განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100118002710684
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/5025-18

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ი-----–------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ს--------------------

 

ბრალდებული: ო---------------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------

განათლება: საშუალო,ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრაციის ადგილი: თბილისი,--------------------–----------------–-

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი,--------------------–----------------–-

სისხლის სამართლის საქმე 0------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თარჯიმანი - მ----------–------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის ივლისის თვეში, ო--------------მა ლ-------–------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ქ--–-------–--------ში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით წვდა თმაში და გაშლილ ხელს ურტყამდა სახეში, რა დროსაც ლ-------–------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ლ-------–------------ს არასრულწლოვანი შვილები გ---------------------- და ნ------------------.

 

2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 17:00-18:00 სთ-ზე, ლ-------–------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი ქ--–-------–--------ში ო---------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ-------–------------ს, ასევე ამ უკანასკნელს გამოეკიდა ქვით და ემუქრებოდა მოკვლით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, რა დროსაც ლ-------–------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

დაზარალებულმა ლ-------–------------მ განაცხადა, რომ ძმასთან ო--------------თან, მეუღლესთან კ-----------------------------თან და ორ არასრულწლოვანთან შვილთან გ----------------------სთან და ნ--------------------თან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისი ქ--–-------–--------ში. ის უვლიდა მის ძმას ო--------------ს, მიუხედავად ამისა ო--------------- ხშირად სვამდა და გამოხატავდა უკმაყოფილებას მის მიმართ. ო--------------- უკამოყფილო იყო იმის გამო, რომ მის სახლში ცხოვრობდა მისი და ოჯახის წევრებთან ერთად. 2018 წლის ივლისი თვეში, ღამის საათებში ძლიერ ნასვამ ო--------------- ყვიროდა, მან მოუწოდა დამშვიდებულიყო, რა დროსაც ო--------------- გაბრაზებული მივარდა მასთან, თმებში წვდა ცალი ხელით, ხოლო მეორე ხელით ურტყამდა. ხმაურზე გაიღვიძეს მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა, რომლებიც შეესწრნენ მომხდარ ფაქტს. მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე კ----------------------------- განმარტა, რომ ო--------------- უკმაყოფილო იყო და პროტესტს გამოხატავდა მის სახლში მისი დის ცხოვრების გამო. მისი განმარტებით, ო--------------- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს.

 

არასრულწოვანმა მოწმე გ--------------------- დაადასტურა, რომ დედამისს ლ-------–------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ო--------------მა. მან განაცხადა, როდესაც მას და მის დას ნ-------------------- ეძინათ, ისინი ხმაურის და ყვირილის ხმამ გააღვიძათ. ის და მისი და გავიდნენ ოთახში, რა დროსაც დაინახეს როგორ ექაჩებოდა თმებში და ურტყამდა ო--------------- მათ დედას.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს არასრულწლოვანმა მოწმემ ნ------------------ემ.

 

ბრალდებულმა ო--------------მა თავი არ ცნო დამანშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მის დას ლ-------–------------ს სურდა მთლიანი სახლი, რის გამოც მათ შორის უკმაყოფილობა წარმოიშვა. მან აღნიშნა, რომ არასდროს არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ლ-------–------------სთვის. პირიქით თავად ლ-------–------------ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში,----------–-------–------------------ში.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას თანახმად, ლ-------–------------ ძმის ო---------------ს მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯხვას.

 

გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (ო--------------- მიმართ), რომლის მიხედვითაც, ო--------------ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა. აღნიშნული დასკვნა დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო--------------მა განახორციელა ძალადობა მისი დის ლ-------–------------ს მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.

 

დაზარალებულმა ლ-------–------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივარდა ჩხუბით მისი ძმა ო---------------, რომელი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა მისი სახლი დაეტოვებინა ოჯახის წევრებთან ერთად. სახლის დატოვებაზე მისი მხრიდან უარის განცხადების შემდეგ, ო--------------- მას ეზოში გაეკიდა ქვით ხელში და ემუქრებოდა მოკვლით. მომხდარ ფაქტს ასევე შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილი ნ------------------ე. მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტის გამო მას გაუჩნდა შიში და მიიღო ძლიერი სტრესი.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ ნ------------------ემ დაადასტურა, რომ შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც დედამის ლ-------–------------ს ქვით ხელში გაეკიდა ო--------------- რომელიც ემუქრებოდა მოკვლით.

 

ბრალდებულმა ო--------------მა თავი არ ცნო დამანშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ის არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით მის დას. მან განაცხადა, რომ ლ-------–------------მ მოიგონა აღნიშნული ფაქტი, ვინაიდან უთანხმოება ჰქონდა მის დასთან სახლთან დაკავშირებით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში,----------–-------–------------------ში.

 

გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (ო--------------- მიმართ) რომლის მიხედვითაც, ო--------------ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა. აღნიშნული დასკვნა დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მხრიდან ლ-------–------------ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო---------------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. ამასთან ერთად, განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადატურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ო--------------მა განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ მუქარა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ო---------------ს მიმართ შერაცხული ბრალდებები განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები, სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო--------------ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ო---------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ო--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ო--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ო---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ო--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 სექტემბრის 17:40 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ლაზერული დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე