განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
160100119002979333
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002979333

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/169-19 26 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031020519003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: თამთა ჩულუხიძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სოფიკო ფცქიალაძე, სამველ ჩობანიანი

 

ბრალდებული: ნ-----ი ფ------ი

მამის სახელი: ვაგიფია

დაბადებული: 1992 წლის 30 აპრილი

პირადი ნომერი: 28001109028

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, ბაღდათის ქუჩა N18

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 2 მაისს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე N7-ში მდებარე ბინა N30-ში, მ-----ა ხ---–--ის, მ----- გ-----ას და ნ----- ფ------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, პირადი მოტივით განაწყენებულმა ნ----- ფ------მა, ჯერ ხელისა და ფეხის ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - მ-----ა ხ---–--ის მიმართ, ხოლო შემდეგ მ-----ა ხ---–--ის დედას - მ----- გ-----ას, რომელთან ერთადაც ეწევა საერთო - საოჯახო მეურნეობას, ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, ორივე ხელის შებოჭვის გზით ძლიერად შეანჯღრია, რის შედეგად მ----- გ-----ა დაეცა და მიიღო დაზიანებები თავის არეში. აღნიშნულ ფაქტებს შეესწრო დაზარალებულ მ-----ა ხ---–--ის არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლისს 1 ივლისს დაბადებული, ა-------ია ხ---–--ე, ნ----- ფ------ის ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულმა მ-----ა ხ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 2 მაისს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, N7-ში მდებარე ბინა N30-ში, მ-----ა ხ---–--ის, მ----- გ-----ას და ნ----- ფ------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, პირადი მოტივით განაწყენებულმა ნ----- ფ------მა, ჯერ ხელისა და ფეხის ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - მ-----ა ხ---–--ის მიმართ, ხოლო შემდეგ მ-----ა ხ---–--ის დედას - მ----- გ-----ას, რომელთან ერთადაც ეწევა საერთო - საოჯახო მეურნეობას, ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, ორივე ხელის შებოჭვის გზით ძლიერად შეანჯღრია, რის შედეგად მ----- გ-----ა დაეცა და მიიღო დაზიანებები თავის არეში. აღნიშნულ ფაქტებს შეესწრო დაზარალებულ მ-----ა ხ---–--ის არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლისს 1 ივლისს დაბადებული, ა-------ია ხ---–--ე, ნ----- ფ------ის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ მ----- გ-----ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ბრალდებული ნ-----ი ფ------ი არის მ-----ა ხ---–--ის მეუღლე, ხოლო მ----- გ-----ა არის მ-----ა ხ---–--ის დედა. ასევე დადგენილია რომ ა-------ია ხ---–--ე (დაბადებული: 01.07.2012 წელი) არის მ-----ა ხ---–--ის შვილი და იგი არის არასრულწლოვანი. შესაბამისად დგინდება რომ ნ-----ი ფ------ი, მ-----ა ხ---–--ე, მ----- გ-----ა და ა-------ია ხ---–--ე არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N003755019 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მ----- გ-----ა 02.05.2019 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 02.05.2019 წელს და დაუდგინდა: კეფის არის დაჟეჟილი ჭრილობა, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების მ----- გ-----ას და მ-----ა ხ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ა-------ია ხ---–--ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 2 მაისის ოქმით მ----- გ-----ას ვიზუალური დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 2 მაისის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 2 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერებით N017844 და N017845 დადგენილია, რომ ნ-----ი ფ------მა მეუღლის მ-----ა ხ---–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა, არასრულწლოვანი ა-------ია ხ---–--ის თანდასწრებით, რომელიც არის დაზარალებულის შვილი. ასევე ნ-----ი ფ------მა მეუღლის - მ-----ა ხ---–--ის დედას მ----- გ-----ას განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ა-------ია ხ---–--ის თანდასწრებით.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ნ-----ი ფ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ნ-----ი ფ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ-----ი ფ------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების მ----- გ-----ას და მ-----ა ხ---–--ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე ა-------ია ხ---–--ის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 2 მაისის ოქმი მ----- გ-----ას ვიზუალური დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 2 მაისის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 2 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი N017844 და N017845, სამედიცინო ექსპერტიზის N003755019 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ნ-----ი ფ------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ-----ი ფ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----ი ფ------მა მ-----ა ხ---–--ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ-----ი ფ------მა მ----- გ-----ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ნ-----ი ფ------ი შერიგებულია დაზარალებულებთან, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ნ-----ი ფ------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ნ-----ი ფ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და საბოლოოდ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ნ-----ი ფ------ს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ-----ი ფ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ნ-----ი ფ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ-----ი ფ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ნ-----ი ფ------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 2 მაისიდან 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ნ-----ი ფ------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნ-----ი ფ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით 2019 წლის 31 მაისს გადახდილი 5000(ხუთი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ს----–ა ფ------ის (პ/ნ24001007672) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე