განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ი--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---- ი----- ძე დ--------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ლს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ბ---- გ-------– ს--–----- მ--- შესახვევი, ბინა #---ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი - ნ---- ბ------–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.ლ---- დ--------–---–ი და თ------- გ------–-----ი ცხოვრობდნენ თ---–--–-- ბ---- გ-------– ს--–----- გამზირი #- შესახვევი, კორპ.#-, ბინა #---ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ საერთო სამი შვილი. აღნიშნულ მისამართზე, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით და სოციალური ცხოვრების სფეროში მამაკაცის მიერ ქალისთვის განსაზღვრული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, სტერეოტიპული გენდერული როლების მორჩილების მოთხოვნით, კერძოდ კი იმ მოტივით, რომ თ------- გ------–-----მა უარი განაცხადა მეოთხე შვილის გაჩენაზე, ლ---- დ--------–---–ი მის მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. დაზარალებულ თ------- გ------–-----ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ დაახლოებით 15 წელი დაოჯახებული იყო ლ---- დ--------–---–ზე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 2019 წლის წლის 6 თებერვალს არაოფიციალურად გაშორდა მეუღლეს, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ლ.დ--------–---–ი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეოთხე შვილის გაჩენას. მეოთხე შვილის გაჩენისთვის არც მორალურად და არც ფიზიკურად მზად არ იყო, რადგან უმცროსი შვილი ლ-–---------- დაიბადა დაუნის სინდრომით და განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებდა. დაზარალებულის ჩვენებით, თუკი იგი მეოთხე შვილს არ გააჩენდა, ლ. დ--------–---–ი ემუქრებოდა, რომ არ მისცემდა თანხას პირადი მოხმარებისთვის, ხოლო თუ განქორწინებას გადაწყვეტდა მტრად ექცეოდა და სიცოცხლეს გაუმწარებდა. დაზარალებულის ჩვენებით ფსიქოლოგიური ტერორი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდებოდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თ. გ------–-----ი საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე თ. გ------–-----ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ლ.დ--------–---–ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა უცენზურო სიტყვებით. ამავე დღეს, დაზარალებულის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი ლ.დ--------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულის განმარტებით, ლ.დ--------–---–ი ხშირად, ხაზგასმით ამბობდა, რომ ოჯახში იყო უპირატესი და ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მას სურდა, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, არ აძლევდა სწავლისა და დასაქმების უფლებას.
2.2. დაზარალებულ თ------- გ------–-----ის დაკითხვის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე, ბრალდებულმა თავის მხრივ აღიარა დანაშაული.
2.3.სასამართლოს დასკვნა ლ---- დ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა დაზარალებულ თ------- გ------–-----ის ზეპირი ჩვენებისა და გამოკითხვის ოქმისა - ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი--------------–----, მ-----–----------–---–ის, ი-–----------–-----ის, ს---------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ---- დ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნას ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით, ასევე ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ ლ---- დ--------–---–სა და დაზარალებულ თ------- გ------–-----ს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვებოდა მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. ბრალდებული რამდენიმე თვე, ინტენსიურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე, ითხოვდა შვილის გაჩენას, ეჭვიანობდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა მას. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას. სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, თ------- გ------–-----ი მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2.6. პატივი და ღირსება წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ლ---- დ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლ---- დ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ---- დ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება როგორიცაა დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალის მიმართ, იგი მსხვერპლს განიხილავს სოციალურად თავისზე დაბლა მდგომ სუბიექტად, რომლის ცხოვრების წესის და ინტერესების განსაზღვრა, ასევე შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას - მამაკაცს შეუძლია, ხოლო ქალის ფუნქცია ბრალდებულის სტერეოტიპული შეფასებით მორჩილებაში უნდა გამოიხატებოდეს. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ლ.დ--------–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მხედველობაში იქნა მიღებული დაზარალებულის პოზიცია - არ იქნას განსაზღვრული საპატიმრო სასჯელი ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის დაუნის სინდრომის მქონე პირის ფინანსური მხარდაჭერის საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უარი განაცხადა მტკიცებულებების გამოკვლევაზე და ამით დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი. ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება სასამართლოს შეფასებით ავტომატურად არ განიხილება შემამსუბუქებელ გარემოებად, მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მოძალადე გაცნობიერებულად, ღიად გამოხატავს სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების დამოკიდებულების შეცვლის სურვილს, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გაცხადებული გულწრფელი სინანულით ჩადენილი დანაშაულისადმი. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს პრიორიტეტულად მხედველობაში მიიღო მსხვერპლის და მოძალადის არასრულწლოვანი შვილის - დაუნის სინდრომის მქონე პირის ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა რეაბილიტაციის მიზნით, რომელსაც დაზარალებულის ჩვენებით ლ---- დ--------–---–ი აფინანსებს, არასრულწლოვნის ფინანსური მხარდაჭერის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო არ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას და ბრალდებულს დაუნიშნავს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. რაც შეეხება სასჯელის ზომას, მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის მოტივი, რის გამოც ლ---- დ--------–---–ს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ვადა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ლ---- დ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ლ---- დ--------–---–ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათი.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა