გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/1823-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენლები - მ-------------–---–ი; რ-------–----------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე
მესამე პირი - სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------“
წარმომადგენელი - ფ------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 იანვრის №6/1-- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------“ მისამართზე: ვაკე, შ--–------–-----ის პლ., 4 მ-რ, შენ. ლ--------ის მ/ტ, რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №7-------- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 63-65);
4.1.2. სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ წარმომადგენელი 2018 წლის 23 მაისს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა შპს ,,ჯ---------------------------------ს“ წყალარინების საკითხზე. ამავე წლის 24 მაისს სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ წარმომადგენელი განმეორებით დაუკავშირდა შპს ,,ჯ---------------------------------ს“ და განაცხადა, რომ „წინა დღის წყალარინების დაზიანებაზე წყალარინების ჯგუფი იყო მისული და დაზიანება არის ჭაში და ამოდის წყალი“. 2018 წლის 07 ივნისს სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა შპს ,,ჯ---------------------------------ს“ და აცნობა, რომ მრიცხველების ჭაში წყალი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2019 წლის 16 იანვრის №OG19-0------ წერილი (ს.ფ. 91);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
4.1.3. სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ (სააბონენტო ნომერი 7--------; მის: ვაკე, შ--–------–-----ის პლ., 4 მ-რ, შენ. ლ--------ის მ/ტ) მრიცხველის ჩვენება 2018 წლის თებერვალში - 1485 კუბ.მ., 2018 წლის მარტში - 1994 კუბ.მ., აპრილში - 2501 კუბ.მ., ხოლო მაისში - 17 136 კუბ.მ. დაფიქსირდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს“ 2018 წლის მაისში დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის (17 136 კუბ.მ.) საფასური - 6----7.22 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №7-------- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 63-65).
4.1.4. სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2018 წლის 8 ნოემბერს №1----/02-05-07 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას და სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------სთვის“ 2018 წლის მაისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად დარიცხული თანხის - 6----7,22 ლარის კორექტირება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ 2018 წლის 8 ნოემბრის №1----/02-05-07 განცხადება (ს.ფ. 55-57).
4.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 იანვრის №6/1-- გადაწყვეტილებით სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------სთვის“ (აბონენტი 7--------) 2018 წლის მაისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 6----.22 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დარიცხვის განხორციელება დაევალა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 იანვრის №6/1-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 66-70).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.
მითითებული წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
დადგენილია, რომ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------“ მისამართზე: ვაკე, შ--–------–-----ის პლ., 4 მ-რ, შენ. ლ--------ის მ/ტ, რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ (სააბონენტო ნომერი 7--------; მის: ვაკე, შ--–------–-----ის პლ., 4 მ-რ, შენ. ლ--------ის მ/ტ) მრიცხველის ჩვენება 2018 წლის თებერვალში - 1485 კუბ.მ., 2018 წლის მარტში - 1994 კუბ.მ., აპრილში - 2501 კუბ.მ., ხოლო მაისში - 17 136 კუბ.მ. დაფიქსირდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს“ 2018 წლის მაისში დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის (17 136 კუბ.მ.) საფასური - 6----7.22 ლარი.
,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს.
სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2018 წლის 8 ნოემბერს №1----/02-05-07 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას და სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------სთვის“ 2018 წლის მაისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად დარიცხული თანხის - 6----7,22 ლარის კორექტირება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 იანვრის №6/1-- გადაწყვეტილებით სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------სთვის“ (აბონენტი 7--------) 2018 წლის მაისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 6----.22 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დარიცხვის განხორციელება დაევალა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სასმელი წყლის მილის დაზიანების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დაზიანებული მილი განთავსებული იყო სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, შპს ,,ჯ---------------------------------ს“ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება არ ეკისრებოდა და №7-------- აბონენტისთვის მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხვა კანონშესაბამისად განხორციელდა.
7.2. სასამართლო მოიხმობს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტს, რომლის შესაბამისად, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2019 წლის 16 იანვრის №OG19-0------ წერილით და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ წარმომადგენელი 2018 წლის 24 მაისს და 07 ივნისს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა შპს ,,ჯ---------------------------------ს“ და აცნობა მრიცხველების ჭაში არსებული დაზიანებისა და წყლის დაღვრის თაობაზე. ამასთან, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სასმელი წყლის მილის დაზიანება სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (წითელ ხაზებში) მოხდა.
სასამართლო მოიხმობს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მომხმარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია პასუხისმგებელი მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე. ამდენად, მომხმარებლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაზიანების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი უპირობოდ არ წარმოადგენს დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირს და მნიშვნელოვანია დადგინდეს აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს თუ არა მის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიას.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 26.11.2008წ. №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით, სწორედ მიმწოდებელია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება, ამ მიზნით იგი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან; სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარული პირობების დაცვა (21.1 მუხ. „ა“ და „ბ“ ქვ.პ.), ასევე მიმწოდებელია ვალდებული უზრუნველყოს წყალარინება, შესაბამისი ქსელისა მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით (23.1 მუხ.). სწორედ მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა პატრონობას, თუმცა მხოლოდ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე - ნაგებობამდე, ხოლო შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი (24.2 მუხ.). ამდენად, ნორმატიულად ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული წყლის მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველყოს ქსელისა და მისი ელემენტების სათანადო მოვლა-პატრონობა მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე და არა ტერიტორიის წითელ ხაზებამდე. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ კორპუსის წითელ ხაზებში მდებარეობის გამო, ჭის მოწესრიგება მის კომპეტენციაში არ შედიოდა დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება სათანადო სამართლებრივ საფუძველს.“
სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე (ს.ფ. 86-90), რომლითაც ცალსახად ირკვევა, რომ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელზეც მოხდა დაზიანება, წარმოადგენს გზის სავალ ნაწილს და არ არის მომხმარებლის მფლობელობაში არსებული დაცული ტერიტორია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სწორედ მიმწოდებელია ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობა მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე და სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------მა“ მიმწოდებელს არაერთხელ აცნობა გზის სავალ ნაწილზე (საავტომობილო გზა) ჭის დაზიანების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება შპს ,,ჯ---------------------------------ის“ კომპეტენციას განეკუთვნებოდა, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის დაზიანების არსებობის პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის მაისში სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ მრიცხველის ჩვენებაში დაფიქსირებული მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა (17 136 კუბ.მ.) ბევრად აღემატება მომხმარებლის მიერ წინა თვეებში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო ოდენობას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2018 წლის მაისში, სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ მრიცხველის ჩვენებაში აისახა დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის ოდენობაც, რომლის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირს შპს ,,ჯ---------------------------------ი“ წარმოადგენდა, ზემოაღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით შეუძლებელია სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–----------------------ს“ მომხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელიც არეგულირებს შემთხვევას, როდესაც შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა. კერძოდ, „თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდში დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობს პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე“.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სსიპ „ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ზე“ (აბონენტი 7--------) 2018 წლის მაისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 6----.22 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მითითება, კანონშესაბამისია.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 იანვრის №6/1-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია