გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
120310019002849548
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310019002849548 -3/025-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.07.2019 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - შ-----------–--------–-–--------------------

წარმომადგენელი - მ--------------

მოპასუხე - ბ-----------------–----–-------------------–--

წარმომადგენელი - მ------------

მესამე პირი- ბ-----------------–----–---------------

წარმომადგენელი - მ----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბ----------- მუნიციპალიტეტს დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტის სასარგებლოდ 18 060 ლარის გადახდა.

 

მოსრჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და სსიპ ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პ---------------------------------------------- შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულება - განვითარების ფონდის შენობისა და ტერიტორიის საპოლიციო ძალებით დ-–--- შესახებ - ობიექტის მდებარე ქ----------------------–-----

 

მოპასუხის არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაწეული დ-–--- მომსახურების საფასური, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2013 წლის 1 აპრილამდე.

 

უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობები, მდებარე ქ----------------------–----- №-- რომელიც იყო სახელმწიფო საკუთრება და მოსარგებლედ - 2012 წლის 2 დეკემბერის საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო სსიპ ბ----------- ც--------–----- პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის სახელზე -2012 წლის 28 დეკემბრიდან ამ უფლებით აღარ სარგებლობდა.

 

2012 წლის 6 დეკემბერს ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარემ № 1--- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სთხოვა ქ-----------–- მდებარე მინწყლებისა და დასვენების პარკის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. ამასთანავე სთხოვა უძრავ ქონებაზე სსიპ ბ----------- ც--------–----- პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის სარგებლობის უფლების გაუქმება.

 

2012 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა მიმართა პ---------------------------------------------- № 5----- წერილით და აცნობა მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების მდებარე ქ. ბ------------------–--------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და სთხოვა აღნიშნული საკითხის განხილვა, მისთვის მოსაზრების მიწოდების მიზნით.

 

2012 წლის 27 დეკემბერს სსიპ ბ----------- ც--------–----- პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდმა №ფ----- წერილით აცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს იმის შესახებ, რომ იგი წინააღმდეგი არ იყო მას გაუქმებოდა უსასყიდლო უზუფრუქტი აღნიშნულ ქონებაზე, მისი შემდგომში მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №-- განკარგულებით დამტკიცდა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ქ----------------------–-----№---ში არსებული უძრავი ქონების - ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ხოლო 2013 წლის 29 იანვრის № 1----- ბრძანებით ბ----------- მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებაც.

 

შსს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პ---------------------------------------------- შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმებული დ-–--- მომსახურეობის №-- ხელშეკრულება - ობიექტის მდებარე ქ----------------------–----- №-- შენობისა და ტერიტორიის საპოლიციო ძალებით დ-–--- შესახებ - ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად (ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლის ვადით) შეწყდა 2013 წლის 1 აპრილს №------ ბრძანებით და შესაბამისად ობიექტიდან გაყვანილი იქნა პოლიციელები და შედგა სათანადო აქტი პ---–-–--- გაყვანის შესახებ, რასაც ადასტურებს და დ-–--- წარმომადგენელთან ერთად ხელს აწერს სწორედ ბ-----------------–----–-------------------–--ს თავჯდომარე ბ---კ ქ--------ე.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--მ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაბმული იქნა ბ-----------------–----–---------------, რომელმაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2012 წლის 01 აპრილიდან ხელშეკრულება N-- გაფორმებულია უშუალოდ სსიპ. ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონთან. ბ----------- მუნიციპალიტეტმა სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენთთან ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 01 აპრილს, რის გამოც ბ-----------------–----–--------------- ვერ იქნება პასუხისმგებელი ხელშეკრულების დადებამდე პერიოდზე.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პ---------------------------------------------- შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმდა №-- ხელშეკრულება სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შენობისა და ტერიტორიის (მდებარე: ქ-----------------------–---------) დ-–--- შესახებ.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--------–-–--- სამმართველოს ბ----------- დ-–--------–-–--- განყოფილებას პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორის, სამი ინსპექტორისა და ცხრა უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით, 2012 წლის 21 მარტის გამოკვლევის აქტით გათვალისწინებული დ-–--- რეჟიმით უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა.

 

ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო, გადაეხადა დ-–--- მომსახურეობის საფასური ყოველი თვის ბოლოს 6020 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის - პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორისთვის 800 ლარი, ერთი ინსპექტორისთვის - 510 ლარი, ერთი უმცროსი ინსპექტორისთვის 410 ლარი).

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი - 2012 წლის 1 აპრილიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 1 აპრილის №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-19).

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.50-62).

 

4.2. უძრავი ნივთი, მდებარე ქ------------–-----------–----------–-- მინ.წყლებისა და დასვენების პარკი, 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, (მიწის ს/კ #------------), 2012 წლის 29 მარტის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრებად. მოსარგებლედ, უზუფრუქტუარად რეგისტრირებული იყო სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი.

 

2012 წლის 6 დეკემბერს ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარემ #1--- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლითაც „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სთხოვა ქ------------–- მდებარე მინწყლებისა და დასვენების პარკის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. ამასთანავე, სთხოვა უძრავ ქონებაზე სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის სარგებლობის გაუქმება.

 

ამ წერილის საფუძველზე 2012 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსმა #5----- წერილით მიმართა სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პ----------------------------------------------, სთხოვა წერილობითი კორესპონდენციის განხილვა და თავისი მოსაზრების მიწოდება ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მიწის ს/კ #------------) ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 

2012 წლის 27 დეკემბერს სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა #ფ----- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც განმარტა, რომ არ იყო წინააღმდეგი, გაუქმებულიყო ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მიწის ს/კ #------------) უსასყიდლო უზუფრუქტი.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2012 წლის 28 დეკემბრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ #------------ მოსარგებლედ (უზუფრუქტუარად) აღარ ირიცხება სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (ს.ფ. 24-27).

-ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარის 2012 წლის 6 დეკემბრის #1--- წერილი (ს.ფ. 28).

-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 27 დეკემბრის #5----- წერილი (ს.ფ. 29).

-სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის 2012 წლის 27 დეკემბრის #ფ----- წერილი (ს.ფ.30).

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.50-62).

 

4.3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის #-- განკარგულებით დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (მიწის ს/კ #------------) ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 იანვრის #1----- ბრძანებით ბ----------- მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ბრძანების დანართში მითითებული), როგორც დამატებითი ქონება.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2013 წლის 28 იანვრის #1------ წერილით ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის #-- განკარგულებით ბ----------- მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუხსვისებელი) ქონების სახით გადაეცა ქ------------–-, 9-------–----------–ი მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის ს/კ #------------). ასევე, ეთხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის #-- განკარგულება (ს.ფ. 31),- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 იანვრის #1----- ბრძანება, დანართით (ს.ფ. 32-35),- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2013 წლის 28 იანვრის #1------ წერილი (ს.ფ. )

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.50-62).

 

4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--------–-–--- სამმართველოს უფროსმა 2013 წლის 1 აპრილს გამოსცა #6----- ბრძანება ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შენობისა და ტერიტორიის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

 

2013 წლის 01 აპრილს ბ----------- დ-–--------–-–--- განყოფილების უფროსსა და ბ-----------------–----–-------------------–--ს შორის შედგა აქტი ,,ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პარკი"-დან პ---–-–--- გამოყვანის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--------–-–--- სამმართველოს უფროსის 2013 წლის 1 აპრილის #6----- ბრძანება (ს.ფ. 23).

- 2013 წლის 01 აპრილს ბ----------- დ-–--------–-–--- განყოფილების უფროსსა და ბ-----------------–----–-------------------–--ს შორის გაფორმებული აქტი ,,ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პარკი"-დან პ---–-–--- გამოყვანის თაობაზე(იხ.სფ.38).

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.50-62).

 

4.5. 2013 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------- სარეგისტრაციო სამსახურს წერილობით მიმართა ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარემ და ითხოვა ქ------------–-, 9-------–----------–ი, მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მიწის ს/კ #------------) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება.

 

2013 წლის 8 მაისს განხორციელდა ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკი, 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის ს/კ #------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.50-62).

 

4.6. 2013 წლის 01 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და ბ-----------------–----–-------------------–--ს შორის გაფორმდა ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პარკის შენობისა და ტერიტორიის დ-–--- მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც დაიწყო 2013 წლის 01 აპრილიდან და 01 მაისამდე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო, გადაეხადა დ-–--- მომსახურეობის საფასური ყოველი თვის ბოლოს 6020 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის - პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორისთვის 800 ლარი, ერთი ინსპექტორისთვის - 510 ლარი, ერთი უმცროსი ინსპექტორისთვის 410 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება (ს.ფ. 93-94).

 

4.7. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი ბუღალტერის მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემული ცნობა თანახმად ,,ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდს" 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული N-- ხელშეკრულების თანახმად დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს მიმართ დავალიანება შეადგენს 18060 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი ბუღალტერის მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემული ცნობა (ს.ფ.21).

 

4.8. სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი 2012 წლის 28 დეკემბრიდან აღარ წარმოადგენს სადავო ნაკვეთი მოსარგებლეს და უზუფრუქტუარად აღარ არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება(იხ.სფ.50-62).

 

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შსს. სსპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტმა და მოითხოვა სსიპ. ბ----------- ც--------–----- ისტორიული პ---------------------------------------------- დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სასარგებლოდ 18060 ლარის გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.სფ.39-49).

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება(იხ.სფ.50-62).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე და 361-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–--- დეპარტამენტის დებულების” თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დ-–--------–-–--- დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანაა კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დ-–--------–-–--- დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო ფუნქციაა. ამ საქმიანობით ს-------–--------–-–--- დეპარტამენტი ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულე

ბის დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.

 

6.2. სარჩელის საფუძვლიანობის გამოკვლევის მიზნით სასამართლომ მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობის საკითხი უნდა შეაფასოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პ---------------------------------------------- შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმდა №-- ხელშეკრულება სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შენობისა და ტერიტორიის (მდებარე: ქ-----------------------–---------) დ-–--- შესახებ.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--------–-–--- სამმართველოს ბ----------- დ-–--------–-–--- განყოფილებას პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორის, სამი ინსპექტორისა და ცხრა უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით, 2012 წლის 21 მარტის გამოკვლევის აქტით გათვალისწინებული დ-–--- რეჟიმით უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა.

 

ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო, გადაეხადა დ-–--- მომსახურეობის საფასური ყოველი თვის ბოლოს 6020 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის - პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორისთვის 800 ლარი, ერთი ინსპექტორისთვის - 510 ლარი, ერთი უმცროსი ინსპექტორისთვის 410 ლარი).

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი - 2012 წლის 1 აპრილიდან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარიგების შინაარსის განმარტება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული სამართლებრივ ინსტიტუტებთან შესაბამისობაში. მომსახურების გაწევა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ არ არის რეგულირებული ცალკე ხელშეკრულების სახით. მისი სამართლებრივი შინაარსი ყველაზე მეტად შეესატყვისება ნარდობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დამკვეთის სასარგებლოდ გარკვეული სამუშაოების შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს ნარდობის ხელშეკრულების ცნებას, რომლის მიხედვითაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაკუთრებულად არეგულირებს ისეთ შემთხვევას, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას. ამგვარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ნარდობა არ ითვალისწინებდეს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და ასეთი ხელშეკრულება თავსდება 629-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც სამუშაოს შესრულების ვალდებულებას ადგენს მენარდისთვის, ხოლო შემკვეთისთვის – შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულებას. სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევის ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგულირებულ ნარდობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, გადაუხადოს მენარდეს საზღაური მომსახურების გაწევისათვის.

 

განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი ის გარემოებაც, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე სადავო პერიოდში თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს.

 

დადგენილია, რომ სადავო პერიოდისათვის, კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბრიდან, მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ, უზუფრუქტუარად აღარ არის რეგისტრირებული სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2013 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებში დ-–--- მომსახურება ხორციელდებოდა მის სასარგებლოდ. სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი ამ დროისათვის აღარ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, მიეღო დ-–--- მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულება, რადგან მან დაკარგა უფლება დასაცავ ობიექტზე.

 

მართალია, ფორმალურად ამ დროისათვის ხელშეკრულება არ იყო შეწყვეტილი, მაგრამ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესაძლებელია სუბიექტის ჩანაცვლება მოთხოვნის დათმობის, ვალის გადაკისრების გზით, ხოლო ორმხრივ ხელშეკრულებაში, სადაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ შემხვედრი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, შესაძლებელია ასევე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისგან სხვა პირს გადაეცეს როგორც მოთხოვნები, ისე - ვალდებულებები. მოთხოვნის დათმობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი, ვალის გადაკისრებას - 203-ე მუხლი. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

კანონი არ აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც მთლიანად ხელშეკრულებაში ხდება ერთ-ერთი მხარის ჩანაცვლება სხვა სუბიექტით, რომელსაც გადაეცემა იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა, რომლითაც აღჭურვილი იყო ხელშეკრულების მხარე. ასეთი ჩანაცვლება თეორიაში „ხელშეკრულების გადაკისრების“ სახელწოდებით განიხილება. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, უფლება-მოვალეობების გადაცემა შესაძლოა, კანონის ძალით, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზეც განხორციელდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის #-- განკარგულებით დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (მიწის ს/კ #------------) ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 იანვრის #1----- ბრძანებით ბ----------- მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ბრძანების დანართში მითითებული), როგორც დამატებითი ქონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით ორმხრივ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ხელშეკრულების ორივე მხარეს გააჩნდა ერთმანეთის მიმართ როგორც მოთხოვნები, ისე - ვალდებულებები. ამასთან, ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა მთლიანად უკავშირდება გაწეულ მომსახურებას, შესრულებულ სამუშაოს.

 

მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 11 იანვრიდან მოსარჩელის მხრიდან დ-–--- მომსახურების გაწევა ფაქტობრივად ხორციელდებოდა მოპასუხის ბ-----------------–----–-------------------–--ს სასარგებლოდ სასარგებლოდ, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის #-- განკარგულებით უძრავი ქონება გადაეცა ბ-----------------–----–-------------------–--ს და მოცემული ორმხრივი ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით კი - ანაზღაურების ვალდებულება უშუალოდ გამომდინარეობს მომსახურების გაწევიდან, ანაზღაურება ხორციელდება დაცვის მომსახურების სანაცვლოდ.

 

კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში ხელშეკრულების გადაკისრებისას სავალდებულოა, მინიმუმ ეცნობოს ხელშეკრულების მეორე მხარეს, რაც მისთვის წარმოადგენს ერთგვარ გარანტს იმისა, რომ განსაზღვროს, სურს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება ახალ სუბიექტთან და მიიღოს შესაბამისი ზომები. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისგან განსხვავებით, გადაწყვეტილება უძრავი ნივთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (რა მიზნითაც გაუქმდა უზუფრუქტი), მიღებული იქნა საჯარო-სამართლებრივი აქტით, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის განკარგულებით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 იანვრის #1----- ბრძანებით, კანონის საფუძველზე. შესაბამისად, ს-------–--------–-–--- დეპარტამენტისთვის აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების შემთხვევაშიც კი, მის ნებაზე ვერ გახდებოდა დამოკიდებული ახალ სუბიექტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. ხელშეკრულება გაფორმებული იყო ს-------–--------–-–--- დეპარტამენტის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესასრულებლად, დასაცავ ობიექტზე უფლებამოსილი სუბიექტი კი შეიცვალა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, იმის გამო, რომ ს-------–--------–-–--- დეპარტამენტთან არ გაფორმებულა რაიმე შეთანხმება ხელშეკრულების მეორე მხარის ცვლილების თაობაზე, ეს გამორიცხავს ხესკრულების ერტი მხარის შეცვლას ბ----------- მუნიციპალიტეტით, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქონების ბ----------- მუნიციპალიტეტზე გადმოცემის ინიციატორი იყო თვით ბ-----------------–----–-------------------–--, რაც დასტურდება 2012 წლის 6 დეკემბერს ბ-----------------–----–-------------------–--ს თავმჯდომარემ № 1--- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სთხოვა ქ-----------–- მდებარე მინწყლებისა და დასვენების პარკის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. ამასთანავე სთხოვა უძრავ ქონებაზე სსიპ ბ----------- ც--------–----- პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის სარგებლობის უფლების გაუქმება და მუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 8 მაისს განხორციელდა ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ------------–-----------–----------–-- მინწყლებისა და დასვენების პარკი, 6----- კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის ს/კ #------------), ხელშეეკრულების შესრულებაზე ვალდებულება ეკისრება ბ----------- მუნიციპალიტეტს, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის განკარგულებით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 29 იანვრის #1----- ბრძანებით უძრავი ქონება 2013 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენდა ბ----------- მუნიციპალიტეტის საკუთრებას და დ-–--- მომსახურეობასაც ღებულობდა ბ----------- მუნიციპალიტეტი. ამასთან რაიმე მტკიცებულება არც მოპასუხის ბ-----------------–----–-------------------–--სგან და არც მესამე პირი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისგან წარმოდგენილი არ არის, რომ ისინი დ-–--------–-–--- მომსახურეობის წინააღმდეგი იყვნენ, უფრო მეტიც ხელშეკრულების ვადის გასვლისას 2013 წლის 01 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და ბ-----------------–----–-------------------–--ს შორის გაფორმდა ბ----------- ც--------–----- (ისტორიული) პარკის შენობისა და ტერიტორიის დ-–--- მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც დაიწყო 2013 წლის 01 აპრილიდან და 01 მაისამდე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო, გადაეხადა დ-–--- მომსახურეობის საფასური ყოველი თვის ბოლოს 6020 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის - პ---–-–--- ერთი უფროსი ინსპექტორისთვის 800 ლარი, ერთი ინსპექტორისთვის - 510 ლარი, ერთი უმცროსი ინსპექტორისთვის 410 ლარი).

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი 2012 წლის 28 დეკემბრიდან აღარ წარმოადგენს სადავო ნაკვეთი მოსარგებლეს და უზუფრუქტუარად აღარ არის რეგისტრირებული, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, ხოლო 2013 წლის 11 იანვრიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ბ----------- მუნიციპალიტეტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–--------–-–--- დეპარტამენტსა და სსიპ ბ----------- ც--------–----- ისტორიული პ---------------------------------------------- შორის 2012 წლის 1 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულება მხარე გახდა ბ----------- მუნიციპალიტეტი, რადგან აღნიშნული პერიოდიდან დ-–--------–-–--- მომსახურეობას ღებულობდა თვითონ და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ეკისრება ბ----------- მუნიციპალიტეტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი ბუღალტერის მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემული ცნობის თანახმად ,,ბ----------- ც--------–----- ისტორიული პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდს" 2012 წლის 01 აპრილს გაფორმებული N-- ხელშეკრულების თანახმად დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დ-–--- პ---–-–--- სამმართველოს მიმართ დავალიანება შეადგენს 18060 ლარს, რომელიც მოიცავს 2013 წლის 01 იანვრიდან და 2013 წლის 01 აპრილამდე პერიოდს და ბ----------- მუნიციპალიტეტი უძრავი ქონების მესაკუთრე ფაქტობრივად გახდა 2013 წლის 11 იანვრიდან, ამიტომ მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტს უნდა დაეკისროს შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 11 იანვრიდან- 2013 წლის 01 აპრილამდე გაწეული დ-–--- მომსახურეობის თანხის ანაზღაურება, რაც შეადგენს 16053.34 ლარს.

 

ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტმა მიიღო დ-–--- მომსახურების ვალდებულების შესრულება მოსარჩელისგან 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდეც, ამიტომ ბ----------- მუნიციპალიტეტს ვერ დაეკისრება მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 11 იანვრამდე პერიოდისათვის, რადგან მოპასუხის სასარგებლოდ მომსახურების გაწევას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია აღნიშნულ პერიოდში, რის გამოც შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტს უარი ეთქვას მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--სათვის 2006.66 თეთრის დაკისრებაზე

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--ს უნდა დაეკისროს შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სასარგებლოდ 481 ლარი 60 თეთრი გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 251 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა\;

 

1. შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--ს დაეკისროს შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სასარგებლოდ 16053.34 თეთრი.

 

3. შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტს უარი ეთქვას მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--სათვის 2006.66 თეთრის დაკისრებაზე.

 

4. მოპასუხე ბ-----------------–----–-------------------–--ს დაეკისროს შსს. სსიპ. დ-–--------–-–--- დეპარტამენტის სასარგებლოდ 481 ლარი 60 თეთრი.

 

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6. გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე გია ბერაია