გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019002927822
საქმე # 2/83-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდი--ნი _ დავით მელიქიძე
მოსარჩელე _ გრ------ი აბ------ი
წარმომადგენელი - ვა--ლ ბა-–----ე
მოპასუხე _ სუ---ს ხა-----------ი
თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე გრ------ი აბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1.750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 ლარად, რაშიც საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 2.750 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ რომ მოპასუხე ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა 10-15 დღეში, მაშინ როდესაც მოახდენდა კარტოფილის რეალიზაციას, ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, მოსარჩელე დათანხმდა აღნიშნულ პირობას. სუ---ს ხა-----------ი შეთანხმების მიუხედავად მოსარჩელეს არ უხდიდა თანხას, მხოლოდ 2018 წლის მაისის თვეში გადაუხადა 1.000 ლარი და დარჩენილ 1.750 ლარზე შეთანხმდნენ რომ მოპასუხე გადაუხდიდა 10 დღეში, თუმცა მას თანხა დღემდე არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ იგი მოატყუა, უთხრა რომ 1 წლის თესლიაო და სინამდვილეში 3-4 წლის ძველი თესლი გაატანა. მას კარტოფილი არ უყიდია, ერთად უნდა დაეთესათ, საქმე ერთობლი--დ უნდა ეწარმოებინათ, მაგრამ რადგანაც მოსარჩელემ თვითონ თქვა უარი აღარ დათესეს. ფასზე არ შეთანხმებულან, 1.000 ლარი იმიტომ მისცა რომ მოსარჩელემ ოპერაცია გაიკეთა და დაეხმარა. აღნიშნული თესლით 1ჰა 80 მეასედი დათესა, სულ აიღო იმდენივე რაც დათესა - 2,5 ტონა. სუ---ს ხა-----------მა მოსარჩელის კარტოფილის თესლის უხარისხობის გამო განიცადა ზარალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 ლარად, რაშიც საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 2.750 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 54-59);
- გრ------ აბ------ის განცხადება (ს.ფ. 15).
3.1.2. მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ რომ მოპასუხე ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა 10-15 დღეში, მაშინ როდესაც მოახდენდა კარტოფილის რეალიზაციას, ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, მოსარჩელე დათანხმდა აღნიშნულ პირობას. სუ---ს ხა-----------ი შეთანხმების მიუხედავად მოსარჩელეს არ უხდიდა თანხას, მხოლოდ 2018 წლის მაისის თვეში გადაუხადა 1.000 ლარი და დარჩენილ 1.750 ლარზე შეთანხმდნენ რომ მოპასუხე გადაუხდიდა 10 დღეში, თუმცა მას თანხა დღემდე არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 54-59);
- გრ------ აბ------ის განცხადება (ს.ფ. 15).
3.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯი--ნ აბ------მა აჩვენა, რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა კარტოფილის ყიდვის ფაქტს. გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 თეთრად, 2 ტომარაც ისე აჩუქა, თესლი ნორმალური იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ჯი--ნ აბ------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 64-85).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს მოსარჩელისათვის კარტოფილის საფასური - დარჩენილი 1.750 ლარი დღემდე გადასახდელი აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 54-59);
3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბე--კ ხი------–---–მა აჩვენა, რომ იგი გრ------ აბ------ს პირადად არ იცნობს, სუ---მ უთხრა რომ გ.აბ------ი მისი მეგობარი იყო, ახალი თესლი აქვს და მასთან ერთად უნდა დავთესოო. ბ.ხი------–---–ს მათი ერთობლივი საქმიანობა ფინანსურად უნდა უზრუნველეყო, რაც განახორციელა კიდეც. 1 წილი მათი იქნებოდა, 1 წილი აბ------ის. 5,5 ტონა წამოიღეს, თანხაზე არ ულაპარაკიათ, საქმე ერთად უნდა ეწარმოებინათ, როდესაც დასათესად გახსნეს ტომრები, საერთოდ არ ვარგოდა, დამპალი იყო. რაც დათესეს იგივე რაოდენობის კარტოფილი მიიღეს. ბ.ხი------–---–ისთვის ასევე ცნობილია რომ სუ---ს ხა-----------ი მოსარჩელეს 1.000 ლარით დაეხმარა, როცა მან ოპერაცია გაიკეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ბე--კ ხი------–---–ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 64-85).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტი--ციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ გრ------ აბ------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317-ე, 361-ე, 383-ე, 477-488-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი განსაზღვრავს ნასყიდობის ცნებას, რომლის თანახმადაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფა-- და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფა-- პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის საფუძველზე ნივთი ნივთობრი--დ უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 ლარად, რაშიც საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 2.750 ლარი. მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ რომ მოპასუხე ნასყიდობის საფასურს გადაიხდიდა 10-15 დღეში, მაშინ როდესაც მოახდენდა კარტოფილის რეალიზაციას, ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, მოსარჩელე დათანხმდა აღნიშნულ პირობას. სუ---ს ხა-----------ი შეთანხმების მიუხედავად მოსარჩელეს არ უხდიდა თანხას, მხოლოდ 2018 წლის მაისის თვეში გადაუხადა 1.000 ლარი და დარჩენილ 1.750 ლარზე შეთანხმდნენ რომ მოპასუხე გადაუხდიდა 10 დღეში, თუმცა მას თანხა დღემდე არ გადაუხდია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯი--ნ აბ------მა აჩვენა, რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა კარტოფილის ყიდვის ფაქტს. გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 თეთრად, 2 ტომარაც ისე აჩუქა, თესლი ნორმალური იყო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა კარტოფილი უვარგისი და გამოუსადეგარი იყო, რაც არ პასუხობდა მათი შეთანხმების პირობებს, რომ მას კარტოფილი არ უყიდია და მოსარჩელესთან ერთად საერთო საქმე უნდა ეწარმოებინა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სუ---ს ხა-----------ს სასამართლოსათვის არანაირი სახის მტკიცებულება, არ წარმოუდგენია, რაც უარყოფდა ან გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის საფუძველზე ნივთი ნივთობრი--დ უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს და ვერც მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს იმას, რომ მხარეებს შორის წინასწარ არსებობდა ნივთის ხარისხზე შეთანხმება. ამდენად, ნივთი უნდა ჩაითვალოს უნაკლოდ. ასევე საგულისხმოა მოწმე ჯი--ნ აბ------ის ჩვენებაც იმასთან დაკავშირებით რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა კარტოფილის ყიდვის ფაქტს. მოსარჩელე გრ------ი აბ------მა 2018 წლის თებერვლის თვეში 5.500 კგ. კარტოფილი მიყიდა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს, 1 კგ. 0.50 თეთრად, 2 ტომარაც ისე აჩუქა, თესლი კი ნორმალური იყო.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე გრ------ი აბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1.750 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცე--ს ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფა-- (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50.00 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება, რაც წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 1.000 ლარს, ამდენად, მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50.00 ლარის გადახდა; მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საადვოკატი მომსახურების ხარჯის - 50.00 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 400-ე, 361-ე, 867-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 37-ე, 39-ე, 53-ე, 131-ე, 180-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გრ------ი აბ------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე გრ------ი აბ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1.750 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე სუ---ს ხა-----------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50.00 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საადვოკატი მომსახურების ხარჯის - 50.00 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე