განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100118002711430
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5042-18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--------------–--------–----------–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ-------–-----------------------------ში.

 

ადვოკატები - მ---------------, კ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტი.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

მ------------–ს ბრალი დაედო მასში, რ-----ან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლიდან 2----–ლის ივლისის ჩათვლით პერიოდულად ქ.თბილისი, დ-----------–-----–---------------------------დან მ------------–ი პერიოდულად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ----------–---–---–ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ფულს, ჯამში 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული ქმედებით მ----------–---–---–ს მიადგა 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) აშშ დოლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2011 წლიდან 2----–ლის ივლისის ჩათვლით, ქ.თბილისი, დ-----------–-----–---------------------------დან მ------------–ი პერიოდულად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ----------–---–---–ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს, ჯამში 1295 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ქმედებით მ----------–---–---–ს მიადგა 1295 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისი, დ-----------–-----–---------------------------ში. მ------------–ი არის მისი ნათესავის - ვ----–-------------–ის მეუღლე. თავად ცხოვრობდა საზღვარგარეთ, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რ-----------------–ს ჰქონდა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და ეხმარებოდა შეძლებისდაგვარად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2010 წლის მარტის თვეში მ------------–მა მასთან დაიწყო მუშაობა. მის მოვალეობაში შედიოდა სახლის დალაგება. თავდაპირველად მას ყველა ოთახზე მიუწვდებოდა ხელი, თუმცა შემდგომ დაკარგა ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, აღარ ენდობოდა მ---ს და კეტავდა კარებს. ერთ დღეს სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან, შვილიშვილთან და მ------------–თან ერთად, უჯრაში ედოთ 70 000 ლარი, რომლის ნაწილი 10 000 ლარი დაიკარგა. ერთ დღეს საძინებელში ალაგებდნენ ავეჯს, ჰყავდათ მოხელეები, მისმა მეუღლემ დაუტოვა 2380 ლარი, რომელიც შეინახა ბავშვის საძინებელ ოთახში, გადაკეტა კარები, თუმცა გასაღები არ გამოუღია, ვინაიდან იცოდა, რომ იქ არავინ შევიდოდა და წავიდა სამსახურში. სამსახურიდან დაუკავშირდა მ---ს და უთხრა, რომ უჯრაში ფული იყო და შეენახა, მ---მ გადაამოწმა და უპასუხა, რომ თანხა უჯრაში არ იდო. მ------------–ს სთხოვა არსად გასულიყო და მივიდოდა, რაზეც მ--- დათანხმდა. მოწმის ჩვენებით, მას სახლში სიგნალიზაცია ჰქონდა დამონტაჟებული და მისდიოდა შეტყობინებები სახლიდან შესვლა-გასვლის თაობაზე, რომლის კოდი ცნობილი იყო მისთვის, მისი მეუღლისთვის და მ---სთვის. შესაბამისად, მიუვიდა შეტყობინება, რ-----ეგი 1-2 საათში სახლიდან გავიდა. სახლში დაბრუნების შემდეგ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თანხა აღარ იდო უჯრაში. ვინაიდან სახლში მ---ს გარდა არავინ ყოფილა, დაუკავშირდა მ---ს, რომელმაც უარყო თანხის აღების ფაქტი, თუმცა მოგვიანებით აღიარა. 2014 წელს დაკარგა საათი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მ---ს მეგობარ მამაკაცს მის დასთან ერთად საათი ჩაბარებული ჰქონდა ლომბარდში. დაუკავშირდა ლ-------------–--ი, რომელმაც განუმარტა, რ-----ას საათი გადასცა მ------------–მა, ბინის შეძენის დროს აკლდებოდა თანხა და დაალომბარდეს საათი 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. აღნიშნული საათი გამოიტანეს ლომბარდიდან და მ---ს დამ მიუტანა სახლში. მას პერიოდულად სახლიდან ეკარგებოდ სხვადასხვა ნივთები, სახლიდან დაკარგა „ჩოპარდის“ საყურეები თავისი ბეჭდით, „კარტიერის“ ბეჭედი, „ჩოპარდის“ საათი ბრილიანტის თვლებით, „კარერას“ სამეული ამეთვისტოს თვლით. მ------------–ს მოატყუა, რომ სახლში ვიდეოთვალი ჰქონდა დამონტაჟებული და დაცვის თანამშრომელს ამოაღებინა ჩანაწერი, რის გამოც მ---ს შეეშინდა და აღიარა ქურდობის ფაქტი და ის გარემოება, რომ ფ-------–-ში სს „ლ-------------–-“ დალომბარდებული ჰქონდა მისი კუთვნილი „ბულგარის“ საყურე. მ--- შეპირდა, რომ ისესხებდა თანხას, გამოიტანდა საყურეს და დაუბრუნებდა. მეორე დღეს თავადაც მივიდა სს „ლ-------------–-“ და როდესაც ოპერატორმა გადმოალაგა ნივთები, მათ შორის ამოიცნო მისი კუთვნილი „ჩოპარდის“ კულონი, „კარტიერის“ ორი საყურე და ბეჭედი, სულ იყო 7-8 ნივთი, თუმცა მათ შორის არ იყო ის საყურე, რის გამოც მივიდნენ ბანკში. მ---ს სთხოვა ეთქვა სად ჩააბარა ეს საყურე და თავად გამოიტანდა მას, ვინაიდან ძვირადღირებული იყო. მ------------–მა უთხრა, რომ ე.წ. „ბ--–--------------–ი“ მიჰყიდა შავებში ჩაცმულ ქალბატონს. მ---სთან ერთად მივიდა ე.წ. „ბ--–--------------–ი“ მდებარე „ო-----------–---ე“, მ---მ მიიყვანა ვინმე „მ---------“, რომელთანაც იპოვა მისი კუთვნილი სამკაულები. მას შემდეგ, რაც მ---ს მოატყუა, რომ ჩანაწერები ჰქონდა, მას შეეშინდა და აღიარა, რომ ნივთები და თანხა მისი გატანილი იყო და აღნიშნული თანხით შეიძინა ბინა. მ---ს მოსთხოვა ბინის გაყიდვა და ნივთების უკან დაბრუნება, რაზეც მ---მ უპასუხა, რომ გადაეცა მისთვის 25 000 აშშ დოლარი, რათა გამოესყიდა მისი ნივთები, ხოლო 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სახლს გადაუფორმებდა. გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება აღნიშნულ ბინასთან მიმართებაში. მან თანხის ნაწილი 20 000 აშშ დოლარი გადასცა მ---ს, ხოლო მეორე ნაწილი უნდა გადაეცა 2011 წლის მაისის თვეში. მიუხედავად იმისა, რომ თანხა გადასცა, მას არ დაუბრუნებია მისი კუთვნილი ნივთები. იგი დადიოდა ე.წ. „ო-----------–---ე“, სადაც ეძებდა თავის ნივთებს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ო-----------–---ე მომუშავე ქალბატონთან - მ--------- იპოვა მისი სამკაულები, საყურეები, რომელიც იყიდებოდა 1800 ლარად, ასევე ზურმუხტის თვლიანი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭედი. როდესაც იკითხა ფასი, მე-------------–--ემ უთხრა, რომ აღნიშნული ნივთები მ------------–მა ჩააბარა და იკითხა მოპარული ხომ არ იყო. ამოიღო ანგარიშფაქტურები, სადაც ფიქსირდებოდა მ------------–ის ხელმოწერა. მ-------- მისთვის ცნობილი გახდა, რ-----ასთან მივიდა მ------------–ი დასთან და სიძესთან ერთად და ჩააბარა მისი ოქროს ნივთები. მ----- განმარტებით, მ---ს მიერ ჩაბარებული ბრილიანტის ჯვარი თავისი ცეპით, „ბულგარის“ საყურეები, ბეჭედი და კულონი გაყიდა. მოწმის ჩვენებით, იგი გამოძიებაში დაიკითხა სამჯერ მოწმის სახით, რის შემდეგ ნივთების ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, მ------------–ის ქმედებით მიადგა 69 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მე-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რ-----უშაობდა ე.წ. „თ---–----–--------–ის“ შენობაში ვ-----–-----------ზე მდებარე „ო-----------–---ე“. იგი ეწევა ძვირფასი ქვების და ლითონების შესყიდვა-რეალიზაციას. მისი სამუშაო N-------და მდებარეობს პირველ სართულზე. კლიენტს ნივთის ჩაბარებისას სთხოვს პირადობის მოწმობას, რომელსაც უფორმებს შესყიდვის აქტს, რომელშიც უთითებს გამყიდველის პირად ნომერს, მისამართს და ნივთების ჩამონათვალს. აქტზე შესრულებული ხელმოწერით დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, შემოდგომა იყო, ქალბატონი მივიდა მის მაგიდასთან, რომელიც გაეცნო როგორც „მ-----“ და დაიწყო ნივთების დათვალიერება. თავდაპირველად იკითხა საყურის ფასი, ხოლო შემდეგ ზურმუხტის თვლიანი ბეჭდის ფასი, რამაც გაუჩინა ეჭვი, რადგან ეს ქალბატონი ანერვიულდა. მ----------–---–---–მა განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთების ყიდვა უნდოდა, „ბეს“ სახით დაუტოვებდა 50 ლარს, ნახევარი საათის შუალედში მიუტანდა დარჩენილ თანხას და სთხოვა არ გაეყიდა აღნიშნული ნივთები. მან გამორთვა თანხა, ნივთები აიღო დახლიდან და სთხოვა გაჰყოლოდა გარეთ. გარეთ გასვლის შემდეგ უთხრა, რომ ისეთი ნივთები აირჩია, რომელიც ერთი პირისგან ჰქონდა ჩაბარებული და ეჭვი ეპარებოდა, რომ ყიდვა უნდოდა. აღნიშნულზე მ-----მ უთხრა „მ---სგან შეიძინეო“ და განუმარტა, რომ ნამდვილად უნდოდა ნივთების შეძენა. დაახლოებით ერთი საათის შუალედში მივიდა ორი გამომძიებელი, რომლებმაც მოსთხოვეს აქტების წარდგენა. ეს ნივთები მას ჩაბარებული ჰქონდა მ------------–ისგან. მ------------–ის მიერ ჩაბარებული ნივთების ნაწილი უკვე რეალიზებული ჰქონდა, ვინაიდან თვეები იყო გასული. გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, რის შემდეგ ნებაყოფლობით წარუდგინა და ამოღებული იქნა დარჩენილი ნივთები, კერძოდ: თეთრი ოქროს საყურე 750 სინჯი, თითო 6-6 ბრილიანტის თვლით, უცხოური წარმოების ბრილიანტის ბეჭედი ზურმუხტით და ბრილიანტებით, უცხოური წარმოების ცირკონის ბეჭედი ყვითელ ოქროში თურქული და ერთი ძველი ქარხნული რუსული ბრილიანტის ბეჭედი. ოთხივე ნივთი იყო ქარხნული წესით სერიულად გამოშვებული, რომლებსაც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არ აღენიშნებოდა. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა გამომძიებლის მიერ, რაც დაადასტურა ხელისმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ირ---–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რ-----უშაობს შსს ი----------------------------–-------- განყოფილების დეტექტივის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ასრულებს ზ--------------–-–ი უბნის ინსპექტორის მოვალეობას. მის მოვალეობაში შედის მოსახლეობასთან ურთიერთობა და მოსახლეობის აღწერა. მ------------–თან იყო გამოძახებაზე და მისთვის ცნობილი იყო მისი მისამართი. გამომძიებელი დაინტერესდა ცხოვრობდა თუ არა მ------------–ი ზ--------------–ის ტერიტორიაზე. მან დაუდასტურა, რ-----------------–ი ცხოვრობდა დასთან ნ--------------–თან ერთად მე-18--------------------------- სადარბაზოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რ-----უშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. 2----–ლის 19 სექტემბერს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რ-----------------–ი დასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა ზ--------------–-–ი, ხოლო მისი მშობლები ცხოვრობდნენ ტ------––ი ან/და თ--------–-–ი მაგისტრალთან. მის მიერ მოპოვებული იქნა მეზობლების და პირადი ნომრების შესახებ ინფორმაცია, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას. 2----–ლის 2-------------ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომლებთან: გ-------------–---–თან, ე-----------------–---–ითან და ლ-–------–----–---–თან ერთად, ოჯახის სრულწლოვანი ნათესავის და ორი მეზობლის თანდასწრებით, მონაწილეობა მიიღო ზ--------------–-–ი მდებარე ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან და სამზარეულოდან ამოღებული იქნა სამკაულების მსგავსი ნივთები, რომელიც დალუქეს და შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მ------------–ს გამომძიებლის მიერ წარედგინა მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, განემარტა უფლებები, რის შემდეგ გამომძიებელ ე-----------------–---–ის მიერ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მ------------–მა წარადგინა პირადი ნივთები, რომელიც ამოღებული იქნა. აღნიშნულის შემდეგ მ------------–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. შეადგინეს დაკავების ოქმი, რომელზეც ხელის მოწერაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–---–მა და ე-----------------–---–მა. ე-----------------–---–მა დამატებით განმარტა, რ-----ის მიერ მოხდა მ------------–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი სხეულიდან ამოღებული იქნა ნივთები, სამკაულები, ხელჩანთა, მასში არსებული საბუთებით და მობილური ტელეფ---ით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--–-----------------ის და მ--–-----------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–ლის 2-------------ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამომძიებელ ნ---------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღეს გ----------------------------–----–----ის ქ-----------------1-ში მდებარე ლ-------------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ჩხრეკის დაწყებამდე ლ-------------–--ის მამას წარედგინა მოსამართლის განჩინება, განემარტა უფლებები, რის შემდეგ ჩატარდა ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ოქროს ნივთები, რომლებიც აღიწერა და დაილუქა ერთ პაკეტად კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეადგინეს ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ჩხრეკაში მონაწილე პირები გაეცნენ და დაადასტურეს ხელისმოწერით. მოწმის სახით გამოიკითხა ლ-------------–--ის მამა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----------ას და ე-–-------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–ლის 2-------------ს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თ--------–----------ის ს------–-----– თ--------–-–ი მონაწილეობა მიიღეს ა---------–---------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რომელსაც ესწრებოდა ა---------–---------–ი და მისი მეუღლე ი-----–------------ე. ი-----–------------ემ ნებაყოფლობით წარადგინა ნივთები, რომლებიც ამოღებული იქნა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოწმე ი-----–-----------ამ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რის შემდეგ გამოკითხა ბრალდებულის სახით. მანვე, მოწმის სახით გამოკითხა ასევე მე-------------–--ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რ-----უშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ ნ------------–--–---–ი და მ--–-----------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რ-----უშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მოწმეები გამოკითხა, ექსპერტიზა დანიშნა, ო-----------–იდან ამოიღო ოთხი სამკაული და შესყიდვის აქტები. მანვე, გამოკითხა დაზარალებული და ბრალდებული, ასევე ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერება ჩაატარა დაზარალებულთან.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------ემ და განმარტა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დადგენილებით მიმართა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–------–----–---–მა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვები: 1. განესაზღვრათ ქალაქ თბილისში ვ-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „ო-----------–---ე“ ა--------–---- მ----------, მე-------------–--ისგან ამოღებული ზემოაღნიშნული ოთხი ცალი (დალუქული 27/14/7) სამკაულიდან თითოეული რა მეტალის იყო? რა წონის და რა სინჯის? 2. სამკაულებზე არსებული თვლები შეიცავს თუ არა ძვირფას ქვებს? ასეთის შემთხვევაში განესაზღვრათ რომელი ძვირფასი ქვაა იგი, რა ოდენობის, წონის და სინჯის? 3. სამკაულები კუსტარულადაა დამზადებული თუ ქარხნულად? ასეთის არსებობის შემთხვევაში განესაზღვრათ რომელი სამკაულია კუსტარულად დამზადებული, რომელი ქარხნულად და რომელი მწარმოებლის მიერ? 4. განესაზღვრათ აღნიშნული ნივთებიდან, თითოეულის ფასი ცალ-ცალკე, მისი წონის, სინჯის, ნაკეთობის, მათზე არსებული ქვების და სხვა მახასიათებლების მიხედვით? 5. განესაზღვრათ ზემოაღნიშნული ნივთების ჯამური ფასი, მათი წონის, ნაკეთობის, სინჯის, მათზე არსებული ქვების და სხვა მახასიათებლების მიხედვით?. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ს----0----------- საქმეზე, დადგენილების მიხედვით ქალაქ თბილისში ვ-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „ო-----------–---ე“ ა--------–---- მ----------, მე-------------–--ისგან ამოღებული ზემოაღნიშნული ოთხი ცალი (დალუქული 27/14/7) სამკაულიდან თითოეული დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან - ოქროსგან. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სამკაულებში ჩამაგრებული თვლები წარმოადგენს დამუშავებულ ძვირფას და არაძვირფას ქვებს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამკაულები დამზადებულია ქარხნული წესით, ხოლო სამკაულებზე მწარმოებლის დადგენა შეუძლებელია, მწარმოებლის სერთიფიკატის უქონლობის გამო. თეთრი ოქროს საყურე, 750 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 12x0.035ct., 6,03 გრ. - 1 წყვილი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 670 ლარს; ოქროს ბეჭედი, 583 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 4x0.015ct., 3.16 გრ. – 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 200 ლარს; ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის, არაძვირფასი და ბრილიანტის თვლებით 9x0.01ct., 3.55 გრ. - 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 280 ლარს; ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის, არაძვირფასი თვლებით, 2.40 გრ. – 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 145 ლარს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამკაულების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 1295 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის მ-----------–--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–ლის 2-------------ს სახლში იმყოფებოდა მის ორ არასრულწლოვან ბიძაშვილთან ერთად, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს დადგენილება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და დაიწყეს ჩხრეკის ჩატარება. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ბიჟუტერია და სამკაულები. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი. ჩხრეკის დასრულების შემდგომ მ------------–ი შეიყვანეს სახლში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის მ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რ-----------------–ი იყო მისი ყოფილი მეუღლის ბიძაშვილის მეუღლე და აქედან გამომდინარე იცნობს მას. მ------------–თან პირადი შეხება ჰქონდა 2013 წლის ივლისიდან, მათთან მივიდა სტუმრად და ამის შემდეგ ხშირი შეხება ჰქონდათ. სახლში ცხოვრობდნენ თავად, მისი მეუღლე, დედამთილი - მ----------–---–---–ი, მამამთილი და მისი ორი შვილი. მას პირადად ჰქონდა საქორწინო ბეჭდები, რომელიც დაკარგა, ხოლო მისმა ყოფილმა მეუღლემ აღიარა, რ-----ან აიღო ეს ნივთები. მ----------–---–---–მა იცოდა ამის შესახებ. იგი ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში აყენებდა მას, რაც მის ყოფილ მეუღლეს შეეხებოდა. სხვა ნივთების დაკარგვის შესახებ მას არ სმენია. როგორც მისთვის ცნობილია, მ------------–ი მ----------–---–---–თან მუშაობდა დიასახლისად და იყო მისი დედამთილის ყველაზე სანდო პირი. მ------------–ი მ----------–---–---–ს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, მის დედამთილს - მ----------–---–---–ს ფირმა ჰქონდა მ---ს სახელზე გადაფორმებული. როგორც შემდგომ გაიგო, მ----------–---–---–ის ფირმა იყო დაჯარიმებული და ამის გამო გადააფორმა მ------------–ის სახელზე, რომ ახლიდან დაეწყო ფუნქციონირება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ნ--------------–ის ჩვენებით ირკვევა, რ-----------------–ი მუშაობდა მ----------–---–---–თან. 2012 წელს მ------------–ისგან გაიცნო მ----------–---–---–ი და რჩებოდა კიდეც მასთან სახლში. მ------------–მა 2----–-–-- აგვისტოში შეიძინა ბინა, რომელის შეძენაშიც დაეხმარა მამა, რომელმაც გადასცა 7000 აშშ დოლარი, ასევე დაეხმარა მეუღლე. მ--------–---–--- მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარა მ--–-----------–---–მა, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და სთხოვა, რომ შეახვედრებდა მ---ს, ოღონდ იგი უნდა დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი ეღიარებინა, მ----------–---–---–ისათვის 70 000 აშშ დოლარი აენაზღაურებინა და გაუშვებდნენ ციხიდან, რაზეც არ დათანხმდა. მოწმის განმარტებით, მის მეუღლესთან ვ------------ ერთად არასოდეს ყოფილა ო-----------–---ე და არც ოქროს საათი დაუბრუნებია მ----------–---–---–ისათვის. მ----------–---–---–ი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რ-----ისმა დამ - მ------------–მა 70 000 აშშ დოლარის ოქროს ნივთები მოპარა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ა---------–---------–ის ჩვენებით დადგენილია, რ-----ისი შვილი მ------------–ი გაშორდა მეუღლეს, რის შემდეგ მ----------–---–---–მა წაიყვანა მასთან, რომელიც მას ამუშავებდა, ხელფასს უხდიდა და ეხმარებოდა. 6-8 წლის შემდეგ მ----------–---–---–ი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რ-----ისი შვილი იყო ქურდი, რადგან ჰპარავდა ოქროს ნივთებს და ტანსაცმელს 3 წლის განმავლობაში. შემდეგ მის სიძეს დაუკავშირდა მ----------–---–---–ი და მოითხოვა შეხვედრა. სიძესთან ერთად შეხვდა მ-----ს, რომელსაც ახლდა ადვოკატი. მ----------–---–---–მა მოსთხოვა 70 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სთხოვდა ბინა ჩაედოთ ბანკში და გაესტუმრებინათ ვალი. მან მ----------–---–---–ს უთხრა, რომ დარწმუნებული იყო მისი შვილის უდანაშაულობაში და მიემართა საგამოძიებო ორგანოებისთვის. მ------------–მა ბინა შეიძინა მის მიერ მიცემული თანხით, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ვ-----------------ემ და დამატებით განმარტა, რომ იგი არასოდეს ყოფილა ე.წ. „ო-----------–---ე“ მ------------–თან ერთად.

 

2----–ლის 9 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ------–--–ი, „ვ-----–-----------ი“ N--–- მდებარე „ო-----------–---ე“ მდებარე N-------დის მეპატრონისგან მე-------------–--ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი, ღია ფერის ოთხი ცალი თვლით, რომელსაც ბეჭდის ქვედა მხარეს აწერია რიცხვები 911. ოქროსფერი ბეჭედი ღია ფერის თვლებით გაწყობილი რკალით, რომელსაც ერთმანეთის ჯვარედინად ზედა და ქვედა მხარეს აქვს მომწვანო ფერის თვლები. მოვერცხლისფრო წყვილი საყურე, რომელსაც თითოს აქვს სამი ცალი განშტოება, თითოეულ განშტოებას აქვს ორი ცალი ღია ფერის თვალი, თითო ცალ საყურეს ჯამში ექვსი ცალი ღია ფერის თვალი, ხოლო ორივეს თორმეტი ცალი ღია ფერის თვალი. გარდა ამისა ამოღებული იქნა შესყიდვის აქტი 1 ფურცელად, დათარიღებული 10.0--2----–ლით, რომელშიც მითითებულია შემდეგი რეკვიზიტები, გამყიდველის სახელი და გვარი: მ------------–ი პ/ნ 2----------, მ–---------------- ფ-------–-, კ---------------------. საქონლის ნუსხა „მ-------“ ხარისხი-სინჯი, 583, რაოდენობა -გრამი 2,56, ჯვარი 583 სინჯით, 2,02 გრამი-რაოდენობა, ბეჭედი 583 სინჯით, რაოდენობა-გრამი 5,37, ბეჭედი ბრილიანტის 4 თვალით, 583 სინჯით, 3,16 გრამი, ბეჭედი ბრილიანტის 4 თვალით, 585 სინჯით, 2,64 გრამით, ბეჭედი ბრილიანტის ერთი თვალით 585 სინჯით, ყვითელი 4,2 გრამი, საყურე „ვისულკა“ 583 სინჯით 4,05 გრამი, კულონი 583 სინჯით, 1,35 გრამი კობრა ცეპი 583 სინჯით, 3,56 გრამი, დოკუმენტს გრაფა თანხა მივიღეში აღენიშნება ხელმოწერა და საბოლოო ჯამური ფასი 1735 (ათას შვიდას თხუთმეტი) ლარი. ასევე ამოღებულ იქნა 12.--.2----–-–-- შესყიდვის აქტი, რომელშიც მითითებულია შემდეგი რეკვიზიტები, გამყიდველის სახელი და გვარი: მ------------–ი პ/ნ 2----------, მ–---------------- ფ-------–- კ--------------------, საქონლის ნუსხა: ცეპი, 585 სინჯით 6,93 გრამი, ცალი საყურე, 585 სინჯით, 1,88 გრამი ბეჭედი ცირკონის 585 სინჯით, 2,4 გრამი, შესყიდვის აქტს გრაფა თანხა მივიღეში აღენიშნება ხელმოწერა და ნაყიდი პროდუქციის საბოლო ფასი 624 ლარი. ასევე ამოღებული იქნა ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს, აქვს სამ-სამი ცალი ღია ფერის თვლები, ჯამში ექვსი ცალი ღია ფერის თვალი, ბეჭედს ზედა შუა ნაწილში მოთავსებული მოზრდილი, ღია ფერის თვალი. ასევე ამოღებულ იქნა 0--0--2----–ლით დათარიღებული შესყიდვის აქტი, სადაც წერია მყიდველის სახელი და გვარი: მ------------–ი პირადი N2----------, ზ--------------–ა მ----------------------–------------------------, გრაფა საქონელში წერია ჯართი, 14,96 გრამი. ფასი 830 ლარი, გრაფა თანხა მივიღეში გაკეთებულია ხელმოწერა, ასევე ამოღებული იქნა 2--04.2----–ლით დათარიღებული შესყიდვების აქტი, სადაც აღნიშნული სამკაულების ჩამონათვალი ბრილიანტის საყურე, 750 სინჯით 6,04 გრამი ფასად 800 ლარი, ბეჭედი ბრილიანტის მწვანე თვლებით, 585 სინჯით. 3,57 გრამი, 260 ლარი ჯართი 583 სინჯით 241 ლარი, ასევე დაბლა გრაფაში მითითებულია ნაყიდი ჯართი 583 სინჯით 241 ლარი. ასევე დაბლა გრაფაში მითითებულია ნაყიდი 8 სამკაულების საბოლოო ფასი 1301 ლარი, გრაფა თანხა მივიღეში მითითებულია ხელმოწერა.

 

2----–ლის 29 სექტემბრის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ.თ---–---------------------–- N------------------------------------------- სართული ბინა N---–- მდებარე ბინაში, რა დროსაც მცირე ზომის ტუმბოდან ამოღებული იქნა ოქროსფერი ბეჭედი. რუხი ფერის კარადიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მაჯის საათი ციფერბლატებით, რომელთაგანაც ერთს აქვს ყავისფერი სამაჯური, ხოლო მეორეს თეთრი ფერის, სამი ცალი ჯვარი ცეპის გარეშე, კერძოდ: ოქროსფერი თეთრი თვლებით, მთლიანად ვერცხლისფერი, ოქროსფერი მთლიანად ლურჯ თვლებში გაწყობილი წყვილი ვერცხლისფერი საყურე, წყვილი ოქროსფერი მრგვალი ფორმის საყურე, წყვილი საყურე მომცრო ზომის ვერცხლისფერი მარგალიტისებრი თვლებით, ოთხი ცალი ბეჭედი ვერცხლისფერი, ხუთი ცალი მომწვანო ფერის თვლით, ვერცხლისფერი ოვალური ფორმის ლურჯი ფერის თვლით, ვერცხლისფერი ბეჭედი ამოტვიფრული ასოებით „სიყვარული“, ოქროსფერი ბეჭედი თავზე ხელის მტევნის ფორმით, ბეჭედი ვერცხლისფერი ზემოდან მრგვალი ფორმის ორნამენტიანი თვლით, გულსაბნევი მოოქროსფერო ღია ფერის თვლებით. ასევე, პეპელას ფორმის გულსაბნევი ვერცხლისფერი ღია მეტალის ღია ფერის თვლებით, ვერცხლისფერი სამკუთხედის ფორმის გულსაკიდი „კულონი“, ვერცხლისფერი „კულონი“ გულის ფორმით, თავისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი ცალი მცირე ზომის ოქროსფერი საყურე, თეთრი ფერის ყელსაბამი მარგალიტისებრი თვლებით. მეორე კომოდის უჯრიდან ამოღებული იქნა: ერთი ცალი ვერცხლისფერი მეტალის ციფერბლატიანი მაჯის საათი, ერთი ცალი ვერცხლისფერი ორნამენტებიანი ბეჭედი, ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი ზემოდან ერთი ცალი თეთრი ფერის მარგალიტისებრი თვლით, ერთი ცალი ოქროსფერი ჯაჭვის ფორმის ცეპი, ოქროსფერი სამაჯური ზედა მხარეს მართკუთხედის ფორმის ზედაპირით, გაწყობილი ბევრი წვრილი მოთეთრო ფერის თვლებით, ოქროსფერი ბეჭედი, მთლიანად გაწყობილი ბევრი წვრილი თვლებით, მრგვალი ფორმის, ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი ამოტვიფრული ციფრებით 8-8-8, ერთი ცალი სამაჯური ოქროსფერი მეტალით, რომელიც გაწყობილია ხუთი ცალი ცალკე მრგვალ ფორმაში გაწყობილ ლურჯი ფერის თვლებით, ერთი ცალი ვერცხლისფერი ჯვარი, თავისივე ვერცხლისფერი წვრილი ცეპით, ერთი ცალი ხელის მტევნის ფორმის კულონი, თავისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი წყვილი მოგრძო ფორმის წვრილი გამჭვირვალე თვლებით გაწყობილი საყურე, ერთი ცალი ვერცხლისფერი კულონი ყვავილის ფორმის მისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი ცალი მცირე ზომის ოთხკუთხედის ფორმის კულონი ვერცხლისფერი, მისივე ვერცხლისფერი წვრილი ცეპით, ერთი ცალი ვერცხლისფერი კულონი ნახატით „ველოსიპედით და ბავშვებით“ თავისი შავი ფერის ნაჭრის საკიდით, ასევე სამზარეულო ოთახში არსებული ლარნაკიდან ამოღებული იქნა წყვილი მცირე ზომის საყურე ფერადი თვლებით.

 

2----–ლის 29 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რ-----------------–ი დაკავებული იქნა ქ------–--–ი, ზ--------------–ა N3------------------------------------------------------------–ი, ბინა N---–-. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა: მის ყურებზე არსებული წყვილი ვერცხლისფერი საყურე მარგალიტისებრი თეთრი ფერის თვლებით, მარცხენა ხელის მტევნიდან მეტალის ვერცხლისფერი საათი ციფერბლატით, მარჯვენა ხელის მტევნიდან ოქროსფერი მეტალის სამაჯური ღია ფერის თვლებით, მარჯვენა ხელის არათითიდან ამოღებული იქნა ოქროსფერი „კალიცოს“ ფორმის ბეჭედი. ყელის არიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი კულონი, ვერცხლისფერი ცეპით ოვალური ფერის კულონით. მარჯვენა ფეხის ქედა ნაწილიდან კოჭიდან ამოღებული იქნა მოგრძო ვერცხლისფერი ცეპი. ასევე ამოღებული იქნა მცირე ზომის ბარათი ე.წ. „ვიზიტკა“ სახელწოდებით „ოქროს სამყარო“, ძვირფასი ლითონები და ქვები მე-------------–--ე, 5----------- ვ-----–-----------ი N-------------. ამოღებული იქნა კრედო ბანკის ე.წ. „ვიზიტკა“, სადაც გადასახადის გრაფაში აღენიშნება შემდეგი ციფრები 105, 102, სახელი გვარი მ------------–ი. ასევე მოოქროსფრო ფერის მცირე ზომის ყვავილების ფორმის საყურე წყვილი.

 

2----–ლის 29 სექტემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ----------------------------–----–----ის ქ------------------ში მდებარე ლ-------------–--ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულო ოთახში მარცხენა მხარეს მდგომი სარკიანი კარადის თაროდან ამოღებული იქნა ღია ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია: ოქროსფერი ქალის სამაჯური შავი ფერის მცირე ზომის ქვებით, შუაში მწვანე ფერის მოზრდილი ზომის ქვით, ოქროსფერი მეტალის გულსაბნევი, რომელშიც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, ბოლოში დამაგრებულია მრგვალი ფორმის ოქროსფერი მეტალის მცირე ზომის ბურთულა, რომელშიც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, აღნიშნულ ნაკეთობაზე დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ე.წ. „ძეწკვი“. ასევე მოთავსებულია ერთი წყვილი ოქროსფერი მეტალის საყურე მრგვალი ფორმის, რომელშიც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, ასევე მოთავსებულია წელზე შემოსაკრავი ოქროსფერი მეტალის ნაკეთობა, რომელიც ნაწილი წარმოადგენს ოქროსფერი მეტალის ე.წ. „ძეწკვს“, რომლის ბოლოს დამაგრებულ რგოლში ჩასმულია თეთრი ფერის თვალი, რომელიც დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ნაქსოვით. ნაკეთობაზე, რომელზეც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, აღნიშნულ ნაკეთობაზე ასევე მიმაგრებულია ოქროსფერი მეტალის ე.წ. „ძეწკვი“.

 

2----–ლის 29 სექტემბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა თ--------–----------ის ს------–-----– თ--------–-–ი ა---------–---------–ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ი-----–------------ის მიერ წარდგენილი და ამოღებული იქნა ოქროს სამკაულები და ე.წ. „ბიჟუტერია“, კერძოდ: ოქროსფერი ბეჭედი ოვალური (სფეროსებრი) ფორმის თვლებით, ოქროსფერი რკალისებური ოვალური ფორმის ბეჭედი, ოქროსფერი ბეჭედი ყვავილისებური თავით, რომელშიც ჩასმულია მოთეთრო ფერის შვიდი ცალი თვალი, მოვერცხლისფრო ბეჭედი, რომლის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ჩასმულია ოთხი ცალი მოთეთრო ფერის თვალი, მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი იასამნისფერი თვლით, ოქროსფერი სამაჯური, ოქროსფერი ძეწკვი კულონით, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების

ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა თ--------–----------ის ს------–-----– თ--------–-–ი ა---------–---------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამკაულები, კერძოდ: ოქროსფერი ბეჭედი ოვალური (სფეროსებრი) ფორმის თვლებით, ოქროსფერი რკალისებრი, ოვალური ფორმის ბეჭედი, ოქროსფერი ბეჭედი ყვავილისებური თავით, რომელშიც ჩასმულია მოთეთრო ფერის შვიდი ცალი თვალი, მოვერცხლისფრო ბეჭედი, რომლის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ჩასმულია ოთხი ცალი მოთეთრო ფერის თვალი, მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი იასამნისფერი თვლით, ოქროსფერი სამაჯური, ოქროსფერი ძეწკვი კულონით, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ყველა ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა გ----------------------------–----–----ში მე-2 ქ------------------ში მდებარე ლ-------------–--ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამკაულები. მ----------–---–---–ს წარედგინა პაკეტში მოთავსებული შემდეგი სამკაულები: ოქროსფერი მეტალის სამაჯური შავი ფერის მცირე ზომის ქვებით, შუაში მოზრდილი მწვანე ფერის ქვით, ოქროსფერი მეტალის გულსაბნევი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ქვები, ბოლოში დამაგრებულია მრგვალი ფორმის ოქროსფერი მეტალის მცირე ფორმის ბურთულა, ნაკეთობაზე დამაგრებულია ოქროსფერი ძეწკვი, ასევე მოთავსებულია ერთი წყვილი ოქროსფერი მეტალის საყურე, მრგვალი ფორმის, რომელშიც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, ასევე ოქროსფერი მეტალის ნაკეთობა, რომლის ნაწილი წარმოადგენს ძეწკვს, რომლის ბოლოს დამაგრებულ რგოლში მოთავსებულია თეთრი ფერის თვლები, რომელიც დამაგრებულია ოქროსფერი მეტალის ნაქსოვ ნაკეთობაზე, რომელშიც ჩასმულია თეთრი ფერის ქვები, აღნიშნულ ნაკეთობაზე ასევე მიმაგრებულია ოქროსფერი ძეწკვი. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ყველა ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა თ---–--------------------–- 3--------------------------------------------------------–-----------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში განთავსებულ მეორე კარადა-ტუმბოდან და სამზარეულოში არსებული ლარნაკიდან ამოღებული სამკაულები. მ----------–---–---–ს წარედგინა შემდეგი სამკაულები: ერთი ცალი ვერცხლისფერი მეტალის ციფერბლატებიანი მაჯის საათი, ერთი ცალი ვერცხლისფერი ორნამენტებიანი ბეჭედი, ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი ზემოდან ერთი ცალი თეთრი ფერის მარგალიტისებრი თვლით, ერთი ცალი ოქროსფერი ჯაჭვის ფორმის ცეპი, ოქროსფერი სამაჯური ზედა მხარეს მართკუთხედის ფორმის ზედაპირით, გაწყობილი ბევრი წვრილი მოთეთრო ფერის თვლებით, ოქროსფერი ბეჭედი, მთლიანად გაწყობილი ბევრი წვრილი თვლებით, მრგვალი ფორმის, ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი ამოტვიფრული ციფრებით 8-8-8, ერთი ცალი სამაჯური ოქროსფერი მეტალით, რომელიც გაწყობილია ხუთი ცალი ცალკე მრგვალ ფორმაში გაწყობილ ლურჯი ფერის თვლებით, ერთი ცალი ვერცხლისფერი ჯვარი, თავისივე ვერცხლისფერი წვრილი ცეპით, ერთი ცალი ხელის მტევნის ფორმის კულონი, თავისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი წყვილი მოგრძო ფორმის წვრილი გამჭვირვალე თვლებით გაწყობილი საყურე, ერთი ცალი ვერცხლისფერი კულონი ყვავილის ფორმის მისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი ცალი მცირე ზომის ოთხკუთხედის ფორმის კულონი ვერცხლისფერი, მისივე ვერცხლისფერი წვრილი ცეპით, ერთი ცალი ვერცხლისფერი კულონი ნახატით „ველოსიპედით და ბავშვებით“ თავისი შავი ფერის ნაჭრის საკიდით, ასევე სამზარეულო ოთახში არსებული ლარნაკიდან ამოღებული წყვილი მცირე ზომის საყურე ფერადი თვლებით. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ყველა ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა თ---–--------------------–- 3-------------------------------------------------------–-------------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში განთავსებულ პირველ კარადა-ტუმბოდან და მისაღებ ოთახში არსებული მცირე ზომის ტუმბოდან ამოღებული სამკაულები. მ----------–---–---–ს წარედგინა შემდეგი სამკაულები: მცირე ზომის ოქროსფერი ბეჭედი, ორი ცალი მაჯის საათი, ციფერბლატებით, რომელთაგანაც ერთს აქვს ყავისფერი სამაჯური, ხოლო მეორეს თეთრი ფერის, სამი ცალი ჯვარი ცეპის გარეშე, კერძოდ: 1. ოქროსფერი თეთრი თვლებით, 2. მთლიანად ვერცხლისფერი, 3. ოქროსფერი მთლიანად ლურჯ თვლებში გაწყობილი. წყვილი ვერცხლისფერი საყურე, წყვილი ოქროსფერი მრგვალი ფორმის საყურე, წყვილი საყურე მომცრო ზომის ვერცხლისფერი მარგალიტისებრი თვლებით, ოთხი ცალი ბეჭედი 1. ვერცხლისფერი ხუთი ცალი მომწვანო ფერის თვლით, 2. ვერცხლისფერი ოვალური ფორმის ლურჯი ფერის თვლით, 3. ვერცხლისფერი ბეჭედი ამოტვიფრული ასოებით „სიყვარული“ 4. ოქროსფერი ბეჭედი თავზე ხელის მტევნის ფორმით. ბეჭედი ვერცხლისფერი ზემოდან მრგვალი ფორმის ორნამენტიანი თვლით, გულსაბნევი მოოქროსფერო, ღია ფერის თვლებით. პეპლის ფორმის გულსაბნევი ვერცხლისფერი ღია მეტალის, ღია ფერის თვლებით, ვერცხლისფერი სამკუთხედის ფორმის გულსაკიდი „კულონი“, ვერცხლისფერი „კულონი“ გულის ფორმით, თავისივე ვერცხლისფერი ცეპით, ერთი ცალი მცირე ზომის ოქროსფერი საყურე, თეთრი ფერის ყელსაბამი მარგალიტისებრი თვლებით. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ყველა აღნიშნული ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა თ---–---------------------–- 3---------------------------------------------------–------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მ-----------–--–-–---–ისაგან ნებაყოფლობით წარდგენილი ორი ცალი ოქროსფერი ჯვარი (ერთი ცალი ცეპის გარეშე, ხოლო მეორე ოქროსფერი ცეპით). მ----------–---–---–ს წარედგინა შემდეგი სამკაულები: ორი ცალი ოქროსფერი ჯვარი, რომელთაგან ერთი ცალი არის ცეპის გარეშე, ხოლო მეორეს აქვს ოქროსფერი ცეპი). მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ორივე ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ისა და მისი ინტერესები ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ქალაქ თ---–--–------------------–- 3---------------------------------------------------–--ე, მდებარე ბინა N---–- მ------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამკაულები. მ----------–---–---–ს წარედგინა შემდეგი სამკაულები: წყვილი ვერცხლისფერი საყურე, მარგალიტისებრი თეთრი ფერის თვლებით, მეტალის ვერცხლისფერი საათი ციფერბლატებით, ოქროსფერი მეტალის სამაჯური ღია ფერის თვლებით, ოქროსფერი საქორწინო ბეჭედი, ასევე ღია ფერის ძეწკვი და ღია ფერის ძეწკვი ოვალური ფერის კულონით. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა ყველა აღნიშნული ნივთი, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 30 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------–----–---–ის მიერ, მ----------–---–---–ისა და მისი ინტერესები ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ქალაქ თ---–--–------------------–- 3------------------------------------------------------–ზე, მდებარე ბინა N---–- მ------------–ის პირადი ჩხრეკისას ჩანთაში არსებული საფულიდან ამოღებული ყვავილების ფორმის მცირე ზომის წყვილი საყურე. მ----------–---–---–ს წარედგინა ყვავილების ფორმის მცირე ზომის წყვილი საყურე, მოთავსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში. მ----------–---–---–მა დეტალურად დაათვალიერა აღნიშნული სამკაულები, თუმცა მისი განმარტებით, მ------------–ის მიერ მისგან მოპარული სამკაულები აღნიშნულ სამკაულებში არ იყო.

 

2----–ლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რ---------------–---–---–ისგან ამოღებული იქნა 22 ფურცელი ე.წ. „სქრინ შოტები“, საიდანაც 16 ფურცელში მითითებულია ადრესატი „M---“. შემდეგი 4 ფურცელი „სქრინ შოტი“ შეიცავს ქართულ-ლათინურ ასოებით შესრულებულ მიმოწერას, რომელსაც ზედა ნაწილზე აღენიშნება წარწერა „M---1“ +------------. ლათინურ ასოებით შემდგარ ტექსტებს მარცხენა მხარეს აღენიშნება ლათინური ასო „--. მიმოწერის მეორე მხარეს სახელი ან ინიციალი ფურცელზე არ იკითხება. შემდეგი ორი ფურცლიდან ერთი შესრულებულია ქართული, ხოლო მეორე ლათინური ასოებით. ქართული ასოებით შემდგარ ტექსტის ზედა მხარეს იკითხება წარწერა „T----------------------------“, T-----------------“. და გოგონას გამოსახულება სილუეტი. ლათინური ასოებით შემდგარ ტექსტს ზედა ნაწილზე ასევე გამოსახულია გოგონას სილუეტი და წარწერა „T-----------------“.

 

2----–ლის 28 დეკემბრის სასაქონლო N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ს----0----------- საქმეზე, დადგენილების მიხედვით ქალაქ თბილისში ვ-----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „ო-----------–---ე“ ა--------–---- მ----------, მე-------------–--ისგან ამოღებული ზემოაღნიშნული ოთხი ცალი (დალუქული 27/14/7) სამკაულიდან თითოეული დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან - ოქროსგან. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სამკაულებში ჩამაგრებული თვლები წარმოადგენს დამუშავებულ ძვირფას და არაძვირფას ქვებს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამკაულები დამზადებულია ქარხნული წესით, ხოლო სამკაულებზე მწარმოებლის დადგენა შეუძლებელია, მწარმოებლის სერთიფიკატის უქონლობის გამო. თეთრი ოქროს საყურე, 750 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 12x0.035ct., 6,03 გრ. - 1 წყვილი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 670 ლარს; ოქროს ბეჭედი, 583 სინჯის, ბრილიანტის თვლებით 4x0.015ct., 3.16 გრ. – 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 200 ლარს; ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის, არაძვირფასი და ბრილიანტის თვლებით 9x0.01ct., 3.55 გრ. - 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 280 ლარს; ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის, არაძვირფასი თვლებით, 2.40 გრ. – 1 ცალი - საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 145 ლარს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სამკაულების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 1295 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთგანხილული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ------------–ის მიერ დაზარალებულ მ----------–---–---–ის კუთვნილი წყვილი საყურის და სამი ცალი ბეჭედის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ----------–---–---–ის ჩვენების თანახმად, მ------------–ი მისი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა დროს დაეუფლა მის კუთვნილ ოქროს ნივთებს, რითაც მას მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

მოწმე მე-------------–--ის ჩვენებითა და მისგან ამოღებული ნივთებითა და დოკუმენტაციით დასტურდება, რ-----------------–მა მე-------------–--ეს ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, რაც მოგვიანებით ამოიცნო დაზარალებულმა და ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ.

 

2----–ლის 28 დეკემბრის სასაქონლო N--------- დასკვნით დგინდება, რ-----ე-------------–--ისაგან ამოღებული ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამკაულების: წყვილი საყურის და სამი ცალი ბეჭდის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2----–ლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 1295 ლარს.

 

შესაბამისად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რ-----------------–ის მიერ დაზარალებულ მ----------–---–---–ისაგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების ღირებულებამ 2----–ლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგინა 1295 ლარი.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ მ------------–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიიჩნევს, რ-----------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით ფარულად დაუფლების ფაქტს. მ----------–---–---–ის განმარტებით, მასთან ერთად სახლში ცხოვრობდნენ მისი მეუღლე და შვილი. მისივე ჩვენების თანახმად, პირველად მის მეუღლეს შეეპარა ეჭვი მ------------–ის კეთილსინდისიერებაში და იმ გარემოებაში, რომ სწორედ მ------------–ი დაეუფლა ფარულად დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე არ დაკითხულან დაზარალებულ მ----------–---–---–ის მეუღლე და შვილი, რომლებსაც შეეძლოთ სასამართლოსათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რასაც დაზარალებული უთითებდა მის ჩვენებაში. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ინიციატივით დაიკითხა მ----------–---–---–ის ყოფილი რძალი, რომლის განმარტებით, იყო შემთხვევა, რ-----ისმა მეუღლემ (მ------–---–---–ის შვილმა) აიღო მისი კუთვნილი ოქროს ნივთები. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ არ გარკვეულა ის გარემოება, ხომ არ მოხდა თავად დაზარალებულის ოჯახის წევრების ან სხვა პირის მიერ დაზარალებულის კუთვნილი ოქროს ნივთებისა და ფულადი თანხის ფარულად დაუფლება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული მ----------–---–---–ი თავის ჩვენებაში უთითებდა, რ-----------------–ს მისი ოქროს ნივთების ნაწილი ჩაბარებული ჰქონდა ლომბარდში, თუმცა ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია და სასამართლოში არ წარმოუდგენია აღნიშნული ნივთების ლომბარდში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, არ გამოუკითხავს ლომბარდის თანამშრომლები, რითაც ნათელი მოეფინებოდა იმ გარემოებას, ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოხდა თუ არა მ------------–ის მიერ ოქროს ნივთების ლომბარდში ჩაბარება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ------------–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივად შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულის მ----------–---–---–ის ჩვენების თანახმად, მასთან ოჯახში მუშაობდა მ------------–ი. 2011 წლიდან 2----–ლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მ------------–ი ქ.თბილისი, დ-----------–-----–------------------–ი მდებარე დაზარალებულის კუთვნილი ბინა N------ პერიოდულად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ფულად თანხას, ჯამში 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. დაზარალებულის ჩვენებით, მის ნივთებთან წვდომა ჰქონდა მ------------–ს, სწორედ მის მიერ იქნა გატანილი და გასხვისებული ნივთები, რომელიც მოგვიანებით იპოვა და ამოიცნო ე.წ. „ო-----------–---ე“ მომუშავე ქალბატონთან - მე-------------–--ესთან.

 

მ------------–ის მიერ ოქროს ნივთების ჩაბარების ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მე-------------–--ემ, რომელმაც განმარტა, რ-----ას ნივთები ჩააბარა მ------------–მა, რომელზეც შეადგინა შესაბამისი აქტები. მოგვიანებით დაზარალებული მ----------–---–---–ი მისული იყო მასთან სამსახურში, რა დროსაც მან ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები. აღნიშნული ნივთები და ნივთების ჩაბარების ა----------------------–--ემ წარუდგინა გამოძიებას, რომელიც მისგან ამოღებული იქნა.

 

2----–ლის 28 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რ-----ე-------------–--ისგან ამოღებული სამკაულების მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 1295 ლარს.

 

ამავდროულად, მ------------–ის მიერ დაზარალებულ მ----------–---–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტი დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ე.წ. „სქრინ შოტებით“.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთგანხილული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ------------–ის მიერ განხორციელებული ქურდობის შედეგად დაზარალებულისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა უტყუარად დასტურდება მ------------–ის მიერ დაზარალებულ მ----------–---–---–ის კუთვნილი ერთი წყვილი საყურის და სამი ცალი ბეჭდის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რ-----------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ე.წ. „სქრინ შოტები“ არ არის სანდო, ვინაიდან მ----------–---–---–ს წაეშალა მიმოწერა და მათი გადამოწმება ვერ ხერხდება. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში წარდგენილი იქნა ე.წ. „სქრინ შოტები“, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რ-----ისმა შვილიშვილმა თ----------------ემ „დასქრინა“ მ------------–სა და მას შორის არსებული მიმოწერა, რომელიც გადაუგზავნა მის შვილიშვილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, რომელმაც აღნიშნული ამობეჭდა ტელეფ---იდან. შესაბამისად, დადასტურდა, რომ აღნიშნული მიმოწერა ნამდვილად განხორციელებულია მ------------–სა და დაზარალებულს შორის, ასევე დაზარალებულსა და მ------------–ის შვილს შორის. აღნიშნული ასევე დასტურდება თავად მიმოწერის შინაარსითაც. შესაბამისად, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასაქონლო ექსპერტმა განმარტა, რომ წარდგენილი ოქროს ნაკეთობები არის სერიული წარმოების ქარხნული წესით დამზადებული ნივთები, რომელსაც განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია. შესაბამისად, ნივთების კუთვნილების დადგენა შეუძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთები, რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე, ო-----------–---ევე ამოიცნო დაზარალებულმა და მოგვიანებით დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა ე.წ. „ო-----------–---ე“ მდებარე N-------დის მეპატრონე მე-------------–--ისგან. მე-------------–--ემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ნივთები მას ჩააბარა მ------------–მა, რის შესახებაც შედგენილი ჰქონდა შესყიდვის აქტები, რომელიც წარუდგინა გამოძიებას. სასაქონლო ექსპერტმა დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ოქროს ნაკეთობები. ამავდროულად, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გამოძიების მიერ მ------------–ისა და მისი ახლობლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა არაერთი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების სამკაულები და ოქროს ნივთები, რომლებიც ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულს, თუმცაღა ამ ნივთებიდან დაზარალებულმა ვერ ამოიცნო მისი კუთვნილი ოქროს ნივთები. შესაბამისად, მან ამოიცნო სწორედ ის ნივთები, რაც მისი საკუთრება იყო და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რ-----ე-------------–--ისაგან ამოღებული ოქროს ნივთები ნამდვილად დაზარალებულის საკუთრებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს მე-------------–--ისგან ამოღებული ოქროს ნივთების ამოცნობა არ ჩაუტარებია და მ----------–---–---–ის ჩვენებას დაეყრდნო. შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ დაზარალებულმა ნახა მისი კუთვნილი ნივთები ე.წ. „ო-----------–---ე“ და სწორედ მისი მითითებით იქნა ამოღებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ცალკე ამოცნობის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობდა.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, მათ მ------------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით რაიმე ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მოუწვდიათ, მათ დაადასტურეს მხოლოდ ის გარემოება, რ---------------–---–---–ი მათთან საუბარში აცხადებდა, რ-----------------–მა მას მოპარა დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ფულადი თანხა, ხოლო მ------------–ი აცხადებდა, რ-----ას ეს არ ჩაუდენია. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები მ------------–ის ბრალდების დამადასტურებელ ან გამამართლებელ მტკიცებულებებად სასამართლოს მიერ შეფასებული ვერ იქნება და მით უფრო, საფუძვლად ვერ დაედება მ------------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული,-------აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ------------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რ-----თავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რ-----ხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რ-----ტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდებულ მ------------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლო ადგენს, რ-----------------–ს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მ----------–---–---–ის კუთვნილ ოქროს ნივთებს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენა 1295 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ მ------------–ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რ-----------------–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მ----------–---–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ამასთან, მ------------–ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რ-----ისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში მ------------–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, კერძოდ, ქურდობის შედეგად დაზარალებულს მიადგა 1295 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ------------–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რ-----------------–ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებზე, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივზე, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე (ბრალდებულის მტკიცე სურვილზე, მისწრაფებაზე ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ მოძრავ ნივთებს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (იმყოფებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და ბოროტად სარგებლობდა დაზარალებულის ნდობით), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რ-----------------–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რ-----------------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის,-------თმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ქ------–--–ი, „ვ-----–-----------ი“ N--–- მდებარე „ო-----------–იდან“ ამოღებული ოქროს ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ქ------–--–ი, „ვ-----–-----------ი“ N--–- მდებარე „ო-----------–იდან“ ამოღებული ოთხი ცალი შესყიდვის აქტი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- დაზარალებულ მ----------–---–---–ისგან ამოღებული მასალა ე.წ. „სქრინშოთები“, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

2. მ------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. მ------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–ლის 29 სექტემბრიდან.

 

4. მ------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ქ------–--–ი, „ვ-----–-----------ი“ N--–- მდებარე „ო-----------–იდან“ ამოღებული ოქროს ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ქ------–--–ი, „ვ-----–-----------ი“ N--–- მდებარე „ო-----------–იდან“ ამოღებული ოთხი ცალი შესყიდვის აქტი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- დაზარალებულ მ----------–---–---–ისგან ამოღებული მასალა ე.წ. „სქრინშოთები“, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი