გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820-10018002600709
(3-90/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე- სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,მა-------------ე’’
წარმომადგენელი: და-–-------ე
დავის საგანი- სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,მა-------------ეს ’’, სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 15 ივნისიდან ყოველთვიურად 55,65 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 15 ივნისიდან გამოთავისუფლებამდე თვეში 71,25 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მიწის ნაკვეთი, მდებარე: ხე-–--------ში საკრებულო მა-----–-ში, ს/კ 22.3--0-.8--. წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც 2016 წლის 21 დეკემბრიდან დღემდე არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მა-------------ე.
2017 წლის 02 თებერვალს შედგა აქტი მასზედ, რომ ინდ.მეწარმე მა-------------ე არამართლზომიერად ფლობდა სახელმწიფო ქონებას მდებარე ხე-–--------ში, საკრებულო მა-----–- ს/კ 22.3--0-.8-- და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, N--------- და N--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ უძრავი ქონების ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 21 დეკემბრიდან საორიენტაციოდ შეადგენს 71,25 ლარს.
ი/მ მა-------------ეს სა---–-–-------------------------–----------ოს 10.02.2017 წლის N12/6531; 13.0-.2017 წლის N--------; 04.04.2017 წლის N--------; 14.05.2018 წლის N-------- წერილით რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2016 წელს დეკემბრიდან -არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა თვეში 71,25 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მა-------------ის მიერ გადახდილია არამართლზომიერად სარგებლობნის თანხა ნაწილობრივ. კერძოდ 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 55,65 ლარს. ამასთანავე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა არ მოხდა უძრავი ქონების გამოთავისუფლება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა-------------ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მოპასუხე და მისი წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმენ სარჩელის მოთხოვნას. მათი განმარტებით მაღაზიის შენობა აშენებულია მა-------------ის მიერ მათ საგვარეულო ნაკვეთში 1990-იანი წლების შემდეგ. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა უდავოა , რომ ქონება ფაქტობრივად წარმაოდგენს მის საკუთრებას. ამის მიუხედავად, სარგებლობისათვის გადახდილი აქვს ქირის ნაწილი და მოთხოვნა ამ მოცულობით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა სოფელ მა-----–-ს მცხოვრებთა ერთობლივ ხელმოწერილი განცხადება (61 ხელმოწერა) და სხვადასხვა პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ მა-------------ე 1991 წლისდან ფლობს და სარგებლობს სოფ. მა-----–-ში მდებარე 41.7 კვ. მეტრ შენობა ნაგებობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მა-------------ე 2011 წლის 23 აგვისტოდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმა არის- ინდივიდუალური მეწარმე, საიდენტიფიკაციო კოდი-610060-4118, იურიდიული მისამართი - საქართველო, ხე-–--------ის რაიონი, სოფელი მა----–------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
3.1.2. ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის N05/1418 სა---–-–-------------------------–----------ოს მიმართ გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ მოქალაქე მა-------------ე დღეის მდგომარეობით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სოფელ ჭარნალიშ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში საკადასტრო კოდი 22.3--0-.8--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხე-–--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის წერილი.
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხე-–--------ი, სოფ. მა-----–-ში მდებარე 98 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 41.7 კვ. მეტრი ფართის შენობა ნაგებობა საკადასტრო კოდი 22.3--0-.8--. საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.4. სა---–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 07 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა, მისამართი: ხე-–--------ი, მუნიციპალიტეტის მა-----–-ში, საკადასტრო კოდი 22.3--0-.8--, ფიზიკური პირის მიერ დაკავებული არის და არამართლზომიერად იყენებს მა-------------ე ობიექტს სამეწარმეო საქმიანობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სა---–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 07 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმი.
3.1.5. საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 09 ივლისის №5---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ხე-–--------ი რაიონის სოფელ მა-----–-ში, საკადასტრო კოდი 22.3--0-.8-- რეგისტრირებული უძრავი ქონება კერძოდ 98,00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 41.70 კვ. მეტრი შენობა ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017-20018 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 71.25 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნები.
3.1.6. ი/მ მა-------------ეს სა---–-–-------------------------–----------ოს 10.02.2017 წლის N12/6531; 13.0-.2017 წლის N--------; 04.04.2017 წლის N--------; 14.05.2018 წლის N-------- წერილით ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2016 წელს დეკემბრიდან -არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა თვეში 71,25 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მა-------------ის მიერ გადახდილია არამართლზომიერად სარგებლობნის თანხა ნაწილობრივ. კერძოდ 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 55,65 ლარს. ამასთანავე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა არ მოხდა უძრავი ქონების გამოთავისუფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წერილები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ არის გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მიერ აღძრული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,მა-------------ეს ’’, სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2018 წლის 15 ივნისამდე დარცენილი გადასახელი თანხა 55,65 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 15 ივნისიდან ფართის გათავისუფლებიდან ყოველთვიურად 71,25 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასურის გადახდა , მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სა---–-–-------------------------–----------ო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინდ/მეწარმე ,,მა-------------ე’’ წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს.
დადგენილია ასევე, რომ მიწის ნაკვეთი, მდებარე: ხე-–--------ში საკრებულო მა-----–ში. წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე აღნიშნულ ქონებას მა-------------ე არამართლზომიერად სარგებლობდა და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
საქმეში წარმოდგენილია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 09 ივლისის №5---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ხე-–--------ი რაიონის სოფელ მა-----–-ში, საკადასტრო კოდი 22.3--0-.8-- რეგისტრირებული უძრავი ქონება კერძოდ 98,00 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 41.70 კვ. მეტრი შენობა ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017-20018 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 71.25 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს მიერ ინდ/მეწარმე მა-------------ეს’’ ეცნობა,რომ უძრავი ქონება მდებარე: ხე-–--------ი, მუნიციპალიტეტის სოფელი მა-----–ში, საკადასტრო კოდი 22.3--0-.8-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. მა-------------ეს ეთხოვა უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2018 წლის 15 ივნისიდან.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და მოსარჩელე მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე-ინდ/მეწარმე ,,მა-------------ის ’’ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ასევე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხე მხარეც.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს - ინდ/მეწარმე მა-------------ეს’’, სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 15 ივნისამდე დარჩენილი დავალიანების 55,65 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2018 წლის 15 ივნისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 71,25 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასურის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე