გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.07.2019
საქმის ნომერი
110210019002967588
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002967588

N2/237-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.07.2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----ი'',წარმომადგენელი ლე--------------–ია,მოპასუხე პა-----–---–-–---–ი,წარმომადგენელი მა------------ე,გი-------------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. პა-----–---–-–---–ისათვის სს ”სა-------------------------------------–-----ის” სასარგებლოდ - 6905.61 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის მოსაზრება

 

მოპასუხე პა-----–---–-–---–ი, თავისი მართვის ქვეს არსებული ავტომანქანით ,,ვ--------'' სახელმწიფო ნომრით D------, 2018 წლის 23 აგვისტოს ქალაქ თერჯოლაში მოძრაობისას უკანა მხრიდან შეეჯახა ,,კია''-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა გი-------------ე. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი სქემატური ნახაზით და სამართალდარღვევის ოქმით საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა პა-----–---–-–---–ი. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილი იქნა შპს ,,კი-----------------------ში'', რომლის ინვოისის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენის ღირებულება განისაზღვრა 8030.30 ლარის ოდენობით. მზღვეველის მიერ ჩარიცხული იქნა დამზღვევის ანგარიშზე 6905.61 ლარი, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე - პა-----–---–-–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2000 ლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილი თნხის - 4905.61 ლარის ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ავტომანქანა დაზიანდა უმნიშვნელოდ. მას შეეძლო იმ ავტომანქანის აღდგენა და ნაკლები ხარჯი ექნებოდა გადასახდელი. სადაზღვევო კომპანიამ კი ზიანის ოდენობა შეაფასა არარეალური ფასებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 23 აგვისტოს ქ. თერჯოლაში, რ---------–-ს ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ,,ვ--------'' მარკის ავტოსატრანსპორტო საშულება სახელმწიფო ნომრით D------, რომელსაც მართავდა მოპასუხე პა-----–---–-–---–ი, შეეჯახა მისივე ზოლში მის წინ მოძრავ ,,კია''-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა გი-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა ახსნა-განმარტება,- 2018 წლის 23 აგვისტოს №ბა 0-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევი ოქმი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა პა-----–---–-–---–ი, რის გამოც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბა 0-------- - საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით და იგი დაჯარიმდა 250 ლარით. პა-----–---–-–---–ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 23 აგვისტოს №ბა 0-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევი ოქმი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. ,,კია''-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით W-------- ეკუთვნის შპს ,,დ---–----------------ას" და ,,კია''-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W-------- , დაზღვეულია სს ”სა-------------------------------------–-----ში”. ავტომობილის დაზღვევის პოლისის თანახმად დაზღვეული იქნა მთელი რიგი სადაზღვევო რისკები, მათ შორის ავტოსაგზაო შემთვევით გამოწვეული დაზიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დაზღვეული ,,კია''-ს მარკის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით W--------, მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრა შპს ,, კი-----------------------მ", რომლის ინვოისის თანახმად ავტომანქანის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 8030.30 ლარის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები;

- პა-----–---–-–---–ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი;

- შპს ,,კი-----------------------ს'' 2018 წლის 13 სექტემბრის ინვოისი.

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2 სს ”სა-------------------------------------–-----ის” მიერ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისა და და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად დამზღვევის შპს ,,დ---–----------------ას" ანგარიშზე ჩაირიცხა 6905.61 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

_ სს ”სა-------------------------------------–-----ის” თანხის გადარიცხვის ქვითარი, დათარიღებული 2019 წლის 22 თებერვლით, საგადახდო დავალება N---------, მიმღები შპს ,,დ---–----------------ა''.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. მხარეებს შორის სადაოა ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მანქანის აღსადგენად დამზღვევს გადაურიცხა 6905.61 ლარი. მოპასუხე სადაოდ ხდის ამ ღირებულებას და განმარტავს, რომ აღდგენის ღირებულება გაცილებით ნაკლებია და სავარაუდოდ მიაჩნია 2000 ლარი საკმარისი იქნება მის აღსადგენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 799-ე820-ე, 832-ე, 992-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, პა-----–---–-–---–ის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რაც გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა.

 

6.2. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, და უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პა-----–---–-–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა ავტო საგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად. შესაბამისად მისი ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს ,,დ---–----------------ას" კუთვნილი ავტომანქანა და მიყენებული ზიანი გამოწვეულია პა-----–---–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პა-----–---–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს ,,დ---–----------------ას“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.

 

6.3. მხარეებს შორის სადაოა ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მანქანის აღსადგენად დამზღვევს გადაურიცხა 6905.61 ლარი. მოპასუხე სადაოდ ხდის ამ ღირებულებას და განმარტავს, რომ აღდგენის ღირებულება გაცილებით ნაკლებია და სავარაუდოდ მიაჩნია 2000 ლარი საკმარისი იქნება მის აღსადგენად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი, ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

6.4. მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს 6905.61 ლარს და თავისი ზეპირი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა შპს ,,კი-----------------------ს" მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს შედგენილი გაანგარიშება, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო ნომრით W-------- ავტომანქანას ესაჭიროება 4552.65 ლარის ღირებულების სთადარიგო ნაწილები, მომსახურების ღირებულება კი შეადგენს 3478 ლარს. ავტომანქანის შესაკეთებლად კი მზღვეველმა მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----მა“ დამზღვევს შპს ,,დ---–----------------ას“ გადაუხადა შეკეთების ხარჯები 6905.61 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება გადარიცხვის დოკუმენტით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებას, რომ საეჭვოა ინვოსიში მითითებული სათადარიგო ნაწილები სჭირდებოდა თუ არა დაზიანებულ ავტომანქანას, ასევე საეჭვოა მათი ღირებულება და არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება არა 6905.61 ლარი, არამედ უფრო ნაკლები. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევ მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის ოდენობა არის განსხვავებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, გარდა ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი 6905.61 ლარის ოდენობით.

 

6.5. საქ. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დადგენილია და სადაოც არარის ის გარემოება, რომ ,,კია''-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W-------- დაზღვეულია. მზღვეველმა სს ,,სა-------------------------------------–-----მა” აუნაზღაურა ,,კიას'' მარკის ავტომანქანის მესაკუთრეს შპს ,,დ---–----------------ას" მიყენებული ზიანი და დაფარა ავტომობილის შეკეთების ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ პა-----–---–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა აანაზღაურა. შესაბამისად ის იჭერს ზიანის ანაზღაურის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დამკაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი- 2000 ლარის ნაწილში, შესაბამისად ამ ნაწილში იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60.32 ლარის ოდენობით.

 

პა-----–---–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი, კერძოდ 147.68 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----ის" (ს/კ 204426674) სარჩელი დაკმაყოფილდეს

მოპასუხე პა-----–---–-–---–ს (პ/ნ 21001002316) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----ის" (ს/კ 204426674) სასარგებლოდ 6905.61(ექვსი ათას ცხრაას ხუთი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხე პა-----–---–-–---–ს (პ/ნ 21001002316) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----ის" (ს/კ 204426674) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 147.68(ას ორმოცდაშვიდი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ანაზღაურება.

2.1. მოსარჩელე სს ,,სა-------------------------------------–-----ს" (ს/კ 204426674) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60.32(სამოცი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი. ბაჟის გადახდის თარიღია 2019 წლის 22 აპრილი, სახაზინო კოდი N300193150.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე