განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ – ნ-----–---- გ---–--–---–ის
ადვოკატ – ნ---- ტ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ-----–---- ო----ის ძე გ---–--–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ------–-----–-------------–-----------–---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- გ---–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ----- ძ---–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–---- გ---–--–---–თან. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, რაც აღადგინეს 2018 წლის 25 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრამდე და 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 25 იანვრამდე ნ-----–---- გ---–--–---–ი სისტემატურად სცემდა მ----- ძ---–---–ს და ძალადობდა მასზე. აღნიშნული გამოიხატებოდა ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ასევე თმის მოქაჩვით, რა დროსაც მ----- ძ---–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა.
2018 წლის ივნისის თვის დასაწყისში, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში ნ-----–---- გ---–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ძ---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში ნ-----–---- გ---–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ძ---–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. 2018 წლის 30 სექტემბერს, ზემოაღნიშნულ მისამართზე ნ-----–---- გ---–--–---–მა მ----- ძ---–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში ფეხებისა და ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ითრია თმით, რის შედეგადაც მ----- ძ---–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში ნ-----–---- გ---–--–---–მა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ძ---–---–ს და ათრია თმით. აღნიშნულის შემდეგ, დანის გამოყენებით სხეულზე ჩხვლეტითა და დასმით სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც მ----- ძ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- გ---–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით.
მ----- ძ---–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–---- გ---–--–---–თან. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, რაც აღადგინეს 2018 წლის 25 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ნ-----–---- გ---–--–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მ----- ძ---–---–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- გ---–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ----- ძ---–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ნ-----–---- გ---–--–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში, ნ-----–---- გ---–--–---–ი მ----- ძ---–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში ნ-----–---- გ---–--–---–ი მ----- ძ---–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. 2018 წლის 5 ოქტომბერს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება, თუმცა ნ-----–---- გ---–--–---–ი სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მ----- ძ---–---–ს სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. განხორციელებული მუქარების შედეგად მ----- ძ---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–---- გ---–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება - ნ-----–---- გ---–--–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ ნამდვილად ჩადენილია ოჯახში ძალადობა და მუქარა, თუმცა არასწორია მის მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად - 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდებად), მასვე წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირების ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს უქმნის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- გ---–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - მ----- ძ---–---–ს, ასევე, საფუძვლიანი ეჭვიანობის ნიადაგზე 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბერს და 2019 წლის 25 იანვარს მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, თუმცა უარყო მის მიმართ მუქარისა და სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის განხორციელება და აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნული ძალადობის სამი შემთხვევისა, სხვა დროს მეუღლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
დაზარალებულმა მ----- ძ---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვიდან იგი იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში ნ-----–---- გ---–--–---–თან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ხდებოდა აგრესიული და ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2018 წლის 19 აგვისტოს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- გ---–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახის არეში, ასევე მოქაჩა თმა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაულურჯდა თვალი. ასევე, 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ-------–--–---–-----------------–-----------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–---- გ---–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - გამეტებით სცემა ხელებითა და ფეხებით, მოქაჩა თმებით, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან სდიოდა სისხლი. აღნიშნული ძალადობის გამო 2018 წლის 5 ოქტომბერს ის და ნ-----–---- გ---–--–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ, ვინაიდან ნ-----–---- გ---–--–---–ი უყვარდა, ხოლო ეს უკანასკნელი პატიებას სთხოვდა და ჰპირდებოდა, რომ ძალადობას ადგილი აღარ ექნებოდა, 2018 წლის 25 დეკემბერს ის და ნ-----–---- გ---–--–---–ი ისევ შერიგდნენ, თუმცა ერთ თვეში, 2019 წლის 25 იანვარს, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა და აგრესიულად განწყობილმა ნ-----–---- გ---–--–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე გამეტებით სცემა ხელებითა და ფეხებით, ათრია თმით, რის შემდეგაც აიღო დანა და ემუქრებოდა დასახიჩრებით - ცხვირის, ყურის მოჭრით და სახის დაჭრით. იმავდროულად, იგი დანით ჩხვლეტდა და უსერავდა სხეულის სხვადასხვა ადგილს, რის გამოც მან რეალურად აღიქვა სიკვდილისა და დასახიჩრების საფრთხე და საშველად დაიწყო განწირული ყვირილი. კონფლიქტის დასრულების შემდეგ მათთან მივიდნენ მეზობლის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულის თქმით, მიუხედავად ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარისა, რისიც ძალიან შეეშინდა, იგი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას მაინც არ აპირებდა. ასევე, დღეის მდგო----ეობით მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მომავალშიც გეგმავს მასთან თანაცხოვრებას იმ პირობით, თუ ნ-----–---- გ---–--–---–ი ალკოჰოლს აღარ მიიღებს.
მ----- ძ---–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტი დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2019 წლის 30 იანვარს მოქალაქე მ----- ძ---–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების, სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით. სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 25 იანვარს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, ასევე დანა დაარტყა სახის მიდამოში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
გარდა დაზარალებულ მ----- ძ---–---–ის ჩვენებისა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ ნამდვილად ჩადენილია ოჯახში ძალადობა და მუქარა, თუმცა არასწორია მის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასება ბრალდების დადგენილებაში მითითებული სახით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებითა და საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-----–---- გ---–--–---–მა 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბერს და 2019 წლის 25 იანვარს ფიზიკური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - მ----- ძ---–---–ის მიმართ, რასაც დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ, თუმცა სასამართლოს არასწორად მიაჩნია აღნიშნული ქმედებების შეფასება სისტემატურ ცემად და სხვაგვარ ძალადობად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ძალადობებს შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ იგი არ ქმნის სისტემატური ძალადობისათვის დამახასიათებელ სურათს, კერძოდ:
სისტემატური ძალადობისათვის აუცილებელია ერთობლივად რამდენიმე ნიშნის არსებობა: 1. ძალადობის სიმრავლე, რაც არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა სისტემატურ ძალადობად ვერ ჩაითვლება. 2. დროის ინტერვალი, რაც ყოველ მომდევნო ძალადობას შორის უნდა იყოს ხანმოკლე, რადგან თუ ძალადობიდან ძალადობამდე დროის დიდი ინტერვალი იარსებებს, მაშინ შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი; „გაუნელებლობა“ კი მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა „ტკივილმა“ ჯამური შედეგის სახით უნდა მიაღწიოს „ტანჯვის“ ხარისხს, რაც აუცილებელია სისტემატური ძალადობისათვის, შესაბამისად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, იგი ვერ მიაღწევს იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი სისტემატურ ძალადობასთან არ გვექნება საქმე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს; და 3. ძალადობის ინტენსივობა, რაც გულისხმობს ძალადობის ხშირ, მუდმივ, ერთგვარად უწყვეტ ხასიათს. ამდენად, სისტემატური ძალადობის დროს არანაკლებ სამი ძალადობა უნდა განხორციელდეს დროის შედარებით მოკლე ინტერვალში და იგი ერთგვარად უწყვეტ ხასიათს უნდა ატარებდეს.
მოცემულ შემთხვევაში ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ მართალია ჩადენილია ძალადობის სამი ფაქტი, თუმცა მათ შორის დროის ინტერვალი იმდენად დიდია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, მორიგ - 2018 წლის 30 სექტემბერს განხორციელებული ძალადობის დროისათვის უკვე განელებული და გამქრალი იქნებოდა, ასევე, ამ უკანასკნელი ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი თავის მხრივ განელებული და გამქრალი იქნებოდა 2019 წლის 25 იანვარს განხორციელებული ძალადობის დროს. შესაბამისად, აღნიშნული ძალადობების შედეგად გამოწვეული ფიზიკური ტკივილი ობიექტურად ვერ მიაღწევდა ტანჯვის ხარისხს, რამდენადაც ძალადობიდან ძალადობამდე (აგვისტო-სექტემბერი-იანვარი) იმდენად დიდი დროა გასული, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე გამქრალი იქნებოდა ძალადობით გამოწვეული ტკივილი. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი სისტემატური ძალადობის შემადგენლობა სახეზე არ იქნება, შესაბამისად, ყოველი მორიგი ძალადობა უნდა შეფასდეს ძალადობის დამოუკიდებელ ეპიზოდად და მოძალადემ თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე უნდა აგოს პასუხი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ-----–---- გ---–--–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დაკვალიფიცირდეს ოჯახში ძალადობის სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად - 2018 წლის 19 აგვისტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდებად.
რაც შეეხება ბრალად წარდგენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილს - სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, სასამართლოს მართალია დადასტურებულად მიაჩნია, ნ-----–---- გ---–--–---–ის მხრიდან მ----- ძ---–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების განხორციელება (რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა-დამცირება ერთი დანაშაულის - ოჯახში ძალადობის ალტერნატიული ქმედებებია, მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, მაგალითად, თუ ქმარმა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე, მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირდება იმის მიუხედავად, იმავდროულად მან სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირებაც განახორციელა თუ არა მეუღლის მიმართ. ასევე დაკვალიფიცირდება ისეთი ქმედება, როცა ქმარი სისტემატურად შეურაცხყოფს ცოლს, თუმცა ფიზიკურად არ ძალადობს მასზე, ხოლო თუ ქმარმა ზემოაღნიშნული ქმედებები ერთდროულად ჩაიდინა (ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც), მისი ქმედებები ცალ-ცალკე კი არ უნდა დაკვალიფიცირდეს 1261-ე მუხლით ორ ეპიზოდად, არამედ ერთი 1261-ე მუხლით, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის ქმედებები ფიზიკური ძალადობის სამი შემთხვევის გამო დაკვალიფიცირდა ოჯახში ძალადობის სამ დამოუკიდებელ ეპიზოდად, აღნიშნული კვალიფიკაცია მოიცავს სისტემატურ შეურაცხყოფა-დამცირებასაც და მხოლოდ ამ უკანასკნელის გამო ცალკე კვალიფიკაცია საჭირო არ არის, რის გამოც ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილი (სისტემატური შეურაცხყოფა-დამცირების ნაწილში) ნ-----–---- გ---–--–---–ს უნდა ამოერიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ მ----- ძ---–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელება, კერძოდ: დაზარალებულმა განმარტა, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 2019 წლის 25 იანვარს, ნ-----–---- გ---–--–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით - დასახიჩრებით. მისი თქმით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარების გამო იგი განიცდიდა შიშს, მათ შორის 2019 წლის 25 იანვარს, იყო უკიდურესად შეშინებული, რამდენადაც ნ-----–---- გ---–--–---–ის მხრიდან მისთვის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე იყო რეალური, მან მუქარის პროცესში დიდი ზომის დანის გამოყენებით დაუსერა სახე, ყურის ბიბილოები და მხარი. ასევე, დანით უსერავდა სხეულის სხვადასხვა ადგილს და სწორედ იმის გამო, რომ რეალურად იგრძნო ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, იგი განწირული ხმით ითხოვდა შველას.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის შედეგად დაზარალებულს არ გასჩენია შიში, რადგან მას დასახმარებლად არ მიუმართავს და არც აპირებდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ შიშის გაჩენის დასადასტურებლად სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას მნიშვნელობა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ არამხოლოდ განხორციელდა მუქარა, არამედ იგი იყო მუქარის სისრულეში მოყვანის რეალობის წინაშე, რაც ობიექტურად იძლევა შიშის გაჩენის საფუძველს. კერძოდ: მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–---- გ---–--–---–ი, დაუნდობელი ფიზიკური ძალადობის ფონზე, დანის გამოყენებით ემუქრება მ----- ძ---–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. იმავდროულად მოძალადის მხრიდან ადგილი აქვს მსხვერპლისთვის ჭრილობების მიყენებას, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მუქარა არათუ რეალურად განხორციელებადია, არამედ უკვე სახეზეა მისი სისრულეში მოყვანის პროცესი, რის ფონზეც შეუძლებელია მსხვერპლს მუქარა უსაფუძვლოდ აღექვა და არ გასჩენოდა მისი სისრულეში მოყვანის საფუძვლიანი შიში.
ამდენად, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული იმწუთიერად არსებული გარემო და მუქარის გამოხატვის ფორმა (დაუნდობელი ხასიათი და მუქარის სისრულეში მოყვანის იმწუთიერი საფრთხე), ბრალდებულის პიროვნება (მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა და აგრესიულობა) და გამოყენებული საგანი (დანა). ამ გარემოებათა ერთობლიობამ დაზარალებულში საფუძვლიანად გამოიწვია მუქარის განხორციელების შიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–---- გ---–--–---–მა მართლაც ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ: ბრალდებული მართალია ადასტურებს დაზარალებულის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა იგი არ გამოთქვამს სინანულს ამ ყველაფრის გამო, უფრო მეტიც, ამართლებს კიდეც მას საფუძვლიანი ეჭვიანობის მოტივით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის მიერ მუქარა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ნ-----–---- გ---–--–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და მუქარას ჰქონდა უკიდურესად დაუნდობელი ხასიათი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ-----–---- გ---–--–---–მა 2018 წლის 30 სექტემბერს სცემა გამეტებით, ხელებითა და ფეხებით, ათრია თმებით, ურტყამდა იქამდე, ვიდრე არ დაიღალა მისი ცემით და წავიდა დასაძინებლად, ხოლო დაზარალებული დატოვა იატაკზე დაგდებული, რომელსაც ცხვირიდან სდიოდა სისხლი და რომელიც ცემისგან დაუძლურებული და ძლიერი ტკივილების გამო, დაახლოებით ნახევარი საათი ადგომას ვერ ახერხებდა. ასევე, 2019 წლის 25 იანვარს, სცემა ხელებითა და ფეხებით, ათრია თმებით. შემდეგ გამოიტანა დიდი ზომის საყოფაცხოვრებო დანა, სახეზე დაადო და უყვიროდა, რომ დაასახიჩრებდა. იგი დანით ჩხვლეტდა და სერავდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. გასაჩუმებლად ორივე ხელი წაუჭირა კისერში და ძლიერად მოუჭირა, რის გამოც შეეკრა სუნთქვა და თვალთ დაუბნელდა. შემდეგ წააქცია ტახტზე, სახეზე დააფარა ბალიში და ცდილობდა მის გაგუდვას, რის შემდეგაც დაკარგა გონება, ხოლო გონებაზე როცა მოვიდა, ბრალდებული თავზე ედგა დანით ხელში და მარჯვენა ლოყაზე აყენებდა ჭრილობას.
ამ ფონზე სასამართლოსთვის გაუგებარია დაზარალებულის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და აპირებს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ნ-----–---- გ---–--–---–ის წარსულ ცხოვრებას და კანონთან კონფლიქტის განმეორების ფაქტს, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ნ-----–---- გ---–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 ივლისიდან, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 აპრილის განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ამდენად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაულები, რის გამოც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში ძალადობის 2018 წლის 19 აგვისტოს და 2018 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდები ჩადენილია გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი.
შესაბამისად, ნ-----–---- გ---–--–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დაუნდობელი და არაერჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, ასევე ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხეების მხედველობაში მიღებით, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სრულიად მიზანშეუწონელია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ნ-----–---- გ---–--–---–მა 2018 წლის 19 აგვისტოსა და 2018 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდებთან მიმართებაში პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- გ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი - 2018 წლის 19 აგვიტოს, 2018 წლის 30 სექტემბრის და 2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდები).
2. ნ-----–---- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ნ-----–---- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ნ-----–---- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ნ-----–---- გ---–--–---–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფა/ დამცირების ნაწილში), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
6. ნ-----–---- გ---–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- გ---–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ნ-----–---- გ---–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- გ---–--–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. ნ-----–---- გ---–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.
10. მ----- ძ---–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ----- ძ---–---–ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– ნ-----–---- გ---–--–---–ის ნერწყვის ნიმუში და მ----- ძ---–---–ის სისხლის ნიმუში, ასევე ამოღებული დანა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი