განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002820509
საქმის #1/48-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----------–------ე;
ადვოკატი - კ----------------ე;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: მ----------–------ე
მამის სახელი: ა---------–ი
დაბადებული: 26.09.1970 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხარაგაული, სოფელი ხ-------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლი;
დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 15 ოქტომბერი, 23:10 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ----------–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 19:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-------–ი, თავის საცხოვრებელ სახლში, მ----------–------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან ა---------– კ--–------ესთან, ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა მ----------–------ემ შურისძიების მოტივით, განიზრახა მამის ა---------– კ--–------ის განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით, იგი ავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საიდანაც აიღო მისი კუთვნილი სანადირო თოფი და დამუხტული ჰილძები, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოათავსა თოფში, ჩავიდა ეზოში და დაახლოებით 3 მეტრი მანძილის დაშორებიდან სამჯერ გაისროლა სახლში მყოფი მამის, ა---------– კ--–------ის მიმართულებით, რა დროსაც მას გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად, ა---------– კ--–------ე იმავე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ მ----------–------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მ----------–------ის მიერ განზრახვის არარსებობის თაობაზე.
უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ მ----------–------ე და ა---------– კ--–------ე იყვნენ მამა-შვილი.
17.10.2018 წლის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე N0-----------, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის შვილი - მ-----–-----–------ე;
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ-----–-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ა---------– კ--–------ე არის მისი ძმა, ხოლო დაზარალებული ა---------– კ--–------ე იყო - მამა. მომხდარი ფაქტის ირგვლივ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განმარტა, რომ შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მისი შვილის და ახლო ნათესავისგან, იგი იმ დროს იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და 2018 წლის 16 ოქტომბერს დაბრუნდა საქართველოში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ძმას და მამას, მსხვილფეხა საქონლის გამო, შემდეგ მამას უთქვია ,,როგორც დედაშენი ჩამოვახრჩე, შენც ისე ჩამოგახრჩობო...“ როგორც მისთვის არის ცნობილი, მამა და ძმა იმყოფებოდნენ ნასვამ მდგონმარეობაში. მ-----–-----–------ის განმარტებით მან არაფერი იცოდა ოჯახში იარაღის არსებობაზე, ვინაიდან სოფელში ჩადის იშვიათად. დაზარალებულის განმარტებით მისი მოთხოვნა არ არის ძმის მკაცრად დასჯა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------------ის ჩვენების თანახმად, ბრალდებული მ----------–------ე არის მისი ბიძაშვილის შვილი. ა.წ გარდაცვლილის ა---------– კ--–------ის ხელში ხშირად ხედავდა თოფს, თუმცა მ----------–------ე თოფთან ერთად მას არასოდეს დაუნახავს. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, როგორც მან გაიგო ა.წ გარდაცვლილს ა---------– კ--–------ეს მისი შვილისთვის უთქვამს ,,როგორც დედაშენი ჩამოვახრჩე ანალოგიურად მოგექცევი შენცო“ თუმცა ეს მას პირადად არ მოუსმენია. განმარტავს, რომ რაც შეეხება მ----------–------ის დედის სიკვდილის ფაქტს იცის მხოლოდ ის, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------– მ-------–--ის ჩვენების თანახმად ბრალდებული არის, გარე ბიძაშვილი. აღნიშნულ ფაქტის შესახებ გაიგო მეზობლიდან. განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში ა.წ გარდაცვლილი ა---------– კ--–------ე ძალიან ცუდად ეპყრობოდა შვილს მ------ს. მ------ შრომობდა, საქმეზე ფიქრობდა, თუმცა მამამისი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი და ხშირად ეჩხუბებოდა. განმარტავს, რომ ა---------– კ--–------ეს ჰქონდა თოფი, ოჯახშიც ხშირად დაუნახავს იარაღი. მოწმის სახით დაკითხული ჯ--------------–--ის ჩვენების თანახმად ა.წ გარდაცვლილის ა---------– კ--–------ის ხელში ხშირად დაუნახავს თოფი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ალ--------------------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ე.წ. ,,ბირჟაზე“, როდესაც გაიგონეს თოფის გასროლის ხმა. კ--–------ეების სახლი ,,ბირჟიდან“ დაშორებული არის დაახლოებით 200-300 მეტრით. მასთან ერთად იმყოფებოდა შა-–-------------ც და იო-------------ე. განმარტა, რომ გასროლის შემდეგ წავიდნენ კ--–------ეების სახლისკენ, თუმცა თავად ეზოში არ შესულა. როგორც იქ მყოფებისგან გაიგო თოფით დაჭრილი იყო ა---------– კ--–------ე, რომელსაც ესროლა შვილმა მ----------–------ემ, მანვე განმარტა, რომ თავად გაიგონა დაახლოებით 3-ჯერ გასროლის ხმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შა-–------------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, მუშაობდა სოფელში მეზობელთან და მუშაობის შემდეგ გაჩერდა სოფლის ცენტრში, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა ალ--------------------ე და ბიძაშვილი იო-------------ე. მოწმის განმარტებით იქ ყოფნის დროს გაიგონეს თოფიდან 2-3 გასროლის ხმა, წავიდნენ კ--–------ეების სახლის მიმართულებით. ეზოში როდესაც შევიდა ა.წ გარდაცვლილი ა---------– კ--–------ე ეზოში იყო წაქცეული, რომელიც ამბობდა, რომ ,,შვილმა გამიმეტაო“.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლე-------------ემ განმარტა, რომ არის ხარაგაულის რაიონის საავადმყოფოს ექიმი. 2018 წლის 15 ოქტომბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოში მიყვანილი იქნა მოქალაქე ა---------– კ--–------ე, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. განმარტა, რომ აღნიშნულ პაციენტს გაეწია ყველა სახის გადაუდებელი აუცილებლობით ჩასატარებელი მკურნალობა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა სხეულზე მიღებული დაზიანებათა გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხარაგაულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ვ----------------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ხარაგაულის რაიონ, სოფელ ხ-------–ი. მ----------–------ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც შემოსაზღვრულია ხის ღობით, სახლის წინ იყო ვაზის ტალავერი სადაც კუთხეში ეგდო ადამიანის ტანსაცმელი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნებოდა კიბის საფეხურებზე, ასევე შესასვლელ კარებთან რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდგომი ხის კარადიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ვაზნა, ასევე ვაზნების დასატენი მოწყობილობები, ვაზნები ასევე აღმოჩენილი იქნა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეც. სახლის მეორე სართულიდან ხის ფიცრებით გადასასვლელ სასიმინდეში აღმოჩენილი იქნა ერთლულიანი სანადირო თოფი. განმარტა, რომ როდესაც ეზოში შევიდა ადგილზე იყო მისული სასწრაფო დახმარება და ა.წ გარდაცვლილს უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, ხოლო ბრალდებული მ----------–------ე იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ჯო------------ემ განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნა ბრალდებული, ბრალდებულისაგან აღებულ იქნა ხელის ნახჭის, თმის და ფრჩხილის ნიმუშები, ამოღებულ იქნა ტანსაცმელები, ანაწმენდები, ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, წარდგენილ იქნა ბრალი, გამოკითხულია მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, იგი ჩატარდა ბრალდებულის გამოკითხვის შემდგომ, 2018 წლის 16 ოქტომბერს, დილის საათებში. ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა ბრალდებული, ექსპერტები და პოლიციის თანამშრომლები. ექსპერიმენტის დაწყებამდე ბრალდებულს განემარტა მისი უფლება უარი ეთქვა მასში მონაწილეობაზე, თუმცა ბრალდებულმა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხარაგაულის რაიონ, სოფელ ხ-------–ი, ბრალდებულმა მიუთითა მის საცხოვრებელ სახლზე, იმ ადგილზე სადაც თავდაპირველად კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტის დროს ბრალდებულმა უთხრა გარდაცვლილს, რომ ,,მე გასმევ მე გაჭმევო“, რაზედაც გაბრაზებულმა ა.წ გარდაცვლილმა დაიწყო მისი ტანსაცმლის გადაყრა სახლიდან და ეუბნებოდა ბრალდებულს, რომ ,,როგორც დედაშენი ჩამოვახრჩე ისე გიზამ შენცო“. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, თუ სად ავიდა და საიდან ჩამოიტანა თოფი. მიუთითა წიგნების კარადაზე, საიდანაც აიღო თოფი და ვაზნები, რის შემდეგაც ჩავიდა ეზოში. შემდეგ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა ა.წ გარდაცვლილი. განმარტა, რომ ამის შემდეგ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილისკენ, სადაც ესროლა თოფი ა.წ გარდაცვლილს, სროლის შემდეგ ა.წ გარდაცვლილს ტყვია მოხვდა მარცხენა მხარის არეში. ა.წ გარდაცვლილი გაიქცა საცხოვრებელი სახლის მარჯვენა მხარეს, სადაც გაჰყვა თვითონ და გაისროლა ისევ თოფი მისი მიმართულებით, თუმცა სად მოხვდა მეორე გასროლის დროს ტყვია ეს უკვე აღარ ახსოვდა. ამის შემდეგ ა.წ გარდაცვლილმა მოახერხა სახლში შესვლა და კარების დახურვა, რა დროსაც ბრალდებულმა ისევ ესროლა მესამედ თოფი, თუმცა ტყვიები მოხვდა კარებს. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილისკენ, სადაც გადავიდა სახლის მეორე სართულიდან ე.წ.„ „ნალიაზე„ სადაც შეინახა აღნიშნული იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯე---– კ--–------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, სახლში დაბრუნებულს, დაახლოებით შვიდ საათზე, დაურეკა მ----------–------ემ და უთხრა, რომ მასთან მისულიყო სახლში. თუმცა, როგორც მოწმე განმარტავს, მან იფიქრა, რომ მ------ სავარაუდოდ დასალევად ეპატიჟებოდა, ამის გამო მოატყუა და უთხრა, რომ არ იმყოფებოდა სახლში. სატელეფონო საუბრისას მ----------–------ემ უთხრა მას, რომ ,,ამოდი ჩემთან მამაჩემი რაღაცეებს მეუბნება და უნდა მოვკლაო“, რაც მან ხუმრობად მიიღო, მაგრამ მაინც წავიდა მ----------–------ის სახლში. განმარტა, რომ მისი სახლიდან მ----------–------ის საცხოვრებელი სახლი მოშორებული არის დაახლოებით 100-130 მეტრის მანძილზე, პირველი გასროლის ხმა გაიგონა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გასვლის დროს, ხოლო მეორე გასროლის ხმა გაიგონა მაშინ, როდესაც მიემართებოდა მ----------–------ის საცხოვრებელი სახლისაკენ, ხოლო მესამე გასროლის ხმა- ადგილზე მისვლის დროს. ეზოში შესვლისას დაინახა მ----------–------ე, რომელიც დადიოდა ეზოში და ნერვიულობდა. ამ დროს მოვიდა მეზობელი ან------ი გ-----–--ე, რამდენიმე მეზობელი კი იქ იმყოფებოდა. მ----------–------ეს ჰკითხა ,,რაქენი მართლა ხომ არ ესროლე მამაშენს“, რა დროსაც მ-----ა----–--------მ უპასუხა ,,ვესროლე, დამაპატიმრეთ სიკვდილის ღირსიც ვარ, ეს რა ჩავიდინეო“. მოწმის ჩვენებით, ამის შემდეგ ის მივიდა ა.წ გარდაცვლილთან ახლოს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამბობდა ,,მიშველეთ გადამარჩინეთო“, ეს სიტყვები გაიგონა მისგან და ამის შემდეგ დარეკა სასწრაფოში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ან-------------–---მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულ მ----------–------ესთან და ა.წ გარდაცვლილ ა---------– კ--–------ესთან ერთად იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულს ესმოდა კ--–------ეების სახლიდან ხმაური, რომელიც დაახლოებით 200 მეტრით არის დაშორებული. თოფის გასროლის ხმა გაიგონა სამჯერ, დაუძახა მის მეზობელს ჯე---– კ--–------ეს, ისინი თითქმის ერთად შევიდნენ კ--–------ეების საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მ----------–------ე იდგა, ა---------– კ--–------ე კი ეგდო მისგან ცოტათი მოშორებით. ა---------– კ--–------ე წელს ზემოთ იყო შიშველი, ტანზე სისხლის კვალი ჰქონდა, ამ დროს მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და გადაყვანილი იქნა სამეცინო დაწესებულებაში. განმარტა, რომ ადასტურებს მის მიერ გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებას რომელიც გამოქვეყნებული იქნა სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ. როდესაც ა.წ გარდაცვლილი ა---------– კ--–------ე ნახა ეზოში სისხლიან მდგომარეობაში მან უთხრა ,,მიშველე ან------, მომკლა ჩემმა შვილმაო“. მოწმემ აღნიშნა, რომ მამა-შვილის ურთიერთობაში რაიმე დაძაბულობის ან აგრესიული დამოკიდებულების შესახებ არ გაუგია, ხოლო რაც შეეხება ა.წ გარდაცვლილის ა---------– კ--–------ის მეუღლის გარდაცვალებას, შემთხვევის დღეს ა---------– კ--–------ემ უთხრა, რომ ,,თავი ჩამოიხრჩო ჩემმა ცოლმაო“.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ფრ----------–---მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულის დაკავების, პირად ჩხრეკაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში. ბრალდებულ მ----------–------ის დაკავება მოხდა 2018 წლის 15 ოქტომბერს, მის საცხოვრებელ სახლში, როდესაც მ----------–------ე ნახეს იქვე განმარტა, რომ მამასთან ა---------– კ--–------ესთან მოუვიდა კონფლიქტი და თოფი ესროლა რამდენიმეჯერ, ამის შემდეგ გამომძიებელმა განუმარტა მისი უფლებები, მოხდა მისი პირადი ჩხრეკა და დაკავება, დაკავების შემდეგ კი გადაყვანილი იქნა ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ბრალდებულის თანხმობითა და მისი მონაწილეობით. მ----------–------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც თავიდან დაიწყო კონფლიქტი, მივიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც თოფი ქონდა შენახული, შემდეგ მიუთითა იმ ადგილზე საიდანაც ვაზნები აიღო, სადაც მოახდინა პირველი და შემდეგი გასროლები, ასევე მიუთითა იმ ადგილზე სადაც შეინახა თოფი. აღნიშნულით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფოტო გადაღებაც მოხდა ექსპერტის მიერ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ხარაგაულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა გი---------------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ მ----------–------ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. 2018 წლის 15 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა, სადაც სახლში შესვლის დროს ნახეს, რომ ეზოში გულაღმა იწვა მამაკაცი, როგორც იქ მყოფებმა განუმარტეს შვილმა ესროლა ტყვია სანადირო თოფიდან. მ----------–------ე იმყოფებოდა სახლში, რომელმაც განმარტა, რომ შელაპარაკების გამო, მოკვლის მიზნით ესროლა მამას - ა---------– კ--–------ეს. ადგილზე მოხდა მ----------–------ის დაკავება, განემარტა მისი უფლებები, ასევე გახორციელდა მისი პირადი ჩხრეკა. განმარტა, რომ მ----------–------ის უშუალოდ მიზეზი არ დაუსახელებია, თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული, მან თქვა, რომ ,,უნდა მომეკლა და მოვკალიო, 4-ჯერ ვესროლე, მაგრამ ერთხელ არ გავარდაო“.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 მიხედვით დადგენილია, რომ 15.10.2018 წელს შსს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ა---------– კ--–------ის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეტყობინება #2523625-ის მიხედვით დადგენილია, რომ 15.10.2018 წელს 19:05:04 საათზე, 112-ზე შეტყობინება შესულ იქნა ა---------– კ--–------ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების ავტორია ჯე---– კ--–------ე.
შპს ,,ქ----------------------------------–------–------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ მ----------–------ე ,,ქ----------------------------------–------–------ში“ აღრიცხვაზე არ იმყოფება.
17.10.2018 წლის, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხის თანახმად მ----------–------ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
04.12.2018 წლის ბრალდებულ მ----------–------ის კუთვნილი ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სააბონენტო ნომერია -55-------, დათვალიერებული სააბონენტო ჟურნალის მიხედვით, სადაც აბონენტი ჯე---–ი კ--–------ის სააბონენტო ნომერი მითითებულია ,,j-----“ 57-------. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერდა შემავალი და გამავალი ზარების ჟურნალი, რა დროსაც დადგინდა, რომ მ----------–------ის სააბონენტო ნომრიდან 55------- ჯე---–ი კ--–------ის სააბონენტო ნომერზე 57------- (j-----) გამავალი ზარი ფიქსირდება 2018 წლის 15 ოქტომბერს 18:56 საათზე, საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 36 წამს.
20.12.2018 წლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:-პაკეტში წარწერით ... ერთლულიანი სანადირო თოფი ლულით კონდახით და ცივიოთი..., მოთავსებულ სანადირო თოფზე არსებული ბიომასალის (ობ. N1-სასხლეტი, დამცავი რკალი და ჩახმახი: ობ.N2 - ტიბჟირის და კონდახის ქვედა ზედაპირი: ობ. N3 ქამარი) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----------–------ეს (ობ. N56: პაკეტი, წარწერით:.... ბრალდებულ მ----------–------ის ნერწყვის ნიმუში...)
-პაკეტებში, წარწერებით:.... საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ეზოში ბეტონის კიბის მოპირდაპირე მხარე 2მ50სმ აღმოჩენილი სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ცარიელი მასრა ( ობ N4) .... საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ეზოდან ცარიელი მასრის აღმოჩენის ადგილიდან აღმოსავლეთ მხარეს 0, 80 მეტ. დაშორებით აღმოჩენილი სანადირო თოფის მოყავისფრო ფერი დამუხტული ვაზნა....“ (ობ.N5)....., საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ეზოდან დამუხტული ვაზნის აღმოჩენის ადგილიდან აღმოსავლეთ მხარე 70სმ. დაშორებით აღმოჩენილი მოყავისფრო ფერის ცარიელი სანადირო თოფის ვაზნა..., (ობ.N6) და....,საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კიბესა და დამხმარე სათავსოს „სასიმინდეს“ შორის მიწის ზედაპირიდან ამოღებული სანადირო თოფის მასრა....“ (ობ.N7). მოთავსებულ მასრებსა და ვაზნაზე, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა:
-პაკეტში წარწერით,,.... საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ოთახში სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში ბამბუკის თაროებიანი ნაკეთობის ზედა თაროზე არსებული მრგვალი ფორმის ხის მოწნული კალათიდან ამოღებული სანადირო თოფის ხუთი ცარიელი მასრა და ათი ცალი დამუხტული ვაზნა...“ მოთავსებული:
მოთეთრო ფერის, პოლიმერული მასალის კორპუსისა და რელიეფური ზედაპირის მქონე, ცილინდრული ფორმის ხუთ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N8) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ----------–------ეს (ობ.N56.), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია:
-პაკეტში წარწერით:,... საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის მოპირდაპირედ ხის იატაკის ზედაპირიდან, სამი ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ნიმუშები....“ (ობ. N13,14,15), ,,... საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში ხის იატაკის ზედაპირიდან, შესასვლელი კარიდან 220 მ. და სამხრეთ კედლიდან 1,10 მ. დაშორებით სისხლის მაგვარი გუბიდან აღებული ნიმუში ....“ (ობ.N16). და ,,.... საცხოვრებელი სახლის შესასვლელის მეოთხე საფეხურის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..“(ობ.N17), მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N13-17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57:პაკეტი წარწერით ,,... სისხლის 01 ნიმუში აღებული ა---------– კ--–------ის გვამიდან):
-პაკეტში, წარწერით: ,,....საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოდან ამოღებული შავი ფერის სპორტული სტილის მოსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით....“, მოთავსებულ შავი ფერის სპორტული ტიპის ჟაკეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N18,19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს(ობ.N57):
-პაკეტში წარწერით ,,... საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოდან ამოღებული შავი ფერის მოკლე სახელოიანი მაისური...“, მოთავსებულ მოშავო-მონაცრისფრო, მოკლესახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N20,21ა,21ბ) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N20,21ა,21ბ-ს და მაისურის საყელოს შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N21) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57.)
-პაკეტში, წარწერით ,,....საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოდან ამოღებული მოშავო მოკლესახელურიანი მაისური საფირმო წარწერით „რებოკ“.... მოთავსებულ მოშავო ფერის, მოკლესახელურიან მაისურზე, საყელოს უკანა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ.N22) სისხლი არ აღმოჩნდა. ამავე მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N23,24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N23-ის და მაისურის საყელოს შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N25) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57). ობ. N24-ში, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა:
-პაკეტში წარწერით: ,,... საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოდან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი...“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის ჯინის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N26,27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N26,27-ის და შარვლის ჯიბეებსა და შესაკრავის მიმდებარედ არსებული ბიომასალის (ობ.N28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57):
-პაკეტში წარწერით: ,,... საცხოვრებელი სახლის წინა მდებარე ეზოდან ამოღებული მოწითალო და მორუხო ფერის ზოლებიანი სვიტერი: მოთავსებულ ზოლებიან ნაქსოვ სვიტერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N29-31) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N29-31-ის და სვიტერის საყელოს შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ. N57):
-პაკეტში, წარწერით „ საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ეზოდან ამოღებული მოშავო ფერის ქურთუკი...,“ მოთავსებულ მოშავო-ფერის დათბილულ, დალიანდაგებლი ზედაპირის მქონე ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ.N33,34). წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN33,34-ის და ქურთუკის საყელოს შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N35) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57):
-პაკეტში, წარწერით: „ საცხოვრებელი სახლის წინა მდებარე ეზოდან ამოღებული მოყავისფრო ვილვეტის ჟილეტი“, მოთავსებულ მოყავისფრო, ველვეტისმაგვარ, დათბილულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N36,37). წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57):
-პაკეტში, წარწერით: საცხოვრებელი სახლის წინა მდებარე ეზოდან ამოღებული მოშავო ფერის ბრეტელებიანი მაისური“, მოთავსებულ მოშავო ფერის, უსახელოებო მაისურზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო, წერტილოვანი ლაქა (ობ.N38) სისხლი არ აღმოჩნდა
-პაკეტში, წარწერით: საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კიბის პირველი და მეორე საფეხურის გვერდით მარჯვენა მხრიდან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეგრეწოდებული „კალოშები „...“, მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N39) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57)
-პაკეტში, წარწერით: საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი მარჯვენა მხარეს განთავსებული ფანჯრის ქვემოთ მიმოფანტული მინის ნამსხვრევები...“, მოთავსებულ ერთ-ერთ მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო, წერტილოვანი ლაქები (N40) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57)
-პაკეტში, წარწერით: საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს განთავსებული ფანჯრის ქვემოთ მიმოფანტული მინის ნამსხვრევები...“, მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობN41) რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57).
-პაკეტში, წარწერით: საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მარცხნივ დაზიანებული ფანჯრის წინ ჩამოკიდებული დაზიანებული ფარდა ზოგიერთ ადგილებში მოთეთრო ფერის...“, მოთავსებულ მოთეთრო ფერის ფარდაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობN42) სისხლი არ აღმოჩნდა.
-პაკეტში, წარწერით: „ ბრალდებული მ----------–------ის ტანსაცმელები...“, მოთავსებულ გრძელსახელოებიან, რეზინოვანი ქსოვის სვიტერზე (ობN43,44) მოყავისფრო, ველვეტისმაგვარი ქსოვილის შარვალზე ( ობ. N45,46) და მონაცისფრო ქსოვილის, სპორტული ტიპის ფეხსაცმელზე (ობ.N47,48) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N45-48 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ. N57) ობ. N43,44-ში გენეტიკური იდენტიფიცირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა:
-პაკეტში, წარწერით: „...-–-------------ისაგან ამოღებული აწ გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის კუთვნილი ტანსაცმელი ( სპორტული ტანსაცმელი და ტრუსი)“, მოთავსებულ მუქი მოლურჯო-მოშავო ფერის სპორტული ტიპის შარვალზე (ობ. N49-50) ზოლებიან ქვედა საცვალზე (ობ. N51) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57)
-პაკეტში, წარწერით: „..ბრალდებული მ----------–------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში...“, მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N52,53) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ----------–------ეს (ობN56);
-პაკეტში, წარწერით: „..ფრჩხილების ნიმუშები აღებული ა---------– კ--–------ის გვამიდან...“, მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N54,55) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– კ--–------ეს (ობ.N57).
04.01.2019 წლის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: მ----------–------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ----------–------ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ----------–------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ----------–------ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა საჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მ----------–------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მ----------–------ე იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მ----------–------ეს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
21.01.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: მოქ: ა---------– კ--–------ის სიკვდილის მიზეზია, შინაგანი ორგანოების მწვავე სისხლნაკლებობა გულმკერდისა და მუცლის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვის და კუჭის დაზიანებით განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.
წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,რ--------–-------------–----–-------“ ხარაგაულის კლინიკის ცნობა N01/1031 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 15.10.18.წ) - მონაცემების თანახმად მოქ. ა---------– კ--–------ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 15.10.2018 წლის 21:49 საათზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს.
ა---------– კ--–------ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობები შემავალი ხვრელებით - გულმკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, იღლიის წინა და შუა ხაზების საპროექციო მიდამოში, ხაზების საპროექციოდ, დამსხვრეული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით, ნეკთაშორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალია მარცხენა პლევრის ღრუში (მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარცხენა ფილტვის ქვედა წილის გამჭოლად დაზიანებით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. შემავალია მუცლის ღრუში, მარცხნივ დიაფრაგმის და კუჭის დაზიანებით. პლევრის ღრუში მარცხნივ 1000 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. პერიტონიუმის ღრუში 300 მლ-მდე მოცულობით სისხლი, სისხლის კოლტები და მორუხო-მოთეთრო ელფერის მასები. დაზიანებების (ჭრილობების) მიმდებარედ და ირგვლივ მრავლობითი ნაჭდევები გულმკერდის წინა და გვერდითა ზედაპირზე მარცხნივ შუა და ქვედა მესამედის დონეზე. ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობები შემავალი ხვრელებით მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქევებით - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა, უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების- საფანტი) გასროლის შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგ - სიკვდილთან.
ჭრილობების არხების მიმართულებით მარცხნიდან - მარჯვნივ, მცირედ ზემოდან - ქვემოთ.
გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონალია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც დაზიანების მიყენების მომენტში ფარავდა აღნიშნულ მიდამოს და წარმოადგენდა პირველ (გარეთა) შრეს.
გარდა აღნიშნულისა ა---------– კ--–------ის გვამზე ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სწორკიდეებიანი წამახვილებული ბოლოების მქონე ჭრილობები შუბლის მიდამოში მარცხნივ, მარჯვენა წარბის მოდამოში გარდამავალი მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე გარეთა კუთხეზე, მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში. მრავლობითი ნაკაწრები შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა ლოყის მიდამოში და ქვედა ყბის ძვლის მარცხენა ტოტის საპროექციო მიდამოში შუა მესამედში. ნაჭდევები მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, მარცხენა ლოყის მიდამოში და მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე. სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის მიდამოში გარეთა კუთხესთან - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში.
დაზიანებები, წამახვილებული ბოლოების მქონე ჭრილობების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებულნი ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
მოქ. ა---------– კ--–------ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სამედიცინო მანიპულაციის - ინექციის შემდგომი კვლები მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე.
მიღებული დაზიანებების შედეგად ა---------– კ--–------ეს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები (ეყვირა, ემოძრავა) მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.
22.01.2019 წლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: ,,... ექსპერტიზაზე წარდგენილ მოშავო ფერის ქურთუკის (FCD863114; პაკეტი N7) ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები...“ ,,... ექსპერტიზაზე წარდგენილი ქაღალდის ფურცლის ფრაგმენტების (FCD846053; პაკეტი N20); ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები...“ დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
23.01.2019 წლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილ ა---------– კ--–------ის გვამიდან ამოღებულ სამ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს (სეებ N201872252; პაკეტი N29) ,,ზალის ოთახში შესასვლელი ხის ორფრთიანი კარის აღმოსავლეთ ფრთაზე“ დაზიანებიდან ამოღებულ ორ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს (FCD846055; პაკეტი N22). ,,ზალის ოთახში შესასვლელი კარის დასავლეთ ჩარჩოზე დაზიანებული ადგილიდან ამოღებულ“ ერთ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს (FCD863166; პაკეტი N24) ,,მისაღები ოთახის იატაკის ზედაპირიდან ზალაში შესასვლელი კარის ძირთან ამოღებულ“ სამ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს (FCD863165; პაკეტი N23) და სახლის პირველ სართულზე არსებულ საძინებელი ხის კარადის უჯრიდან ამოღებულ (FCD863164; პაკეტი N25) გამჭვირვალე თვითმკეტ პაკეტში მოთავსებულ ,,დიდი ზომის“ მეტალის მარცვლებს დასაშვები ცდომილების ფარგლებში გააჩნიათ ერთნაირი ელემენტური შემადგენლობა (Pb=99.9%, Fe=0.1%). დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია. დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის აღმოსავლეთ ფრთაზე გარეთა მხრიდან... ამოღებულ“ თერთმეტი ცალი მორუხო ფერის მეტალის დეფორმირებული საგნიდან (FCD846054; პაკეტი N21);
ერთნაირი ელემენტური შემადგენლობის შვიდ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს და ,,სახლის პირველ სართულზე არსებული საძინებელი ხის კარადის უჯრიდან ამოღებულ“ (FCD863164; პაკეტი N25) მეტალის ქილაში (ეტიკეტის გარეშე) მოთავსებულ მოშავო ფერის მეტალის მარცვლებს დასაშვები ცდომილების ფარგლებში გააჩნიათ ერთნაირი ელემენტური შემადგენლობა (Pb=99.5%, Fe=0.3%, Sb=0.2%);
ასევე ერთნაირი ელემენტური შემადგენლობის დანარჩენ ოთხ ცალ მეტალის დეფორმირებულ საგანს და ,,სახლის პირველ სართულზე არსებული საძინებელი ხის კარადის უჯრიდან ამოღებულ (FCD863164; პაკეტი N25) მეტალის ქილაში (ეტიკეტის გარეშე)მოთავსებულ მორუხო ფერის მეტალის მარცვლებს დასაშვები ცდომილების ფარგლებში გააჩნიათ ერთნაირი ელემენტური შემადგენლობა (Pb=99.8%, Fe=0.2%);
07.02.2019 წლის ბალისტიკური ექსპერტიზის N20/ბ დასკვნის თანახმად: სს №0--------- საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი:
1. №222245358 პაკეტში არსებული ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი “Иж-ЗК” მოდელის სანადირო №С91317 თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2. №222245358 პაკეტში არსებული 16 კალიბრის ერთლულიანი “Иж-ЗК” მოდელის სანადირო №С91317 თოფიდან თვითგასროლის წარმოება შესაძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილ პირობებში, ხოლო შემთხვევითი გასროლა შესაძლებელია სასხლეტ კაუჭზე 0,5-1,1 კგ/ძ ზეწოლის მიტანის შედეგად.
3. №111119088 და №111119090 პაკეტში არსებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის 02 ცალი თითბირის კორპუსიანი მასრა წარმოდგენილი მდგომარეობით საბრძოლო მასალას არ წარმოადგენს, გასროლის წარმოებისათვის უვარგისია და ისინი გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №222245358 პაკეტში არსებული 16 კალიბრის ერთლულიანი “Иж-ЗК” მოდელის სანადირო №С91317 თოფიდან.
4. №111119089 პაკეტში არსებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის თითბირისკორპუსიანი მასრა წარმოდგენილი მდგომარეობით საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება და ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის უვარგისია.
5. №111119087 და №222245361 პაკეტებში არსებული 16 კალიბრის თითბირისკორპუსიანი სანადირო 06 ცალი ვაზნიდან 05 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ხოლო 01 ცალი ნამტყუნევი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის უვარგისია და საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება.
6. №222245361 პაკეტში არსებული ქარხნული წესდით დამზადებული 16 კალიბრის სანადირო 05 ცალი ვაზნა გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
7. №222245361 პაკეტში არსებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის თითბირისკორპუსიანი 05 ცალი მასრა წარმოდგენილი მდგომარეობით საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება.
8. №20185680 პაკეტში არსებული რუსული წარმოების "Сокол" მარკის დენთის თუნუქის ქილაში მოთავსებული პიროქსილინური დენთი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და წარმოდგენილი მდგომარეობით საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება. დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
26.03.2019 წლის ტრასოლოგიური N81/ტრ დასკვნის თანახმად:
- გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის ტანსაცმელზე რაიმე სახის დაზიანების ობიექტური კვლები გარდა საექსპლუატაციო ცვეთისა არ აღინიშნება.
- ბრალდებულ მ----------–------ის ტანსაცმელზე რაიმე სახის დაზიანების ობიექტური კვლები გარდა საექპლუატაციო ცვეთისა არ აღინიშნება. დასკვნას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ--------–--–-----მა, გი---------------–-–---–მა, ქ--------–----------ემ, მ-------------ემ, ქ-----------------–-–---–მა, ზ----------------–-–---–მა, ლ-----------–---–მა და ზუ--------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
15.10.2018 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ------ ა---------–ის ძე კ--–------ე, დაკავებულ იქნა ხარაგაულის რაიონ სოფელ ხ-------–ი, საცხოვრებელ სახლში.
16.10.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს შენობაში მ----------–------ისგან, მისივე თანხმობით ამოღებული იქნა ტანისამოსი: „მოწითალო-მონაცრისფრო და მოლურჯჯო ფერის გრძელმკლავიანი სვიტერი, რომელსაც მარცხენა სახელოზე აღენიშნება დაზიანების კვალი, ხოლო მარჯვენა სახელოზე აღენიშნება რღვევის კვალი. მორუხო ფერის ხავერდის შარვალი, რომელსაც მარჯვენა მუხლზე, უბესთან და მარცხენა კოჭთან აღენიშნება დაზიანების კვალი. მოთეთრო ფერის ნაჭრის ქუდი, მონაცრისფრო სპორტული წყვილი ფეხსაცმელი, რომელსაც აღენიშნება ლაქები. რაც დალუქულ იქნა შესაბამისი წესით.
16.10.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ხარაგაულის შპს რ--------–-------------–----–-------ს ხარაგაულის ქირურგიული განყოფილებიდან ამოღებულ იქნა ა.წ. გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მუქი ფერის სპორტული შარვალი, გვერდებზე მოყვითალო და მოწითალო ფერის ზოლებით, წინა მხარეს ჯიბეებით, მარჯვენა მხარეს აღენიშნება გაკერვის კვალი მუხლის დონაზე, მარცხენა ჯიბესთან ამოქარგული უცხოენოვალი წარწერები ,,GLOOMY”, შარვალს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ასევე ამოღებულ იქნა მონაცრისფრო ფერის ნაჭრის ტრუსი მოთეთრო ფერის ზოლებით, რაც მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, შარვალი და ტრუსი დაილუქა შესაბამისი წესით.
16.10.2018 წლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ჯე---– კ--–------ის (მისივე თანხმობით) SAMSUNG - ის ფირმის ,,DOUOSS“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია სააბონენტო ნომერი 5-----------, მობილური ტელეფონის იმეი კოდებია 3--------------- და 3---------------, დათვალიერდა მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრების ჟურნალი, სადაც აბონენტის - მ----------–------ის სააბონენტო ნომერი ჩაწერილია MA--------------E აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე შემავალი ზარი ფიქსირდება 2018 წლის 15 ოქტომბერს 18:55 საათზე და საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 35 წამს.
სააბონენტო ნომრიდან +9955-------- (A-----) აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე შემავალი ზარი ფიქსირდება 2018 წლის 15 ოქტომბერს 18:57 საათზე და საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 16 წამს.
ჯე---–ი კ--–------ის სააბონენტო ნომრიდან სსიპ 112-ზე გამავალი ზარი ფიქსირდება 2018 წლის 15 ოქტომბერს 19:04 საათზე და საუბრის ხანგრძლივბა შეადგენს 1 წუთსა და 24 წამს. ოქმს ერთვის მობილური ტელეფონის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია.
16.10.2018 წლის გვამის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქ.ქუთაისში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროზექტურაში, დეტექტივ - გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ დათვალიერებულ იქნა გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის გვამი. გვამი არის დამაკმაყოფილებელი კვების, სწორი აღნაგობის, გვამი არის შიშველ მდგომარეობაში, გვამი ხელის შეხებით ოდნავ თბილია, გვამური გაშეშება სუსტად არის გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში, გვამური ლაქები ღია მოწითალო, მოიისფრო ფერისაა და განთავსებული არიან სხეულის უკანა და უკანა გვერდითა ზედაპირზე, თვალის ქუთუთოები დახურული, თვალის გუგები გაფართოებულია თანაბრად ორივე მხარეს პირი მცირედ ღიაა, გულ-მკერდი კასრისებური ფორმის, კისერი საშუალო სიმაღლის, მუცელი ოვალური, გვამზე გარეგნულად აღინიშნება შემდეგი დაზიანებები: გულ-მკერდის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე იღლიის წინა და შუა ზედაპირის საპროექციო მიდამოში....... მხრიდან 117 სმ-ის დაშორებეთ, 16,0*14,0 სმ ფართობზე აღენიშნება ჩვიდმეტი უსწორო ოვალური ფორმის, უსწოროკიდეებიანი და ....... კანის .......დეფექტით ცენტრში ჭრილობები (შემავალი ხვრელში)შუბლის მიდამოში მარცხნივ აღინიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა, ირგვლივ მოწითალო, მოიისფრო კანქვეშა სისხლჩაქცევით მარჯვენა წინამხრის მიდამოში აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობები, მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპიზე, შუა მესამედში აღენიშნება ორი სწორკიდეებიანი ჭრილობა, მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ორი სწორკიდეებიანი ჭრილობა. შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება მოწითალო ფერის ნაკაწრი, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი. მარცხენა თვალბუდის მიდამოში მარცხენა კუთხესთან აღენიშნება სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრები, მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი. ქვედა ყბის მარცხენა ლოყის შუა მესამედში ნაჭდევი. მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება წერტილოვანი ხასიათის ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინექციების შემდგომი კვლები). გვამზე გარეგნულად სხვა რაიმე დაზიანებებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. ოქმს ერთვის გვამის ფოტოილუსტრაცია.
16.10.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გი---------------–-–---–მა ნებაყოფილობით წარმოადგინა გარდაცვლილ ა---------– კ--–------ის გვამიდან ამოღებული სამი მარცვალი, რომლებიც არის მოშავო ფერის ლითონის უცხო სხეულის სამი მარცვალი, რომელიც დალუქულ იქნა შესაბამისი წესით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ: საგამოძიებო ექპერიმენტის - ჩვენების ადგილზე მ----------–------ეს წაეკითხა მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს მიცემული განმარტება - გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულმა მ----------–------ემ სრულად დაადასტურა გამოკითხვის ოქმი, მის მიერ მიცემული განმარტება და განაცხადა, რომ გამოძიების ოქმში მიცემული განმარტება დადასტურებულია. მ----------–------ე მოთავსებულ იქნა სამსახურებრივი დანიშნულების ავტომობილში და ექსპერტ ზუ--------–-–---–თან, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ხარაგაულის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ერთად გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე, ხარაგაულის რაიონ სოფელ ხ-------–ი მდებარე მ------ და ა---------– კ--–------ეების საცხოვრებელ სახლში.
გზის მოასფალტებული მონაკვეთების გავლის შემდეგ გადაუხვიეს გზიდან მარჯვნივ და განაგრძეს უბანზე მსვლელობა, სოფლის ცენტრიდან გზაზე რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ გადაუხვიეს გზიდან მარჯვნივ და გააგრძელეს სვლა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომანაქანა შეჩერდა საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ხის ჭიშკართან, ბრალდებულმა მამ უკა კ--–------ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ჭიშკარზე და განმარტა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და ჭიშკარი არის მისი და მამის ა---------– კ--–------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მ----------–------ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მამამ უთხრა, რომ „როგორც დედაშენი ჩამოვახრჩვე, ასევე ჩამოგახრჩობ ამ ღამითო“ აღნიშნულის შემდეგ მ----------–------ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე და განმარტა რომ აღნიშნული კიბეები ადიოდა სახლის მეორე სართულზე, განმარტა, რომ შევიდა მეორე სართულზე განთავსებულ ოთახში, ოთახში მიუთითა ხელმარჯვნივ არსებულ ხის წიგნების კარადის გვერდით არსებულ სივრცეზე სადაც ინახავდა სანადირო თოფს, რომლის სადემონსტრაციოდაც გამოყენებული იქნა ხის ჯოხი. ასევე მიუთითა აღნიშნული კარადის თავზე მოთავსებულ ხის კალათაზე, რომელშიც მოთავსებული იყო სანადირო თოფის ვაზნები, საიდანაც მოახდინა აღნიშნული ვაზნების აღება და სანადირო თოფში მოთავსება. აღნიშნულის შემდეგ, თოფის ინსცენირებისთვის გამოყენებული ხის ჯოხით ხელში, ჩავიდა იმავე კიბის გავლით სახლის ეზოში და მივიდა საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან, სადაც მიუთითა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის მარცხნივ მდებარე ადგილზე, დემონსტრირების მიზნით სახლის პირველ სართულზე კარების მარცხენა მხარეს განთავსებული იქნა ხარაგაულის სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელი ფრიდონ ბანცაძე, დემონსტრირების მიზნით ბრალდებულმა მ----------–------ემ ხის ჯოხი მიმართა სახლის შესასვლელ კარებს მარცხნივ, ხსენებული თანამშრომლის მიმართულებით და განმარტა, რომ ანალოგიური დგომით გაისროლა თოფით სახლის კარების მარცხნივ ფანჯარასთან მყოფი მამის ა---------– კ--–------ის მიმართულებით, დამიზნებით და დაინახა, როგორ მოხვდა მას ტყვია მარხცენა მხარეს სხეულის ზედა ნაწილში. ასეთივე ფორმით მოხდა დემონსტრირება ბრალდებული მ----------–------ის მიერ, სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარების მარჯვნივ მდებარე ფანჯრის მიმართულებით, ჯოხის გამოყენებით და განმარტა, რომ აღნიშნული ადგილიდან თოფით ესროლა მამას ა---------– კ--–------ეს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მ----------–------ემ მიუთითა სახლის პირველ სართულზე შესასვლელ კარებზე და განმარტა, რომ ა---------– კ--–------ე, მისი მიმართულებით მეორედ გასროლის შემდეგ მივიდა აღნიშნულ კარებთან სახლის შიგნითა მხრიდან და დახურა ღია მდგომარებაში მყოფი კარები, რა დროსაც მის მიმართ განხორციელდა გასროლა თოფიდან. მ----------–------ემ ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მესამედ თოფიდან გასროლამდე, თოფის გადატენის დროს მიწაზე დაუვარდა გილზა. მ----------–------ემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მესამე გასროლის შემდეგ სახლის პირველი სართულიდან გამოვიდა ა---------– კ--–------ე დაჭრილ მდგომარეობაში და წაიქცა კარების წინ არსებულ კიბეებზე, განმარტა რომ წაქცევამდე მან მეორეჯერ გადატენა თოფი და გაისროლა.
აღნიშნულის შემდეგ მ----------–------ემ მიუთითა მეორე სართულზე არსებულ ხის კიბის შუალედური აივნის მარჯვნივ განთავსებულ ხის სასიმინდეზე და განმარტა, რომ აღნიშნულ სასიმინდეში, კარების შიგნით მარჯვენა მხარეს მოათავსა სანადირო თოფი, მანვე განმარტა, რომ სანამ სანდირო თოფს სასიმინდეში შეინახავდა, მანამდე თოფი გადახსნა, რა დროსაც თოფიდან გადმოვარდა გასროლილი მასრა. განმარტა, რომ გაიგონა მასრის მიწაზე დავარდნის ხმა. მოხვდა ხის კიბეს და სასიმინდეს, მასრა არსებულ ადგილზე დავარდა, რა დროსაც მიწის ზედაპირზე ნაპოვნი იქნა ერთი ცალი გასროლილი მასრა, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა სპეციალურ FCD863193 პაკეტში. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მ----------–------ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ოთახისაკენ, საიდანაც წამოიღო სანადირო თოფი და ვაზნები. განმარტა, რომ ვაზნები რომლებიც არ გამოუყენებია შეინახა ხის დაწნულ კალათში. აღნიშნულით საგამოძიებო ექპერიმენტი - ჩვენების ადგილზე შემოწმება დასრულდა, მოხდა ჩვენების ადგილის გადაღება ექპსერტ ზუ--------–-–---–ის მიერ „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით, რომელიც დაერთო ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმს.
საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე სათავსოების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხარაგაულის რაიონ სოფელ ხ-------–ი და წარმოადგეს ა---------– კ--–------ის და მისი შვილის მ----------–------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს, დამხმარე სათავსოებს, რაც განთავსებულია სოფელ ხ-------ის ცენტრალური გზის ჩრდილოეთ მხარეს. ა---------– და მ----------–------ეების საცხოვრებელი სახლის ეზოს გააჩნია ხის ფიცრულის ღობე და ისეთივე ხის ფიცრული სამფრთიანი ჭიშკარი, რომლის სამივე ფრთაც ღია მდგომარეობაშია. ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს, განთავსებულია ა---------– და მ----------–------ეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველი სართულიც აშენებულია ბლოკით, ხოლო მეორე სართული აგებულია ხის მასალისაგან. სახლის მეორე სართულზე წინა მხარეს აქვს ხის მოაჯირიანი აივანი. საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის წინა მხარეს აქვს ხუთსაფეხურიანი ბეტონის კიბე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სახლის პირველ სართულზე შესვლა. სახლის წინ, შემოღობილი ბაღ-ვენახის ღობისა და სახლს შორის არსებობს ხის ოთხი ძელი, რაზედაც გაკეთებულია ხის ტალავერი და გაშენებულია ვაზი. სადაც შუა ნაწილში განთავსებულია ხის გრძელი მაგიდა და ოთხი გრძელი სკამი. სახლში შესასვლელი კიბის გასწვრივ მიწაზე დაყრილია სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, ასევე აღენიშნება ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი ცვეთის კვალი მათ შორის: ნიშნულ N1 მოშავო ფერის სპორტული სტილის გრძელსახელოებიანი ზედა მოსაცმელი, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, ხოლო მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში გაკეთებული აქვს უცხოური წარწერები. მასზე ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863117 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N1). ნიშნული N2 მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს გულმკერდის არეში აქვს უცხოური წარწერა, ხოლო მარცხენა მხარეს საყელოზე მიკრული აქვს საფირმო ნიშანი, მასზე ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება ლაქები, აღნიშნული მაისური ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863116 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N2). ნიშნული N3- მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური რომელსაც გულმკერდის წინა მხარეს გაკეთებული აქვს საფირმო წარწერა „Reebok” მასზე ზოგიერთ ადგილებში აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. აღნიშნული მაისური ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863115 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N4). ნიშნული N5 ჯინსის შარვალი, რომელსაც სხვადასხვა ადგილებში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნიადაგისმაგვარი მოყავისფრო ფერის ლაქები, აღნიშნული შარვალი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD865118 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N5). ნიშნული N6 მოწითალო და მოშავო ფერის ზოლებიანი სვიტერი, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული სვიტერი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863103 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N6)- ნიშნული N7 მოშავო ფერის ქურთუკი, რომლის ელვა შესაკრავი დაზიანებულია, ქურთუკის ზოგიერთ ადგილებში, აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნიადაგის მაგვარი მოყავისფრო ფერის ლაქები, აღნიშნული ქურთუკი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863114 პაკეტში, ერთ პაკეტად, (პაკეტი N7). ნიშნული N8 მოყავისფრო ფერის ვილვეტის დათბილული ჟაკეტი, რომელიც იკვრება ორი ღილით, ჟაკეტის ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული ჟაკეტი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863113 პაკეტში ერთ აპკეტად, (პაკეტი N8). ნიშნული N9 მოშავო ფერის უმკლავებო ე.წ „ბრტელებიანი“ მაისური, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული მაისური ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863112 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N9). სახლის პირველ სართულზე შესასვლელი ბეტონის კიბის საფეხურები გადახურულია პირველი და მეორე სართულის გამყოფის დონეზე და გვერდებზე, მოაჯირის სახით გაკეთებული აქვს აზბესტის შიფერები. ნიშნული N10 ბეტონის კიბის მარჯვენა მხარეს პირველ და მეორე სართულების გაწვრივ კიბისა და შიფერების მარჯვნივ მოაჯირებს შორის აღმოჩენილ იქნა მიწაზე დაყრილი რეზინის მოშავო ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ე.წ „კალოში“ რომელსაც ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება მოწითალო ფერის სიხლისმაგვარი ლაქები და ნიადაგისმაგვარი მოყავისფრო ფერის ლაქები, რეზინის ფეხსაცმელი ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863111 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტიN10). ნიშნული N11 ბეტონის საფეხურებიანი კიბის მოპირადპირე ქვედა საფეხურებიდან 2,50 მეტრისა და ხის ტალავერის მეორე ბოძთან აღმოსავლეთ მხარეს 60სმ-ის დაშორებით მიწაზე ეგდო სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის ცარიელი მასრა, რომელიც დაილუქა FCD863110 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N 11). ნიშნული N12 ცარიელი მასრის აღმოჩენის ადგილიდან აღმოსავლეთ მხარეს პარალელურად 80 სმ-ის დაშორებით მიწაზე აგდია, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის დამუხტული ვაზნა, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863109 პაკეტში ერთ პაკეტად, (პაკეტი #12). ნიშნული N13 დამუხტული ვაზნის აღმოჩენის ადგილიდან აღმოსავლეთით პარალელურად 70სმ-ის აღმოჩენილი იქნა სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის მეორე ცარიელი ლითონის მასრა, რომელიც ამოღებულ იქნა და დაილუქა FCD863108 პაკეტში ერთ პაკეტად, (პაკეტი #13). ნიშნული N14 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შესასვლელი ბეტონის საფეხურებიანი კიბის საფეხურზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც მესამე სახელურის ზედაპირიდან სპეციალური ბამბის ჩხირით ამოღებულ იქნა ნიმუში და სპეციალურ ნიმუშებთან ერთა დაილუქა FCD863103 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N14). სახლის წინა მხარეს პირველ სართულზე შესასვლელი კარის აღმოსავლეთ მხარეს კედელში ჩასმულია ხის ორფრთიანი ფანჯარა რომლის დასავლეთ მხარეს ფრთის მინა 18სმx10სმ ფართობზე ჩამსხვრეულია, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაბზარულია, იმავე კარის დასავალეთ მხარეს განთავსებულია ორი ხის ფანჯარა მათ პირველი ფანჯრის აღმოსავლეთ მხარეს ფრთაზე 34სმx23სმ ფართობზე ჩამსხვრეულია, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაბზარულია, პირველ სართულზე შესასვლელი ბეტონის კიბის მეხუთე საფეხურზე კარების გასწვრივ ალაგია შეშის ნაჭრები, იმავე კიბის მეშვეობით და ხის ორფრთიანი კარის გავლით შედის 10მx2მ ზომის მისაღებ ოთახში, რომელსაც აქვს ხის იატაკი, კარის აღმოსავლეთ ფრთა გაღებულია შიგნით, რომლის საკეტში გარეთა მხრიდან მოთავსებულია გასაღები, ნიშნული N15 იქვე შესასვლელი კარის მოპირდაპირედ ზღურბლთან ახლოს იატაკზე აღენიშნება სისხლისმაგვარი სამი გუბე 17სმx12სმ, 24 სმx20სმ და 40სმ x10სმ ფართობზე, საიდანაც სპეციალური ბამბის ჩხირით სამივე გუბიდან სპეციალური ბამბის ტამპონიანი ჩხირით ამოღებული იქნა ნიმუში და საკონტროლო ნიმუშთან ერთა დაილუქა FCD863606 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტიN15) ნიშნული N16 მისაღებ ოთახში შესავლელი კარის ზღურბლიდან მარცხენა მხარეს 2,20მ დაშორებით და სამხრეთ კედლიდან 1, 1 მ, დაშორებით იატაკზე აღენიშნებოდა, 20 სმ x15სმ ზომის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბე, საიდანაც სპეციალური ბამბის ჩხირის მეშვეობით ამოღებული იქნა ნიმუში და საკონტროლო ნიმუშთან ერთად დიალუქა FCD83305 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N16). მითითებულ სისხლისმაგვარ გუბეს შორის იატაკზე ალაგ-ალაგ აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი წვეთები, მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის მოპირდაპირედ განთავსებული იყო ე. წ 2მx2მ ზომის სამზარეულო ოთახი, რომელსაც ქონდა ბეტონის იატაკი, აღნიშნულ ოთახში გასასვლელ ხის ჩარჩოში კარი იყო ჩასმული, დასავლეთ მხარეს სამზარეულო ოთახში გასასვლელთან დგას ხის ორი მაგიდა, ერთი საშუალო ზომის, ხოლო მეორე პატარა ზომის, რომელებზეც ალაგია საოჯახო ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები. ნიშნული N17 შესავლელი კარიდან აღმოსავლეთ მხარეს განთავსებული ფანჯრის ქვემოთ იატაკზე მიმოფანტულია ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები, საიდანაც ამოღებული იქნა შედარებით დიდი ზომის მინის ნამსხვრევები, რომლებიც დაილუქა FCD863168 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N 17). აღნიშნული ფანჯრის ცალ ფრთაზე არსებული დაზიანება იწყება იატაკის ზედაპირიდან 85 სმ სიმაღლიდან. ნიშნული N18 შესასვლელი კარიდან დასავლეთ მხარეს განთავსებული ფანჯრის ქვემოთ იატაკზე ასევე მიმოფანტულია ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები, საიდანაც ამოღებული იქნა და დაილუქა შედარებით დიდი ზომის მინის ნამსხვრევები, რომელიც დაილუქა FCD863167 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N18). აღნიშნული ცალ ფრთაზე არსებული დაზიანება იწყება იატაკის ზედაპირიდან 90 სმ სიმაღლიდან. ნიშნული N19 იმავე ფანჯარაზე ჩამოფარებული იყო მოთეთრო ფერის ფარდა, რომელსაც ზოგიერთ ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანება. დაზიანებული ფარდა ამოღებული იქნა და დაილუქა FCD863163 პაკეტში. ერთ პაკეტად (პაკეტი N20). ნიმუში N 21 მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის აღმოსავლეთ მხარეს გარეთა მხრიდან ქვედა მხრიდან 57 სმ სიმაღლეზე 7სმx8სმ ფართობზე აღენიშნება მომრგვალო ფორმის მრავლობითი დაზიანება, რომლებშიც შერჩენილია მომრგვალო ფორმის ლითონის მარცვლები, აღნიშნული კარიდან ამოღებული იქნა 11 ცალი ლითონის მარცვალი, რომლებიც დაილუქა FCD846051 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N21). იმავე კარებზე ქვედა კუთხეში და შიდა სახელურზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ნიშნული N22 ე.წ „ზალის ოთახში“ შესასვლელი ხის ორფრთიანი კარის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან 175 სმ სიმაღლეზე აღენიშნება 30სმx50სმ ფართობზე მომრგვალო ფორმის მრავლობითი დაზიანება ირიბად მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით. აღნიშნული დაზიანებებიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ლითონის მარცვალი, რომელიც დაილუქა FCD846075 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N22). ნიშნული N23 იმავე კარის ძირში იატაკზე ეგდო მომრგვალო ფრომის სამი ცალი ლითონის მარცვალი, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა FCD863165 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N23). ნიშნული N 24 ე.წ ზალის ოთახში შესავლელი კარის დასავლეთ მხარეს ჩარჩოზე, იატაკიდან 105 სმ. სიმაღლეზე 16სმ x71სმ ფართობზე აღინიშნებოდა მომრგვალო ფორმის დაზიანების კვლები, ირიბად მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით. აღნიშნული დაზიანებებიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ლითონის მარცვალი, რომელიც დაილუქა FCD863166 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N24). ე.წ „ზალის კარის ფრთაზე“ და ჩარჩოზე არსებული დაზიანებების მიმართულებების მიხედვით ჩამსხვრეული მინის ადგილებიდან, კარზე და ჩარჩოზე არსებული დაზიანებების ადგილებამდე საზომი მეტრიანის საშუალებით განისაზღვრა, სახლში შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს არსებული ფანჯრის დაზიანებული მინიდან ე.წ „ზალის“ კარის ჩარჩოზე არსებულ დაზიანებებაბამდე მანძილი, რაც შეადგენდა 2,90მ. ქვემოდან ზემოთ კუთხით, ხოლო იმ ადგილებიდან სახლში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს არსებული ფანჯრის დაზიანებული მინიდან ე.წ „ზალის“ კარის აღმოსავლეთ ფრთაზე არსებულ დაზიანებამდე აღმოჩნდა 3,00მ მანძილი, ქვემოდან ზემოთ დახრის კუთხით ე.წ „ზალის“ ოთახში არსებული კედელის შუა ნაწილში ჩაშენებული არის ბუხარი, რომლის წინ დგას შეშის ღუმელი, აღმოსავლეთ კუთხეში დგას ხის კარადა, რომელშიც ალაგია სხვადასხვა სახის საოჯახო ჭურჭელი, სამხრეთ დასავლეთ კუთხეში დგას მოთეთრო ფერის საშუალო ზომის მაცივარი, ასევე განთავსებულია უჯრებიანი ხის კარადა, რომელზედაც დგას ტელევიზორი, ე.წ „ზალაში“ დასავლეთ კედელში ჩასმულია ერთფრთიანი ხის კარები, საიდანაც არის შესასვლელი საძინებელ ოთახში, სადაც მოთავსებული იყო სამი საწოლი, ასევე ტანსაცმლის ხის ჩამოსაკიდებელი, მასზე ჩამოკიდებული ტანსაცმელით. ნიშნული N25 საძინებელ ოთახში სამხრეთ კედელთან დგას ორ უჯრიანი მცირე ზომის კარადა, რომლის ზედა უჯრაში აღმოჩენილი იქნა პოლიეთილენის შავ პარკში მოთავსებული სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის 10 ცალი ცარიელი მასრა და სამი ცალი დამუხტული ვაზნა, იმავე უჯრიდან ამოღებული იქნა ლითონის ქილა და მასში მოთავსებული მომწვანო ფერის კრისტალური ცარიელი მასრა, ლითონის მეორე ქილა მასში მოთავსებული მცირე ზომის ლითონის მარცვლებით ე.წ „სადანტი“ ლითონის მესამე ქილაში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ლითონის მარცვლები ე.წ „სადანტი“ მოთეთრო ფერის პლასტმასის ქილა მასში მოთავსებული შედარებით დიდი ზომის ლითონის მარცვლები, გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია თეთრი ფერის პლასტმასის ყუთი. მოშავო ფერის პატარა ყუთში მოთავსებული კაფსულები. ლითონის მცირე ზომის ე.წ „სარწყავი“ ორი ცალი ხისგან დამზადებული ვაზნების კუსტარულად დამუხტული მოწყობილობა, ამოღებული და დალუქული იქნა პოლიეთილენის FCD863164 პაკეტში, ერთ პაკეტად (პაკეტი N 25). საცხოვრებელ სახლს აღმოსავლეთ მხრიდან აქვს მეორე სართულზე ასასვლელი ხის საფეხურებიანი და მოაჯირიანი კიბე, მეორე სართულზე განთავსებულია აივანი და ერთი დიდი ოთახი, აივანზე დგას ერთი საწოლი და ხის ერთი მაგიდა და ოთახში შესასვლელია ხის ორფრთიანი კარი, ოთახში დაგებულია ხის იატაკი, შესასვლელი კარის გვერდით მარჯვენა მხარეს დგას მოთეთრო ფერის მაღალი მაცივარი, ოთახის ჩრდილოეთ კედელთან დგას ტანსაცმლის ხის კარადა, ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში დგას კარადა მასში მოთავსებული ჭურჭლით, აღმოსავლეთ კედელთან შუა ადგილზე დგას ორადგილიანი საწოლი, დასავლეთ კედელთან დგას დიდი სკივრი და სხვა ნივთები, სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში დგას დამზადებული ოთხთაროიანი ნაკეთობა, რომლის მეოთხე ზედა თაროზე დევს ხის ფეხიანი კალათა. ნიშნული N26, კალათაში აღმოჩენილი იქნა სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის 5 ცალი ცარიელი მასრა, ისეთივე ფორმის 5 ცალი დამუხტული ვაზნა და 5 ცალი დამუხტული ვაზნა, რომლებიც დაილუქა FCD863176 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეთიN25). სახლის აღმოსავლეთ მხარეს დაახლოებით 4-5 მეტრის დაშორებით განთავსებულია ხის სასიმინდე, ე.წ ნალია, სახლის მეორე სართულზე ასასვლელ ხის კიბეზე გადებულია ფიცრები, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი სასიმინდეში შესვლა. ნიმუში N 27 იქვე სასიმინდეში შესასვლელი კარიდან მარცხენა კუთხეში, კედელზე განთავსებულია ერთლულიანი სანადირო თოფი. თოფის ლულა ცარიელია და რაიმე ვაზნა ან მასრა მოთავსებული არ არის, თოფზე ამოტვიფრულია ნომერი C 91217, ლულის ჩარჩოზე ამოტვიფრულია ნომერი E8656, ამოტვიფრულია C 913117. თოფს აქვს დამტენ-დამსხლეტი მექანიზმი. აღნიშნული თოფი ამოღებული იქნა და დაილუქა მოთეთრო ფერის სპეციალურ მუყაოს ყუთში და დაილუქა ხარაგაულის რაიონის სამმართველოს 33/14 ლუქში ერთ პაკეტად (პაკეტიN27). შემთხვევის ადგილი დათვალიერებული და დასურათებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
დაცვის მხარის არგუმენტაციის და მტკიცებულებების შეფასება.
ბრალდებულმა მ----------–------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს კონფლიქტი ჰქონდა მამასთან, რა დროსაც მამამ უთხრა, „როგორც დედაშენი ჩამოვარხრჩე ისე ჩამოგახრჩობ შენც ამ ღამითო„. ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ავიდა ტელეფონი აიღო და ჯე---– კ--–------ეს დაურეკა, სთხოვა მასთან მისულიყო, მამა რაღაცეებს საუბრობს და თავს მომავკვლევინებსო. მამამ უთხრა „დაურეკე და მოიყვანე ორივეს კიტრებივით დაგყრით ძირსო„. ამის შემდეგ ჩამოვიდა ეზოში, თოფში მოათავსა ჰილძი, ჩაკეტვისას უეცრად გაისროლა, მამა სახლში იყო და არ გამოდიოდა, კვლავ გაისროლა, ამ დროს ჯე---– კ--–------ე მივიდა. ამის შემდეგ არაფერი აღარ ახსოვს. მ----------–------ემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას ,,ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას“ არ დაეთანხმა და განმარტა, რომ განზრახვას ადგილი არ ქონია.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას განზრახვის არარსებობასთან დაკავშირებით. როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა ბრალდებულ მ----------–------ეს და გარდაცვლილ ა---------– კ--–------ეს ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, ბრალდებულმაც აღნიშნა ამის შესახებ და ძირითად მიზეზად დაასახელა ის, რომ მამა ა---------– კ--–------ე ხშირად სვამდა, რის შემდეგაც იძაბებოდა მათ შორის ურთიერთობა. ეუბნებოდა შვილს, რომ ,,როგორც დედაშენი ჩამოვახრჩე, ისე ჩამოგახრჩობ შენცო“. მომხდარი ფაქტის დღეს კონფლიქტი წარმოიშვა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, კონფლიქტმა შეიძინა დაპირსპირების სახე და ბრალდებულმა მ----------–------ემ თავისივე თოფიდან სამჯერადი გასროლით, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ა---------– კ--–------ეს.
სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციაც იმის შესახებ, რომ ბრალდებულს არ ქონია მამის მოკვლის განზრახვა და ის მხოლოდ დაჭრა გაუფრხილებლობით, განზრახვა კი მაშინ იარსებებდა, თუ ბრალდებული დაჭრილ მამას კიდევ ესროდა, მითუფრო იმ ფონზე, რომ მათ შორის ფიზიკურ დაპარისპირებას ადგილი არ ქონია და შესაბამისად არ არსებობდა საფუძველი ბრალდებულის მხრიდან მამის - ა---------– კ--–------ის განზრახ მოკვლისა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ არსებობდა ოჯახში კონფლიქტი, რის ნიადაგზეც მ----------–------ემ სანადირო თოფიდან სამჯერადი გასროლით სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა ა---------– კ--–------ეს და რამაც გამოიწვია კიდეც დროის მცირე მონაკვეთში ა---------– კ--–------ის გარდაცვალება. როგორც მოწმეები განმარტავენ ბრალდებულსა და გარდაცვლილ შორის არსებობდა ხშირი ოჯახური კონფლიქტი, მომხდარი ფაქტის დღესაც გადმოუყარა ტანსაცმელი სახლიდან და ეუბნებოდა, რომ დაეტოვა მისი სახლი, განზრახვაზე მიუთითებს ასევე ის გარემოება, რომ ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო არეში - გულ-მკერდში. ოჯახურ კონფლიქტთან მიმართებაში მამის მხრიდან არაერთხელ შეურაცხყოფილ ბრალდებულში შურისძიების ემოცია გამოიწვია, რამაც უბიძგა მკვლელობის ჩადენისკენ. მ----------–------ის ქცევა დინამიკაში მიუთითებს მკვლელობის სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, რაც აუცილებელია 108-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.
ამასთან სავალდებულოა დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულ მ----------–------ის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, აიღო საკუთარი სანადირო თოფი და ჰილძები, ჩამოვიდა ეზოში სადაც ეგულებოდა მამა ა---------– კ--–------ე და დაუწყო ხმამაღლა ყვირილი ,,გამოდი გარეთ“ თან ისე, რომ თვალთახედვიდან არ გამორჩენოდა ესროდა ჯერ ფანჯრიდან, შემდეგ კი კარს უკნიდან, სადაც მისი მოსაზრებით გადაადგილდებოდა დაჭრილი დაზარალებული. მოცემული შემთხვევის სრული სურათი აღდგენილ იქნა, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური, მცენარეთა, ნივთიერებათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის დასკვნებითა და სხდომაზე გამოკვლელულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ მ----------–------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს მ----------–------ის მიერ მამის - ა---------– კ--–------ის განზრახ მკვლელობის ფაქტს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს მ----------–------ემ განზრახ მოკლა ა---------– კ--–------ე, შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად "ადამიანის სიცოცხლე დაცულია".
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------ კ--–------ემ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა მამის მიმართ, მამა კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციისთვის არ არის სავალდებულო, პირს ჰქონდეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი, საკმარისია, რომ მას გაცნობირებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას (არაპირდაპირიგანზრახვა). (სუსგ #2კ-749აპ.-18, 31.05.19).
განზრახ მკვლელობის ჩადენისას აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს, რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე, რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი და ა.შ.
მ----------–------ის განზრახვაზე მოეკლა მამა - ა---------– კ--–------ე, მიუთითებს ის გარემოება, რომ ის გაცნობიერებულად ავიდა სახლის მეორე სართულზე, აიღო თოფი და ჰილძები, გადატენა და რომლითაც სწორედ სიცოცხლისათვის სახიფათო გულ-მკერდის არეში შურისძიების მოტივით, ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მის მამას - ა---------– კ--–------ეს. მიყენებული ჭრილობების მიმართულებიდან და მდებარეობიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----------–------ე ა---------– კ--–------ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. ამასთან, დადგენილია, რომ მ----------–------ის ქმედება, ა---------– კ--–------ისათვის თოფის სროლა გულ-მკერდის არეში მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლის სიკვდილთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - მ----------–------ემ ოჯახში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა მამა - ა---------– კ--–------ე, რითიც მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ----------–------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მ----------–------ის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. გარდა აღნიშნულისა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და სპეციფიკას, ასევე მისი ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობა ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, პირიქით ამ შემთხვევაში ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც გარდაცვლილი ოჯახის წევრების, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოების (ოჯახური დანაშაული) მხედველობაში მიღებით მ----------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოშავო ფერის სპორტული სტილის, გრძელსახელოებიანი ზედა მოსაცმელი, მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო-მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი ქურთუკი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო და მორუხო ფერის ზოლებიანი სვიტერი, მოშავო ფერის ქურთუკი, მოყავისფრო ფერის ვილვეტის დათბილული ჟილეტი, მოშავო ფერის უმკლავებო ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, რეზინის მოშავო ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ე.წ კალოში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის ცარიელი მასრა, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის დამუხტული ვაზნა, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის მეორე ცარიელი ლითონის მასრა, ქაღალდის ნაგლეჯები, რომელსაც აღენიშნება მოშავო ფერის ლაქები, მომრგვალო ფორმის 11 ცალი ლითონის მარცვალი, ორი ცალი ლითონის მარცვალი, სამი ცალი ლითონის მარცვალი, ერთი ცალი ლითონის მარცვალი, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის 5 ცალი ცარიელი მასრა, ერთი ცალი განასროლი მასრა, ა---------– კ--–------ის გვამიდან ამოღებული ლითონის უცხო სხეულის სამი მარცვალი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
მოთეთრო ფერის ფარდა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ა) სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის 10 ცალი ცარიელი მასრა; ბ) სამი ცალი დამუხტული ვაზნა, გ) ლითონის ქილაში მოთავსებული მომწვანო-მორუხვო ფერის კრისტალური ფხვიერი მასა. დ) ლითონის მეორე ქილაში მოთავსებული მცირე ზომის ლითონის მარცვლები, ე.წ. „საფანტი“, ე) ლითონის მესამე ქილაში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ლითონის მარცვლები, ე.წ. „საფანტი“. ვ) მოთეთრო ფერის პლასმასის ქილაში მოთავსებული შედარებით დიდი ზომის ლითონის მარცვლები. ზ) გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული დიდი ზომის ლითონის მარცვლები. თ) გამჭვირვალე პარკში მოთავსებული თეთრი ფერის პლასტმასის პიჟები. ი) მოშავო ფერის პატარა ყუთში მოთავსებული კაფსულები. კ) ლითონის მცირე ზომის ე.წ. სარწყეო. ლ) ორი ცალი ხისგან დამზადებული ვაზნების კუსტარულად დასამუხტი მოწყობილობა, 5 დამუხტული ვაზნა, 5 ცალი პლასტმასის დამუხტული ვაზნა, ხის სასიმინდედან ე.წ. „ნალიადან“ ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი- გადაგზავნილ იქნას შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში შემდგომი განკარგვის მიზნით.
აწ გარდაცვლილი ა---------– კ--–------ის კუთვნილი ტანსაცმელები: მუქი ფერის სპორტული შარვალი და მონაცრისფრო ფერის ნაჭრის ტრუსი მოთეთრო ფერის ზოლებით - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
ბრალდებულ მ----------–------ისაგან ამოღებული ტანსაცმელები: 1. მოწითალო, მონაცრისფრო და მოლურჯო ფერის გრძელმკლავიანი, უყელო სვიტერი; 2. მორუხო ფერის ხავერდის შარვალი; 3. მოთეთრო ფერის ნაჭრის ქუდი; 4. მონაცრისფრო ფერის სპორტული წყვილი ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები, ანაწმენდები, ა---------– კ--–------ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, ა---------– კ--–------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები, ა---------– კ--–------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ა---------– კ--–------ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული კანის ნახჭის ანაბეჭდები გადატანილი დაქტილობარათზე, ბრალდებულ მ----------–------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდები, ბრალდებულ მ----------–------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, ბრალდებულ მ----------–------ისაგან აღებული თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუშები სპეციალურ დაქტილობარათზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მ----------–------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მ----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მ----------–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მოშავო ფერის სპორტული სტილის, გრძელსახელოებიანი ზედა მოსაცმელი, მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო-მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი ქურთუკი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო და მორუხო ფერის ზოლებიანი სვიტერი, მოშავო ფერის ქურთუკი, მოყავისფრო ფერის ვილვეტის დათბილული ჟილეტი, მოშავო ფერის უმკლავებო ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, რეზინის მოშავო ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ე.წ კალოში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის ცარიელი მასრა, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის დამუხტული ვაზნა, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის მეორე ცარიელი ლითონის მასრა, ქაღალდის ნაგლეჯები, რომელსაც აღენიშნება მოშავო ფერის ლაქები, მომრგვალო ფორმის 11 ცალი ლითონის მარცვალი, ორი ცალი ლითონის მარცვალი, სამი ცალი ლითონის მარცვალი, ერთი ცალი ლითონის მარცვალი, სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის ლითონის 5 ცალი ცარიელი მასრა, ერთი ცალი განასროლი მასრა, ა---------– კ--–------ის გვამიდან ამოღებული ლითონის უცხო სხეულის სამი მარცვალი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
მოთეთრო ფერის ფარდა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ა) სანადირო თოფის მოყავისფრო ფერის 10 ცალი ცარიელი მასრა; ბ) სამი ცალი დამუხტული ვაზნა, გ) ლითონის ქილაში მოთავსებული მომწვანო-მორუხვო ფერის კრისტალური ფხვიერი მასა. დ) ლითონის მეორე ქილაში მოთავსებული მცირე ზომის ლითონის მარცვლები, ე.წ. „საფანტი“, ე) ლითონის მესამე ქილაში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ლითონის მარცვლები, ე.წ. „საფანტი“. ვ) მოთეთრო ფერის პლასმასის ქილაში მოთავსებული შედარებით დიდი ზომის ლითონის მარცვლები. ზ) გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული დიდი ზომის ლითონის მარცვლები. თ) გამჭვირვალე პარკში მოთავსებული თეთრი ფერის პლასტმასის პიჟები. ი) მოშავო ფერის პატარა ყუთში მოთავსებული კაფსულები. კ) ლითონის მცირე ზომის ე.წ. სარწყეო. ლ) ორი ცალი ხისგან დამზადებული ვაზნების კუსტარულად დასამუხტი მოწყობილობა, 5 დამუხტული ვაზნა, 5 ცალი პლასტმასის დამუხტული ვაზნა, ხის სასიმინდედან ე.წ. „ნალიადან“ ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი- გადაგზავნილ იქნას შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში შემდგომი განკარგვის მიზნით.
აწ გარდაცვლილი ა---------– კ--–------ის კუთვნილი ტანსაცმელები: მუქი ფერის სპორტული შარვალი და მონაცრისფრო ფერის ნაჭრის ტრუსი მოთეთრო ფერის ზოლებით - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
ბრალდებულ მ----------–------ისაგან ამოღებული ტანსაცმელები: 1. მოწითალო, მონაცრისფრო და მოლურჯო ფერის გრძელმკლავიანი, უყელო სვიტერი; 2. მორუხო ფერის ხავერდის შარვალი; 3. მოთეთრო ფერის ნაჭრის ქუდი; 4. მონაცრისფრო ფერის სპორტული წყვილი ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები, ანაწმენდები, ა---------– კ--–------ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, ა---------– კ--–------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები, ა---------– კ--–------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ა---------– კ--–------ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული კანის ნახჭის ანაბეჭდები გადატანილი დაქტილობარათზე, ბრალდებულ მ----------–------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდები, ბრალდებულ მ----------–------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები, ბრალდებულ მ----------–------ისაგან აღებული თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუშები სპეციალურ დაქტილობარათზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, (ქ. ქუთისი, კუპრაძის ქუჩა #11.
მოსამართლე დარინა აბულაძე