განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/189-19 03.07.2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე
ადვოკატი პ---–- კ-------
ბრალდებული: ვ----–- შ------ ძე კ---------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაიის, შ-------------–--------- N116/26
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ--–----------- N13
სისხლის სამართლის საქმე №041180119001
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვ----–- კ---------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში ქუთაისში, ბ------------ N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ----- ფ--–------–---–-. ასევე 2019 წლის 17 იანვარს ქუთაისში, ბ------------ N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს შ----- კ---------ს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისში ბ------------ N5ბ/31-ში ვ----–- კ--------- სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ფ--–------–---–- და ემუქრება მას სიცოცხლის მოპობით.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის სახელზე ზ----- ფ--–------–---–-- მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ----– კ---------სთან და ჰყავს შვილი - 28 წლის შ----- კ---------. დაახლოებით 2018 წლის დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე მისი მეუღლე ვ----– კ--------- სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობს სიტყვიერად, ფსიქოლოგიურად და ემუქრება სიცოცხლის მოპობით, რასაც რეალურად აღიქვამს, ვინაიდან ის არის აგრესიული და მუქარას შეასრულებს რეალურად.
N003654 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ ორდერი შედგა 2019 წლის 18 იანვარს 14:00 საათზე ქ. ქუთაისში ა------–-----–-------- N35ა-ში. ორდერის შედგენის საფუძველად მითითებულია, რომ მოძალადე ვ----– კ--------- სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით მსხვერპლს ზ----- ფ--–------–---–-. ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. მოძალადე ორდერის შედგენისას ადგილზე არ იმყოფებოდა, ეცნობა ტელეფონით.
N003655 შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ ორდერი შედგა 2019 წლის 18 იანვარს 15:00 საათზე ქ. ქუთაისში ა------–-----–-------- N35ა-ში. ორდერის შედგენის საფუძველად მითითებულია, რომ მოძალადემ ვ----– კ---------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მსხვერპლს შ----- კ---------ს. ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. მოძალადე ორდერის შედგენისას ადგილზე არ იმყოფებოდა. ეცნობა ტელეფონით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ზ----- ფ--–------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბ------------ N5 ბ/31-ში, შვილთან შ----- კ---------სთან და მეუღლესთან ერთად. 1990 წელს დაქორწინდა ვ----– კ---------ზე. მისი განმარტებით, მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქოდათ ყოველთვის, რადგან მას არ უნდოდა ვ----– კ---------ზე დაქორწინება და მასაც არ შეურთავს სიყვარულით, არამედ შეირთო სახლის გარემონტებისა და მომაკვდავი მამის მოვლის მიზნით. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------- მის მიმართ იყო აგრესიული. ძირითადად ამ აგრესიულობას ავლენდა ალკოჰოლის მიღების დროს, ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ ბოლო პერიოდში, ის ამას ავლენდა მოწმის ფეხმძიმობოდან მოყოლებული. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------- აგრესიას გამოიხატავდა ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის პერიოდში, ჩხუბობდა, სცემდა. ასეთ სიტუაციაში ზ----- ფ--–------–---–- იძულებული ხდებოდა გადასულიყო დედასთან. როდესაც ვ----– კ--------- გამოფხიზლდებოდა, მიაკითხავდა მეუღლეს ჩხუბით და ისევ უკან აბრუნებდა სახლში. მსგავსი სიტუაცია გრძელდებოდა თვეების მანძილზე. მოწმის განმარტებით, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდი სულ დაძაბულად და ჩხუბში გაატარა. ვ----– კ--------- მათგან წავიდა 2018 წლის 6 დეკემბერს. მაგრამ მანამდე ზაფხულის პერიოდშიც იყო აგრესიული, ეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს, მუდმივად იმყოფებოდა მოსაწევი ნივთიერების (პლანის) ზემოქმედების ქვეშ და როდესაც გამოდიოდა ამ მდგომარეობიდან ხდებოდა აგრესიული იმდენად, რომ მასთან საუბარი და კონტაქტი შეუძლებელი იყო. მოწმე აღნიშნავს, რომ ისეთი სიტუაცია იყო ოჯახში დილიდან, მეზობლებსაც კი აწუხებდა ვ----– კ---------- ჩხუბი და ყვირილი. 2018 წლის 6 დეკემბერს, როდესაც უკვე მიდიოდა სახლიდან ვ----–-, მან განუცხადა მეუღლეს, რომ აღარ სურდა მათთან ერთად ყოფნა, ეყიდათ მისთვის ერთოთახიანი ბინა და გადავიდოდა სხვაგან საცხოვრებლად. ზ----- ფ--–------–---–-- განმარტებით, მათი თანაცხოვრების 30 წლის მანძილზე ვ----– კ---------მ მას გაარემონტებინა ერთოთახიანი ბინა, მამა გაასვენებინა და შემდეგ არსებული ბინა გააყიდინა. ასევე აღნიშნავს,რომ მათი შვილი იყო დაახლოებით 3-4 წლის, როდესაც ვ----– კ--------- დააპატიმრეს. შემდეგ დაბრუნდა ციხიდან და მეუღლე შვილითან ერთად გააგდო სახლიდან. მოწმის განმარტებით, მას ჩამოუყალიბდა ქრონიკული ნერვოზი ვ----– კ---------- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების შედეგად, რის გამოც ზ----- ფ--–------–---–- იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან. მას მეზობლებმა მისცეს ბინა საცხოვრებლად და გადავიდა იქ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ორწელიწადნახევარი ზ----- ფ--–------–---–- შვილთან ერთად ცხოვრობდა ავანგარდში, რა პერიოდშიც ვ----– კ---------ს არ უკითხავს ოჯახის ამბავი და დაქორწინების დღიდან დღემდე ოჯახში მუშაობს და ოჯახს არჩენს მხოლოდ თავად, ის იხდის კომუნალურებს, ის უზრუნველყოფს ბავშვს ყველანაირი აუცილებელი და საჭირო ნივთებით. ვ----– კ--------- თავის აგრესიულობას ავლენდა ზ----- ფ--–------–---–---- სამსახურშიც. დაზარალებული ზ----- ფ--–------–---–- 2018 წლის 06 დეკემბრიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით ფაქტებს იხსენებს და განმარტავს, რომ 06 დეკემბერს სახლიდან წასვლისას ვ----– კ---------მ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა ოჯახთან ერთად ცხოვრება და გაეყიდათ ბინა. შემდეგ მისთვის ეყიდათ ერთოთახიანი ბინა და გაეშვათ ცალკე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაახარებდა მათ, ლიმონკას შეუგდებდა და გადაწვავდა. უთხრა: „შენო ქუჩაში დაგხვდები და დაგშტირავო“, ანუ დაგჩეხავო. ზ----- ფ--–------–---–-- მას შესთავაზა, რომ სასამართლოს გზით გაეყოთ ქონება და რაც ეკუთვნოდა მას ის წაეღო. ვ----– კ--------- თავისი სურვილით წავიდა სახლიდან და 2018 წლის 06 დეკემბრიდან ნელ-ნელა დაიწყო ნივთების გატანა, რისთვისაც მოდიოდა კვირაში 2-3-ჯერ. მოწმის განმარტებით, მისთვის გასაღები არ გამოურთმევია და როცა უნდოდა მაშინ მიდიოდა სახლში და რჩებოდა. 2018 წლის 28 დეკემბრიდან ვ----– კ---------მ შეწყვიტა სახლში მისვლა, 10 დღე აღარ გამოჩენილა. შემდეგ ისევ ჩხუბით მიდიოდა სახლში, მეზობლებთან და ყველა მათ საერთო ნაცნობებთან ჩხუბობდა, იძახდა უწმაწურ სიტყვებს ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს იმ მიზნით, რომ ხალხში შეერცხვინა და თავი მოეჭრა ოჯახისთვის. ამბობდა, რომ თითქოს შ----- კ--------- არ იყო მისი შვილი. ნივთების გატანისას ზ----- ფ--–------–---–-- შეამჩნია, რომ მის ნივთებთან ერთად გაჰქონდა სამზარეულოში დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად განკუთვნილი ალესილი დანაც (აქვე აღნიშნა, რომ ვ----– კ---------ს საკუთარი ჯიბის დანა სულ თან ჰქონდა). ფაქტის შემჩნევისას ზ-----მ, როდესაც ჰკითხა თუ რატომ წაიღო მისი კუთვნილი სამზარეულოს დანა, ვ----–-სგან პასუხად მიიღო ის, რომ თუ სასამართლოში საკითხი მის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა, ამ დანით გამოფატრავდა. ასევე შეუგდებდა ლიმონკას და გადაწვავდა მათ. მოწმის განმარტებით, ის იმყოფება ვ----– კ---------- ამგვარი ქმედებებიდან გამოწვეული შიშისა და წნეხის ქვეშ, რადგან ფიქრობდა, რომ ამგვარი მუქარა სავსებით რეალური იყო და ვ----–- რასაც იმუქრებოდა, ამის გამკეთებელი იყო, რადგან ჩხუბისას ბევრჯერ მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. მიდიოდა დანით სახლში და მას იყენებდა ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ზ----- ფ--–------–---–- დაცვის მიზნით გადაეფარა შვილს, რომ დანით ზიანი არ მიეყენებინა ვ----– კ---------ს და ამის ამსახველი იარაც კი აქვს დაზარალებულს თავის არეში და ეს არ არის ერთადერთი იარა. ბოლოს ეს ფაქტი მოხდა 2019 წლის 17 იანვარს. არსებული მუქარების შემსწრე იყვნენ თავად ზ-----, მათი შვილი შ----- კ---------, მეზობლები. როგორც ზ----- ფ--–------–---–- აღნიშნავს, არაერთხელ დამუქრებია მას ვ----– კ---------. ერთ-ერთი მუქარა ვ----–-ს მხრიდან იყო ის, რომ, როდესაც ზ----- ფ--–------–---–- წავიდოდა თავის დეიდასთან მოსავლელად, იქ დახვდებოდა და „კისლატას“ შეასხამდა. ასევე ადრე, ზ----- ფ--–------–---–-- დედასთან ყოფნის პერიოდში, ვ----– კ---------მ მიიტანა ლიმონკა სახლში და დაემუქრა, რომ თუ მათ ცოლ-შვილს არ გამოუშვებდა, მათ გადაწვავდა. ზ----- ფ--–------–---–-- განმარტებით, ვ----– კ--------- ასევე ემუქრებოდა შვილს შ----- კ---------ს, რაც გამოიხატებოდა სიტყვებში, რომ თითქოს წაიყვანდა ტყეში დააბამდა, ჩამოკიდებდა ფეხებით და ა.შ. ეს იყო არაერთხელ. დაზარალებული ზ----- ფ--–------–---–- ითხოვს ვ----– კ---------- დასჯას, რადგან მისგან განხორცილებული მუქარების შედეგად მოწმე არის შეშინებული.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა შ----- კ---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბ------------ N5ბ/31-ში, მშობლებთან - ზ----- ფ--–------–---–---- და ვ----– კ---------სთან ერთად. მამამისი 2018 წლის 06 დეკემბერს წავიდა სახლიდან თავისი ნებით და მათ განუმარტა, რომ მათთან ერთად ცხოვრება აღარ უნდოდა. მას შემდეგ ვ----– კ--------- პერიოდულად მოდიოდა სახლში. მოწმის განმარტებით, ოჯახში დედა-შვილი იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ვ----– კ--------- მათ ემუქრებოდა, რომ გადაწვავდა. 2019 წლის 17 იანვარს ვ----– კ--------- მივიდა სახლში და განახორციელა მუქარა ცოლისა და შვილის მიმართ. კერძოდ, ემუქრებოდა დაგასახიჩრებთო, ლიმონკას შემოგიგდებთო და ისტორიაში შევალთ ამითო. მსგავსი სახის მუქარა ერთი კვირის წინაც იყო. მოწმის განმარტებით, მუქარას სრულად აღიქვამს მოსალოდნელ რეალურ ფაქტად, რადგან მისი წარსულში ნასამართლეობიდან და მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე მისგან ყველფერი იყო მოსალოდნელი. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------- ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ საკმაოდ აგრესიული იყო, ასევე პლანის ზემოქმედების ქვეშ ახორციელებდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. ის 26 წლის განმავლობაში სულ იყო მომსწრე იმისა, თუ როგორ ახორციელებდა მუქარებს დედის მიმართ ვ----– კ---------. მას სულ ახსოვს დედა დალურჯებული, ასევე მასაც ეხებოდა ხელით შეურაცხმყოფელად, მაგრამ დედა დაცვის მიზნით გადაეფარებოდა შვილს, რის შედეგადაც თავად მას აქვს დაზიანებები სხეულზე. მოწმის განმარტებით, აქამდე მამის ხელში არ დაუნახავს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ დანა საკმაოდ ხშირად შეუნიშნავს. ბოლოს პოლიციის განყოფილებაში ზარის განხორციელების მიზეზიც დედის მხრიდან იყო ის, რომ ვ----– კ--------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, მისკენ წამოვიდა დანით და სახესთან უტრიალებდა დანას ორივეს - მას და დედას, თან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოთა მათ. შ----- კ--------- ცდილობდა შეეჩერებინა მამის მსგავსი ქმედებები, მაგრამ უშედეგოდ. ამის თვითმხილველები იყვნენ მხოლოდ დაზარალებულები, შ----- კ--------- და ზ----- ფ--–------–---–-. მოწმის განმარტებით, აქამდე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობებს მომსწრეები ჰყავს, კერძოდ, როდესაც თავად შ----- იყო პატარა, ზ----- ფ--–------–---–- გაუტეხა თავი ვ----– კ---------მ და ამ ფაქტს შეესწრო მეზობელი. მოწმის განმარტებით, ამ მუქარებისა და ძალადობების შედეგად მათ მიადგათ მორალური ზიანი, რის გამოც ითხოვს ვ----– კ---------- დასაჯას.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი----- დ------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–---------------------–---–----------------------–--–-------------–-- თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 18 იანვრიდან ძირითადი საგამოძიებო და პროცესუალური მოქმედებები არის მის მიერ წარმოებული, გარდა ბრალდებულის დაკავებისა. გამოიკითხა ზ----- ფ--–------–---–- და შ----- კ--------- თავიდან მოწმის სახით, შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზები, რომლებზეც მიმართვები გაგზავნილ იქნა შესაბამის უწყებებში, მათ შორის სოციალურ სამსახურში, პრობაციაშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზეც. ასევე ი----- დ------–---–-- განმარტებით, ორივე დაზარალებულს, დაზარალებულად ცნობის დადგენილებაც თვითონვე გააცნო, უფლებები განუმარტა. ამის შემდეგ დაკავებულ იქნა ბრალდებული ვ----– კ---------, რომელსაც ბრალი თავად წარუდგინა და განუმარტა თავისი უფლებები, ასევე დაუნიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. ამიტომ გამოთხოვილ იქნა მოსამართლის განჩინებით შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაენიშნა ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად კი ვ----– კ---------ს შეურაცხადობა არ დაუდგინდა. დაზარალებულებს, ზ----- ფ--–------–---–-ა და შ----- კ---------ს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იმის გათვალისწინებით დაენიშათ, რომ მათ განაცხადეს რომ ბრალდებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა მათზე ზეწოლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას, და ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. ამის გათვალისწინებით კი დაუნიშნეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რათა შეემოწმებინათ ნამდვილად განიცდიდნენ თუ არა ეს პიროვნებები ფსიქოლოგიურ ტანჯვასა და ზეწოლას, ვ----– კ---------- მხრიდან. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა დაკითხვისას არ დააფიქსირა ძალადობების ფაქტი, მაგრამ ბრალის წარდგენის დროს, ადვოკატთან ერთად დროებით მოთავსების იზოლატორში, ი----- დ------–---–-- თვალწინ ვ----– კ--------- დაემუქრა თავის ცოლ-შვილს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი-–-- კ---------- სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–---------------------–---–----------------------–--–-------------–-- თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2019 წლის 29 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა ბრალდებული ვ----– კ---------, ქუთაისში, ბ------------ N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდა ამავე განყოფილების უ------------------------------–- ა-–---------- ა---------. დაკავებისას ვ----– კ--------- გაეცნო განჩინების შინაარსს, მაგრამ რაიმე წინააღმდეგობა ან ძალადობა მისი მხრიდან არ ყოფილა, ჩაბარდა შესაბამისი ასლი დ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი. მოწმის მიერ ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქუთაისის ფსიქონევროლოგიური სამსახურიდან ამოღებული იქნა ბრალდებულ ვ----– კ---------- მკურნალობის ისტორიის ასლი, რაც საფუძველი გახდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---- მ--–---- სასამართლოს განუმარტა, რომ ის მუშაობს იმერეთის ს----------–-------–-–--–-, პ--------–--------------- თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს ის ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაუკავშირდა ქუთაისის კრიმინალური პ---–-–---------------------–------- დ-----------------–--–--------------–- მ-----– კ------, რომელმაც ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით დახმარება. მათი ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ადგილზე იმყოფებოდა ზ----- ფ--–------–---–- და მისი შვილი შ----- კ---------. როგორც ადგილზე გაირკვა, ვ----– კ--------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და ასევე შვილს შ----- კ---------ს. აღნიშნულთან დაკავშირებით ის გაესაუბრა დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–-, რომელმაც მისცა ახსნა-განმარტება, რომ მისი მეუღლე ვ----– კ--------- მასზე სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ, ის ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე საცხოვრებელ ბინაში ლიმონკის შეგდებით და გადაწვით. მოწმის განმარტებით, შემაკავებელი ოქმი შეადგინა დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–-- ჩვენების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე შეავსეს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც არის კითხვარები და რომელსაც პასუხი უნდა გასცეს მსხვერპლმა. ეს კითხვარები ფასდება ქულით და სამი ქულის დაგროვების შემთხვევაში, მას როგორც პატრულ ინსპექტორს და შესაბამის უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. კითხვარების შეფასებამ დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–---- გასაუბრებისას დაახლოებით 20 ან 25 ქულა მოაგროვა. მოწმე ასევე გაესაუბრა შ----- კ---------ს, რომელმაც ასევე დაადასტურა ძალადობის ფაქტი, აქედან გამომდინარე კი მან გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადად განისაზღვრა 30 დღე. ვინაიდან ვ----– კ--------- არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, შემაკავებელი ორდერის გაცნობა მოხდა ტელეფონის მეშვეობით, კერძოდ ბრალდებულ ვ----– კ---------ს განუმარტეს, რომ მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან და იმ სამსახურთან მიახლოება სადაც ისინი იმყოფებიან და ასევე ნებისმიერი სახის სატელეფონო კომუნიკაცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ვ----– კ---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ მეუღლეებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. ვ----– კ--------- ცდილობდა თავი აერიდებინა ამ კონფლიქტებისთვის და სახლიდან მიდიოდა პერიოდულად. ყოფილა უმნიშვნელო კამათებიც, სიტყვიერი შეურაცხყოფაც, რომელიც ხშირად ორმხრივ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ისე არასოდეს არ გამწვავებულა როგორც ეს დღესაა. მოწმის განმარტებით, ბოლო 5 წლის მანძილზე მათ შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა და შესაბამისად გამწვავდა ოჯახური მდგომარეობაც. მისი შვილი საკმაოდ შეიცვალა იმ პერიოდში და მასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რადგან შვილმა მოინდომა უფროსობა ოჯახში, პრობლემებს იქმნიდა სამსახურში, იყო ემოციური ბავშვი და ა.შ. მოწმე უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და განმარტავს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოთქმული სიტყვები იყო არსებული უსიამოვნებების შედეგად გამოთქმული მწუხარება და არა მუქარა. მოწმემ განმარტა, რომ შეიძლება რაღაც წამოსცდა და თუ დასასჯელია დაისაჯოს. დ------–---–-- ზ-----ს სულ ტყუილები ათქმევინა. მისი ცოლი და დ------–---–- იმნაირს მოიმკიან რომ ... მონსტრად გამოიყვანეს. „ახლაც რომ ვუყურებ მეშინიაო“ - განმარტა მისმა ცოლმა და რისი ეშინია? მას ყოველთვის უნდოდა, რომ მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაურტყია. პროვოკატორები ჰყავდა ოჯახში. არ განუხორციელებია მუქარა შვილის მიმართ. ბინასთან დაკავშირებით იყო სულ დავა. ვ----– კ---------- განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ უბნის ინსპექტორის სტუმრობისას, მან უთხრა დაეწერა განცხადება და დააპატიმრებდნენ, რაზედაც მისი ცოლი ეუბნებოდა უარს. შემდეგ უბნის ინსპექტორმა შესთავაზა ვ----– კ---------ს, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და თავი აერიდებინა მათთან კონფლიქტისთვის. ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება ცოლ-ქმარს შორის, სადაც ითხოვდა მეუღლე ვ----– კ---------- სახლიდან წასვლას. ვ----– კ---------- განმარტებით, მათ შორის იყო მოლაპარაკება სახლის დაქირავებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვ----–- წავიდოდა ნაქირავებ ბინაში, ქირას გადაიხდიდა მისი მეუღლე, კომუნალურებს კი - თავად ვ----– კ---------. არსებულ მოლაპარაკებაზე ვ----–-ს მეუღლე არ დათანხმდა. მისი განმარტებით, დედამისის ბინა გაყიდეს და მერე იყიდეს ეს ბინა, რასაც ზ-----ც არ უარყოფს. „მაგ ბინა ვნახე მე დამწვარი, რად მინდოდა ეს ბინა“ -განაცხადა ვ----– კ---------მ. მისი განმარტებით, მას არ განუხორციელებია მისი ოჯახის წევრების, კერძოდ მეუღლის - ზ----- ფ--–------–---–-- და შვილის - შ----- კ---------- მიმართ, სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა. იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ------–---–-- შეკერილია ეს საქმე, დ------–---–-- დარიგებულია მისი ცოლ-შვილი და სწორედ ამიტომ მისცეს ასეთი ჩვენება.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ვ----– კ---------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მაშასადამე, ზემოაღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა პირს (დაზარალებულს) ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რეალური შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 1 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე და შვილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სასამართლო ბრალდებულ ვ----– კ---------- მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით იძლევა იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ვ----– კ---------- მიმართ წარდგენილი ბრალდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვ----– კ---------- მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ვ----– კ---------- პოზიციას, რომ იყო მხოლოდ უმნიშვნელო კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ მას არ განუხორციელებია მისი ოჯახის წევრების, კერძოდ მეუღლის - ზ----- ფ--–------–---–-- და შვილის - შ----- კ---------- მიმართ, სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა და, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოთქმული სიტყვები იყო არსებული უსიამოვნებების შედეგად გამოთქმული მწუხარება და არა მუქარა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში ქუთაისში, ბ------------ N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ----- ფ--–------–---–-. ასევე 2019 წლის 17 იანვარს ქუთაისში, ბ------------ N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს შ----- კ---------ს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ზ----- ფ--–------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 06 დეკემბერს სახლიდან წასვლისას ვ----– კ---------მ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა ოჯახთან ერთად ცხოვრება. გაეყიდათ ბინა, მისთვის ეყიდათ ერთოთახიანი ბინა და გაეშვათ ცალკე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაახარებდა მათ, „ლიმონკას“ შეუგდებდა და გადაწვავდა. უთხრა, ქუჩაში დაგხვდები და „დაგშტირავო“, ანუ დაგჩეხავო. ამ დღიდან მან ნელ-ნელა დაიწყო ბინიდან ნივთების გატანა, რისთვისაც მოდიოდა კვირაში 2-3-ჯერ. 2018 წლის 28 დეკემბრიდან ვ----– კ---------მ შეწყვიტა სახლში მისვლა, 10 დღე აღარ გამოჩენილა. შემდეგ ისევ ჩხუბით მიდიოდა სახლში, მეზობლებთან და ყველა მათ საერთო ნაცნობებთან ჩხუბობდა, იძახდა უწმაწურ სიტყვებს ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს იმ მიზნით, რომ ხალხში შეერცხვინა და თავი მოეჭრა ოჯახისთვის. ამბობდა, რომ თითქოს შ----- კ--------- არ იყო მისი შვილი. ნივთების გატანისას ზ----- ფ--–------–---–-- შეამჩნია, რომ მის ნივთებთან ერთად გაჰქონდა სამზარეულოში დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად განკუთვნილი ალესილი დანაც. ფაქტის შემჩნევისას ზ-----მ, როდესაც ჰკითხა თუ რატომ წაიღო მისი კუთვნილი სამზარეულოს დანა, ვ----–მა უპასუხა, რომ თუ სასამართლოში საკითხი მის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა, ამ დანით გამოფატრავდა. ასევე შეუგდებდა „ლიმონკას“ და გადაწვავდა მათ. მოწმის განმარტებით, ის იმყოფება ვ----– კ---------- ამგვარი ქმედებებიდან გამოწვეული შიშისა და წნეხის ქვეშ, რადგან ფიქრობდა, რომ ამგვარი მუქარა სავსებით რეალური იყო და ვ----–- - ამის გამკეთებელი, რადგან ჩხუბისას ბევრჯერ მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. მიდიოდა დანით სახლში და მას იყენებდა ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ზ----- ფ--–------–---–- დაცვის მიზნით გადაეფარა შვილს, რომ დანით ზიანი არ მიეყენებინა ვ----– კ---------ს და ამის ამსახველი იარაც კი აქვს დაზარალებულს თავის არეში და ეს არ არის ერთადერთი იარა. ბოლოს ეს ფაქტი მოხდა 2019 წლის 17 იანვარს. არაერთხელ დამუქრებია მას ვ----– კ--------- სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–-- განმარტებით, ვ----– კ--------- ასევე ემუქრებოდა შვილს შ----- კ---------ს, რაც გამოიხატებოდა სიტყვებში, რომ თითქოს წაიყვანდა ტყეში დააბამდა, ჩამოკიდებდა ფეხებით და ა.შ. ეს იყო არაერთხელ.
დაზარალებულმა შ----- კ---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 დეკემბერს მამის სახლიდან წასვლის შემდეგ ვ----– კ--------- პერიოდულად მოდიოდა სახლში. ოჯახში დედა-შვილი იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ვ----– კ--------- მათ ემუქრებოდა, რომ გადაწვავდა. 2019 წლის 17 იანვარს, ვ----– კ--------- მივიდა სახლში და განახორციელა მუქარა ცოლისა და შვილის მიმართ. კერძოდ, ემუქრებოდა დაგასახიჩრებთო, ლიმონკას შემოგიგდებთო და ისტორიაში შევალთ ამითო. მსგავსი სახის მუქარა ერთი კვირის წინაც იყო. შ----- კ---------- განმარტებით, ის ამ მუქარას სრულად აღიქვამს მოსალოდნელ რეალურ ფაქტად, რადგან მამის წარსული ნასამართლეობიდან და მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე მისგან ყველფერი იყო მოსალოდნელი. ვ----– კ--------- ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ საკმაოდ აგრესიული იყო, ასევე პლანის ზემოქმედების ქვეშ ახორციელებდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. არაერთხელ იყო მომსწრე იმისა, თუ როგორ ახორციელებდა მუქარებს დედის მიმართ ვ----– კ---------, მას სულ ახსოვს დედა დალურჯებული, ასევე მასაც ეხებოდა ხელით შეურაცხმყოფელად, მაგრამ დედა დაცვის მიზნით გადაეფარებოდა შვილს, რის შედეგადაც თავად მას აქვს დაზიანებები სხეულზე. ბოლოს პოლიციის განყოფილებაში ზარის განხორციელების მიზეზიც დედის მხრიდან იყო ის, რომ ვ----– კ--------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, მისკენ წამოვიდა დანით და სახესთან უტრიალებდა დანას ორივეს - მას და დედას, თან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოთა მათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი----- დ------–---–-- აღნიშნა, რომ ბრალის წარდგენის დროს, ადვოკატთან ერთად დროებით მოთავსების იზოლატორში, მის თვალწინ ვ----– კ--------- დაემუქრა თავის ცოლ-შვილს.
ასევე დადგენილია, რომ ვ----– კ---------- მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან და იმ სამსახურთან მიახლოება სადაც ისინი იმყოფებიან და ასევე ნებისმიერი სახის სატელეფონო კომუნიკაცია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ა---- მ--–---- განმარტა, რომ მის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველი იყო ზ----- ფ--–------–---–-- ახსნა-განმარტება, რომ მისი მეუღლე ვ----– კ--------- მასზე სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ, ის ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე საცხოვრებელ ბინაში ლიმონკის შეგდებით და გადაწვით. ძალადობის ფაქტი დაადასტურა ასევე მისმა შვილმა შ----- კ---------მ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზ----- ფ--–------–---–-- განცხადების თანახმად, დაახლოებით 2018 წლის დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე მისი მეუღლე ვ----– კ--------- სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობს სიტყვიერად, ფსიქოლოგიურად და ემუქრება სიცოცხლის მოპობით, რასაც რეალურად აღიქვამს, ვინაიდან ის არის აგრესიული და მუქარას შეასრულებს რეალურად.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი სახეზეა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----– კ---------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----– კ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ვ----– კ---------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში ვ----–- კ---------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----–- კ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ვ----–- კ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ----–- კ---------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე