განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5148-17
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე
პროკურორი დ----------------–---–--
დაცვის მხარე
ადვოკატი ლ----------- ა------------–---–--
ბრალდებული: ა-–-------------------–----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0-----------
განათლება: საშუალო,ნასამართლობა: მქონე,რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, ვ-----------–------------
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ვ-----------–------------
სისხლის სამართლის საქმე 0------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი;
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა-–-------------------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1------------ განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის N-------- განკარგულების საფუძველზე იგი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. მიუხედავად ამისა ა-–-------------------–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,095 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც მოათავსა პოლიეთილენის პარკის წონაკებში და გადაყლაპა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 02 ნოემბერს ქ. თბილისში, კ--–-----------------–- მდებარე ,----------------––-- მისი სხეულიდან გამოძევებული იქნა სამედიცინო ჩარევის შედეგად ექიმ ენდოსკოპისტ ზ----------------- მიერ, ხოლო ამ უკანასკნელისგან ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა შეფასება:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
მოწმე ვ--–------------–-–---–-- განაცხადა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია ა-–-------------------–---- თაობაზე, რომელსაც პირადად, სხეულში და მის ა/მანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. იგი სხვა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ფ-------–-- გზატკეცილზე, რესტორან ,------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს ა-–-------------------–---- რომელიც ა/მანქანაში იყო განთავსებული. მათ ა-–-------------------–---ს წარუდგინეს თავი, განუცხადეს თუ რა ინფორმაციის თაობაზე იქნა ის შეჩერებული და ასევე განუმარტეს პირადი ჩხრეკის თაობაზე. ა-–-------------------–---მ თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომლის ჩატარების დროს ა-–-------------------–---მ განმარტა, რომ სხეულში ჰქონდა ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება გადაყლაპული. პოლიციის თანამშრომლების მიერ ა-–-------------------–--- გადაყვანილი იქნა სამედიცინო ცენტრ ,----------------––--, სადაც ექიმის დახმარებით ა-–-------------------–---- მუცლიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც განთავსებული იყო ორი ცალი ცალ-ცალკე შეფუთული ნივთიერება.
მოწმე ე-–-------–---–----- განაცხადა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ა-–-------------------–---- თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, ა-–-------------------–--- ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას და შენახვას. ა-–-------------------–--- უნდა ყოფილიყო ა/მანქანით ფ-------–-- გზატკეცილზე, რესტორან ,------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, ა/მანქანაში ან სხეულში. მან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია აცნობა მის ხელმძღვანელობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება (ზ----------------- ჩვენება, მ-----–-----------–---- ჩვენება, მ-----–------–---–-- ჩვენება; ხელწერილი (ბრალდებული ა-–-------------------–---); კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგები, სამედიცინო ჩარევის ოქმი N----- ამოღების ოქმი (ექიმი ზ-----------------გან); ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1------------ განაჩენი;) უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–-------------------–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული და ერთმანეთთან თანხვედრილი, აღნიშნული ჩვენებები ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება მოხმარების მიზნით გადაყლაპა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი ფორმით ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების სხეულში მოთავსება (გადაყლაპა პოლიეთილენის პარკში გახვეული) ვერ ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება ისე იყო შეფუთული (დაცული პოლიეთილენის პარკით), რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ გახსნილიყო ორგანიზმში და ბრალდებულს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება შეენახა და დანიშნულების ადგილზე მიეტანა მაქსიმალურად შეუმჩნევლად, რათა არ ყოფილიყო გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ. სწორედ ამას მოიცავდა მისი (ა-–-------------------–---) განზრახვა და ამ მიზანს ემსახურებოდა ბრალდებულის ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასების კუთხით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას შარვლის ჯიბეში მოათავსებდა, ავტომობილში, თუ სხეულში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–-------------------–---- ბრალეულობას. აღნიშნულის გათვალისწინებით მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–-------------------–---- მიმართ საქართველოს სსკ-ის 260 - ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ ა-–-------------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-–-------------------–---ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–-------------------–---- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–-------------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260 - ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ა-–--------------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-–-------------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან (2019 წლის 11 ივნისის 17:15 საათიდან).
მსჯავრდებულ ა-–-------------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 02 ნოემბრიდან 2017 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით (02 დღე), ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 08 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ა-–-------------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით - ბრალდებულ ა-–-------------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად შესატან გ-------------–-–---–-- (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია, დადებული ყადაღა. (მდებარე: ქალაქი თბილისი, ა-------------–---------------------------------- საკადასტრო კოდი 0----------------
ა-–-------------------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ნარკოტიკული საშუალებები-განადგურდეს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე