განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
330100119002893477
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - თ------------

 

დაცვის მხარე

დამცველი - ი------------–---

თარჯიმანი - ლ--–-------–-–---–-

ბრალდებული - ქ----- თ---------- დაბადებული - 1----–-–-----------, ი-----ს ი--–------- რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი-----, ქ-----–----, შ-------- გამზირი, შ------–------------ ქუჩა N----ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, კ--–------- ქუჩა N---ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება - 2 ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ქ----- თ--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,00046 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „თებაინს“, რაც 2018 წლის 21 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქ - თბილისში, პ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 240 (ორასორმოცი) ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ს-----------– მ-----------.

ქ----- თ--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0011 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „თებაინს“, რაც 2018 წლის 26 დეკემბერს, დღის საათებში, ქალაქ თბილისში, პ------ ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 240 (ორასორმოცი) ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ს-----------– მ-----------.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ქ----- თ--------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას

 

მოწმე ს-----------– მ--------ს ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ ქ. თბილისში შემთხვევით გაიცნო ი-----ს მოქალაქე ქ----- თ---------- რომელიც არის საქართველოს ბინადრობის მქონე. დამეგობრდნენ და აქვთ ნორმალური მეგობრული ურთიერთობა. გაცვალეს მობილური ტელეფონის ნომრები, რომლის მობილური ტელეფონის ნომერია 5-----------. მათ კომუნიკაცია აღნიშნულ პერიოდში ჰქონდათ როგორც მობილური ტელეფონის საშუალებით, ასევე პირისპირ ნახულობდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 16 დეკემბერს დაუკავშირდა ქ----- თ--------ი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებს „ოპიუმის“ შეძენა და უთხრა, რომ ე.წ. ერთი „ბაშის“ სანაცვლოდ უნდა გადაეხადა მისთვის ფულადი თანხა 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. მან ქ----- თ--------ს უთხარა, რომ დაფიქრდებოდა და შემდგომ ეტყოდა პასუხს. ვინაიდან, მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული, გადაწყვიტა მისულიყო პოლიციაში, დაეწერა განცხადება, ეთანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და ქ----- თ--------ი ემხილა დანაშაულის ჩადენაში. თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებასთან და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებათა მომზადებისა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღებაზე. თანხმობა განაცხადა აღჭურვილიყო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით რათა მომხდარიყო მისი ბრალდებულთან შეხვედრის ფარული ჩაწერა. 2018 წლის 21 დეკემბერს გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა ჩატარებულ ფარულ ღონისძიება „საკონტროლო შესყიდვაში“. შესაბამისი სპეც. ტექნიკით აღჭურვილი ქ. თბილისში, შ-------------–-------------------ის მიმდებარედ, 15:30 საათზე შეხვდა ქ----- თ--------ს. შეხვედრისას ქ-----მა უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. 2 (ორი) ბაშის შესაძენად მიეცა მისთვის ფულადი თანხა 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით, საბურთალოზე კონკრეტულ მისამართზე ტელეფონი შეუთანხმდებოდა და მიუტანდა ნარკოტიკულ საშუალებას იმავე დღეს გარკვეული დროის შემდეგ. მოწმემ ქ-----ს გადასცა ფულადი თანხა 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. იგი მაშინვე წავიდა და ტრიალებდა საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დაუკავშირდა ქ----- თ--------ი და უთხრა, რომ მისულიყო გამსახურდიას გამზირზე (პ------ გ----------თან, სადაც მან 16:40 საათზე გადასცა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული მოყავისფრო ფერის ოვალური ფორმის მყარი მასა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ე.წ. ორი „ბაში“ და დაშორდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად, ქ----- თ--------თან შეხვედრამდე, გამომძიებლისგან მას გადაეცა ორი ცალი ასლარიანი და ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, რომელთა მიღებაც დაადასტურა შესაბამის ოქმზე ხელმოწერით. ამის შემდეგ, ქ. თბილისში შ-------------–-- ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებით შეხვდა ქ----- თ--------ს, რომელსაც გადასცა აღნიშნული კუპიურები, მთლიანობაში 240 ლარი. მათი შეხვედრისას, მასსა და ქ----- თ--------ს შორის საუბარი მიმდინარეობდა ს--------– ენაზე. აღნიშნული შეხვედრის და ფარული ღონისძიების დროს ნებაყოფლობით იყო აღჭურვილი სპეც ტექნიკით და მის მიერ მოხდა შეხვედრის და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ, გამომძიებელს ნებაყოფლობით წარუდგინა ქ----- თ--------ისაგან საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი „ოპიუმი“, ორი ცალი ე.წ. „ბაში“. ანალოგიური განმეორდა 2018 წლის 26 დეკემბერსაც.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ს----------–---–ის ჩვენების მიხედვით: მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ----- თ--------ი ცხოვრობდა ქ. თბილისში, პ------ გ-------------ში და ი----, კ--–-----------------ში, სადაც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოკითხა მოწმის სახით.

მოწმეთა ა-----– ა----------ის და გ------- ლ---------–---ის ჩვენებებით: 2019 წლის 28 იანვარს ქ. თბილისში, პ------ ქ--------თან შეაჩერეს ქ----- თ---------- რომელსაც გააცნეს განჩინება დაკავების თაობაზე, დააკავეს ბრალდებულის სახით და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულისგან ამოღებული იქნა სამი ცალი მოლურჯო ფერის აბი.

მოწმე ზ------ მ-----ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისი, კ--–------- ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა დახვრეტილი პოლიეთილენის ბოთლი, რომელზეც შემოხვეული იყო ფოლგა და ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული ბოთლის გამოყენებით მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალება „ოპიუმს“.

აღნიშნული გარემოება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ს-------- ი--------ემ და ექსპერტმა ნ-----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ დასურათებული იქნა ბინა, ხოლო ფოტოსურათები დისკზე ჩაწერილი გადაეცა გამომძიებელს.

მოწმეთა ნ-----------–--ის და დ----------------იას მიერ დადასტურებული იქნა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.

2018 წლის 21 დეკემბრის ს-----------– მ--------სა და ქ----- თ--------ის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ მამაკაცი საუბარში ახსენებს პ------ გამზირს და შემდეგ ამბობს: „ბიჭებო მოვუგვაროთ 30 ცალი პირადი მოხმარებისთვის?“. ბიჭებს ეუბნება, რომ პ------ე ვის სახლშიც ცხოვრობს იმას უნდა აღება, მაგრამ არ აკონკრეტებს რის. მამაკაცი იღებს ფულს (კადრში ჩანს ორი ცალი ოც ლარიანი, მესამე კუპიურა არ ჩანს) და ეკითხება საკმარისია თუ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი პ------ გამზირზე ხვდება ი------– მამაკაცს და ს--------–ად ეუბნება: „ბატონო ერთი წუთით მოიცადე რაღაცაში ეჭვი მეპარება“. „რატომ?“ მამაკაცები პ------ გამზირის N------- შედიან ჩიხში. „ოქრო ალმასი დატესტე?“. „კი დავტესტე“. კადრში ჩანს, რომ მამაკაცი იღებს პატარა შეკვრას, სავარაუდოდ ე.წ. „ბაშს“ და ამბობს: „მითხრეს სინათლეზე ამოიღე, რომ რამე არ ჰქონდეს“. „ბევრს ლაპარაკობენ. ღმერთს გეფიცები, დედას გეფიცები, 10 ლარია მარტო ჩემი. ამას სხვისგან ვიღებ“.

2018 წლის 26 დეკემბრის ს-----------– მ--------სა, ქ----- თ--------ის და მისი თანმხლები პირის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ მამაკაცი საუბრობს ტელეფონზე ს--------–ად. იგი თანამოსაუბრეს ეუბნება: „ქ-----, სად ხარ?“. „აი, გადმოვდივარ მეორე მხარეს“. კადრში ჩანს პ------ გამზირი. მაღაზია „კრისტალის“ წინ მამაკაცი ხვდება ორ ახალგაზრდა ი------– მამაკაცს. იგი ერთ-ერთ მამაკაცს მიმართავს სახელით „ქ-----“ და ეუბნება ამ სახელთან დაკავშირებულ ს--------– კ--–-------ს. მამაკაცები ერთმანეთს ესალმებიან, კოცნიან და ერთმანეთის ამბავს კითხულობენ. საუბრობენ ბინაზე, საუბრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი მამაკაცი (მ1) შედის ჩიხში და (ხუმრობით) ამბობს: „გავიქცევი ახლა“. ობიექტი და მეორე მამაკაცი მას უკან მიყვებიან და თან ხუმრობენ. გარკვეული დროის შემდეგ კადრში ჩანს, რომ ობიექტი მამაკაცს (მ1)-ს გადასცემს თანხას (სავარაუდოდ, 240 ლარს, 2 ცალ 100 ლარიანს და 2 ლალ 20 ლარიანს) და თან ითვლის კუპიურებს: „100, 200, 220...“. „240?“ „ზუსტად ეს 240. ღმერთს გეფიცები, 5 ლარს ვიღებ ჩემთვის“. „არა, შენი მსახური ვარ (ს--------–ი თააროფი)“. „არაფერი არ მრჩება“. „წადი და მოდი, ერთი უფრო მნიშვნელოვანი საქმეც მაქვს“. მამაკაცი ფულს იღებს და მიდის. ობიექტი სასაუბრო თემას ცვლის. „ჰ----, ქ-----მა მეორე ჯერზე მითხრა, რომ რამდენიც გენდომება მოგიხერხებო“. „რას?“, „ყველაფერს. თრიაქს (ოპიუმს). ერთ ტიპს ვიცნობ, შეიძლება, იცნობდეს. იმ ტიპს (?)“. „ის მაღაზია აქვს. არ აქვს. მისი საქმე ეს არის. წელიწად-ნახევარია ამას აკეთებს. მას შემდეგ, რაც ქ-----ი მეორეჯერ ვნახე, იქიდან მოყოლებული დღემდე, შევამოწმე ისიც და ყველაფერი“. „მოდი, ვნახოთ, ჯერ არაფერი უთხრა“. „ დიდი რაოდენობით იღებს“. „დიდ რაოდენობაზე არ იმუშაო“. „ქ-----მა მითხრა, რამდენიც ენდომება, მოგიხერხებო“. „შეუძლია მოახერხოს, მაგრამ დიდი რაოდენობა საშიშია. იმას ინფორმაცია მიაწოდე, რომ ჯერ ფული უნდა მოგვცეს წინასწარ?“. „კი“. „ასე კარგია“. „ჯერ საქმე. თქვენ არავინ უნდა გნახოთ. ამაზე ნერვიულობთ?“. „კი“. „შუამავალი მხოლოდ მე ვარ“. „დიდი რაოდენობით თუ არის დანაშაულია და სასჯელს ითვალისწინებს, ჯარიმას ან რამე ეგეთს. მაგალითად, ნახევარი კილოზე უკვე ჯარიმაა, მაგრამ 7 - 10 გრამი შეიძლება“. „7 გრამი რამდენის გამოდის?“ თანამოსაუბრე ხელით გაურკვეველ ჟესტს აკეთებს. „ქ-----ს შეუძლია მოაგვაროს ხო?“, „კი შეუძლია“. „ქ-----ი რომ მოვა დაველაპარაკოთ. ვეტყვი, ი------–ი რომ არ არის“. „ვინ?“ „ის, ვისაც იმის მაღაზია აქვს“. „ არა“ „რატომ? არც ქართველი არ არის“. „უცხოელი არა, ი------–ი რომ იყოს სხვა საქმეა“, „აქვს მხოლოდ ირანული“. „ასეთ რისკზე თანახმა არ ვარ“. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება ის მამაკაცი, რომელმაც ფული გამოართვა ობიექტს. მამაკაცები შედიან ისევ იმ ჩიხში, სადაც გამზირზე გამოსვლამდე საუბრობდნენ. ჩიხში შესვლის შემდეგ კადრში ჩანს, რომ ობიექტი ხელს უწვდის მამაკაცს ამ დროს რაღაც (არ ჩანს რა) ვარდება ძირს, მამაკაცი იღებს და ობიექტს ხელისგულზე უდებს. ობიექტი ბოდიშს უხდის მამაკაცს. ობიექტი იწყებს პატარა შეკვრის გახსნას. მამაკაცი ეუბნება ობიექტს: „აქ არ გახსნა“. „ვუყნოსავ მარტო“. „კარგი ბავშვები არიან?“ „ძალიან“. „ძმაო, ფრთხილად იყავი“. ობიექტი ხსნის შეკვრას. „დაბლა დაწიე, არ ქნა. არ დავარდეს“. კადში ჩანს, თითქოს, შეკვრიდან რაღაც (არ ჩანს რა) ვარდება დაბლა. „დავარდა“. „არდავარდნილა, გითხარი. ძმაო, „ჰალალაია“, ნებადართულია“. ობიექტი მიმართავს თანამოსაუბრეს: „ქ-----, გახსოვს რომ მითხარი რამდენიც გინდა მოგიხერხებო?“. „რას?“ „თრიაქს (ოპიუმს)“. „დამთავრდება“. „რატომ?“. „მოვახერხებთ“. „კი. დარეკე“. მამაკაცები ჩიხიდან გადიან პ------ გამზირზე. თანამოსაუბრეები ერთმანეთს ემშვიდობებიან და ობიექტი აგრძელებს მოძრაობას პ------ გამზირზე.

2018 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, პ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----ს მოქალაქე მოწმე ს-----------– მ-------მა ნებაყოფლობით წარადგინა ქ----- თ--------ისგან გასაღების მიზნით მისთვის გადაცემული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ოვალური ფორმის მყარი მასა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ ე.წ. ორი „ბაში“.

2018 წლის 22 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო მყარი ნივთიერება, წონით-1,2690 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: „მორფინს“ (მარილი) – 0,0093 გრამს; „კოდეინს“ (მარილი) – 0,0017 გრამს და „თებაინს“ -0,00046 გრამს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ა-–---------- დ---------მ.

2018 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისი, პ------ ქ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----ს მოქალაქე მოწმე ს-----------– მ-------მა ნებაყოფლობით წარადგინა ქ----- თ--------ისგან გასაღების მიზნით მისთვის გადაცემული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ოვალური ფორმის მყარი მასა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ ე.წ. ორი „ბაში“.

2018 წლის 27 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი: თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი მყარი ნივთიერება, წონით-1,287გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: „მორფინს“ და „კოდეინს“ ფუძეზე გადაანგარიშებით „მორფინს“ (ფუძე), წონით–0,0184 გრამს; „კოდეინი“ (ფუძე), წონით–0,0021გრამს; „თებაინს“, წონით–0,0011გრამს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ნ----------–---–-ა.

2019 წლის 28 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ----- თ--------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის პარკში მოთავსებული 3 ცალი ლურჯი ფერის მრგვალი ფორმის აბი.

2019 წლის 28 იანვრის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისი, კ--–-----------------ში მდებარე ქ----- თ--------ის საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახში საწოლის ქვეშიდან ამოღებული იქნა ნახევარ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, რომლის ქვედა ნაწილში აღინიშნება მრგვალი ფირმის დაახლოებით 112 დიამეტრის ნახვრეტი, ხოლო თავზე ჩამოცმული აქვს ფოლგის ნაჭერი, რომელსაც აღენიშნება ნახვრეტები და ნამწვები. ქ----- თ--------ის განმარტებით, აღნიშნული ბოთლით ეწეოდა „მარიხუანას“.

2019 წლის 28 იანვრის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ქ----- თ--------ის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: „კოდეინის“, „მორფინის“, „ტეტრაჰიდრონაკაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ლ-–-----------მ.

2019 წლის 13 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამები, რომლებიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით: „C----------------------------------ის საშუალებით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებული ქ----- თ--------ის პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს 0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ დისკზე ჩაწერილი ქ----- თ--------ის პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება.

2019 წლის 18 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ქ----- თ--------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება - 2 ეპიზოდი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ქ----- თ--------ი თავდაპირველად თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ქ----- თ--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქ----- თ--------ის ბრალდების დადასტურება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (ასევე, უდავო მტკიცებულებები) ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსა და გამოძებისათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია უდავოდ ცნობილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ქ----- თ--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. კერძოდ; მოწმე ს-----------– მ--------ს გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით და მიღებული ინფორმაციით, ს-----------– მ--------სგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით და ამოღებული ობიექტებით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- და N---------------- დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.

დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „თებაინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.

აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ „თებაინი“.

განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების (შეძენა, შენახვა და ა.შ.) საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ამდენად, ქ----- თ--------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის - 2 ეპიზოდი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ქ----- თ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ს----------– მ--------სა და ქ----- თ--------ის შეხვედრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, კ--–------- ქ-----–- და პ------ ქ-------------------ში ჩატარებული ბინის ჩხრეკების ამსახველი ფოტომასალა, 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, ქ----- თ--------ისაგან ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზისათვის ნიმუშის სახით გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ს-----------– მ--------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, დალუქული 2 (ორ) პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–---- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ----- თ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ქ----- თ--------ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

3. ქ----- თ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.

4. ქ----- თ--------ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. ნივთმტკიცება:

- ს----------– მ--------სა და ქ----- თ--------ის შეხვედრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, კ--–------- ქ-----–- და პ------ ქ-------------------ში ჩატარებული ბინის ჩხრეკების ამსახველი ფოტომასალა, 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული 2 პაკეტად, ქ----- თ--------ისაგან ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზისათვის ნიმუშის სახით გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ს-----------– მ--------საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, დალუქული 2 (ორ) პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–---- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი