გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.07.2019
საქმის ნომერი
611210019002931369
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019002931369

#2/143-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.06.2019 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - შ-----------------------------------"-ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ვ----– ბ--–-–---–ი

მოპასუხე - შ---- მ---------ი

წარმომადგენელი - ბ--–- ბ------

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

შ-----------------------------------"-ი ითხოვს შ---- მ---------ის მფლობელობიდან მ--------–--------–----–----------------–-------–----–--ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 8-----------) გამოთხოვას და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

მოთხოვნის საფუძვლად სარჩელში მითითებულია, რომ შ-----------------------------------"-ს საკუთრებაში აქვს მ--------–--------–----–----------------–-------–----–--ში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------), რომელიც შეიძინა აუქციონზე 2017 წლის 13 თებერვალს, რის თაობაზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია განკარგულება. მოპასუხე არის საცხოვრებლი სახლის ყოფილი მესაკუთრე, არაკეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა თხოვნით, გამოეთავისუფლებინა ფართი, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც მესაკუთრე ვერ ფლობს და ვერ სარგებლობს კუთვნილი ქონებით, ასევე ვერ განკარგავს მას სურვილისამებრ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, მიუთითა, რომ სურს ქონების გამოსყიდვა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ--------–--------–----–----------------–-------–----–--ში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------) წარმოადგენს შ-----------------------------------"-ის საკუთრებას.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 21).

 

3.1.2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობს შ---- მ---------ი.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 31, 2019 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:42:24 სთ).

 

3.1.3. შ-----------------------------------"-ი ითხოვს მის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 31, 2019 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:42:24 სთ).

- გაფრთხილება-შეტყობინება (ს. ფ. 23).

 

3.1.4. მოპასუხე ცნობს სარჩელს.

მტკიცებულებები:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:42:24 სთ).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის მე-3 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ამასთან, მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე. შესაბამისად, მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-----------------------------------"-ს სარჩელი შ---- მ---------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შ-----------------------------------"-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მის.: მარნეულის რაიონი, სოფელი ყიზილაჯლო, უძრავი ქონების სკ 8-----------, გამოთხოვილ იქნას შ---- მ---------ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შ-----------------------------------"-ს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი