განაჩენი

სისხლის სამართლის 14.07.2019
საქმის ნომერი
330100119002869756
თარიღი
14.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----– დ------- ძე მ--–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ბ---- გ-------– ს--–----- გამზირი, მ--- შ-------ი, კორპუსი #-- ბინა #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატი - ნ---- მ-----–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 23 იანვარს, თბილისში, ბ---- გ-------– ს--–----- მ--- შ-------ი, კორპუსი #-- ბინა #--–-, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ-----– მ--–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ც----- მ--–-–---–ს, კერძოდ რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. 2019 წლის 24 იანვარს, პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ც----- მ--–-–---–ი აცხადებდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს სცემა შვილმა მ-----– მ--–-–---–მა.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი კ--------- გ---–----ი, რომელმაც მოცემულ საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა დაზარალებული ც----- მ--–-–---–ი. მოწმე კ--------- გ---–----ის ჩვენებით, 2019 წლის 24 იანვარს, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ეზოში, სკამზე, შენიშნა მოხუცი ქალბატონი, რომელიც ტიროდა. სიტუაციაში გარკვევისას, ც----- მ--–-–---–მა მოწმეს განუცხადა, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შვილის მხრიდან. ც.მ--–-–---–მა, გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ შვილმა მ-----– მ--–-–---–მა მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. მსხვერპლმა ასევე განმარტა, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, შვილის მხრიდან, ჰქონდა რეგულარული ხასიათი. დაზარალებული ძალადობის ფაქტის გახსენებისას ტირილს იწყებდა, თან აცხადებდა, რომ მ-----– მ--–-–---–ი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს და თრობის ქვეშ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის გამოკითხვით ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 23 იანვარსაც, რაც საერთო ჯამში მისი განმარტებით შეუძლებელს ხდიდა მოძალადესთან თანაცხოვრებას.

 

2.3.დაზარალებულის ფსიქო-ემოც------ მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. პაციენტის #---- სამედიცინო ბარათის მიხედვით, 2019 წლის 24 იანვარს, 14:13 საათზე ექიმებმა ც----- მ--–-–---–ს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. პაციენტმა მედპერსონალს განუცხადა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. უდავო მტკიცებულებით - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის, თ-- ე-----–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პაციენტმა, გასინჯვისას ექიმს განუცხადა, რომ შვილმა მ-----– მ--–-–---–მა, 2019 წლის 23 იანვარს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა.

 

2.4. გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, რომ ც----- მ--–-–---–ს უჭირდა წერა, ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება დაზარალებულთან ჩატარდა გარეშე პირის მონაწილეობით.

 

2.5.დაზარალებულ ც----- მ--–-–---–ის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი ბ---- გ-------– ს--–----- მ--- შ-------ი, კორპუსი #-- ბინა #-- შემთხვევის ადგილი დათვალიერდა გამომძიებლის კ--------- გ---–----ის მიერ, ექსპერტების, გარეშე პირის ც------ კ--–------ს და უშუალოდ მსხვერპლის ც----- მ--–-–---–ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბინას აშკარად ეტყობოდა ქაოსის და არეულობის კვალი, ფარდები იყო ჩამოწყვეტილი, ნივთები ქაოტურად მიმოფანტული, დაზარალებულის განმარტებით, ფარდა ფიზიკური ძალადობის დროს ჩამოგლიჯა მ-----– მ--–-–---–მა. ც----- მ--–-–---–მა მიუთითა საწოლის წინ იატაკზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე წააქცია 2019 წლის 23 იანვარს ღამის საათებში შვილმა მ-----– მ--–-–---–მა და წაქცეულს სცემდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება, გადაღებული ფოტო კადრები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები. ფოტოებში ნათლად ჩანს თუ როგორ ახდენს დაზარალებული იმ ადგილების (მისაღები ოთახის, სამზარეულო ოთახის, იატაკის, არეული ნივთების, ჩამოგლეჯილი ფარდების) მითითებას, სადაც მისი განმარტებით განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

 

2.6. ც----- მ--–-–---–ის მოთხოვნით და შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე 2019 წლის 25 იანვარს გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადის მ-----– მ--–-–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც დაფიქსირებულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის სიზუსტე დამოწმებულია მსხვერპლის და გარეშე პირის ც------ კ--–------ს ხელმოწერებით, - დასტურდება, რომ 2019 წლის 23 იანვარს, მ-----– მ--–-–---–მა დედას ც----- მ--–-–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. ძალადობის დროს მ.მ--–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გარდა აღნიშნულისა, მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც ასევე მისი ხელმოწერითაა დადასტურებული, მითითებულია, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე, მსხვერპლი გამოთქვამდა შიშს, რომ მოძალადეს შესაძლოა კვლავ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით.

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მ-----– მ--–-–---–ის სარჩელი #0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე. სასამართლომ გადაწყვტილებაში განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.8. დაზარალებულს ძალადობის კვალის აღმოჩენის მიზნით ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

 

ა) მოქალაქე ც----- მ--–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) სისხლნაჟღენთის და ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით.

 

ბ) სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

 

გ) დაზიანებები ცალკ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დ) ხანდაზმულობით არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ე) პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით: ც.მ--–-–---–ს, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში აღენიშნებოდა მოყვითალო ფერის, კიდეებზე კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X0,8სმ. მარჯვენა მტევნის ხელისგულის ზედაპირზე, მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის არეში დასწვრივი სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა 1,2X 0,1სმ ზომის, კიდეები შესიებული, ჭრილობაში მოჩანს მოგრანულო მოყავისფრო ფერის ქსოვილი. უჩივის ტკივილს მთელი სხეულის მიდამოში.

 

ე) შესამოწმებელმა პირმა ც----- მ--–-–---–მა ექსპერტს დაუფიქსირა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი, ასევე დაზიანების მიმყენებელი პირი, შესამოწმებლის გადმოცემით - სცემა შვილმა.

 

ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსის და შედეგის სისწორე.

 

2.9. მსხვერპლის ფსიქო-ემოც------ მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო ძალადობის შედეგად, საჭიროებდა სპეციალისტის ჩართულობას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

 

ა) მ-----– მ--–-–---–ის ქმედებამ გამოიწვია ც----- მ--–-–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ბ) ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიხედვით: ც.მ--–-–---–მა ექსპერტს მოუთხრო შვილის ცხოვრების წესიდან და ხასიათობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე კონფლიქტებზე, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოვლინებებზე შვილის მხრიდან. გამომსახველობა, ინტონაცია გამოხატავს დათრგუნულობას, შიშს, საფრთხის შეგრძნებას, გამოუვალი სიტუაციის განცდას. გადმოცემული შინაარსი საკმარისად თანმიმდევრულია. მსჯელობა - საკმარისად არგუმენტირებული. ... მეხსიერება - ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისათვის გასაუბრებისას ფაქტებს წარსულიდან აღადგენს, შეუძლია მათი დროში მოცემულობის განსაზღვრა. ... ფიქსაც------ მეხსიერება უმნიშვნელოდ დაქვეითებულია. ... ვლინდება შფოთვა, დაურწმუნებლობა, შევიწროებულის, დამცირებულის, უმწეობის განცდა დაუძლეველი გარემოებების წინაშე, მშვიდი, უსაფრთხო გარემოს განტვირთვის მოთხოვნილებები.

 

გ) შესამოწმებელმა პირმა ც----- მ--–-–---–მა ექსპერტს განუცხადა, რომ მისი შვილის ქმედებების გამო განიცდის სულიერ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ექსპერტმა მ------ მ-----–---–-ა დაადასტურა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსი, სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მსხვერპლის ც----- მ--–-–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოწვეული იყო ოჯახში შექმნილი ძალადობრივი ვითარებიდან.

 

2.10.გარეშე პირის ც------ კ--–------ს ზეპირი ჩვენებით ბრალდებული მ-----– მ--–-–---–ი და დაზარალებული ც----- მ--–-–---–ი არიან მისი მეზობლები. ც. კ--–------ს გამომძიებლის დავალებით მოცემულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც გარეშე პირს. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა მისი თანდასწრებით სამართალდამცველს განუმარტა, რომ შვილი მ-----– მ--–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და გამოთქვამდა შიშს ბრალდებულის მიმართ.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ლ------ ს----ა, რომელიც ასევე არის ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელი. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს, ც.მ--–-–---–ის სახლიდან ესმოდა ხმამაღალი საუბარი, თუმცა ზოგადად ამ ოჯახიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა არასდროს გაუგია. 23 იანვრამდე, დაახლოებით ორი სამი კვირის წინ დაზარალებულმა მოწმეს მოუყვა თუ როგორ სცემა ბრალდებულმა.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე ლ------ ს----ა ფაქტების დაფარვით შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, მან ზეპირ ჩვენებაში გამორიცხა დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახიდან ამ უკანასკნელის მხრიდან დედის მისამართით ხშირი ყვირილის და ჩხუბის ხმა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა ლ-------ს 25.01.2019 წ. გამოკითხვის ოქმი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,... 2019 წლის 23 იანვარს, მე ც----- მ--–-–---–ის სახლიდან მესმოდა ყვირილისა და ხმაურის ხმა. კერძოდ, მას უყვიროდა მისი შვილი მ-----– მ--–-–---–ი, რომელიც ცხოვრობს ც-----სთან ერთად..., ...ბრალდებული ბოლო რამდენიმე კვირაა სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, ამ ხნის განმავლობაში ც----- მ--–-–---–ის ბინიდან გამუდმებით ისმის ყვირილისა და ჩხუბის ხმა..., ... დაახლოებით ორი სამი კვირის წინ ც----- მ--–-–---–მა მითხრა, რომ მ-----–ი მას სცემდა“. მოწმე ლ------ ს----ამ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერა. სასამართლომ მოწმე ლ------ ს----ას ზეპირი ჩვენება და გამოკითხვის ოქმი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა და გამოიტანა დასკვნა, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია, ვინაიდან იგი განსხვავებით მოწმის ზეპირი ჩვენებისა, თანხვედრაშია დანაშაულის მამხილებელ მტკიცებულებებთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებთან.

 

2.13. დაზარალებულმა ც----- მ--–-–---–მა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული იმუნიტეტით და უარი განაცხადა შვილის - მ-----– მ--–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარით - დაზარალებულს არ მოუხდენია გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორის უარყოფა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.

 

2.14. ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 24 იანვარს, 20:35 საათზე, ქ. თბილისში, ბ---- გ-------– ს--–----- გამზირი, მ--- შ-------ი, #2--- მიმდებარე ტერიტორიაზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა მ-----– მ--–-–---–ი. დაკავებულს დაკავების პროცესში ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება. ალკოტესტმა აჩვენა შედეგი - 0,973‰ პრომილი.

 

2.15.ზემოგანხილული მტკიცებულებების ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი ადასტურებს მ-----– მ--–-–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს დედის - ც----- მ--–-–---–ის მიმართ. 23 იანვრის შემთხვევამ მსხვერპლი ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო, რომ იძულებული გახდა შვილისაგან თავდასაცავად მიემართა პოლიციისთვის და დახმარება ეთხოვა.

 

2.16. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.16.1. ბრალდებულმა მ-----– მ--–-–---–მა ჩვენებაში, ასევე დასკვნით და საბოლოო სიტყვებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ფიზიკურად არასდროს უძალადია დედაზე. რაც შეეხება ხმამაღალ საუბარს, გამომდინარე იქიდან რომ დაზარალებულს აქვს სმენის პრობლემა ხშირად ხმამაღლა ესაუბრება, რაც მეზობლების და საზოგადოების მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ჩხუბი და კონფლიქტი. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების დროს მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, დაზარალებული იმყოფება შვილიშვილების ზეგავლენის ქვეშ, ვინაიდან ამ უკანასკნელებს სამოქალაქო დავა აქვთ მ-----– მ--–-–---–თან.

 

2.16.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, მ-----– მ--–-–---–ის ბრალეულობა დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

2.16.3. სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

2.16.4. დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ ფაქტორთა გამო: სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის შესახებ შეტყობინების ინიციატორი არის უშუალოდ მსხვერპლი. სწორედ მან სთხოვა პოლიციას მოძალადისაგან დაცვა და მიუთითა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, შვილმა მ-----– მ--–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სცემა. გამომძიებელმა კ--------- გ---–----მა რომელსაც პირველადი შემხებლობა ჰქონდა პოლიციის ეზოში მსხვერპლთან, დაადასტურა, რომ ეს უკანასკნელი ძალადობის ფაქტის გამო იყო უკიდურესად აღელვებული და ტირილით გადმოსცემდა მომხდარ მოვლენებს. საყურადღებოა, რომ მსხვერპლი ც----- მ--–-–---–ი მას შემდეგ რაც დამშვიდდა, ძალადობიდან მე-2, მე-3 დღეს იგივე ინფორმაციას აწვდიდა გამოძიებას შემთხვევის ადგილის დათვალიერების და შემაკავებელი ორდერის ოქმის გამოცემის დროს, აღნიშნული მოქმედებების მიმდინარეობისას მსხვერპლი დეტალურად აღწერდა ძალადობის ფაქტს, ვითარებას და მექანიზმს. მან, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პროცესში ექსპერტებს დაუდასტურა, რომ ოჯახში შვილის მ-----– მ--–-–---–ის მიერ ადგილი ჰქონდა დედის ც----- მ--–-–---–ის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მსხვერპლის მიერ ექსპერტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ძალადობასთან დაკავშირებით დამტკიცდა დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენით და ფსიქოლოგიური ტანჯვის დადასტურებით.

 

2.16.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების სხვა ვითარებაში და სხვა დროს მიღებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ც----- მ--–-–---–მა ფიზიკური დაზიანება მიიღო არა 23 იანვარს, არამედ სხვა დროს და სხვა ვითარებაში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ც----- მ--–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები: სისხლნაჟღენთი და ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობა ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 23 იანვარს. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს პაციენტმა ექსპერტს განუცხადა, რომ სცემა შვილმა. დანაშაულის ჩადენის დროსთან და დაზიანების მიმყენებელ პირთან მიმართებაში ინფორმატიულია როგორც პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე უდავო მტკიცებულება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის გამოკითხვის ოქმი, დასახელებული დოკუმენტების მიხედვით პაციენტმა, გასინჯვისას ექიმს განუცხადა, რომ შვილმა მ-----– მ--–-–---–მა, 2019 წლის 23 იანვარს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.16.6. დაცვის მხარის არგუმენტაცია, გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში არ იქნეს მიღებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც ბრალდების მხარე მ-----– მ--–-–---–ს არ ედავება სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ტანჯვის შემადგენლობისთვის არ არის აუცილებელი მსხვერპლს მოძალადე ყოველდღიურ რეჟიმში აყენებდეს სიტყვიერ შერაცხყოფას, ფსიქოლოგიური ტანჯვა პირმა შესაძლოა ერთჯერადი ფიზიკური ძალადობის შედეგადაც განიცადოს ძალადობის მასშტაბიდან გამომდინარე. ის რომ ძალადობა იყო მასშტაბური დასტურდება მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების სიმრავლიდან და მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე: პირადი შემოწმების მონაცემები: - მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში მოყვითალო ფერის, კიდეებზე კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X0,8სმ. მარჯვენა მტევნის ხელგულის ზედაპირზე, მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის არეში დასწვრივი სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობა 1,2 X0,1 სმ. ზომის. გარდა ძალადობის მასშტაბისა, ყოველდღიურ რეჟიმში, მოძალადის ცხოვრების წესიდან (ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რაც იყო ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორი) გამომდინარე ფიზიკური ძალადობის მოლოდინმაც კი შესაძლოა მსხვერპლის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვიოს.

 

2.16.7. მ-----– მ--–-–---–ის ბრალეულობა ასევე დგინდება შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც ასახული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს მსხვერპლი. ოქმის მიხედვით ც----- მ--–-–---–მა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, შვილმა მ-----– მ--–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გარეშე პირმა ც------ კ--–------მ, რომელიც არის ბრალდებულის მეზობელი - დაადასტურა შემაკავებელი ორდერის ოქმის სისწორე და ასევე სასამართლოს განუმარტა, რომ ც----- მ--–-–---–მა გამომძიებელს მიუთითა, რომ ოჯახში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. დაცვის მხარის მითითება მასზედ, რომ არ მოხდეს შემაკავებელი ორდერის და ოქმის გაზიარება, ვინაიდან იგი გარეშე პირის ც------ კ--–------ს ჩვენებით შედგა შემთხვევის ადგილზე და არა პოლიციის განყოფილებაში, როგორც ეს ამ დოკუმენტებზე არის მითითებული - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწმე არ არის პროფესიით იურისტი, იგი მონაწილეობდა არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში გარეშე პირის სტატუსით, დაესწრო როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რომელიც შედგა შემთხვევის ადგილზე, ასევე შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის გამოცემას, მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერების კუთვნილება და შინაარსის ნამდვილობა, რაც შეეხება დოკუმენტების შედგენის ადგილს, არაიურისტი პირისთვის დოკუმენტების არსის გამიჯვნა მათი სახელწოდებებიდან გამომდინარე სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამ სირთულით არის განპირობებული მოწმის ჩვენება კონკრეტული დოკუმენტის შედგენის ადგილთან მიმართებაში.

 

2.16.8. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ მსხვერპლმა, საქმის შედეგით დაუინტერესებელ პირებს: ექსპერტებს და გარეშე პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაუსახელა ძალადობის დრო, ადგილი, დეტალურად აღწერა ძალადობის ვითარება, ხერხი და ძალადობის ჩამდენი პირი.

 

2.16.9. დაცვის მხარის პოზიცია გამამართლებელი განაჩენის მიღების მოთხოვნასთან მიმართებაში იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მსხვერპლმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია. კონვენციის 55-ე მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა შორისაც არის საქართველო, ავალდებულებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მხოლოდ ეს გარემოება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი. მ-----– მ--–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ლოგიკური ანალიზით. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, იგი ძირითად ხორციელდება დახურულ სივრცეში - ოჯახის პირობებში, როდესაც მოძალადე, მსხვერპლი და მოწმეც არიან ერთი ოჯახის წევრები და მათი ოჯახური კავშირიდან გამომდინარე დანაშაული რჩება ლატენტური (გაუმჟღავნებელი და დაფარული), აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ რამდენად ოპერატიულად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ამ კუთხით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. განსახილველ შემთხვევაში ჩარევა იყო იმდენად დროული, მყისიერი და ეფექტური, რომ შეიქმნა დამატებითი მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების თვალსაზრისით. გამომძიებლის კ--------- გ---–----ის ჩვენებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას და აღნიშნულის მკაფიო დასტურია მოწმის ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მსხვერპლი უმწეო მდგომარეობაში, აღელვებული და ატირებული მივიდა პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვა დახმარება მოძალადის ქედებების გამო. ძალადობის მყისიერად გამოვლენა ეფექტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლს ინტელექტუალური თვალსაზრისით არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა დაამახინჯოს ან გააზვიადოს ფაქტები, ამ დროს, მისი მხრიდან პოლიციელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის გულწრფელი, მეტად სანდო და სარწმუნო. სახელმწიფოს ოპერატიულმა ჩარევამ, ასევე შეუწყო ხელი მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის აღმოჩენას, დანაშაულის გამოვლენიდან გონივრულ დროში ც----- მ--–-–---–ი პირადად იქნა შემოწმებული ექსპერტის მიერ. შემოწმების პროცესში მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. შესამოწმებლის გადმოცემით: შვილმა ფიზიკურად იძალადა მასზე. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების გამო მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და განსაკუთრებულად გამოავლინა მისი მოწყვლადობა და დაუცველობა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო. ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, ვინ არის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ინიციატორი, განსახილველ შემთხვევაში გამომძიებელ კ. გ---–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. ეს ფაქტობრივი გარემოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ კატეგორიის საქმეები ცხადყოფენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. სასამართლოს შეფასებით მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს გარეშე პირის ც------ კ--–------ს ზეპირი ჩვენება, მოწმე ადასტურებს, რომ დაზარალებულმა მისი თანდასწრებით საგამოძიებო მოქმედებების დროს გაამჟღავნა მ-----– მ--–-–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ასევე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს უშუალოდ მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ძალადობის მოვლენებს, ოქმის შინაარსის სისწორეს და სანდოობას მოწმობს მსხვერპლის და გარეშე პირის ხელმოწერები. საყურადღებოა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც მსხვერპლი დეტალურად აღწერს ძალადობის ვითარებას, ხერხს, დროს და ასახელებს მოძალადეს.

 

2.16.10. დაცვის მხარის პოზიცია არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაზე მიწოდებული ინფორმაციები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები, - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ,,ფარული მიზნები“ ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ხაზს უსვამს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლებრივ სტანდარტს, სადავო არ არის, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე დროს, ბრალდების მხარე არ არის ვალდებული დაცვის მხარის არგუმენტების დასასაბუთებლად თავად მოიპოვოს მტკიცებულებები, მხარეთა პოზიციების დასადასტურებლად მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება იმ მხარეს, რომელიც საკუთარი ვერსიის დადასტურებას ცდილობს. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანების დაცვით სასამართლომ ორივე მხარეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა მეორე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე დაცვის მხარეს მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა. დაცვის მხარეს სასამართლოში არ დაუკითხია მსხვერპლის შვილიშვილები ან სხვა ნეიტრალური პირები, რომლებიც დაადასტურებდნენ ქონებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებულის ფარულ ზრახვებს ცრუდ ემხილა მ-----– მ--–-–---–ი ოჯახურ ძალადობაში.

 

2.16.11.დაცვის მხარე დაზარალებულის დისკრედიტაციის კონტექსტში შეეცადა მტკიცებას, რომ ც----- მ--–-–---–ს მისი ასაკიდან გამომდინარე არ შეუძლია მოვლენების და ფაქტების გონივრულად აღდგენა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ ც----- მ--–-–---–ს აქვს ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია-სკლეროზი. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შესამოწმებელი პირი ც----- მ--–-–---–ი ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისთვის გასაუბრებისას ფაქტებს წარსულიდან აღადგენს, შეუძლია მათი დროში მოცემულობის განსაზღვრა, უბრალოდ შეფერხებულია ფაქტების ზუსტი დათარიღება, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ ახსოვს კონკრეტული მოვლენების თარიღები. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შესამოწმებელ პირთან დამყარდა ვერბალური კონტაქტი და მან ექსპერტს დაუდასტურა გამოკითხვის ოქმებში აღწერილი გარემოებები. საყურადღებოა, რომ გარემოებები რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმებში აღწერს მსხვერპლის მიერ გადმოცემულ თარიღებს.

 

2.17.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მ-----– მ--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუც------ უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ტკივილის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმებით, ფიზიკური ძალადობის შედეგად მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანების სიმრავლე და მორფოლოგიური სურათი მიუთითებს ტკივილის ობიექტურად განცდის აუცილებლობაზე, რაც შეეხება ტკივილის სუბიექტურ განცდას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ც----- მ--–-–---–ი უჩიოდა ტკივილს მთელი სხეულის მიდამოში. აქვე საგულისხმოა, რომ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის არ არის სავალდებულო, ფიზიკურმა შეურაცხყოფამ გამოიწვიოს განსაკუთრებული ხარისხის ტკივილი. ძალადობის შედეგად ნებისმიერი მასშტაბის ფიზიკური ტკივილის განცდა, საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის.

 

3.5. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, ც----- მ--–-–---–ი და მ-----– მ--–-–---–ი არიან დედა-შვილი, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ მ-----– მ--–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ-----– მ--–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. მ-----– მ--–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მსხვერპლის მოწყვლადობა მისი ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ძალადობა ჩადენილი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მოწყვლადი პირის: ასაკოვანი და ჯანმრთელობა შერყეული მსხვერპლის მიმართ.

 

5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით მ-----– მ--–-–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ-----– მ--–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს დედის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– მ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 იანვრის განჩინებით მ-----– მ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა