13.37 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია საგადახდო დავალება #18382192, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300063150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი