განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
340100119002932827
დავის ტიპი
126 (1) 1 , 144
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119002932827

N1/45-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

16.07.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი - თინათინ ზუბაშვილი

სისხლის სამართლის საქმე N0-----------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მა----- ჭა--–---–-, მა-- უტ--–---–-.

ბრალდებული: გი-- კუ-----–---–--

მამის სახელი: ვა---–--

დაბადებული: 13. 0-. 19-- წელი;

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტექნიკური;

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–---;

მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–---.

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტესივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულებების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

გი-- კუ-----–---–ი 2018 წლის 08 დეკემბერს 18:32 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 9 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 05 აპრილს დაზურტდა ბრალი და წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1. 2018 წლის სექტემბრიდან, გი-- კუ-----–---–ი , გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ჟა-- ოს--–---–-- კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მას, როგორც მამაკაცს უფლება ჰქონდა მოქცეოდა მეუღლეს საკუთარი შეხედულებისამებრ, ჟა-- ოს--–---–- ვალდებული იყო დამორჩილებოდა მის ნებისმიერ მოთხოვნას და ემოქმედა მისი მითითებით. 2018 წლის ოქტომბრის დაუდგენელ რიცხვში, გი-- კუ-----–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ. გუ-------–- მდებარე ხევში, ჟა-- ოს--–---–ს მუშტებით სცემა თავის არეში. გი-- კუ-----–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ჟა-- ოს--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ოჯახის წევრის მიმართ წამების ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის 07 დეკემბერს, გი-- კუ-----–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუ--–--ში, ე.წ. ,, ფ------------’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეუღლე ჟა-- ოს--–---–-, რომლისგანაც , სხეულზე ხელების და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ითხოვდა ეღიარებინა სავარაუდო სქესობრივი კავშირი და დაესახელებინა პარტნიორის ვინაობა. უარის მიღების შემდეგ, გი-- კუ-----–---–მა, აღნიშნული კავშირის აღიარებისა და ამავე ურთიერთობის გამო მისი დასჯის მიზნით, დაახლოებით 10 წუთის ინტერვალით, 3-5 წუთის განმავლობაში, ანთებული სიგარეტით, მკერდისა და დუნდულის არეში, დაზიანებები მიაყენა ჟა-- ოს--–---–-- რომელსაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

სასამარლომ დაადგინა:

 

1. გი-- კუ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში სასამართლოს მიერ ბრალდების განმარტებისას თავი დამნაშავედ არ სცნო. აღნიშნული პოზიცია ასევე დაადასტურა საბოლოო სიტყვით. განმარტა, რომ მას მეუღლისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არასოდეს უწამებია.

 

2. დაზარალებულმა ჟა-- ოს--–---–მა მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - გი-- კუ-----–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის სექტემბერ ოქტომბრის ეპიზოდი) და 111, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილი ბრალდება (2018 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი) იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

4. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე და გი-- კუ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

5. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა შეთანხმებული მტკიცებულები, კერძოდ, მოწმეების ცი--–- ოს--–---–-ს, ა-- გო------, გი-- კუ-----–---–ის, იზ- მთ------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N------- გი-- კუ-----–---–ის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

8. გი-- კუ-----–---–ის მიერ მეუღლე ჟა-- ოს--–---–ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებული ჟა-- ოს--–---–-, რომელმაც უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.

9. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, რაც სადაოდ გახადა და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

11. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 18 იანვრის დასკვნით (ს.ფ. 92-94) დადგენილია, რომ ჟა-- ოს--–---–ს პირადი შემოწმების მიხედვით სასქესო ორგანოსა და საშოს შესავლის მიდამოში, ასევე უკანა ტანის მიდამოში რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნება.

ჟა-- ოს--–---–ს აღენიშნება: მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობის უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობის უბანი მარცხენა დუნდულოზე. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დამწვრობა რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2018 წლის 07 დეკემბერს.

 

12. უდავო მტკიცებულებებით: მოწმეების ცი--–- ოს--–---–-ს, ა-- გო------, იზ- მთ------–-–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ (ს.ფ. 3-4; 75-78, 164-167) ცი--–- ოს--–---–ს 2018 წლის 7 დეკემბერს დაურეკა დედამ ნა--- ხო-----–---–-- და სთხოვა მისვლა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუ--–--ში. როდესაც მშობლების სახლში მივიდა იქ დახვდა და, ჟა-- ოს--–---–-, რომელიც იყო ცუდად, დედამ უთხრა დაერეკა პოლიციაში, რადგან გი--ს უცემია ჟა--. ჟა--ს მისთვის არაფერი უთქვამს, რადგან ძალიან ცუდად იყო და არ ლაპარაკობდა. მან სხვა დეტალები არ იცის.

ასევე მოწმე ა-- გო------ ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ჟა-- ოს--–---–-ს თანამშრომელი და ახლო მეგობარი. მისთვის ჟა--ს არასოდეს უთქვამს, რომ გი-- კუ-----–---–ი სცემდა, მხოლოდ გაანდო, რომ გი-- ითხოვდა დაწვრილებით ეთქვა რაში ხარჯავდა ფულს. ერთხელ ჟა-- სამსახურში დაშავებული თვალით მივიდა და თქვა, რომ ბავშვმა შემთხვევით თვალში მოარტყა კარი.

მოწმე იზ- მთ------–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ჟა-- ოს--–---–-ს თანამშრომელი და ხედავდა, რომ 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჟანა შეიცვალა და გადაღლილს ჰგავდა. განსაკუთრებით 2018 წლის დეკემბერის დასაწყისში ცუდად გამოიყურებოდა, აღარ იცინოდა და საუბარს თავს არიდებდა. მოწმეს მიაჩნია, რომ ჟა--ს ჰქონდა აშკარად ჯანმრთელობის პრობლემები. ერთი კვირა სამსახურში აღარ მისულა და შემდეგ შეიტყო, რომ ჟა-- მეუღლეს უცემია.

 

13. მოწმე ნა--- ხო-----–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი: მოწმე არის ბრალდებულის სიდედრი და დაზარალებულის დედა. 2018 წლის ოქტომბრის თვიდან მოწმე ატყობდა შვილს, ჟა-- ოს--–---–-- რომ არ იყო კარგად, მაგრამ ჟა-- არაფერ ეუბნებოდა. დედას განუარტავდა, რომ სამსახურის გამო იყო გადაღლილი. ჟა-- საავადმყოფოში მუშაობს დიალეზის განყოფილებაში. 2018 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, ჟა-- ოს--–---–მა დაურეკა მოწმეს 10 საათზე და უთხრა მე და გი-- თელავში მივდივართ გარდერობის საყიდლადო. მოწმემ 12 საათზე დაურეკა შვილს და ჟა--მ უთხრა სახლში ვარ, ცუდად ვარ ბავშვს მოგიყვანო. მიუყვანა დედას ბავშვი და წავიდა. 5-6 საათი შემდეგ მივიდა მოწმესთან სახლში, კარებში ჩაიმუხლა და ცუდად გახდა. მოწმემ შეიყვანა სახლში და ნახა, რომ ჟა-- იყო ნაცემი, ჰქონდა სხეულზე გემატომები, დამწვრობა. მოწმეს უთხრა, რომ გი-- კუ-----–---–მა სცემა. მოწმეს, ძალიან შეეცოდა, მაგრამ დაზიანების ადგილს არ შეხებია, რადგან უნდოდა, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა და დასჯილიყო მისი შვილის დამზიანებელი. მოწმეს ასევე უთხრა დაზარალებულმა, რომ გი--მ ერთი თვის წინაც სცემა. მოწმის განმარტებით ბრალდებულს და დაზარალებულს, ადრე ასეთი ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ. გი-- კუ-----–---–ი ყოველთვის კარგი ქმარი და მზრუნველი მამა იყო.

 

14. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნა---- ჯვ------ს ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტი, მან და ამავე დეპარტამენტის ექსპერტმა სო----- ბე-–------ ჩაა---რეს ჟა-- ოს--–---–-ს მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა პირადი შემოწმებით და დაადგინეს, რომ დაზარალებულს ჰქონდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები ორივე ქვედა კიდურზე, მარჯვენა მტევნის და მარცხნივ თეძოს მიდამოში, ასევე ორი ზედაპირული დამწვრობის უბანი მარცხენა ძუძუზე და ერთი ასეთივე დამწვრობის უბანი მარცხენა დუნდულოზე. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დამწვრობა რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2018 წლის 07 დეკემბერს. ექსპრტმა განმარტა, რომ დამწვრობა შეიძლება გამოწვეული იყოს სიგარეტის ზემოქმედებითაც. თავზე დაზიანებები არ ჰქონია.

15. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ბ--- ახ--–------- დაადასტურა შემდეგი: იგი არის შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2018 წლის 07 დეკემბერს იყო ამ საქმის გამომძიებელი. საქმეზე დევნა დაიწყო ცი--–- ოს--–---–-ს შეტყობინების საფუძველზე. ჟა-- ოს--–---–- განმარტავდა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გი-- კუ-----–---–მა. აგრესიულად ექცეოდა და ეჭვიანობდა. მიაყენა დაზიანებები და დამწვრობა ანთებული სიგარეტის მიდებით. მან როგორც გამომძიებელმა ჩაატარა ყველა საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა ექსპერტიზების დანიშვნა, დაზარალებულის დაკითხვა, მოწმეების და ბრალდებულის დაკითხვა. მან დააკავა გი-- კუ-----–---–ი თბილისის აეროპორტში, როდესაც თურქეთში მიდიოდა ფეიერვერკების საყიდლად. მას წინააღმდეგობა დაკავებისას არ გაუწევია, მხოლოდ გაკვირვებული იყო რატომ აკავებდნენ და მოწმემ განუმარტა დაკავების მიზეზი. გი-- კუ-----–---–ს ბრალი არ უღიარებია.

 

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალდებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გი-- კუ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდესით 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდის მიმართ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გი-- კუ-----–---–მა ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჟა-- ოს--–---–ს. თვითონ დაზარალებულმა გამოიყენე, რა კანონით მინიჭებული უფლება, სასამართლოს ჩვენება არ მისცა, აქედან გამომდინარე ყველა სხვა მტკიცებულება, როგორიცაა დედის ნა--- ხო-----–---–ის ჩვენება, სადაც იგი ეხება 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაზარალებულის მიმართ ბრალდებულის მიერ ძალადობას, არის ირიბი მტკიცებულება და პირდაპირი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, მისი გაზიარება დაუშვებელია. ასევე ირიბი მტკიცებულებაა მოწმე ა-- გო------ და იზ- მთ------–-–---–-ს ჩვენებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელი ორი მოწმის ჩვენება, ეხება დაზარალებულის განწყობას და მხოლოდ მოწმეთა მოსაზრებას წარმოადგენს დაზარალებულის, მათი მოსაზრებით ცუდად ყოფნაზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთვის თვით ფაქტი, რომ გი-- კუ-----–---–ი ძალადობდა თუ აწამებდა დაზარალებულს ცნობილი არ არის.

17. ბრალდების მხარეს დაზარალებულის მიმართ წამების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელსაც შეეძლო აღნიშნული დაედასტურებინა, მაგრამ დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა. ამ ეპიზოდში სხვა რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად რაიმეს აღიარების მიზნით დაზარალებულის წამება სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.

18. საქმეში არსებობს შემაკავებელი ორდერი N------- რომელიც შედგენილია 2018 წლის 08 დეკემბერს 01:00 საათზე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართვლოს გამომძიებელ ლე--- აფ–-------- მიერ, სადაც მსხვერპლად მითითებულია ჟა-- ოს--–---–-, რომელსაც მოძალადემ, მეუღლემ გი-- კუ-----–---–მა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი არავის გაუსაჩივრებია, მას ხელს აწერს და ფაქტს ადასტურებს დაზარალებული ჟა-- ოს--–---–-. მითითებული შემაკავებელი ორდერი დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და მას პრეიუდიციის ძალა აქვს.

19. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 08 დეკემბერს 01:00 საათზე შედგენილი შემაკავებელი ორდერი N0----- არის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება 2018 წლის 07 დეკემბერს დაზარალებულ ჟა-- ოს--–---–-სათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი გი-- კუ-----–---–ის მიერ. ამავე ფაქტს ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ეასპერტიზის დასკვნა ჩატარებული 2018 წლის 10 დეკემბერს, მოწმე ნა--- ხო-----–---–ის ჩვენება და გამომძიებელ ბ--- ახ--–-----ის ჩვენება.

20. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოების - ძალადობის ჩამდენი პირის (სუბიექტის) დადგენის ნაწილში, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი, რომელიც შედგენილია პოლიციის თანამშრომლის მიერ, მას ხელს აწერს დაზარალებული და მისი შინაარსის ნამდვილობა არც ერთ მხარეს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია.

21. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობა სპეციფიური დანაშაულია, ამ დროს თითქმის არ არსებობენ მოწმეები, მტკიცებულებათა ბაზა მწირია და შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორიცაა დაზარალებული. თუ დაზარალებული გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და სასამართლოს არ მისცემს ჩვენებას, შესაძლოა დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას მოქალაქე ყოველგვარი ძალადობისაგან რჩება განუხორციელებელი.

22. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

23. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

24. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს, რომ გი-- კუ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და ოჯახის წევრის წამება.

 

რაც შეეხება 2018 წლის 07 დეკემბრის ფაქტს, რაც გამოიხატა მეუღლის ჟა-- ოს--–---–-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია და ამ შემთხვევაში ბრალდებულმა გი-- კუ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

26. ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

27. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

28. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებული ჟა-- ოს--–---–- და ბრალდებული გი-- კუ-----–---–ი არიან ცოლ-ქმარი და შესაბამისად ოჯახის წევრები.

 

29. ამ დანაშაულისათვის აუცილებელია, რომ ოჯახის წევრმა განიცადოს სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულ ჟა-- ოს--–---–ს სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, რაც მეტყველებს, რომ განიცადა ტკივილი.

შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ დაზარალებულს ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შესაბამისად იწვევს სულიერ ტანჯვას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

აღნიშნული არ ნიშნავს, რომ დაცვას არ აქვს ვალდებულება ამტკიცოს პირის უდანაშაულობა, მისი აქტიური ქმედებები, რომებიც მიმართულია ბრალდებულის გასამართლებლად ყურადსაღები და მისაღებია. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად გამოკვლეული უნდა იქნას იმავე პირობებში, რა პირობებშიც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება.

 

30. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე მა----- კუ-----–---–მა აჩვენა შემდეგი: იგი არის ბრალდებულის დედა. ბრალდებული და დაზარალებული ცხოვრობენ ერთ ეზოში მოწმესთან ერთად, მაგრამ სხვა სახლში. მოწმე 2018 წლის 07 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში ხედავდა დაზარალებულს, რომელიც ჩვეულებრივად საქმიანობდა თავის სახლში, შვილები წაიყვანა სკოლაში და ბაღში და მოძრაობდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით. ბრალდებული წასული იყო სამუშაოზე და იმ დღეს იგი სახლში არ მისულა. საღამოს დაზარალებული წავიდა დედასთან. მოწმემ მეორე დღეს გაიგო, რომ მის შვილს პოლიცია ეძებდა და დაზარალებული უცემია. სხვა დროს არასოდეს ჰქონიათ ცოლ-ქმარს სერიოზული ჩხუბი, პატარა კამათი ჰქონდათ, მაგრამ არაფერი სერიოზული.

 

31. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმეები, კერძოდ: გუ---- ყა-–-----–---–ი, რომელიც არის სს ,,ა------“-ს დაცვისა და შიდა კონტროლის უფროსი, ადასტურებს, რომ გი-- კუ-----–---–ი არის დასაქმებული მათ საწარმოში და აბარია ზედამხედველობა პროდუქციის შეტანა და გატანაზე. იგი წერს ზედდნადებს პროდუქტის მოძრაობაზე და მთელი დღის განმავლობაში უნდა იყოს სამუშაო ადგილზე. 2018 წლის 07 დეკემბერს ნახა სამუშაოზე დილით, შემდეგ აღარ უნახავს.

მოწმე აკ--- კვ-----–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შ.პ.ს. ,,----------- 1929’’- ში დარაჯად. 2018 წლის 07 დეკემბერს მან ნახა გი-- კუ-----–---–ი, რომელიც წარმომადგენელია სს ,,ა------''-დან და მისი მეშვეობით გააქვთ ღვინო ქარხნიდან. იგი წერს ზედდებულებს და აკონტროლებს ღვინომასალის გატანას. გი-- კუ-----–---–ს აქვს თავისი სამუშაო ოთახი, რომელიც მისი სამუშაო ადგილიდან არ ჩანს. გი-- ნახა დილით დაახლოებით 10 საათზე, შემდეგ გარეთ, ქარხნის ეზოში, ცეცხლი ენთო და მძოლებთან ერთად დაინახა გი--, დაახლოებით პირველ საათზე. კვლავ ნახა ოთხ საათზე და ბოლოს საღამოს 8 საათზე წავიდა გი-- სამუშაოდან.

მოწმეებმა ლე--- სა--–---–-ა და ზ------ გუ------–---–-- დაადასტურეს, რომ ისინი იცნობენ გი-- კუ-----–---–ს. იგი არის სს ,,ა------ს’’ წარმომადგენელი შ.პ.ს ,,----------- 1929’’ - ში და მისი მეშვეობით , ზედდებულის გამოწერით, ახდენენ ღვინომასალის გატანას ქარხნიდან. 2018 წლის 07 დეკემბერსაც გი-- იყო სამუშაოზე. მათ იგი ნახეს დაახლოებით 11-12 საათზე, შემდეგ წაიღეს ღვინომასალა და დაბრუნდნენ დაახლოებით 2 საათში. კვლავ დაიტვირთნენ და წავიდნენ დაახლოებით 4-5 საათზე.

 

32. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის წარმოდგენილი მოწმეებით და ასევე წარმოდგენილი სასაქონლო ზედდებულებით, რომლებიც გაწერილია 2018 წლის 07 დეკემბერს ვერ დასტურდება, რომ გი-- კუ-----–---–ის მიერ შეუძლებელი იყო დაზარალებულ ჟა-- ოს--–---–ზე ძალადობა. მოწმე მა----- კუ-----–---–ის ჩვენება არ ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ ნა--- ხო-----–---–ის ჩვენებას, სადაც იგი ამბობს, რომ დაზარალებული მივიდა მასთან დაახლოებით 12 საათზე და მიუყვანა შვილი და დატოვა და უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და დაისვენებდა. ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს მიყენებული აქვს ისეთი დაზიანებები, რომლებიც მსუბუქი ხარისხისაა და არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა. აქედან გამომდინარე, მა----- კუ-----–---–ს შეეძლო დაენახა, რომ ჟა-- კუ-----–---–ი ჩვეულებრივად იქცეოდა, რაც არ გამორიცხავს მის მიმართ ძალადობის ფაქტს. ასევე ბრალდებულის თანამშრომლების არც ერთი ჩვენება არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს შესაძლებელია ჩაედინა დაზარალებულის მიმართ ძალადობა, რადგან მოწმეები მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ ბრალდებულთან და გი-- კუ-----–---–ი არ ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეძლებოდა სამუშაოდან გასვლა და ისევ დაბრუნება.

 

33. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წამოყენებულ ვერსიას, რომ გი-- კუ-----–---–ს არ შეეძლო 2018 წლის 07 დეკემბერს დაზარალებულ ჟა-- ოს--–---–-ს მიმართ ძალადობის ჩადენა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს არ დასტურდება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

34. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

35. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

36. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

37. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

38. სასამართლო ერთხელ კიდევ განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ დანაშაული, სპეციფიურია და განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, იმ კუთხით, რომ ფაქტს არ ჰყავს შემსწრე გარეშე პირი, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებას, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაში ვლინდება. სახელმწიფოს კი ეკისრება პასუხისმგებლობა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ოჯახურ ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების, გონივრულ ფარგლებში. ასეთ საქმეებში მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რომელიც უნდა იყოს დამაჯერებელი, თანმიმდევრული, თანხვედრილი სხვა თუნდაც ირიბ მტკიცებულებებთან და ობიექტური პირი უნდა დაარწმუნოს ფაქტის ნამდვილობაში.

 

39.ყოველივე ზემოთქმულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გი-- კუ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ( სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ოჯახის წევრის წამება (2018 წლის 07 დეკემბრის ეპიზოდი) - სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი 2018 წლის 07 დეკემბერს, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე და გი-- კუ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ ამ მუხლით.

 

40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (2018 წლის 07 დეკემბერს მოქმედი რედაცია).

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

41. სასამართლოს ბრალდებულ გი-- კუ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

42. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

43. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის გამოყენების მიზანს წარმოადგენს გი-- კუ-----–---–ის რესოციალიზაცია.

 

44. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

45. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-- კუ-----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

46. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

1. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1). ჟა-- ოს--–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი(შავი ჯინსის შარვალი თეთრი კოპლებით, შავი სვიტერი, მოკრემისფერო ბიუზჰალტერი, ნარინჯისფერი ტრუსი)რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2) ყოველდღიური საფენი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

3). ჟა-- ოს--–---–-სგან აღებული ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4). გი-- კუ-----–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 270-274-ე, 277-278-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-- კუ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს (2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ეპიზოდი).

 

2. გი-- კუ-----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და გი-- კუ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა ) თვე.

3.

3. ნივთიერი მტკიცებულება:

1) ჟა-- ოს--–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი(შავი ჯინსის შარვალი თეთრი კოპლებით, შავი სვიტერი, მოკრემისფერო ბიუზჰალტერი, ნარინჯისფერი ტრუსი)რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2) ყოველდღიური საფენი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

3) ჟა-- ოს--–---–-სგან აღებული ნერწყვისა და ნაცხის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4) გი-- კუ-----–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. გი-- კუ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გი-- კუ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან-2018 წლის 8 დეკემბრის 18:32 საათიდან.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე