განაჩენი

სისხლის სამართლის 03.07.2019
საქმის ნომერი
010100119003048520
დავის ტიპი
381
თარიღი
03.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003048520

საქმე N 1-491/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03.07.2019 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: თა----------ა

მამის სახელი: ვლ--------ი

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგ/მისამართი: ქ. ქობულეთი, რუ-------–---------

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - და-------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №172150519002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 16 აპრილს, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ თა----------ას მიმართ 30 დღის ვადით გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც მას როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, ან-----------------ას, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით თა----------ა არაერთხელ მივიდა ქალაქ ქობულეთში, რუ-------–--------------------ში მდებარე ან-----------------ას საცხოვრებელ სახლში, ასევე არაერთხელ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან ან-----------------ას მობილურ ტელეფონზე განახორციელა სატელეფონო ზარები და აგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 25 ივნისი წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ 16.04.2019 წლის შემაკავებელი ორდერით, თა----------ას აეკრძალა იმ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც იმყოფებოდა ან-----------------ა, მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თა----------ას 2019 წლის 16 აპრილის შემაკავებელი ორდერით - აკრძალული ქონდა რა, ან-----------------ასთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - 2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში თა----------ა არაერთხელ მივიდა ქალაქ ქობულეთში, რუ-------–----------------------ში მდებარე ან-----------------ას სახლში, ასევე არაერთხელ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან ან-----------------ას მობილურ ტელეფონზე განახორციელა სატელეფონო ზარები და წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

2.6. თა----------ასათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ან-----------------თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით 2019 წლის 16 აპრილიდან; ქობულეთის რაიონული სამმართველოს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ან-----------------თან მიახლოება და კომუნიკაციის აკრძალვის ვადა იყო რა 30 დღით, - თა----------ა ან-----------------ას ნახვას და მასთან კომუნიკაციას ცდილობდა 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში.

 

2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ან-----------------ას ჩვენება, ზუ------–-------ს ჩვენება, რე-----------ის ჩვენება, ოლ------------ის ჩვენება, თა----------ას დაკავების ოქმი, დათვალიერების ოქმი და ფოტოხრილი, შემაკავებელი ორდერი N0----- და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ თა----------ამ 2019 წლის 28 აპრილიდან და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში ან-----------------ასთან სახლში მისვლით და მობილურ ტელეფონზე დარეკვით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა----------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თა----------ას მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ამაჟამად არ საქმიანობს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, თა----------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, თა----------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თა----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორასთხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თა----------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 15 მაისიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 30 (ოცდაათი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 (ასოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ თა----------ას მიმართ 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ლი----------------ის (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქობულეთი, დაბა ოჩხამური, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი 2--3-.0--0--) - 10 000 ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე