განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/116-19 24 ივნისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–---------------ე;
ბრალდებული - ზ----ა გ-------–-ს ძე ვ------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 30 დ--------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო-სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ხელოსანი, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ დ-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2 ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, როგორც ფხიზელ, ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ----ა ვ------–---–ი ახორციელებდა მეუღლის, ნ----- გო----–------ს მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რაც მოქმედებდა ნ----- გო----–------ს ფსიქიკაზე.
2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----ა ვ------–---–მა, რომელიც იყო აგრესიული, სოფელ დ-----ში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს ნ----- გ------–---რს უმიზეზოდ, უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა დედის გინებაში და იმავდროულად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ სცემდა, ჩაარტყავდა დანას და მოკლავდა, ვინაიდან ზ----ა ვ------–---–ი იყო მთვრალი, გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, ნ----- გ------–---რს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, როგორც ფხიზელ, ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ----ა ვ------–---–ი ახორციელებდა მეუღლის, ნ----- გო----–------ს მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რაც მოქმედებდა ნ----- გო----–------ს ფსიქიკაზე.
2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----ა ვ------–---–მა, როცა მეუღლესთან, ნ----- გ------–---რთან ერთად ნათესავის წლისთავზე მიდიოდა, იმაზე გაბრაზებულმა, რომ მეუღლემ შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ უკულტუროდ მოიქცა და უხეშად მოიწმინდა ცხვირი და ამასთან გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, გაბრაზდა, გახდა აგრესიული, დაედევნა მას და სახლის მახლობლად, სოფლის შიდა საავტომობილო გზაზე, ჯერ უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა: აგინა დედის მისამართით, ხოლო შემდეგ შეჰყვა სახლში, სადაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ სცემდა, ჩაარტყამდა დანას და მოკლავდა მას. ვინაიდან ზ----ა ვ------–---–ი იყო მთვრალი, მეუღლის მიმართ ძალიან აგრესიული, ემუქრებოდა ცემით და დანის გამოყენებით მისი მოკვლით, ნ----- გ------–---რს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზ----ა ვ------–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ნ----- გო----–------ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დუშეთის რაიონის სოფელ დ-----ში მეუღლესთან ზ----ა ვ------–---–თან ერთად. 2018 წლის ნოემბრის თვიდან ზ----ა ვ------–---–ი ხშირად იქცეოდა მის მიმართ აგრესიულად და ხშირად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ყოველდღიურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, როგორც ფხიზელი ასევე ნასვამი ხშირად ემუქრებოდა მოკვლით. 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზ----ა ვ------–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, სრულიად უმიზეზოდ გახდა აგრესიული და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენება, ემუქრებოდა მოკვლით და ცემით, ეუბნებოდა, რომ ჩაარტყამდა დანას, რის გამოც ნ----- გ------–---რს გაუჩნდა მუქარის რეალური შიში. 2019 წლის 30 მარტს დაახლოებით 09:30 საათზე, ქუჩაში ზ----ა ვ------–---–მა უმიზეზოდ დაუწყო გინება უცენზურო სიტყვებით, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, ჩაარტყამდა დანას და ცემდა, რაც ძალიან იმოქმედა ნ----- გო----–------ს ფსიქიკაზე, მას შეეშინდა, რომ ზ----ა ვ------–---–ი ნამდვილად შეასრულებდა მუქარას.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.4. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ----- გო----–------ არის ზ----ა ვ------–---–ის მეუღლე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ ნ----- გო----–------ს გამოკითხვის ოქმები, მა----–- მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ხ------ა ვ------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ნ----- ვ------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ზ----ა ვ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და სხვა მასალები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----ა ვ------–---–მა 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე და 2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 09:30 საათზე განახორციელა მუქარა მეუღლის ნ----- გო----–------ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ( 2 ეპიზოდი).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ზ----ა ვ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----ა ვ------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----ა ვ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. ზ----ა ვ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ზ----ა ვ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. ზ----ა ვ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ზ----ა ვ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 2 აპრილის ჩათვლით.
6. ზ----ა ვ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი